მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 7 » ♔ ღიმილი ♔
7:51 PM
♔ ღიმილი ♔
 JUST SMILE
გაიღიმეთ
 ღიმილიმტკინეული არაა

დღეს მინდა იმაზე გესაუბროთ რაც სამწუხაროდ ხშირად გვავიწყდება ღიმილი! თბილის ქუჩებს ყველაზე მეტად დაეტყო ღიმილის ნაკლებობა. ძალიან იშვიათად ვხვდები ქუჩაში მომჭიმარ სახეს. ბავშვებიც კი ნაკლებად იღიმიან თითქოს ვიღაცას აკრძალოს მათთვის გაღიმება თითქოს ქალაქში ყველა ერთიანად გაიზარდა და სერიოზულდა. თბილისი გახდა  „ქალაქი ღიმილის გარეშე"


ამბობენ: ღიმილი ქალის საუკეთესო მექაიფიაო. არაფერი არ უხდება ქალს ისე, როგორც ნაზი და ლამაზი ღიმილი. არაფერი არ ხიბლავს ადამიანებს ისე, როგორც გულითადი ღიმილი. ღიმილს შეუძლია რამდენიმე წამში დადებითად განაწყოს და მოხიბლოს ადამიანი
ღიმილი  არის სახის გამომეტყველება, რომელიც ფორმირდება კუნთების თამაშის შედეგად ტუჩის ორივე კუთხის ბოლოს. ღიმილი შეიძლება გამოისახოს თვალების გარშემოც. ადამიანებისთვის ღიმილი არის საშუალება გამოხატონ: სიამოვნება, სიხარული ბედნიერება, ან გართობა, მაგრამ ასევე შეიძლება არანებაყოფლობით გამოხატონ შფოთვა, რასაც სახის დამანჭვას უწოდებენ.


ღიმილი არის რაღაც რაც გასაგებია ყველასთვის მიუხედავად ეროვნებისა კულტურისა თუ რელიგიური მსოფლმხედველობისა. ანუ ღიმილი არის ის რაც ყველას გვაერთიანებს, და ყაველასთვის საერთოა. საერთაშორისო კვლევებმა დაადგინეს რომ ღიმილი არის ემოციებით ურთიერთობის ერთ-ერთი ფორმა მთელს მსოფლიოში. მაგრამ არის არსებითი სხვაობებიც განსხვავებული კულტურის ხალხებს შორის. ღიმილი შეიძლება იყოს სპონტანური ეს ძირიტადად მაშინ ხდება, როდესაც ძნელია გააკონტროლო ემოციები, და ხელოვნურიც რომელსაც ძალიან ხშირად მიმართავენ საქართველოში ირონიის გამოსახატავად ან უბრალოდ გვინდა ვაფიქტებინოთ ერთმანეთს რომ კარგად ვართ მათ მიმართ განწყობილი. ან საერთოდ არ გვეღიმება მათ მონაყოლ ანეკდოტზე და არ გვინდა წყენინება.


მომსახურება ღიმილით – 1990-იანი წლებიდან ამერიკის ბიზნესის პოლიტიკამ შეიმუშავა სტრატეგია რომ მომხმარებლის მოსაზიდად აუცილებებლი იყო სერვისის დროს ყოველთვის უნდა გაეღიმათ მოსამსახურე პერსონალს. შემდგომმა კვლევებმა ცხადყო რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა კმაყოფილი მომხმარებლის რიცხვი. ფაქტია რომ ადამიანები რომლებიც როგორც წესი ღიმილით გხვდებიან მეტ ნდობას იწვევენ სხვების თვალში ე.წ. „ნდობის ეფექტს" ახდენენ.


დროთა განმავლობაში საზოგადოებაში იმატა სტრესმა სხვადასხვა პირადი, კარიერული თუ ფინანსური პრობლემების გამო რაც აისახება მათ განწყობაზე შესაბამისად თანამშრომლებს ხშირად მოეთხოვებათ რომ მუშაობის დროს სტრესი მოიხსნან რადგან ღიმილი გამოხატავს პატივისცემას მოთმინებას სიმპათიას სტუმართმოყვარეობას და თანაგრძნობას. მაგალითად როდესაც თანამშრომელი უღიმის სტრესირებულ მომხმარებელს და ავლენს სმენის უნარს უმეტეს შემთხვევაში მომხმარებელი განიცდის კმაყოფილების განცდას. კვლევა ასევე იუწყება, რომ ადამიანები იღებენ მეტ დახმარებას როდესაც ისინი იღიამიან. ნეირომეცნიერების მიერ ჩატარაებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ღიმილის დროს ადამიანის მეხსიერება უფრო გააქტიურებულია.
გაიღიმეთ ყოველთვის! არა მხოლოდ ფოტოაპარატის წინ! ღიმილი ალამაზებს!






კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 826 | დაამატა: ♥AnA-^_^♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
2013-04-07 Spam
<3 <3 kaiaa