მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 13 » Georgian stars
4:25 PM
Georgian stars
Georgian stars 
ქართველი ვარსკვლავები! 
პირველ ნაწილში - ლიკა ლაბაძე ✔ 


ყოფილ ბალერინას, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დილის გადაცემის წამყვან, მომხიბვლელ ლიკა ლაბაძეს პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობამ პოპულარობა მოუხვეჭა. ლიკა დღეს "ყველა სიახლის" რესპონდენტია და თავის პირად ცხოვრებაზე გულახდილად გვესაუბრება: 

- ხელოვანთა ოჯახში დავიბადე. დედა და დეიდა ბალერინები იყვნენ. ბაბუა - თენგიზ სანაძე კი ქართული ბალეტის ერთ-ერთი ფუძემდებელია, ვახტანგ ჭაბუკიანთან ერთად მოღვაწეობდა. მეც სცენაზე ვარ გაზრდილი. პატარა ვიყავი, საბალეტო სასწავლებელში რომ შემიყვანეს ისე, რომ არც უკითხავთ, 10 წლისამ კი ჩავაბარე ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. 18 წლიდან, 7 წლის განმავლობაში, ოპერისა და ბალეტის თეატრში ნინო ანანიაშვილის დასში ვცეკვავდი. საბალეტო კარიერა რამდენიმე თვის წინ დავასრულე და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დილის გადაცემის წამყვანი გავხდი. 

- რატომ დაემშვიდობე ბალეტს? 
- ბალეტი ისეთი სფეროა, სადაც წარმატების მისაღწევად ბევრი უნდა იშრომო, პრიმაბალერინობა კი მხოლოდ რჩეულთა ხვედრია... 

უამრავ სპექტაკლში, "გედების ტბიდან" დაწყებული, თანამედროვე ბალეტით დამთავრებული, მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად, მსოფლიოს თითქმის ყველა ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე მიცეკვია. შეიძლებოდა უფრო მეტი გამეკეთებინა და პრიმაბალერინაც გავმხდარიყავი, მაგრამ, როგორც ჩანს, რაღაც დავაკელი. თანაც ყოველთვის მქონდა ჭარბი წონის პრობლემა, რის გამოც ბევრი როლი ვერ ვიცეკვე. ჭამა ძალიან მიყვარდა და გემრიელ კერძებზე უარს ვერ ვამბობდი (იცინის). როდესაც ადამიანს პრიმაბალერინობა სურს, მაგრამ ხაჭაპურზე უარს ვერ ამბობს, გამოდის, რომ ხაჭაპური უფრო უღირს, ვიდრე ბალეტი (იცინის). 

- ანუ, ბალეტს ხაჭაპური არჩიე? 
- ასე გამოდის. მაგრამ ჩამორჩენილი ბალერინა არასდროს ვყოფილვარ. უამრავი რამ მაქვს გაკეთებული ბალეტისთვის: მოსკოვში, ფეხის თითი დაჩირქებული მქონდა, მაგრამ მაინც ვიცეკვე. იაპონიაში სცენაზე ტერფი ჩამემსხვრა და ვიდრე ცეკვა არ დავასრულე, არ გავჩერდი... 

- ამბობენ, რომ იაპონიაში გასტროლზე, როდესაც ფეხი მოიტეხე, ნინო ანანიაშვილმა ყურადღება არ მოგაქცია. იმასაც ამბობენ, მთელ დასს აშიმშილებდა და ამიტომაც მოიპარეს მაღაზიაში პურიო... 
- სისულელეა. ისეთი დატვირთული გრაფიკი გვქონდა, რეპეტიციაზე დილით რომ მიდიოდნენ, ღამის სამ საათზე ამთავრებდნენ. ამიტომ, სასტუმროს ნომერში, სასთუმალთან ვერავინ დამიჯდებოდა. ეს ყველაფერი კარგად გამოიყენეს ვიღაც-ვიღაცებმა, კიდევ ერთი სკანდალი რომ მიეწერათ ჩემი სახელით ნინოსთვის. 

- მანამდე რა სკანდალი მიაწერეს შენი სახელით ნინო ანანიაშვილს? 
- ის, რაც თქვენ მითხარით, თითქოს გვშიოდა და დასის წევრებმა მაღაზიაში პური მოიპარეს. რეალურად კი მოიპარეს კარტი და კონიაკი და არა პური მშიერი ბალერინებისათვის. 
- მაინც რატომ უგონებენ ნინო ანანიაშვილს ამ ყველაფერს? 
- წარმატებულია და მისი ბევრს შურს. ჩვენი დასისთვის იაპონიაში ქურდობა დიდი სირცხვილი იყო და ის ადამიანი, ვინც კარტი და კონიაკი მოიპარა, დასიდან დაითხოვა. ის კი გამწარდა და სამაგიეროს გადახდას ასე შეეცადა. 
- პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" შენი და სამორი ბალდეს წყვილი საუკეთესოთა შორის არის. 
- უღრმესი მადლობა! ბოლო ტურში განსაკუთრებით ვიგრძენით ხალხის სიყვარული. ნაცნობთა ნაცნობებიც კი ყველა ჩვენ გვგულშემატკივრობს. სამორი შესანიშნავი პარტნიორია, ნავარჯიშევი, ფიზიკურად ძლიერი და ვენდობი. 
- ბევრი კონკურსანტი ნანობს ამ პროექტში მონაწილეობას. თიკო სადუნიშვილმა გაზეთ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში განაცხადა, ეს პროექტი ხელებისა და ფეხების ქნევა კი არა, ნერვების თამაში უფროაო... 
- საბედნიეროდ, ბალეტმა მომცა ფიზიკური და მორალური გამძლეობა. ბალეტში ისეთი რაღაცები მაქვს გადატანილი, რომ იმასთან შედარებით "ცეკვავენ ვარსკვლავები" არაფერია. 
- ვიცი, რომ პირად ცხოვრებაში არ გიმართლებს. 
- სამჯერ ვიყავი შეყვარებული და მხოლოდ ერთხელ მივიდა საქმე ქორწილამდე... 18 წლის ვიყავი, პირველად რომ შემიყვარდა სერიოზულად, ამ ურთიერთობას არ ვმალავდით და მომავალზეც ვფიქრობდით, მაგრამ დავშორდით. ამის შემდეგ კიდევ ვიყავი შეყვარებული, მაგრამ მივხვდით, რომ ერთმანეთი არც ისე ძალიან გვიყვარდა და ეს ურთიერთობაც დასრულდა. მესამედ რომ შემიყვარდა, საქმე ქორწილამდეც იყო მისული, მაგრამ... 
- რატომ ჩაიშალა ქორწილი? 
- ის საზღვარგარეთ ცხოვრობდა და მივხვდი, რომ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც მე მსურდა. ამ ადამიანთან დღემდე ვმეგობრობ. ახლა ვხვდები, რომ ერთმანეთისთვის არ ვიყავით შექმნილი, თორემ ჩვენი ქორწილი არ ჩაიშლებოდა. 
- ნანობ რამეს? 
- არასდროს არაფერს! ჩემი ცხოვრების კრედოა, რომ არასდროს არაფერი ვინანო. 
- ახლა რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში? 
- ჩემი პირადი ცხოვრება არის ტელევიზია და პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავები", თუმცა მამაკაცებისგან ყურადღება არ მაკლია. 
- როგორი მამაკაცი მოსწონს ლიკა ლაბაძეს? 
- ძლიერი. მამაკაცი არ უნდა შემეცოდოს. მასთან მშვიდად, კომფორტულად და ნამდვილ ქალად უნდა ვიგრძნო თავი. 
- ლიკა, ვიცი, რომ შენი ნამდვილი გვარი ლაბაძე არ არის... 
- მამაჩემის მამა უკრაინიდან საქართველოში ჩამოვიდა და ბებიაჩემი, ლაბაძის ქალი შეირთო. მამა 18 წლამდე უკრაინულ გვარს ატარებდა, შემდეგ დედის გვარზე გადავიდა. ასე რომ, მამას გვარი რომ არ შეეცვალა, გვარად ივიჩი ვიქნებოდი. 
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპთან და მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბათუმში იმყოფებოდი. 
- დიახ, მქონდა საშუალება, დონალდ ტრამპი გამეცნო. 
- როგორ მოხვდი ამ წვეულებაზე? 
- კონცერტი გაიმართა, სადაც სტუმრის სტატუსით ვიმყოფებოდი 
კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 889 | დაამატა: Mrs♥Cupcake | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
2012-09-13 Spam
kaia yochag <3