მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 23 » Glee
11:53 PM
Glee
ინფორმაცია ჩემს საყვარელ სერიალზე 

სიუჟეტი | ქასთი | პერსონაჟები | ფოტოები | ანიმაციები |
     

Glee ბევრად განსხვავდება სხვა ჩვეულებრივი თინეიჯერული სერიალისგან. მასში კარგადაა გადმოცემული მოზარდების პრობლემები და რაც მთავარია, ეს დანახულია არც ისე პოპულარული ახალგაზრდების მხრიდან, რაც მას უფრო რეალურს ხდის. 
მსოფლიო ჰიტების უმეტესობის შეუდარებელი ქავერ ვერსიები განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის და მაყურებელს გულგრილს ვერ ტოვებს. 
უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მსახიობი თავად ასრულებს სიმღერას და ამას არაჩვეულებრივად ართმევს თავს, ხოლო ქორეოგრაფიული ნომრები ბროდვეის ტრადიციების დაცვითაა დადგმული. 
მუსიკალური მიმართულების გარდა, შემქმნელებმა კარგად იმუშავეს გმირების ხასიათებზე, რომლებიც შეიყვარეს მთელი მსოფლიოს მაყურებლებმა. 
უნიკალური პერსონაჟები, შესანიშნავი ვოკალი, ლამაზი დადგმა და ქორეოგრაფია_ამ ყველაფრის წყალობით Glee გამორჩეულ ადგილს იკავებს იმ სერიალებს შორის, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ. 



Glee არის ფოქსის მუსიკალური კომედია, რომელიც გადაიცემა 2009 წლის 19 მაისიდან. სერიალი მოგვითხრობს  ოჰაიოს, უილიამ მაკ-კინლის სახელობის სკოლაში არსებულ მუსიკალურ კლუბ - ახალ მიმართულებაზე (New Directions) და მის წევრებზე რომლებიც განსხვავებული რელიგიის, რასის, სექსუალური ორიენატიისა და სოციალური ფენის ადამიანები არიან. კლუბის ხელმძღვანელი ამავე სკოლის ესპანური ენის მასწავლებელი, უილ შუსტერია. რომლის როლსაც მეთიუ მორისონი ასრულებს. სერიალის ავტორები რაიან მერფი, ბრედ ფელჩაკი და იენ ბრენანი არიან.



¶ ასთი და პერსონაჟები ¶

რეიჩელ ბერი (ლეა მიშელი)

რეიჩელი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო მათ შორის, ვინც კლუბში გაწევრიანდა. რეიჩელი ამბიციური პიროვნებაა, მას სურს კარიერა ბროდვეიზე განაგრძოს, ამიტომაც ძალებს არ იშურებს წარმატების მისაღწევად. იგი ახალი მიმართულების ლიდერად მიიჩნევს თავს, ამიტომაც სერიალის ერთ-ერთი მთავარი პრესონაჟია.
 

ფინ ჰადსონი (ქორი მონტეიტი)

ფინი მაკ-კინლის სკოლის საფეხბურთო გუნდის კაპიტანი და სკოლის ყველაზე პოპულარული ბიჭი იყო. იგი სკოლის მხარდამჭერთა გუნდის კაპიტანს, სკოლის ყველაზე პოპულარულ გოგოს - ქუინ ფაბრეის ხვდებოდა. ფინი კლუბში უილმა იძულებით გააწევრიანა ვინაიდან თავად, რეპუტაციის დაკარგვის ეშინოდა. კლუბში მან რეიჩელ ბერი გაიცნო, რომელთანაც შემდეგ რომანი გააბა. მესამე სეზონში მას ხელი სთხოვა და თანხმობაც მიიღო. 
 

უილ შუსტერი (მეთიუ მორისონი)

უილი ახალი მიმართულების ხელცმძღვანელია. სწორედ მან აღადგინა კლუბი რომელშიც, თავის დროზე თავად ირიცხებოდა. 
უილის აუხდენელი ოცნება ბროდვეია. მეორე სეზონის ბოლო ეპიზოდში - New York, იგი ბროდვეის ეწვევა თუმცა, უარით გამოისტუმრებენ.
 

ქუინ ფაბრე
(დიანა აგრონი)

ქუინ ფაბრეი მაკ-კინლის სკოლის, მხარდაჭერთა გუნდის კაპიტანი იყო. იგი ფინ ჰადსონს ხვდებოდა. როდესაც ფინი კლუბში გაწევრიანდა, ქუინმა რეიჩელზე ეჭვიანობა დაიწყო ამიტომაც, გადაწყვიტა ახალ მიმართულებაში თავადაც გაწევრიანებულიყო. 
 

სხვა პერსონაჟები:

ჯეინ ლინჩი —
სიუ სილვესტერი
(Sue Sylvester)
კრის კოლფერი — კურტ ჰამელი (Kurt Hummel)
კევინ მაკჰეილი — არტი აბრამსი (Artie Abrams)
ნაია რივერა — სანტანა ლოპეზი (Santana Lopez)
დარენ კრისი — ბლეინ ანდერსონი (Blaine Anderson)
კორდი ოვერსტრიტი - სემ ევანსი (Sam Evans)
ჰეიზერ მორისი — ბრიტანი სუზან პირსი (Brittany Susan Pierce)
მარკ სელინგი — ნოა „პაკი" პაკერმანი (Noah "Puck" Puckerman)
ემბერ რაილი — მერსედეს ჯონსი (Mercedes Jones)
ჰარი შუმი — მაიკ ჩენგი (Mike Chang)
ჯენა ესკოვიჩი — თინა კოენ-ჩენგი (Tina Cohen-Chan)
ჯეიმა მეისი — ემა ფილსბარი (Emma Pillsbury)
დოტ ჯონსი — შენონ ბეისტი (Shannon Beiste)
იდინა მენზელი — შელბი ქორკორანი (Shelby Corcoran)
მაიკ'ო მელი — ბარტ ჰამელი (Burt Hummel)
ჯესალინ გილსიგი — ტერი შუსტერი (Terri Schuester)



















იმედია მოგეწონათ ) 

კატეგორია: ♥ სერიალები | ნანახია: 797 | დაამატა: MissBarnes♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 8
2013-01-16 Spam
vgijdebi<3 <3