„გოგონა დრაკონის ტატუთი" (შვედური ორიგინალის სახელწოდებაა „ქალთმოძულე კაცები") — შვედ მწერალ სტიგ ლარსონის კრიმინალური რომანი. „გოგონა დრაკონის ტატუთი" პირველი წიგნია „მილენიუმის ტრილოგიისა". რომანი შვედურ ენაზე 2005 წელს გამოიცა.
„გოგონა დრაკონის ტატუთი" 40 ენაზე ითარგმნა და 21-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. წიგნი ქართულ ენაზე 2011 წელს გამოიცა.
40 წლის წინ შვედეთის ერთ-ერთ კუნძულზე მომხდარ მკვლელობის გამოძიებას 82 წლის ჰენრიკ ვანგერმა ნახევარი ცხოვრება შეწირა. სიბერეშიც ერთი სურვილი აქვს - გაიგოს, ვინ მოკლა მისი ძმის შვილიშვილი. მოხუცი საქმის გამოსაძიებლად ახალგაზრდა ჟურნალისტს, მიქაელ ბლუმკვისტს ქირაობს. ბლუმკვისტთან ერთად გამოძიებაში მონაწილეობს საზოგადოებისგან გონებაშეზღუდულად გამოცხადებული ლისბეთ სალანდერი, ახალგაზრდა ჰაკერი გოგონა დრაკონის ტატუთი... ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ამ სამი ადამიანის მიერ წარმოებული გამოძიება, რომელიც ფოტოებით, საარქივო მასალებში ქექვით და ადგილობრივთა მოგონებებზე დაყრდნობით მიმდინარეობს, მკითხველისათვის წარმოუდგენელი შედეგით სრულდება
ამავე სიუჟეტზე არის ფილმის გადაღებული სადაც მთავარ როლებს თამაშობენ :
დენიელ ქრეიგი, რუნი მარა, ქრისტოფერ პლამერი, სტელან სკრასგარდი, სტივენ ბერკოფი
ფოტოები და ანიმაციები ფილმიდან
”წლების განმავლობაში უამრავი მტერი მყოლია და ერთი რამ ვისწავლე: არასდროს უნდა ჩაება ომში,რომელშიც მარცხისთვის განწირული ხარ.მეორე მხრივ,არასდროს უნდა აპატიო მას,ვინც შეურაცხყოფას მოგაყენებს.შესაფერის დროს დაელოდე და მხოლოდ მაშინ მიაყენე საპასუხო დარტყმა–თუნდაც ეს აღარ გჭირდებოდეს”.
- ჰენრიკ ვანგერი
ზოგადად მიყვარს დეტექტივები და ეს წიგნიც ერთ-ერთი ჩემი ფავორიტია , წიგნი არის ძალიან საინტერესო და კარგი წასაკითხი (არის უხერხული მომენტი - რამოდენიმე) თუმცა მთლიანობაში ძალიან საინტერესო სიუჟეტიაფილმი სიმართლე რომ გითხრათ არ მაქვს ნანახი , იმიტომ რომ წიგნით უკეთესად მყავს წარმოდგენილი თითეული პერსონაჟი და არ მინდა ეს სხვაგვარად მოხდეს ) ვისაც აქვს წაკითხული დამეთანხმება რომ საინტერესო წიგნია - მთლიანობაში )
ვისაც არა კი გირჩევთ წაიკითხოთ )