მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მაისი » 7 » გასეირნება პარიზში
7:39 PM
გასეირნება პარიზში


P.S ამ ვიდეოსაც უყურეთ,მოგეწონებათ

  




პარიზი. ეს არის ქალაქი რომელიც მემგონი გულგრილს არავის ტოვებს… მისი ქუჩები, სახლები, მოსახლეობა ეს ყველაფერი ჩემზე უდიდეს გავლენას ახდენს და ჩემი ერთ-ერთი სურვილია პარიზში წასვლა, და ვთვლი რომ ეს ოცნება აუხდენელი ნამდვილად არაა. ბევრჯერ მიმოგზაურია პარიზში(რათქმაუნდა სურათებით) და წარმომიდგენია თავი იმ ადამიანების ნაცვლად, რომლებიც სურათზე არიან. ისე მიყვარს და მხიბლავს ეს ქალაქი, რომ ჩემს ოთახში ერთ-ერთ კედელზე ეიფელის კოშკის სურათი გავაკარი(მთელ სიგრძესე) და რომ ვიღვიძებ თავი ამ ადგილას მგონია. 

პარიზი! ამ სიტყვების განმეორება უამრავჯერ შემიძლია… შემიძლია მთელი დღე ვიდგე და ვიძახო: პარიზი!პარიზი!პარიზი! 


და აი დადგა ის დღეც, როდესაც მე პარიზში უნდა გავფრინდე და ჩემი ერთ-ერთი ოცნება ავისრულო. დავიწყე ჩემოდნის ჩალაგება. შემოდგომაა და ამიტომ ვცდილობ ისეთი ტანისამოსი წავიღო,რომელშიც თავს კომფორტულად და ამავდროულად დახვეწილად ვიგრძნობ. 1 საათში ჩემი ჩემოდანი გატენილია ტანსაცმლით და სხვადასხვა ნივთებით. ღამის 2 საათზე ჩემი რეისია, ამიტომ თორმეტის ნახევარზე უკვე სახლიდან გავდივარ და აეროპორტისკენ მივიჩქარი. სულ ცოტა ხანში კი უკვე თვითმფრინავში ვზივარ და ველი მის აფრენას. და აი თვითმფრინავი აფრინდა და მე დავემშვიდობე თბილისს. 


დილას უკვე ჩემს საოცნებო ქალაქში ვიმყოფები. დაჯერებაც მიჭირს, რადგან ეს ხომ პარიზია!დილით,აეროპორტიდან გამოსული მივუყვები ქვაფენილიან,ვიწრო ქუჩებს, ხელში თან ჩემოდანი მიჭირავს და სასტუმროსკენ ნელი ნაბიჯებით მივდივარ. ვათვალიერებ ყველას და ყველაფერს, დიდი განცდით და ემოციით და ვხვდები თუ რა ბედნიერი ვარ, რადგან ეს ქალაქი ჩემია! ეს არის ქალაქი სადაც ყველაფერი "ჩემია”..ყველა გაღიმებული,ბედნიერია, და ტკბება ცხოვრებით. ამ ფიქრებში გართული და ლამაზი ქუჩებით დამტკბარი უკვე მივადექი სასტუმროს, ავედი ჩემს ნომერში და დავიწყე თვალიერება… განსაკუტრებული არაფერი, მაგრამ ეს ხომ მაინც პარიზი იყო და ამ ნომერს ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ქონდა, მთავარია ის იყო კომფორტული. გამოვიცვალე, ჩაი დავლიე და გადავწყვიტე ქალაქის ქუჩებში ისევ გამევლო და უფრო მეტ რამეს გავცნობოდი… 


გავედი სასტუმროდან და პარიზის უჩვეულო სუნი მეცა.ავიღე ველოსიპედი, რადგან ძალიან მიყვარს ველოსიპედით სეირნობა და დავიწყე ყველაფრის თვალიერება…ეიფელის კოშკი, ლუვრი, ტრიუმფალური თაღი,პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ვერსალის სასახლე, კონსერჟერია,ლუვრის მუზეუმი, ლუქსემბურგის ბაღი… რათქმაუნდა ვესტუმრე მაღაზიებს და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ”გამოვზიდე” ტანსაცმელი და არამარტო… ვიყიდე ჩემთვის, ჩემი მეგობრებისთვის და ნათესავებისთვისაც… ვაგროვებ მარკებს და ამიტომ ბევრი მარკაც წამოვიყოლე. მოკლედ თვალიერებას და "შოპინგს”რომ მოვჩი, მინდოდა ცოტა ხანს განმავრტოებულიყავი.ადგილები, რომლებიც მე მოვინახულე, ხშირად იკრიბებოდნენ ცნობილი ადამიანები და ეს მახარებდა. ხო, აი კიდევ ერთი მიზეზი რის გამოც მე პარიზი მიყვარს ეს არის ქალაქი, რომელიც უამრავ ხელოვანს აქვს აღწერილი ისე ლამაზად, რომ ნახატების შემდეგ შეუძლებელია ადამიანს აქ ყოფნა არ მოუნდეს 


საღამო იწყებოდა, როდესაც დაღლილი და ემოციებით სავსე რომელიღაც ბარში შევედი, უგემრიელესი ნამცხვარი დავაგემოვნე ყავასთან ერთად და დავიწყე ფიქრი, თუმცა თვითონაც არ ვიცი რაზე…ამ დროს პარიზის ქუჩებში დასეირნობდა ლამაზად და ელეგანტურათ გამოწყობილი ხალხი… ეს არც გამკვირვებია,რადგან პარიზი ხომ მაღალი მოდის ქალაქია…მივირთმევდი ნამცხვარს და ვათვალიერებდი ხალხს, თავიანთი ფერადი ლუქებით. 


სასტუმროსკენ წასვლა დავაპირე, როდესაც გაწვიმდა… მივაბიჯებდი პარიზის ულამაზეს წვიმიან ქუჩებში და კიდევ უფრო და უფრო ვივსებოდი ემოციით. წვიმის სუნზე და საერთოდ წვიმაში სიარულზე "ვგიჟდები”. კინოებში ასეთ დროს მინახავს თუ როგორ იხდიან ფეხსაცმელს და ფეხშიშველები დადიან. მეც სწორად ასე მოვიქეცი, მომწონდა როდესაც წვიმის წვეთი ფეხს ეცემოდა და ასველებდა, ამასთან როგორც ვახსენე შემოდგომა იყო და ფოთლების "ჭრიალის” ხმაც ლამაზად ჩამესმოდა ყურში…… აი რასაც ქვია ამ დროს ვიყავი თავისუფალი. ბოლოს, სულ გაწუწული მივადექი სასტუმროს ნომერს, გამოვიცვალე… დაღლილს და ემოციებით სავსეს კი იმ წამსვე დამეძინა… 


მოდით ახლა რეალური თვალით შევხედავ ადამიანებს, რომლებსაც პარიზში წასვლა უნდათ/ან არ უნდათ… 
მოკლედ ერთი სიტყვით რომ ვთქვა ეს ქალაქი ატაცებულია. მართალია ძალიან ბევრი ოცნებობს და მართლა უნდა აქ მოხვედრა, მაგრამ ბევრი სხვას ბაძავს, და რახან ერთს უნდა, სხვასაც მოუნდა და ა.შ 
მე პირადად მეოთხე კლასიდან ვოცნებობ ამ ქალაში მოხვედრაზე, რადგან მიყვარს ცხოვრების აქტიური სტილი, დახვეწილად ჩაცმა, ხელოვნება და როგორც ვახსენე ეს არის ქალაქი რომელიც "ჩემია”, და მჯერა რომ მეც ვიქნები ამ ქალაქის ერთ-ერთი სტუმარი 


დაამოწმა და გაალამაზა: Katie ♥


კატეგორია: ♥ ჩემი შემოქმედება | ნანახია: 981 | დაამატა: SnowWhite | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
2013-05-08 Spam
ამ ვიდეოს ათასჯერ მაქ ნაყირები <3 ^^
ჩემი ოცნებაააა..როგორ მიყვარს<3))