მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 4 » GEORGIANS !
9:01 PM
GEORGIANS !
GEORGIANS !
ქართველი ჯარისკაცის წერილი დედას.
გული დამეწვა ეს რომ წავიკითხე :((
არც თქვენ დარჩებით გულგრილები.

 


ისვრიან.. მართლა ისვრიან.. ეს ტყვიებიც მართლა კლავს..ბიჭები, ღიმილიანი ბიჭებიც მართლა კვდებიან.. დედა .. დედა, იცი, ხუთი დღის წინ პირველდ მოვკალი კაცი... მეც ვისვრი, დედა.. დედა ეს ჯოჯოხეთია, სადაც უნდა გადარჩე.. სადაც უნდა დაასწრო დედა, თორემ დაგასწრებენ... უკვე ბევრს დაასწრეს და ბევრსი გაცივდა.. დედა ჩამქრალი თვალები დამჩემდა.. ღამით წითელი ტყვიების ქროლვა მესიზმრება და ბიჩების ხმა მესმის.. დედა მე ვტირი.. ოღონდ ვეღარ განვიცდი.. დედა ვხედავ და აგარ მტკივა.. სისხლი მდის და ვხელდები.. და ვისროლე... ვისროლე და ტყვიას გავყევი, მთელი სურვილი ჩავატანე, მიზანს ვერ აცდებოდა, არ ჰქონდა უფლება, რომ ასცდენოდა..არა...ვიგრძენი, როგორ გაიარა ცივი ჰაერი... კვამლი.. როგორ დაადნო ჰაერში გზად შემხვედრი ფიფქები... მეც დავასწარი სხვას.. და მერე გაისმა ის ხმა.. ის საშინელება, რომელიც ყოველ ღამით მესმის.. ამ ხმას ვერაფერი ხმა ვერ გამოსცემს.. 25 წლის ბიჭის ჯერ კიდევ ნორჩი შუბლის ძვალი გადასკდა, დედა.. და ის ტყვია მე ვიყავი.. ის ღამე არ დამძინებია, დედა.. ორვე გამოვიტირე.. დილით უკვე ცარიელი ვიყავი.. და ომმა ისევ დამტენა, როგორც ცარიელი მჭიდი.. სიკვდილის ისრებით გამავსო.. ბევრის თვალებში ჩავაქრე სინათლე.. ბევრს ვანანე დაბადება, დედა.. მე შევიცვალე.. მე აღარ მტკივა.. მე აღარ ვნანობ.. ყველფერი მავიწყდება ნელნელა.. მამამ იცის.. მამამ იცის, როგორ უნდა გაუძლოს ამას.. ის კაცია და ის გამიგებს. ჩვენ კარგი მეგობრები ვიყავით.. გაუფრთხილდი მამას. მხოლოდ ერთ რამეზე დამწყდება გული.. დედა თუ ვერ დავბრუნდი, ჩემს უჯრაში დიდი თეთრი რვეული დევს.. იქ ჩემი ლექსები წერია.. ეგ ლექსები მარიკასია.. მისთვისაა დაწერილი და მას მიუტანე.. ხომ იცოდი, მარიკა რომ მიყვარდა.. უნდა მეთქვა აქამდეც.. მომერიდა.. დამაგვიანდა.. მე თუ ვერა, ბიჭები დაბრუნდებიან.. ვინმე აუცილებლად დაბრუნდება.. ის იყოს ჩემი მაგიერი.. გადარჩენილ ბიჩებს მოეფერეთ.. აქ ხომ ყველას ერთი დედა გვყავს.. აქ ერთი სახელი გვქვია ყველას.. დედა, იცი, აქ ისევ ისვრიან.. სულ ისვრიან.. მართლა ისვრიან.. ეს ტყვიებიც მართლა კლავს.. მე შევიცვალე.. მე აღარ მტკივა.. მე აღარ ვნანობ..








კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 690 | დაამატა: IpsyChoGirly | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 3
2013-04-05 Spam
cry