მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 12 » Giorgi Loria
3:05 PM
Giorgi Loria

სრული სახელი: გიორგი ლორია
დაბ. თარიღი: 27 იანვარი, 1986
სიმაღლე: 196სმ
პოზიცია: მეკარე
ეროვ. ნაკრები: საქართველო
კლუბი: დინამო თბილისი
ნომერი: 27

 

თბილისის "დინამოს" მეკარემ გიორგი ლორიამ გუნდში არსებულ სიტუაციასა და ესპანურ შეკრებაზე ისაუბრა. ფეხბურთელის თქმით, გუნდში ისეთი კონკურენციაა, რომ სასტარტო შემადგენლობის შერჩევა რთულია.

გიორგი ლორია: "პრაქტიკულად გუნდის ხელახალი ფორმირება ხდება. შეთამაშების პროცესში ვართ. გუნდში ისეთი კონკურენციაა, რთულია სასტარტო შემადგენლობის შერჩევა. წინ ძალიან საინტერესო ტურნირი გველის. მომავალი შეხვედრები დაეხმარება მთავარ მწვრთნელს გუნდის ძირითადი ბირთვის შერჩევაში. 

თითქმის 10 დღეა აქა ვართ და ბუნებრივია მონატრების გრძნობაც ჩნდება - პირველ რიგში ოჯახი, მეგობრები. ოთახში ჩვენს კაპიტანთან ერთად ვცხოვრობ. მის გვერდით ყოფნა ერთი სიამოვნებაა. თავისუფალ დროს აიპადით ვერთობი. კოშკამ ჯარიმების დარტყმებში რეკორდი მოხსნა, რომლის განმეორებაც ჩვენმა ახალწვეულმა სანდრო გურულმა შეძლო. 

დარწმუნებული ვარ ჩემპიონატის მეორე ეტაპზე გაცილებით უკეთესად ვითამაშებთ და ჩემპიონობის შანსიც რასაკვირველია გვაქვს. ბარსელონას ყველანი დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით ვტოვებთ. საგრადა ფამილია, ლა რამბლა და ბევრი სხვა. "ბარსელონა" და "კამპ ნოუ" ძალიან მაგარია. არაჩვეულევრივი გარემო იყო - ნამდვილი
საფეხბურთო დღესასწაული".



ესპანეთთან შეხვედრაში მეკარე გიორგი ლორიაზე ბევრ რამ იქნება დამოკიდებული. ბელორუსის ნაკრებთან თბილისის "დინამოს" მეკარემ რამდენჯერმე რთულ ვითარებაში ისე დამაჯერებლად ითამაშა, სიმშვიდე თანაგუნდელებსაც გადასდო. 

გამოცდილი და საიმედო მეკარე კი გუნდისთვის ბევრს ნიშნავს. 

რას ფიქრობს გიორგი ესპანეთთან შეხვედრაზე, ბელორუსთან გამარჯვებაზე და აქვს თუ არა იმედი, ამის შესახებ ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

- ბელორუსთან ხშირად წინ გასვლასა და სარისკო ეპიზოდებში ფეხით თამაშს არ ერიდებოდი. ეს მეტოქეზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მცდელობა იყო? 
- მეტოქე რომ ხედავს, მისი გეშინია, უფრო თამამდება. ამიტომ რისკი და სითამამე ყოველთვის, ნებისმიერ მეტოქესთან არის საჭირო, ოღონდ გონივრულად. "დინამოშიც" ასე ვთამაშობ. არანაირი პრობლემა არ მქონია, ისე ვითამაშე, როგორც კლუბში. 

- შენი აზრით, ბელორუსებთან რის ხარჯზე მოვიგეთ?
- ერთსულოვნებითა და უკეთესი გუნდური თამაშით. გუნდი შეიკრა და რაც ყველაზე მეტად მახარებს, ბრძოლისუნარიანობა გამოვავლინეთ. 

- შედეგზე გავლენა ჩვენმა ტექნიკურმა უპირატესობამაც იქონია.
- ცხადია, ბელორუსებზე უფრო ტექნიკური გუნდი ვართ და ეს უპირატესობა უნდა გამოგვეყენებინა და ასეც მოხდა. ბურთი რომ გავუგორეთ, მეორე ტაიმში თამაში ამიტომაც გაუჭირდათ. მომენტი შევქმენით და გავუტანეთ. 

სხვათა შორის, რატომღაც მოგებაში თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი. 

ესპანეთთან ასე არ გამოვა. კარგად ვიცით, რომ უმძიმესი შეხვედრა გველოდება, მაგრამ ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ და იმედია, ღმერთი გადმოგვხედავს. 

- წლების წინ ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან საქართველომ არც ისე ცუდად ითამაშა და კარში შენ იდექი. იმ გუნდიდან რომელი ფეხბურთელი დაგიპირისპირდება?
- როგორც მახსოვს, მაშინ გუნდში პიკე და კრჩიჩი ჰყავდათ. პიკე ჩამოვიდა, კრჩიჩს კი ნაკრებში არ იძახებენ. სხვები აღარ მახსოვს.












კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 1238 | დაამატა: PerfectlyMiley | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 131 2 »
2012-09-29 Spam
smile :)