ამერიკელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ მოზარდებში აგრესიის გამოსაწვევად მხოლოდ ალკოჰოლი არაა აუცილებელი. არანაკლები აგრესორია გაზიანი გამაგრილებელი სასმელები, რომლებსაც ყოველდღიურად მივირთმევთ. მეცნიერების აზრით, მათი დიდი რაოდენობით მიღება ისეთსავე აგრესიულ გამოვლინებებს იწვევს, როგორსაც - ალკოჰოლიანი სასმლისა. ექსპერიმენტში მონაწილეობა 1878-მა მოზარდმა მიიღო. აქედან უმეტესობა სკოლის მოსწავლე იყო. მათ სათითაოდ ჩაუტარეს ტესტირება და ჰკითხეს, თუ რამდენ ქილა გაზიან სასმელს მიირთმევენ შვიდი დღის განმავლობაში.მიღებული პასუხები სხვადასხვა ჯგუფად დაყვეს. აღმოჩნდა, რომ საშუალო მაჩვენებელი მოზარდებს შორის არის ხუთი ქილა სასმელი კვირის განმავლობაში.ამ ექსპერიმენტში ფსიქოლოგებიც ჩაერთვნენ. მათი კვლევის მიზანი მდგომარეობდა შემდეგში: მათ სურდათ გაეგოთ, თუ რამდენად გამოხატავენ მოზარდები აგრესიას მშობლებისა თუ თანაკლასელების მიმართ; ასევე აინტერესებდათ, ატარებდნენ თუ არა მოზარდები სკოლაში ცივ იარაღს, მაგალითად - დანას. შედეგები ძალიან საინტერესო აღმოჩნდა: გაირკვა, რომ იმ მოზარდების 24%, რომლებიც პირველ ჯგუფში მოხვდნენ (ანუ ყველაზე მეტ გაზიან სასმელს იღებდნენ), ატარებდა ცივ იარაღს. ყველაზე მთავარი ამ ექსპერიმენტში არის თვითონ მიზეზი, თუ რა იწვევს ადამიანში აგრესიას, ან რა კავშირი აქვს გაზიან სასმელს და აგრესიულ გამოვლინებას ერთმანეთთან. ექიმების აზრით, ამ ყოველივეს გამომწვევი არის კოფეინი.როგორც იცით, გამაგრილებელი სასმელების უმეტესობა კოფეინს მცირე დოზით შეიცავს. ეს მცირე დოზა კი შეიძლება დასაშვებზე საკმაოდ მეტი გახდეს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ბევრ გაზიან სასმელს სვამს.კოფეინი ტვინის სტიმულატორია და არ არის გამორიცხული, საკმაოდ მძიმე შედეგებიც გამოიწვიოს - მაგალითად, ტვინის სტიმულირებამ შესაძლოა ადამიანს აზროვნებაც დააკარგვინოს რაღაც მომენტში.
(( ♥ GabbY ♥ ))
|