მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 9 » Georgian News♥
5:54 PM
Georgian News♥

Georgian News
რატომ დაუპირისპირდა ვანიკო თარხნიშვილი გიორგი ქორქიას
ახალ ვარსკვლავს ნინი ბადურაშვილი შეარჩევს
სალიტა ჩუბინიძე  საუბრობს გიორგისთან ურთიერთობაზე
ნინი შერმადინი ბროდვეიზე ითამაშებს?
რატომ დაუპირისპირდა ვანიკო თარხნიშვილი გიორგი ქორქიას

რა ხდება გიორგი ქორქიასა და ვანიკო თარხნიშვილს შორის? რატომ დაუპირისპირდნენ ძველი მეგობრები ერთმანეთს, ეს კითხვა მაყურებლებს მაშინ გაუჩნდათ, როცა გასულ კვირას "იღბლიან ბორბალს" უყურეს. შოუს წამყვანმა ვანიკო თარხნიშვილმა გიორგი ქორქიას მისამართით საკმაოდ უცნაური მონოლოგი წაიკითხა. გადაცემები გადათვალა, რომელიც მას და ქორქიას მიჰყავდათ და აღნიშნა, რომ სულაც არ არის დუტა, რადგან ქორქიას მასზე ოთხით მეტი გადაცემა წაუყვანია.
ვანიკოს მოულოდნელმა განცხადებამ გიორგი დააბნია, თუმცა წამყვანს არ ჩამორჩა და მეორე დღეს დილის ეთერში თარხნიშვილს კომპრომატების კასკადი გამოუქვეყნა - შიშველი, აბაზანაში მომღერალი ვანიკო, ასევე ტყეში, ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილებისას. რა ხდება წამყვანებს შორის, ამის გარკვევა თავდაპირველად გიორგისთან ვცადეთ, თუმცა ცნობილია, რომ ის ინტერვიუების დიდი სიყვარულით არ გამოირჩევა
გიორგი კომენტარი ვანოს საქციელზე:

- გიორგი, რამდენიმე დღის წინ თქვენი და ვანიკო თარხნიშვილის დაპირისპირების მომსწრე გახდა მაყურებელი...
- მე და ვანიკო დიდი ხნის მეგობრები ვართ. საერთო სამეგობრო წრე გვყავს, თუმცა ბოლო დროს ორივე დაკავებული ვართ და ხშირად ვეღარ ვხვდებით ერთმანეთს. იმ დღეს ტელევიზორი შემთხვევით მქონდა ჩართული და უცებ მომესმა, რომ ვანიკომ "იღბლიანი ბორბლის" ანონსში ჩემი სახელი და გვარი ახსენა. ანონსის შემდეგ გასვლას დაველოდე და ვნახე, რომ ჩემზე რაღაცებს ამბობდა. გამოვშტერდი, ტელევიზიაში არავინ არაფერს მეუბნებოდა. მერე დავინტერესდი, გადაცემას ვუყურე და მივხვდი, რაღაც ხდებოდა. მეორე დღეს მეც შესაბამისად ვუპასუხე.
- გადაცემის შემდეგ არ სცადე, გაგერკვიათ, რატომ მოიქცა ასე?
- არა, შემდეგ გადაცემას ველოდები, ვიცი, რომ რაღაც ოხრობას გამიკეთებს და მართლა არ ვიცი, რატომ იქცევა ასე, ან როდემდე გაგრძელდება ეს. მე ერთი პლუსი მაქვს, რომ ღია ეთერში ვარ და რასაც მინდა, ვიტყვი, კაციშვილი ვერაფერს ამომიჭრის, მაგის გადაცემა კი ჩანაწერის სახით გადის ეთერში.
- ანუ, ვანიკოს წინააღმდეგ ომი დაწყებულია...
- ომი დაწყებულია და პირველი ბრძოლა მოგებული მაქვს, იმიტომ, რომ ბოლო სიტყვა მე ვთქვი. დაველოდები, ახლა ის რას იზამს.



სალიტა ჩუბინიძე - "რაც მე და გიორგის გვაკავშირებს, სულ სხვა რამეა და არავისთან ურთიერთობას არ შევადარებ"


უმორისტი, სატელევიზიო პროექტ "ჩვენი შოუს" მონაწილე სალიტა ჩუბინიძე ცოტა ხნის წინ ასევე იუმორისტ, მიხეილ სააკაშვილის პაროდისტ გიორგი აფციაურს გაჰყვა ცოლად. მართალია, სალიტა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში აღარ მუშაობს, მაგრამ საზოგადოებაში მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობს. სალიტა დღეს "ფსიქოს" სტუმარია:

- ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის მე-4 კურსზე. მოსწავლეობისას დირექტორმა სკოლის მხიარულთა და საზრიანთა გუნდის კაპიტნად დამნიშნა და საკმაო წარმატებასაც მივაღწიეთ. როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარე, მივხვდი, რომ რაღაც მაკლდა და იმასაც მივხვდი, რომ ეს "რაღაც" სცენა იყო. იმ პერიოდში წავიკითხე განცხადება, სადაც მხიარულთა და საზრიანთა კლუბისთვის ეძებდნენ ახალგაზრდებს. კა-ვე-ენის რამდენიმე წარმოდგენაზე გამოვედი, წამყვანი ჩემი მომავალი მეუღლე გიორგი აფციაური იყო. მალევე ტელეკომპანია "რუსთავი2"-დან შემომთავაზეს, რომ "ჩვენს შოუში" გადავსულიყავი, რასაც სიამოვნებით დავთანხმდი.

- ძალიან მალე მოიპოვე პოპულარობა...
- უცებ მოხდა ეს ყველაფერი. არადა, თავდაპირველად ვიფიქრე, მეორეხარისხოვან როლებს მომცემდნენ, მაგრამ ჩემს გამოჩენას იმხელა გამოხმაურება მოჰყვა მაყურებლის მხრიდან, რომ გამიკვირდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი.

- წეღან აღნიშნე, მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წარმოდგენები გიორგის მიჰყავდაო... შეხვედრისთანავე მოეწონე?
- გიორგისგან თავიდანვე დიდი მხარდაჭერა მქონდა. ჩვენი გრძნობა სპონტანურად გაჩნდა და, ჩემდა მოულოდნელად, სიყვარულში გადაიზარდა.

- ამბობენ, რომ საქმრო გყავდა, მაგრამ გიორგის მეგობრებმა გაიძულეს, გიორგის გაჰყოლოდი ცოლად...
- (იცინის) პირველად მესმის ასეთი რამ. აბსურდია!

- გიორგიმდე საქმრო არ გყოლია?
- არსებობდა ადამიანი, რომელზეც ვფიქრობდი, თუმცა ასეთი ეტაპი ცხოვრებაში ყოველთვის მქონდა. რაც მე და გიორგის გვაკავშირებს, სულ სხვა რამეა და არავისთან ურთიერთობას არ შევადარებ. გიორგი განსაკუთრებული ადამიანია, ვაჟკაცია. იმ ადამიანმა, რომელზეც ახლა მკითხეთ, იმდენი სულელური შეცდომა დაუშვა, რომ სალაპარაკოდაც არ ღირს.


ახალ ვარსკვლავს ნინი ბადურაშვილი შეარჩევს

მომღერალი ნინი ბადურაშვილი ბავშვს ელოდება, თუმცა აქტიურად არის ჩართული მუსიკალურ პროექტებში. ნინი ახალი სეზონიდან "რუსთავი 2"-ის ეთერში გადაცემა "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურის შემადგენლობაშია და ახალ ვარსკვლავებს ზაზა შენგელიასა და მიშა მშვილდაძესთან ერთად შეარჩევს. "საქართველოს ვარსკვლავის" წინა სეზონის გამარჯვებული ლუკა ზაქარიაძე გახდა, იმხანად ჟიურიში ნინო ქათამაძე, ნიკა მემანიშვილი და ნინო ხოშტარია იყვნენ.


ნინი ბადურაშვილი: - შემოთავაზება "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობისგან მივიღე და დავთანხმდი. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან ყველა სწორად უნდა შეაფასო და ყველა დეტალზე გაამახვილო ყურადღება. ძალიან კარგი თაობა მოდის და ეს
მახარებს
ბევრ ადამიანს აქვს შანსი და მონაცემი გახდეს ვარსკვლავი




ნინი შერმადინი ბროდვეიზე ითამაშებს?
 


22 თებერვალს ამერიკის შეერთებულ შტატებში ბედის საძიებლად წასული ნინი შერმადინის "ფეისბუქის" გვერდზე ახალი სტატუსი გაჩნდა: "მეგობრებო, ამიყვანეს ბროდვეიზე". მისი პოსტის ქვეშ რამდენიმე წუთში უამრავი მილოცვა და "ლაიქი" გაჩნდა. ამ ამბავს უყურადღებოდ როგორ დავტოვებდი, მაშინვე შევეხმიანე ჩვენს ერთგულ რესპონდენტს და ეს ამბები დაწვრილებით გამოვკითხე.

ნინი შერმადინი:

- ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. აგენტმა ამიყვანა, მაიკლი ჰქვია. სანამ ჩემი ამბავი ბოლომდე გაირკვევა, დრო დამჭირდება. საუბარია ედიტ პიაფისა და "კაბარეს" როლებზე. ასე რომ, მანამდე ბევრი საინტერესო და რთული პროცესია გასავლელი. ბევრი სამუშაო მაქვს. ჯერ კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით.

- მთელი "ფეისბუქი" და სრულიად საქართველო კი გაგვახარე, მაშ, რას ნიშნავდა შენი სტატუსი?
- ამიყვანეს ნიშნავს იმას, რომ ბევრი რეპეტიციის მერე გადაწყდება ჩემი როლი. მალე ნახავთ, რასაც ნიშნავს (იღიმება). როცა აქ აგენტს აჰყავხარ, ამ გადაწყვეტილებას ნახევარ ცხოვრებას ანდომებს. ასე რომ, მე ძალიან გამიმართლა. მანამდე კონტრაქტია შესადგენი.

- ამერიკული "ვოისის" ამბავიც გაგვანდე ბარემ, როგორც ვიცი, კასტინგზე გასვლას აპირებდი.
- ვაპირებდი. 18 თებერვალს ჩატარდა კასტინგი. მივედი და მითხრეს, მხოლოდ ამერიკის მოქალაქეები დაიშვებიანო. მოკლედ, მოქალაქეობას თუ მომცემენ, არ ვიცი და ისე ვერ შევძლებ მონაწილეობას.

- სამწუხაროა. როგორც ვიცი, "ჯიფსი კინგსთან" ერთად მღერი...
- რამდენჯერმე ვიმღერეთ ერთად. ჯგუფის გიტარისტმა და კომპოზიტორმა გაბრიელ ჰერმიდასმა მთხოვა, მისი სიმღერები ესპანურად შევასრულო. ახლა სინგლის ჩაწერას ვაპირებთ. ესეც მალე იქნება. დრო დადგება და კონცერტს თბილისშიც ჩავატარებთ. ძალიან მენატრებით და მიყვარხართ. ყველაფერს ვცდილობ, რომ ჩემით იამაყოთ. თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის დიდი სტიმულია!..



კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 946 | დაამატა: ohsnapitznini♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 9
2013-03-10 Spam
dzalian kargi siaxlea )