მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 24 » Give Me Love ♥
9:40 PM
Give Me Love ♥
Give Me Love

როგორც დაგპირდით ვდებ კიდევ ერთთავიან
მოთხრობას ნამდვილ სიყვარულზ
დანარჩენი სრულში♥
იმედი მაქვს მოგეწონებათ..
P.S CoMmenT

წაიკითხეთ ბოლომდე )) გეძღნებათ ყველას.. გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს და ნამდვილი სიყვარულის პოვნას..

არ ვიცი როგორ დავიწყო ჩემი ისტორია..გაცნობით ალბათ ეს ძალიან ბანალური და მომაბეზრებელი იქნება.. ჩემთვის ცხოვრება ერთი დაუსრულებელი თამაშია,რომელშიც ხანდახან ძალიან გვიჭირს ტურის გადალახვა..მეც,როგორც ყველა ადმიანს,მიჭირს რაღაცის გადალახვა და შეუძლებელია ვიყო ყოველთვის ბედნიერი..მე-9 კლასში ვიყავი,როცა პირველად შემიყვარდა და ეს სამუდამოდ გაგრძელდა კიდეც..
ალბათ თებერვლის შუა რიცხვები იქნებოდა.. კლასში დიდი აჟიოტაჟი გამოეწვია,იმ სიახლეს,რომ ახალი გოგო გადმოდიოდა.. ყველას ძალიან აინტერესებდა..თუმცა მათი ინტერესები ამ გოგოს მიმართ განსხვავდებოდა..დღეს როცა მას ველოდით,ის არ გამოჩნდა.. 

სამშაბათი
დილით ადრე გამეღვიძა..ადგომა საშინლად არ მინდოდა,მითუმეტეს სკოლაში წასვლა,მაგრამ თავზე მამაჩემი დამადგა..
-ადექი!..
-კარგი ვდგები..(მამაჩემი ოთახიდან გავიდა..)
როგორც იქნა თავი წამოვწიე.. თვალები კარგად გავახილე და ოთახს მიმოვავლე თვალი.. ტანისამოსს დავავლე ხელი და ჩავიცვი..
-არ ისაუზმებ დილით?
-არა დე არ მინდა..მეჩქარება,სკოლაში დამაგვიანდება!
(ჩანთაში ჩავყარე წიგნები,რომლებიც ხელში მომხვდა და ფეხზე ჩავიცვი)
როცა უკვე მზად ვიყავი,მეორე ოთახში მყოფთ გავძახე,რომ მივდიოდი და კარები გავიხურე..მართალია თებერვალი იყო,თუცმა მაინც კარგი ამინდი იყო..კარგმა ამინდმა და ჩემი მეგობრების დანახვამ გამომაფხიზლა და კარგ ხასიათზეც მომიყვანა...
-სად მიდიხარ?(ნიკა)ნიკა ჩემი საუკეთესო მეგობარია..მისი შეცვლა ვერავის და ვერავითარ ძალას ვერ შესწევს..
-სპორტი გვაქვს... წამოდი პირდაპირ იქ და მერეც გვეყოფა კლასი..(ნიკა)
-მოიცა რა ნიკა.. მძიმეა!(მე)
-მაშინ მეც წამოგყვები..
მე და ნიკა კლასისკენ წავედით..ჩვენთან უცნობი გოგო მოვიდა,პირველად ვხედვავდი,ალბათ ახალი გადმოსული იყო..
-უკაცრავად ვერ მეტყვით სამასწავლებლო მერამდენე სართულზეა??(უცნობი გოგო)
-მეორეზეა.. ახვალ თუ არა იქვე დიდი წითელი კარია და აწერია სამასწავლებლო..(მე ვუპასუხე)
-დიდი მადლობა! უცნობი ღიმილით დაგვემშვიდობა და კიბეებისკენ წავიდა..
რაც მის გამოხედვაში და ღიმილში შევნიშნე,თითქოს დამატყვევაო..იმ წუთას მივხვდი რომ რამოდენიმე წამის წინ, ჩემ წინ წაბლისფერ თმიანი და მწვანე თვალება ანგელოზი იდგა,რომელიც საოცრად მომხიბვლელი და უმანკო იყო..
კლასში შევედით და ჩანთები დავტოვეთ.. სპორტმა ხმაურიანად ჩაიარა..ბევრი ვითამაშეთ.. რამოდენიმე წლით პატარებად ვიქეცით..
-სულ რამოდენიმე წუთში ზარი დაირეკება,თავისუფლები ხართ (სპორტის მასწმა 
კლასში გაგვიშვა)
ზოგი პირდაპირ კლასში წავიდა,ზოგმა ჯერ თავი მოიწესრიგა,ზოგმა იმდენი ჭამა,რომ ბუფეტი დაცარიელდა.. დამრიგებლის გაკვეთილი დაიწყო,მაგრამ ის არსად არ ჩანდა..მანდატურები შემოვიდნენ ხმაურის გამო..
-გაჩუმდით! (მკაცრად დაიყვირა ლევანმა..(ჩვენმა მანდატურმა))
ყველა გაჩუმდა ბუზის გასმენის ხმასაც გაიგებდით..
-უკაცრავად შეიძლება რაღაც ვიკითხო? (ჩემი ერთ-ერთი კლასელი ფეხზე წამოდგა)
-გისმენთ! (მანდატური ლევანი)
-ჩვენი დამრიგებელი სად არის?
-ახალი მოსწავლე მოვიდა და საბურტებს აწესრიგებენ 2 წუთში აქ იქნება..
მანდატურის პასუხის გაგონებისას კლასში აჟიოტაჟი ახდა.. ყველა ახმაურდა..
-დაწყნარდით! (ლევანმა ორჯერ თუ სამჯერ დაიყვირა თუმცა არავინ უსმენდა)
-უკაცრავად .. ბავშვებო ბოდიშს გიხდით .. ლევან დიდი მადლობა..(დამრიგებელმა ლევანს მადლობა უთხრა და მანდატურმა საკლასო ოთახი დატოვა..)მის მაგივრად კი ის გოგო შემოვიდა რომელიც დაახლოებით 1 სააათის წინ მე და ნიკამ ვნახეთ..
-საბუთებზე იყო რაღაც გადასაწყვეტი და ბოდიშს გიხდით დაგვიანებისათვის..ახლა კი მინდა თქვენი ახალი კლასელი გაგაცნოთ..ეს არის მარი..(მასწავლებელმა უცნობი გოგო,ახლა უკვე მარი გვერდით მოიყენა)
-ბავშვებო იმედი მაქვს კარგად გაუგებთ ერთმანეთს..მარი მიდი გიორგის გვერდით დაჯექი.. როგორც ჩანს სხვაგან ადგილი არ არის..
(მასწავლებელმა ჩემ მერხზე მიუთითა)
-მარი ხო? ჩვენ მემგონი უკვე შევხვდით!)
-მემგონი(მარიმ ისევ გამიღიმა)
-რა გქვია?
-გიორგი.. 
-სასიამოვნოა..
მარისკენ იყო იმ წუთას ყველას ყურადღება...
-მოდი ბავშვებო ახლა გამოკიტხვას ვეღარ მოვასწრებ და მარის გავეცნოთ..თითოეული ადგეს და სახელი და გვარი თქვას და რამოდენიმე სიტყვა მის შესახებ..შემდეგ კი მარი მოგვიყვება თავის თავზე ცოტას..კარგით?
ერთხმად დაეთანხმა მასწავლებლის შემოთავაზებას.. სათითაოდ გავეცანით,ხოლო შემდეგ თავის თავზე ისაუბრა.. მისი ჩემტვის უცხო იყო,პირველად მოვისმინე ასეთი ნაზე და ლამაზი ხმა..დღემ კარგად ჩაიარა..

ოთხშაბათი
მეგონა დღესაც ჩემ გვერდით დაჯდებოდა მარი,თუმცა ჩემმა ერთ-ერთმა ტრიპაჩმა გოგომ მოისვა გვერდით...მე მათ უკან ვიჯექი..იმ დღეს ცუდად ვიყავი და კლასიდან არ გავსულვარ..ამის ხარჯზე მარის შესახებ მეტიც გავიგე..იგი ისეთივე ჭკვიანი იყო,როგორც ლამაზი..

რამოდენიმე კვირის შემდეგ
დაახლოებით ერთი თვე ან თვე-ნახევარი გავიდა რაც ის ჩვენ კლასშია.. ახლა მივხვდი რომ პირველი გრძნობა,რომელიც მარის მიმართ გამიჩნდა აღფრთოვანება იყო..მისით ახლაც მოხიბლული ვარ,თუმცა მასთან ყოფნის დროს სრულიად ვიცვლები და სხვა ადამინი ვხვდები...რას ნიშნავს ეს? არ ვიცი,ან შეიძლება ვიცი მაგრამ ქვეცნობიერად აღიარების მეშინია და მეც ვერ აღვიქვამ სწორად და ამიტომ ვარქმევ აღფრთოვანებას..

სკოლის ბოლო დღე
მე-9 კლასი დავხურეთ..ამის აღსანიშნავად გადავიწყვიტეთ სადმე ერთად წავიდეთ და ვიზეიმოთ.. მარიც ჩვენთან ერთად მოდის რა თქმა უნდა..რამოდენიმე თვის განმავლობაში მე და ის საუკეთესო მეგობრები გავხდით...
-სკოლის ბოლო დღეა ბოლო წუთებია და შემდეგ მთელი სამი თვე ვისვენებთ.. ხოდა გამიჩნდა იდეა სადმე წავიდეთ! (ჩემი კლასელი სიტყვით გამოვიდა)
-კარგი იდეაა! (თითქმის ყველა დაეთანხმა)
-კარგი გადაწვეტილია.. ფული ავაგროვოთ და კაფეში წავიდეთ..
-მე ვიცი ერთი ძალიან მაგარი კაფე (ანამ წამოიძახა)
-გადაწყვეტილია მივდივართ!(მეც ავუბი მხარი ანას)
-სკოლის მერე პირდაპირ მივდივართ და მორჩა!(ჩემმა გიჟმა კლასელმა წამოიყვირა)
ბოლო დღე.. ბოლო გაკვეთილი და უკანასკნელი წუთები,რომლებიც საოცნებო ზაფხულს გვაშორებს!..
-ბავშვებო 10 წამიც და ზარი დაირეკება..(ნიკა)
ყველა გაჩუმდა.. საათს უყურებდნენ რამოდენიმე წამის განმავლობაში,მაგრამ როცა ზარი დაირეკა ყველა ახმაურდა და მხიარულება და ზეიმი ერთად დაიწყო..მეც მიხაროდა,თუმცა მწყინდა
რომ მთელი 3 თვის განმავლობაში მარის ვეღარ ვნახავდი...
შენობა დატოვეთ და სკოლის წინ შევიკრიბეთ,იმის გამო რომ ჩვენი სკოლის ბოლო დღე გაგვემხიარულებინა,საჭირო იყო ეს დღე ერთად გაგვეტარებინა...
-მაპატიეთ ბავშვებო მე ვერ წამოვალ თქვენთან ერთად(ყველამ მარის გავხედეთ)
-რას ნიშნავს არ წამოხვალ?(ანა გვერდით დაუდგა)
-არა..უბრალოდ არ შემიძლია!
-მარი სკოლის ბოლო დღეა და არ გინდა ერთად გავატაროთ?(ჩემმა კლასელმა დაიწყო..მერე კი მე გავაგრძელე)
-მთელი სამი თვე ერთმანეთს ვეღარ ვნახავთ.. ეს მემგონი არც ისე ცოტა!!
-მაგრამ (მარიმ ხმადაბლა წამოიწყო საუბარი თუმცა ანამ არ აცადა არაფრის თქმა)
-გადაწვეტილია მოდიხარ!..
ფული შევაგროვეთ და ქალაქგარეთ გავედით..თუმცა არც ისე შორს არ წავსულვართ.. ერთ ძალიან ლამაზ და მშვიდ ადგილას მივედით,საიდანაც ჩვენ წინ იშლებოდა ყველა სილამაზე ერთდროულად..
-უკვე ძალიან გვიანია დროა წავიდეთ! (ნიკა)
-არა რა დროს წასვლა! მშვენიერი ამინდია და თან ნამდვილი რომანტიკაა..ვერ ხედავ შენ წინ კოცონი..თბილი ღამე და უმშვენიერესი გარემო..(რომელმა წამოროშა აღარ მახსოვს)
-დღეს უკან ვეღარ დავბრუნდებით,ამიტომ ბებიაჩემთან დავრჩეთ..ის
აქვე ცხოვრობს(ანა)
-ჩემებს გავაგებინებ!.. (ბაშვები დაიფანტნენ..მშობლებს ურეკავდნენ)
კოცონთან მარტო დავრჩი...
ცოტახანს ცეცხლის ალს ჩაყურებდი და არაფერზე ვფიქრობდი..
პატარა კენჭებს დროდადრო ცეცხლში ვყრიდი..თავი ავწიე და გარემოს თვალი მიმოვავლე.. არავინ ჩანდა,გარდა მარისა რომელიც როგორც ჩანს მის წინ გადაშლილ ლანდშაფტს გაჰყურებდა..
-ლამაზია არა?(გვერდით მივუჯექი)ჩემმა ხმამ თითქოს შეაკრთოო..
-ნამდვილად!(მარი)..
-რატო მოიწყინე?
-არ მომიწყენია..მარიმ გამიღიმა ისევე,როგორც პირველი შეხვდერისას..არც მე დავრჩენილვარ და საპასუხოდ მე გავუღიმე..
-აბა მარტო რატო ზიხარ?
-რავი უბრალოდ მარტო ყოფნა მინდოდა!
მარისთვის აღარაფერი არ მითქვამს.. უბრალოდ მასთან ერთად გაყურებდი შორეულ ჰოზონტს.. მთვარეს,ვარსკვლავებს,ლანდშაფტს რომელიც ჩვენ წინ იშლებოდა..არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავით ასე ჩუმად!..ახლა მის გვერდით როცა ვიყავი ჩემთვის არაფერი არსებობდა.. პირველად შემიყვარდა ასე ძლიერ და არ ვიცოდი მის გარეშე როგორ გავძლებდი მთელი სამი თვე..მე ხომ შემეძლო იმ წამს მისთვის მეთქვა მიყვარხარ,მაგრამ მეშინოდა.. ძალა არ მყოფნიდა..
-მივდივართ! (ანამ შორიდან გამოგვძახა)
-დაგეწევით (წამოვდექი და მარი წამოვაყენე)
-მადლობა! 

* * * * *
მთელი 3 თვე გავიდა..ამ სამი ტვის განმავლობაში მხოლოდ ნიკას ვნახულობდი ხოლმე,იმიტომ რომ ჩემი მეზობელი და ბავშვობის მეგობარია.. დანარჩენების შესახებ კი არაფერი არ ვიცი..რამოდენიმეჯერ მივწერე მარის,თუმცა მისგან პასუხი არ მიმიღია..თითქოს ჩემი მარისადმი გრძნობა შეიცვალა..ხანდახან მგონია არ მიყვარს და უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ მისი პიროვნებით..
-ბიჭო წამოდი გავიაროთ სადმე..(ეზოდან ნიკას ხმა მომესმა)
კარები გავაღე და მაშინვე მასთან ახლოს მივედი..
-და სად წავიდეთ რო?
-სადმე! (ნიკა დაფირდა)
-აი თუმდაც პარკში!..
-მეზარება,მაგრამ სახლში ყოფნას მირჩევნია ახლა სადმე წავიდე..
-კარგი ესეიგი მივდივართ..
15 წუთში მე და ნიკამ ჩვენი საძმაკაცო შევკრიბეთ და პარკისკენ წავეხეტეთ.. გზაში რაზე ვილაპარაკებდით? რა თქმა უნდა მხოლოდ გოგოებზე..გოგოებზე რა შეყვარებულებზე!♥ პარკში შევედით.. გარემოს მიმოვავლე თვალი,საკმაოდ ბევრ ნაცნობს მოვკარი თვალი.. თუმცა ერთის დანახვა ყველაზე მეტად გამიხარდა..
-მალე მოვალ! (ვუთხარი ნიკას,ბიჭები დავტოვე და მარისკენ წავედი)
-სად მიდიხარ? (საბამ გამაჩერა)
-სად წავა მარი დაინახა და (ნიკა ჩაერთო ჩვენ საუბარში)
-შენ რა მართლა გიყვარს ძმაო? თუ გიყვარს კიდე რა პონტში 
არ ეუბნევი?(საბა)
-არ მიყვარს უბრალოდ ჩემი კლასელია და მინდა ვნახო!
-მაშინ მე და ნიკაც წამოვალთ,ის ჩვენი კლასელიცაა!(საბა)
ახლა ნამდვილად არ მინდოდა ჩემთან ერთად წამოსულიყვნენ,მაგრამ
სხვა გზა არ მქონდა...ბიჭები ცოტახნით მივატოვეთ და ჩვენი კლასელისკენ წავედით..როგორც ჩანს მარტო არ იყო,მის გვერდით რამოდენიმე ბიჭი იდგა და ჩვენი კლასელი ანა..ბიჭებს შორის ერთ-ერთი ჩემი ნაცნობიც იყო..
-მარი,ანა როგორ ხართ? (საბა ყველას მიესალმა და გოგოები გადაკოცნა)
-კარგად ვართ! თქვენ რას შვრებით? არ გიხარიათ სკოლა მალე იწყება? თქვა ანამ და გულიანად გაიცინი..რადგან იცოდა რომ სკოლის ატანა არ გვქონდა :დ.. მართლაც მიუხედავად იმისა რო ვსწავლობ სკოლას ვერ ვიტან..განსაკუთრებით ფიზიკის მასწალებელ ვერ ვიტან,ალბათ იმიტომ რომ მოხუცი და ავი კაცია..:დ არც 
-აბა რა სკოლას რა ჯობია!( საბა)
-მარი შენ არ მოგენატრა სკოლა? (ნიკა)
-მმ..ისე რაა! ზაფხული და დასვენება ჯობია.. გიორგი შენ რას იტყვი?
(არ მოველოდი მარის კითხვას თუმცა მაინც სწრაფად ვუპასუხე,რადგან არ მინდოდა ბიჭებს რაიმე ეჭვი აეღოთ)
-ბავშვები მომენატრენ!
-ანუ გამოდის ჩვენც მოგენატრეთ!(ანა)
-ჰო ანა! (ვუთხარი და გავუღიმე)
-კარგი მე ცოტახნით დაგტოვებთ...(ჩვენ შეგვათვალიერა,შემდეგ კი
ანას გახედა)
-ანა ე.ი შენც წამოგიღო?
-ხო აბა!
-რაა? (საბა რა თქმა უნდა დაინტერესდა)
-ნაყინი..(ანა)
-მეც მინდა (საბა)
-იყიდე მერე ჩვენ რა ვქნათ გიყიდოთ?(ანა)
-მოიცა ახლა მე და მარი წავალთ და მოვიტანთ ყველასთვის ნაყინს..
მარის გვერდით დავდექი,მათ კი ჩვენკენ გამოიხედეს..
-კარგი წადით! (ანა)
მათ რამოდენიმე ნაბიჯით მოვშორდით როცა ანამ იყვირა შოკოლადის წამომიღეთო..
-მარი შენ და ანა ესეიგი მაგარი მეგობრები ხართ!
-ხო მე და ანა მეზობლებიც ვართ და))
-აა ..აი თურმე რა ყოფილა..
-ზაფხული სად გაატარე? (არ ვიცოდი რას შევკითხოდი და პირველი რაც გამახსენდა ის ვკითხე)
-რავი ჯერ ზღვაზე,მერე ბებიაჩემს ვესტუმრე სოფელში..ახლა კი ველოდები სკოლა როდის დაიწყება.. სკოლის დაწყებიდან 2 კვირით ადრე ჩამოვედით..
-ჩამოხვედით?
-ხო მე და ანა ერთად ვიყავით..
-მაშინ კარგად გაერთობოდით!!
-ნამდვილად!
საუბარში მაღაზიას მივადექით..ნაყინები ვიყიდეთ და უკან გამოვბრნდით..გზაში არ გავჩუმებულვარ და მარის ისე ველაპარაკებოდი,თითქოს მისი საუკეთესო მეგობარი ან საერთოდ გოგო ვყოფილიყავი...
-მოვედით! (იგი ანას მიუჯდა გვერდით)
-კარგია!
-ანა რა გჭირს?
(ანა აათვალიერა იგი მთლად სველი იყო)
-საბამ დამასველა..(ანა)
-არაფერია გადაიტან!(მარი,მხარზე ხელი დაადო თანაგრძნობის ნიშნად და თან გაიცინა :დ )
-მაშინ შენც გადაიტან! (ამის თქმა და წყლის შესხმა ერთი იყო.. მარი მთლიანად გალუმპულიყო)
-არ გაცოცხლებ..(ნაყინები გვერდით გადადო და საბას გაეკიდა წყლით სავსე ბოთლით) არ გაგიკვირდეთ ბოთლი საიდან გააჩინაო,მაღაზიაში იყიდა :დ..მთელი პარკი აიკლო ამ ორმა "გადარეულმა" თუმცა საბა უფრო ეშმაკია და მარი კიდე სულაც არ არის გადარეული..ანაც აიყოლიეს,მათ ნიკა მიჰყვა,ბოლოს კი მთელი სამეგობრო პარკში დარბოდა და წუწაობდა.. თუმცა ამით არ დავკლმაყოფილდით,ყველას წუწაობა უნდოდა,პარკში წვიმა წამოვიდა..უცნობი თუ ნაცნობი იყო მაინც გწუწავდა..
-ვერ გიტან საბა (მარი) პარკის შესასვლელში ვიდექით ყველა..
-ასე როგორ მივიდე სახლში? (მარი)
-არაფერია ოდნავ დასველდი..(საბა დაიჯღანა)
-აბა რა ოდნავ ვარ სველი..(მარი)
-აუ ერთი გიორგის შეხედე რას გავს.. (ანამ სიცილი დაიწყო)
-რა მჭირს? (გაკვირვებული ვიკითხე თითქოს ვერ ვხვდებოდი)
-მე სახლში მივდივარ! თქვენ ყურებას აღარ ვაპირებ..(მარი გზის მეორე მხარე სწრაფად გადაკვეთა,ანაც მას გაეკიდა)
-მომავალ შეხვედრამდე! (ორივემ ერთად დაიყვირა)

* * * * *
ორი კვირა გავიდა ჩვენი შეხვედრის შემდეგ მე კი საშინელი სურვილი მკლავს მარის ნახვისა..ნუთუ მართლა შემიყვარდა? 
სიყვარული?  რაა სიყვარული?  სიყვარული მტერია სიკვდილის.  სიყვარული 
იცოცხლეა.  ყოველივე,  ყოველივე რაც კი გვესმის და გვეყურება,  გვეყურება და 
გვესმის იმიტომ,  რომ გვიყვარს.  ყოველივე არის,  ყოველივე არსებობს მხოლოდ 
იმიტომ, რომ გვიყვარს,სიყვარული ერთადერთი კავშირია ყოვლისა. სიყვარული 
ღმერთია და, რომ დავიხოცნეთ, ეგ ის იქნება, რომ ჩვენ, ნაწილაკნი სიყვარულისა, 
დაუბრუნდეთ ზოგადსა და საუკუნო დასაწყისსა.  სიკვდილი გაღვიძებაა,  თითქო 
განთავისუფლებაა წინათ შებოჭილის ჩვენის ძალისა და ის მრისხანე,  საუკუნო, 
უცნობი და შორეული,  რის არსებობასაც მუდამ ვგრძნობთ მთელს ჩვენს 
სიცოცხლეში,  როცა ვიხოცებით,  ძრიელ მახლობელ რათმე გადაიქცევა ხოლმე, 
თითქმის სულ ადვილად მისახვედრი და გასაგებ რამედ...
სიყვარული ზურმუხტის ძვირფას თვლებივით ამკობს ადამიანის ცხოვრებას. 
იგი ამ ცხოვრებაზე ბევრად უფრო მაღლა დგას და მეტად ძვირფასია იმათთის,  ვის 
საკუთრებასაც წარმოადგენს.  
"საიდუმლო შენი პატიმარია, ვიდრე იცავ;  ხოლო თუ ვერ შეინახე,  მაშინ შენ 
ხდები იმის პატიმარი.." აი სწორედ ეს მჭირს ახლა.. მე ის მიყვარს,მაგრამ აღიარების მეშინია.. არა..არა ვცდები..არ მჯერა ასეთ რამეს რო ვლაპარაკობ.. თითქოს ჩემში გაჩნდა რაღაც ახალი..
ძლივს დავიძინე ამ ფირქრებში გახვეული.. მეორე დღეს ადრე ავდექი,ნიკას და საბას გავუარე და სკოლაში წავედით.. დღეს ხომ
სკოლის პირველი დღეა..სანამ ზარი დაირეკებოდა სკოლის ეზოში ვიდექი და ყველა ნაცნობს ვესალმებოდი.. თვალი სკოლისკენ მომავალ მარისა და ანას მოვკარი..
-ეე..თქვენ ასე ადრე მოხვედით? (ანა)
-ჰოო რავიი..(მე ანუ გიორგი :დ)
-ზარი დაირეკება წამოდით ახლა.. აქ დგომას აპირებთ?(მარი)
-დიდი ამბავი პირველი დღეა..(საბა)
მარი მართალი აღმოჩნდა,რამოდენიმე წამში ზარი დაირეკა და ყველა თავისი კლასისკენ წავიდა.. პირველ დღეს საერთოდ გაკვეთილები არ გვიტარდება ხოლმე,ამიტომ სრული თავისუფლებით ავიღეთ კლასი და იქ ვჯდებოდით სადაც მოგვესურვებოდა..
-შეიძლება აქ დავჯდე? (გიორგი ანუ მე)
-კი დაჯექი მითხრა მარიმ და გამიღიმა...
მასწავლებელი დაგვიანებით შემოვიდა ..
-ბავშვებო როგორ ხართ? იმედი მაქვს კარგად დაისვენეთ.. დღეს არ ჩაგიტარდებათ გაკვეთილები,უბრალოდ მინდა ჩაგაწერინოთ ცხრილი და ერთი 15 წუთის განმავლობაში გესაუბროთ სასწავლო გეგმაზე.. მერე კი სადაც კიგდაც წადით და ერთმანეთი მოისიყვარულეთ.. ალბათ ძალიან მოგენატრებოდათ..
მასწავლებელი წამით არ შეჩერებულა..სულ ლაპარაკობდა..45 წუთის შემდეგ კი გაგვიშვა.. ეგ იყო 15 წუთი? :დ
-აბა ახლა სად წავიდეთ?
-ტბაზე! რაღაცეები ვიყიდოთ და იქ წავიდეთ..გავერთობით..
თითოეულ ჩვენგანს ჭკუაში დაუჯდა ტბა.. ფული ავაგროვეთ, ვიყიდეთ ის სასუსნავები,რაც ყველაზე მეტად გვიყვარდა და ტბაზე წავედით.. იმედი მქონდა,რომ იქ ჩვენი კლასის გარდა არცერთი ბავშვი არ იქნებოდა.. და ასეც მოხდა.. მადლობა უფალს!..მთელი დღე ტბაზე გავატარეთ..ვიგიჟეთ და ვიმხიარულეთ.. ვიცეკვეთ და იქაურობა აიკელით..
-მოდი ვიცეკვოთ! მარი წამოვაყენე,მაგრამ ხელი გამაშვებინა..
-დავიღალე.. ცოტახნით მირჩევნია ბავშვებს მოვშორდე და დავისვენო..
მარი ტბის ნაპირისაკენ წავიდა,მეც უკან გავყევი..
-შეიძლება მეც შენთან ერთად ვიყო?
-რავი..შენი ნებაა!

12 კლასი
ნამდვილად ვერ შევძლებ მოგიყვეთ და აღვწერო თითოეული დღე ამ დრომდე,რადგან ეს ძალიან შორს წაგვიყვანს და მეც არამგონია თითოეული დღე დაწვრილებით გავიხსენო..თუმცა მარის გვერდით გატარებულ დღეებს არაფერი დამავიწყებს..უკვე მეოთხე წელია რაც ჩვენი კლასელია..იგი ყველას ეხმარება და ემეგობრება, გულთბილი და მხიარული ადამიანია,მაგრამ ხანდახან მოიწყენს ხოლმე.. რამოდენიმეჯერ მიზეზიც ვკითხე,მაგრამ არ მიპასუხა და თემა შეცვალა...
-ბიჭო მარი თუ გიყვარს ჯობია უთხრა.. ნუ დამტანჯე რააა! (ნიკა და საბა მარცხნიდან და მარჯვნიდან ერთი და იგივეს ჩამჩიჩინებდნენ)
-რა გინდათ? თავი დამანებეთ..
-ბიჭო თავი როგორ დაგანებოთ? (ნიკა)
-რა დებილი გოგოსავით იქცევი? (საბა)
-ბოლოსდაბოლოს ბიჭი ხარ! მიდი და უთხარი და მორჩა!(ნიკა)
-სკოლას ვამთავრებთ ამის მერე ვეღარ ნახავ იცოდე.. (საბა)
-და მერე მთელი ცხოვრება გლოვა მოგიწევს,როგორც გოგოს (ნიკა)
-რო ვერ გაბედე და ვერ უთხარი იმ გოგოს მიყვარხარ,რომელზეც მემგონი უკვე აბოდებ! (საბა)
-აღარ მინდა ვთქვა,მაგრამ მაინც ვიტყვი ქვეშაფსია ბავშვივით იქცევი ძმაო..(ნიკა წამოდგა და წასვლა დააპირა..საბაც მას გაჰყვა თუმცა მანამ ორივემ ერთდროულად მომაძახეს)
-სანამ არ ეტყვი მარის რო გიყვარს,ჩვენ დაგვივიწყე..
ერთი კვირა რჩებოდა და მარისთვის სიყვარულის ახსნას მაინც ვერ ვბედავდი...გარდა მარის საბას და ნიკასაც ვკარგავდი.. ხმას არცერთი აღარ მცემდა..სკოლის ბოლო დღე, სპორტის უკანასკნელი გაკვეთილი..
-მარი შეიძლება დაგელაპარაკო? (როგორც იქნა გავბედე და ვთხოვე)
-კი რა იყო?
-არაფერი უბრალოდ მინდა რაღაც გითხრა! (ვცილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა,თუმცა ეს ისე კარგად არ გამომდიოდა) ვხვდებოდი რომ ახლა არაფერი არ გამომივიდოდა..ამიტომ ვამჯობინე არაფერი მეთქვა..
-ბანკეტზე ჩემთან ერტად იცეკვებ?
-ეს უნდა გეკითხა..? მარიმ გაიცინა..
-ჰო რავი..
-ისეთი სერიოზული იყავი,მე მეგონა ვინმე მოკვდა..
-როგორც ჩანს ცდებოდი.. (ძლივს ამოვისუნთქე და მეც გავუღიმე)
-კარგი ახლა მე წავალ ნიკას და საბას ვნახავ!
-კარგი გიორგი!

ბანკეტი
დღეებმა სწრაფად გაირბინა..მე კი ვხვდებოდი,რომ ძალიან ცოტა შანსი მრჩებოდა,თუმცა ნიკა და საბა შემირიგდნენ,მხოლოდ იმ პირობით რომ ბანკეტის დღეს მარის ყველაფერს ვეტყოდი..ძალიან მეშინოდა,როცა ვხვდებოდი რომ საღამო ახლოვდებოდა.. არ ვიცოდი როგორ მეთქვა მარისთვის ის რასაც ამდენი ხანი გულში ვიკლავდი..
-მიდი ახლა და ეცეკვე! ვალსი ტყუილად კი არ ჩავართვევინე! (საბამ ხელი გამკრა)
-ჰო მიდი..
მე მარისკენ წავედი.. რაც უფრო ვუახლობდებოდი ვგრძნობდი რომ სისხლი მიდუღდა.. გული სწრაფად ცემდა... ლამის ამოვარდესო.. მე მარის მივუახლოვდი..
-შეიძლება ვიცეკვოთ? 
მარი დაფიქრდა და დუმილის შემდეგ ხელი გამომიწოდა..
-რა თქმა უნდა! 
არ ვიცი როგორ მაგრამ სიმშვიდე მაინც შევინარჩუნე! როგორც ყველა ბანკეტზე ხდება,ჩვენც ძალიან გავერთეთ.. დავივიწყეთ ყველა..მასწავლებლებიც კი რომლებიც ჩვენ გიჟურ და ამავდროულად ბავშვურ საქციელს უყურებდნენ..ზოგი ერტმანეთს უტყამდა,ზოგი სვავდა,ზოგიერთიც ცეკვავდა..მეც მინდოდა ცოტა დამელია და მაგიდისაკენ წავედი,მაგრამ რომ მვბრუნდი მარი გამქრალიყო..სად წავიდა? ალბათ საპირფარეშოში ..გავიფიქრე და რამოდენიმე წუთი კარებს შევყურებდი,მის დაბრუნებას ველოდი,მაგრამ ის არ ჩანდა..
-საბა მარი ხო არ დაგინახავს?(საბასთან მივედი)
-უთხარი უკვე?(კითხვა შემომიბრუნა)
-არა ..ხო არ დაგინახავს მეთქი?
-გარეთ გავიდა.. (საბამ კარებზე მიმითითა..მეც მაშინვე იქით გავიქეცი)
კარები გავაღე და მიუხედავად რომ ზაფხული იყო ცივმა სიომ შემაკრთო.. რამოდენიმე წამში გარემო დავათვალიერე და შემდეგ თვალი მოვკარი მარის,რომელიც სკამზე ჩამომჯდარიყო და ზეცას,მთვარეს უყურებდა..ნელი ნაბიჯით წავედი მისკენ და გვერდით მივუჯექი..
-დღეს ბანკეტია.. ყველა ვმხიარულობთ შენ კი აქ მარტო ზიხარ..
-ხო..მარტო..არადა რაღაცასს ველოდი,მაგრამ იმედები გამიცრუვდა..
-სამწუხაროა..
-მართლაც.. (მარიმ თავი ჩაღუნა..არაფერი უთქვამს ისე წამოდგა და წასვლა დააპირა)
-მოიცა სად მიდიხარ? (გავაჩერე)
-უნდა გავერთო!
-მოიცა.. მინდა რაღაც გითხრა,რადგან არამგონია ამის მერე 
შევძლო ამის თქმა..
-გისმენ!
-არ ვიცი როგორ დავიწყო..არც ის მინდა ბანალური ვიყო..რამოდენიმე წამს გაჩუმდი.. ვგრძნობდი რომ ახლა ჩემთვის მარის გარდა არავინ არსებობდა.. გარემოს იდუმალი სიჩუმე, თბილი საღამო..არც ისე თბილი მაგრამ სიო,რომელიც მარის თმებს დრო და დრო აფრიალებდა.. ცაზე მთვარე და ვარსკლავები.. ჩვენს გარშემო ზღაპრული სამყარო იყო,ისე როგორც ფილმებში.. ვგრძნობდი მარის გახშირებულ სუნთქვას..ვგრძნობდი თუ როგორ თრთოდა..ხან თვალებში შევყურებდი და ვცდილობდი გამეგო თუ რას ფიქრობდა,ხან მის ვარდისფერ ტუჩებს შევყურებდი.. მას კიდევ უფრო მივუახლოვდი..ხელი მოვკიდე და ჩემ გულზე დავადებინე..
ღრმად ამოვისუნთქე და როგორც იქნა გავბედე..
-ეს გული შენთვის ცემს! მიყვარხარ!
მარის თვალები განსაკუთრებით აელვარდნენ ჩემი სიტყვების შემდეგ.. შემომყურებდა,თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა,მაგრამ ვერ ბედავდა.. თუმცა შეიძლება კიდეც ეთქვა,მე რომ ცდუნებას არ ვეძლიე და არ მეკოცნა მისთვის.. ნაზად შევეხე მის ტუჩებს,შემდეგ კი უფრო და უფრო მგრძნობიანედ დავეწაფე..ხელები წელზე მოვხვიე..
-მარი მიყვარხარ!
-იცი რას ველოდი დღეს?
-არა.. 
-ველოდი როდის მეტყოდი მიყვარხარ! (ყურში ჩამჩურჩულა)
ეს იყო ჩემი ბედნიერი ისტორია.. ეს მხოლოდ მე და მარის ისტორიაა,რომელიც სამუდამოდ გაგრძელდება.. ზოგი ამბობს სამუდამო არაფერიაო,მაგრამ ეს სრული აბსურდია.. ალბათ ვინც ასე თქვა არ ჰყავრებია..იმასაც გეტყვით რომ ნამდვილი სოყვარული არსებბობს და ვისაც ამის არ გჯერათ ჯობს დაიჯეროთ..
 სიყვარული რომელიც მე და მარის ერთმეთის მიმართ გაგვაჩნია სამუდამოა.. ის ყველაზე ნაზი და ლამაზი გრძნობაა,რომელიც საუკუნოგ გაგრძელდება..რაც შეეხება სიტყვები მიყვარხარ არ უნდა გაიმეტო ჰაერისთვის და ტყუილად არასოდეს თქვა,რადგან მერე მისი დაკარგვით გული დაგწყდება..
-გილოცავთ!

ვიცი რომ არ არის საუკეთესო რაც დამიწერია.. შეიძლება საერთოდ არც მოგეწონოთ ზოგიერთ თქვენგანს,მაგრამ ვიფქობ რომ თუ კარგი არა საყვარლობა მაინც არის,რადგან სიყვარულის შესახებ ისტორია ყოველთვის ლამაზი და მომხიბვლელია,თუმცა რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ მოყვები..მე პირადად ჩემი თავით სულაც არ ვარ კმაყოფილი..თქვენ რას ფიქრობთ? ეს მოთხრობა აგებულია ნამდვილ სიყვარულზე და ასეთი ისტორია ბევრჯერ მინახავს..მოკლედ აღარ ვიცი რა ვთქვა,მადლობა რომ დრო დაუთმეთ  და წაიკითხეთ...ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს აზრს.. ამიტომ ველოდები თქვენივე შეფასება<3
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1043 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 111 2 »
2013-02-27 Spam
dzalian kargi iyo <33