მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 26 » GEORGIAN Horror Story
7:38 PM
GEORGIAN Horror Story
 Georgian Horror Story  
საქმე რომელიც გაუხსნელი დარჩა
რომელმაც საქართველო შეძრა
და რომელიც რამოდენიმე თვის წინ გამოაშკარავეს
წაიკითხეთ და გაოცებულები დარჩებით! მართლა
საქართველოში მომხდარი სისასტიკეაა 





საქმე რომელზეც ახლა ვაპირებ დავწერო არ არის შეთხზული, გამოგონილი ისტორია!
ეს არის რეალობა და ჩვენ ამ რეალობაში ვცხოვრობთ!!

5 წლის წინ თბილისის 177 სკოლაში შემზარავი მკვლელობა მოხდა, 14 წლის ელენე მირზაშვილი
არნახული წამების მსხვერპლი გახდა. გამოძიების შედეგად დამნაშავე ვერ იპოვეს
დღეს 2012 წლის 5 ნოემბერს კი ყველაფერი აშკარა და ნათელი გახდა. 
საქმის დელატებს მოგვითხრობს მისი საუკეთესო მეგობარი - ანი სალუქვაძე

- .. მე და ელენე დიდი ხნის მეგობრები ვიყავით. ბაღიდან ვმეგობრობდით.
ჩვენი ოჯახით ყოველთვის კარგად იყვნენ ერთმანეთთან და ალბად ჩვენს მეგობრობას ამანაც ხელი შეუწყო.
მიჭირს 5 წლის შემდეგ ამ ამბაზე საუბარი. ძალიან ვნანობ რომ სიმართლე მაშინ არ გამოვააშკარავე და ყველაფერი ასე დავტოვე
მინდა რომ ახლა ვთქვა ყველაფერი!!
როგორც გითხარით მეგობრები ვიყავით - მეტიც ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო
სკოლაშიც ერთად შევედით და ერთ კლასში ვიყავით. კარგად მახსოვს რომ მეცხრე კლასში მოხდა ეს ამბავი. ( მარტში ) 
ელენეს მტრები არასდროს ყოლია, ამიტომ ეჭვის ვინმეზე მიტანა შეუძლებელი იყო. არც შეყვარებული ყოლია რომ
ეჭვიანობის საფუძველზე მოეკლათ. არ მეგონა თუ ამ გოგონას ვინმე ასე მოკლავდა. 
მახსოვს მარტი იყო. როცა ეს ამბავი დაიწყო ელენე საპირფარეშოში ავიდა - მე კი კაფეტერიაში ჩავედი
საეჭვო არაფერი ყოფილა, ერთად ვისხედით უწინ რამე რომ მომხდარიყო მეტყოდა. ზარის დარეკვამდე წამებით ადრე კლასში ავედი
და დავინახე როგორ იჯდა ელენე და მთლიანად ცახცახებდა, მოსწავლეები შემოხვეულები იყვნენ და ვერ გაეგოთ რა სჭირდა
მეც მასთან ,, მივვარდი '' და გამოკითხვა დავუწყე მთელი გაკვეთილი ხმას არ იღებდა, ზარი როგორც კი დაირეკა
ეზოში ჩამიყვანა და ერთი დიდი ხის უკან დავსხედით, თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა ვეკითხებოდი
რა სჭირდა, უკვე მეც ვნერვიულობდი ბოლოს მითხრა რომ საპირფარეშოს კედლებზე ეწერა კალმით
,, ცოდვებმა თავი იჩინეს - ელენე ''
,, გვეზიზღები ელენე ''
და ასეთი საშინელებები, ჯერ სიცილი დავიწყე, მაგრამ ისეთი თვალებით ამომხედა
მივხვდი ამ ყველაფერს არ ტყუილად არ ამბობდა, გადავწყვიტე ეს ამბავი გამერკვია და შემოწმების მიზნით საპირფარეშოში შევედი
მაშინ კამერები არ იყო და ამ ამბის გარკვევაც შესაბამისად რთული იყო.
საპირფარეშოში დავინახე ჩვენი დამლაგებელი, ქართველი არ იყო, მაგრამ ცოტა ესმოდა. 
კითხვა ალბად არ იცოდა ქართულად და ვერ გაარჩევდა რა ეწერა, დავინახე როგორ შლიდა კედელზე წარწერებს და იმეორებდა რუსულ ქართულად
რომ ამ ბავშვების ატანა აღარ ჰქონდა, ყველგან ჯღაპნიდნენ და ჯღაპნიდნენ.
ვკითხე ხომ არ დაუნახავს თუ ვინ დაწერა მაგრამ აქეთ გამომლანძღა..
ეს ამბავი სკოლაში 2 კვირა გაგრძელდა. ელენეს არ უნდოდა მშობლების და დირექციის საქმის კურსში ჩაყენება. 
ფიქრობდა რატომ ვანერვიულო მშობლებიო. საქმემ როდესაც უკიდურესი სახე მიიღო მეთვითონ დავუკავშირდი მის მშობლებს და ყველაფერი ვუთხარი
ელენე გამიბრაზდა მაგრამ ეს მის გამო გავაკეთე.
მშობლებმა როდესაც გაიგეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ლამის შეიშალნენ. დირექციამ გაიგო მთლიან სკოლაში გავრცელდა ეს ინფორმაცია
ყველას ამოწმებდნენ, პოლიციაც ჩააყენეს საქმეში, რა აღარ გააკეთეს მაგრამ 21 საუკუნეში ეს საქმე ასე დარჩა
ელენე სკოლაში ვერ გაჩერდებოდა ამიტომ გადაწყვირა რომ თბილისის 89 საჯარო სკოლაში გადასულიყო
მაშინ ორივე ავლაბარში ვცხოვრობდით და ან 77 სკოლა ან 89 უნდა აერჩიე. 89 უფრო მშვიდი ჩანდა ამიტომ საბუთები გადაიტანა
თავიდან იქ მშვიდად იყო, თითქოს ეს ამბავიც დაივიწყა მაგრამ მერე ისევ განმეორდა ეს სიტუაცია
მშობლებმა 177 სკოლის გადასულთა - გადმოსულთა სია და ამონაწერები ნახეს, იმ თვეში მხოლოდ ელენე გადასულიყო
მაინც ვერ ხვდებოდნენ ვინ ხუმრობდა ასე ცუდად, რამდენიმე დღე ეს ამბავი ასე გრძელდებოდა, ბოლოს ელენემ გადაწყვიტა რომ მონასტერში წასულიყო ამ ამბავის დასავიწყებლად და დასასვენებლად. შეთანხმდნენ რომ მცხეთის დედათა მონასტერში უნდა დარჩენილიყო, დედაოები გააფრთხილეს საქმის ვითარება აუხსნეს და ყველაფერი მოგვარდა, ელენემ მონასტერში 2 კვირა დაჰყო, როდესაც თბილისში ჩამოვიდა
მართლა დამშვიდებული იყო, თან ძალიან მორწმუნეც გამხდარიყო იმეორებდა რომ ღმერთი მეხმარებაო. თითქოს ისევ ჩაწყნარდა ეს ამბავი მაგრამ 
მონასტრიდან დაბრუნების შემდეგ 3 კვირაში ყველაფერი თავიდან დაიწყო, ამ ამბავზე ტელევიზიაც კი ლაპარაკობდა და მრავალ ადამიანს ესმოდა მისი სიტუაცია, მეცხრე კლასში ვიყავით როგორც ავღნიშნე, ამიტომ პატარა ბანკეტის სახით ვატარებდით ჩვეულებრივ ,, ქეიფს ''
სასწავლო წლის ბოლო იყო ამიტომაც ელენესაც დავურეკეთ თავიდან უარზე იყო, შემდეგ დაგვანხმდა და ეს თანხმობაც საბოლოოო იყო.
იმ ღამით მარტო დავბრუნდით, ელენე სხვა შესახვევში ცხოვრობდა , მე კი სხვა. როგორც გავიგე მეორე დღეს, ელენე იმ ღამით მოუკლავთ, 
ნაწამები და დასისხლიანებული სხეული გამთენიამდა კარების წინ ეგდო, არ ვიცი როგორ მოხდა რომ მისმა მშობლებმა ეს ვერ დაინახეს
მაგრამ ფაქტი ფაქტია. საშინელ დეპრესიაში ვიყავი, არაფერი არ მინდოდა, დაკითხებზე მატარებდნენ, ამით უფრო ცუდად ვხდებოდი
არ ესმოდათ რომ ჩემთვის მძიმე გადასატანი იყო, ეჭვიც ჰქონდათ რომ მე მოვკალი, მაგრამ ტელევიზიას ეს ამბავი არ გაუხმაურებია
ამ ამბის ჩაწყნარების შედეგად 1 წლის შემდეგ მკვლელმა ტელეფონზე დამრეკა და შეხვედრა მომთხოვა. 
არ ვიცოდი ვის ვხვდებოდი მაგრამ უნდა გამერკვია, აღარც კი მეშინოდა იმდენად განადგურებული ვიყავი.
მკვლელი 25 წლის გოგო იყო, შეხვედრა მთაწმინდასთან ერთად ერთ-ერთ ტყეში დამინიშნა
მეგონა რომ მომკლავდა, მაგრამ მხოლოდ ეს ამბავი ამიხსნა და დამემუქრა რომ თუ რამეს ვიტყოდი მომკლავდა 
არავისთვის არ მითქვამს ეს ამბავი, სამწუხაროდ მას სახელი არ უთქვამს.
მიზეზად ის მითხრა რომ ელენეს ცოდვები ჰქონდა ჩადენილი. ახლა კი პასუხი უნდა ეგო და აგო კიდეც, ეს მძიმე გადასატანი იყო
ამიტომაც დასამშვიდებლად ფსიქოლოგის ჩარევა გახდა საჭირო. რამოდენიმე თვის წინ გავიგე რომ ეს ადამიანი 2 წლის გარდაცვლილი ყოფილა
მინდა ახლა ყველამ გაიგოს ეს ამბავი და ნათელი გახდეს მაშინაც კი როცა 5 წელია გასული ამ ამბიდან.! 
დამნაშავე უნდა დასჯილიყო, არ მაქვს სიტყვების იმდენი მარაგი რომ მწუხარება გამოვთქვა მაშინდელი ჩემი ართქმული საქციელის გამო!
ბოდიშიც არასწორი საქციელია. 
( შემდგომი დაკითხვის მასალები არ არის გავრცელებული ) 
( იმფორმაციის გავრცელების შემთხვევაში წყარო მიუთითეთ ) )
წყარო : უცნაური

ვაიმე არ ვიცი რა დამემართა ეს რომ წავიკითხე რა :ხხხხხ კინაღამ გავგიჟდი
მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები
ჩემმა მეგობარმა დამიკოპირა სტატია და როცა ვნახე გავჭედეეე 



კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 1029 | დაამატა: Katie♥ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 111 2 »
2013-02-27 Spam
:XX ar vici namdvilia tuara sheidzleba aris kidec mara dzaan saintereso iyo ...ra codva qonda chadenili egeti patara gogos vaa