მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ივლისი » 8 » ღმერთო...წუთით გამაღიმე
0:02 AM
ღმერთო...წუთით გამაღიმე
მოკლედ გუშინ დავწრე ერთი ლექსი, რომელიც შევუხამე ამ 
მელოდიას და გადმოვეცი ყველაფერი რაც გულში მქონდა, ვიფიქრე 
და მინდა, რომ აქაც დავდო იმედია მოგეწონებათ და აი ამ 
მელოდიის ფონზე წაიკითხეთ smile


 

რაღაც დაიწყო და არ დამთავრდა, 
მას შემდეგ ბევრი რამე გადამხდა, 
ხან მიხაროდა, ხანაც მტკიოდა, 
ხანაც ვერ ვგრძნობდი თუ რა ხდებოდა. 

ნელი ნაბიჯით წინ მივიწევდი, 
მქონდა იმედი და მწვავე ნატვრა, 
რომ მას ვიპოვი ვინც მე მჭირდება, 
და გამინათებს ცხოვრების ზღაპარს! 


ნელა მივიწევ, და არ ვიღლები, 
მაგრამ რას ვიზამ არვინ არ მხვდება, 
ნელ-ნელა იმედი გამითავდება, 
მერე კი სრულად გამიქარვდება 

გული მიკვდება და თან მეწვება 
რაღაც ნატეხი ჩემში ცოცხლდება 
რაღაც ძლიერი ნელა ყვავდება 
და მიმაქანებს სადღაც ნათელში. 


მეც ფრთებს გავიჩენ და გავფრინდები 
მას გვერდით ნელა ამოვუდგები 
ხელს მხარში ნაზად მოვუთათუნებ 
და რაღაც სითბოს ჩემში აღვიდგენ. 

ნელა იმედიც ჩემში ღვივდება 
ნაზ ნიავს მქრთალად წინ მივუყვები 
მალე ბინდდება და კვლავ დავეძებ 
მაგრამ ჯერ კიდევ სადღაც არ მხვდება 


თითქოს არ უნდა რომ დამინახოს 
არ უნდა კვლავაც ისევ აქ იყოს 
როგორც პირველად როცა შევეხე 
როცა გაფრინდა და დამივიწყა. 

ცრემლი მაწვება და სახეს მიწვავს 
დაბლა ვეშვები ნაზი ღიმილით 
ფეხით ვეხები და მას შევიგრძნობ 
რაღაც მიზიდავს და მას მივყვები.


სვლას მოვუმატე, რაღაც მიძგერდა 
თითქოს გული სულ აღარ მიცემდა. 
წინ თეთრი სვეტი აღმართულიყო 
სახე მთლიანათ გაყინულიყო. 

ვუახლოვდები, უკან ვერ ვიხევ 
ის მე მიზიდავ და თან მეძახის, 
უნდა მივიდე და მოვეფერო 
ჩემი ხელები მოვუთათუნო.


მასთან მივედი, უკვე ახლოს ვარ 
ის კვალ კაშკაშებს და არ მიქვრება. 
გული სხარტათ ცემს და არ ჩერდება 
თითქოს არ უნდა, რომ მიმატოვოს. 

კვდება გული და ჩემი ნაწილი 
გულში ღრმად სუფევს ჩემი იმედი 
რომელიც მასში ღრმად ზის იმედით 
უნდა ამოძვრეს მაგრამ ვერ უძლებს.


სხივი თან ქრება, თან მიმაქანებს 
სადღაც მივყევარ ჩემი განცდებით, 
სხეულს აქ ვტოვებ, რომელიც წევს და 
მიწას აცივებს თავის ალერსით 

ცრემლი მომყვება, გული აღარ მაქვს 
გული იქ დამრჩა სადაც დავტოვე 
ჩემი ფიქრები ჩემი გრძნობები

ნუთუ ოდესღაც დამიბრუნდება? 
ნუთუ ოდესმე ჩემთან იქნება? 
მინდა გავწიო უკან დავბრუნდე 
მაგრამ ძლიერი გრძნობა არ მიშვებს 

მინდა შევეხო და თან წავიღო 
ჩემი გული და ცემი იმედი 
რომელიც ნაზად მიწას ეხება 
და მას აცივებს, ნაზად ატირებს 
მორჩა ასეა, ასე დასრულდა 
გული დავკრგე და ვერ ვიბრუნებ 
ვეღარ დავდივარ მაღლა მივფრინავ 
თან მიმაქვს ცრემლი, ჩემი ნაღველი. 
ნუთუ ოდესღაც დამიბრუნდება? 
ნუთუ ოდესმე ჩემთან იქნება? 






ჩემი ჩანახატი 

იცი, რომ შორს ხარ, სადღაც შორს და შენ მე მელი, ვიცი მალე მოვალ და მაგრად მოგეხვევი, მერე ხელს ჩაგავლებ და აღარ გაგიშვებ , შენთან დავივიწყებ ყველა დარდს და აღარ გავიხსენებ. მალე, ცოტაც მოითმინე და მალე მოვალ, ღმერთო გამაღიმე, ერთი თბილი სიტყვა მაპოვნინე, მომეცი იმედი, დამიბრუნე სიყვარული, გრძნობა, რომელიც ჩემი მკურნალია, მინდა გავფრინდე და გული გავიქარვო, მინდა ვიპოვო ის ვინც გამახარებს, ღიმილს დამიბრუნებს, ხალისს დამანახებს, 
ღმერთო დამეხმარე, მე ის მაპოვნინე, ღმერთო გთხოვ მაჩუქე ერთი პატარა ღიმი, დავიჯერო აღარ დაგრჩა? რამდენი ხანი ცრემლი დამთამაშებს, სახეს მიწვავს, არ მშორდება. სულ გამოვიკეტე, ჩემი დარდი გულში დარჩა. მინდა ამოვიღო და რამე ძლიერს გავატანო, აღარ დავინახო. მინდა შეწყდეს ცრემლი, რომელიც არ ჩერდება. 
ოსევ დავიარები, ამ უდაბურ მიწაზე, ვეძებ ვიღაცას, ვინც მე მეძახის, ნელა ვუახლოვდები, მაგრამ მერე ისევ ქრება, თითქოს არ ვუმსახურებ მასთან 
სეხვედრას, მაგრამ არ ვნებდები წინ მივიწევ, უკან ვტოვებ ჩემ მწარე წარსულს დაზურგს ვაქცევ თუმცა სადღაც გულში, ღრმად ის ისევ სუფევს და არ ქრება, სამუდამოდ ჩემთან რჩება. მეც მინდა გავიხარო, მინდა დავინახო, იმედი, რომლიც ჩემში ჯერ კიდევ დარჩა. ფიქრები, ჩემი გრძნობები, მინდა გაძლიერდეს, მინდა მეც ვთქვა, რომ მე აქ ვარ, რომ კარგად ვარ და მე მჯერა, რომ მას ვიპოვი და არ გავუშვებ სიცოცხლის ბოლომდე.

შეამოწმა და გაალამაზა:ChAkUnA-მ
P.S: მოდერებო რა საქციელია ვერ გავიგე...სიახლე დამოწმებული იყო მაგრამ არაფერი იყო შესწორებული...თუ გეზარებათ გასწორება სხვას აცალეთ რა უბედურებაა...სიახლე ივნისში ჰქონდა დადებული და იმედია ადმინი არ მისაყვედურებს თუ გადმოვუწევ დროს...რადგან გაულამაზებლობის გამო არავის დაუკომენტარებია...
კატეგორია: ♥ ჩემი შემოქმედება | ნანახია: 796 | დაამატა: missponchishka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
2012-07-10 Spam
kargia..moemwona...:*:*:*