საიტის მენიუ |
|
|
გამოკითხვა 1 |
|
|
გამოკითხვა 2 |
|
|
გამოკითხვა 3 |
|
|
|
|
| | |
მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 5 » გიორგი ლეონიძე!<3
4:45 PM გიორგი ლეონიძე!<3 |
,,ვეფხისტყაოსანს" ხელში აგიღებ.. გაკოცებ, კიდევ ჩაგკოცნი .. ჩაგცქერი ; წიგნი კი არა - ჟრჟოლა ხარ, ჩამოქაფული ჩანჩქერის. წიგნი კი არა - დილა ხარ, ქართველი წალხის ნათელი. გულის ფესვებში გინახავ, გულში ხარ გამონათალი. უთენებელი ბნელეთის შენ ერთი გვყვავდი მთეველი; სიმდიდრე ბევრი წაგვართვეს, შენ გავრჩი წაურთმეველი! გწვავდნენ და არ იწვებოდი, ცეცხლში დიდების მხვეჭელი. ვერც ქარიშხალი გფანტავდა, ხეების ამომგლეჯელი. შენ ხმალის ღარზე ეწერე, ანდერძი ოქროსხმოვანი: ,, სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი!" წიგნო, წინ მიუძღვებოდი ხალხს უკვდავების ნაღარით; შენ გწერდა დიდი რუსთველი, თავსოქროგადანაყარი. შენ ჩვენი სიჭაბუკე ხარ, გული არ დაგიძველდება. სიმღერა, დილას ნამღერი, შვიდასი წელი გრძელდება! აახმაურე სამშობლო, კარისკარ ჩამოიარე; ზოგს პურ-მარილზე შეესწარ და ზოგს უხვევდი იარებს. გაქანდი, ოქროსფრთიანო, გასცდები ქვეყნის ნაპირსა, - შენ დედაჩემის მზითვეო, ფარ-ხმალო მამა-პაპისა!
|
კატეგორია: ♥ ლექსები |
ნანახია: 1020 |
დაამატა: StillBelieber
| რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 3 | |
| | |