მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 30 » გაორება (6)
10:18 PM
გაორება (6)
 (6)
8 კომენტარზე ნაკლები თუ ექნება აღარ გავაგრძელებ,4 კომენტარი რაარის მოთხრობაზე?

-ბევრი გიმუშავია.
-საკმაოდ.
-ბოდიში უნდა მოგიხადო.
-რასთან დაკავშირებით?
-რა შენიშვნაც მომეცი იმასთან დაკავშირებით.
-აა,თქვენ არ გაქვთ ბოდიში მოსახდელი.
-არა მე მაინც დამნაშავედ ვგრძნობ თავს,ამიტომ დანაშაულის გამოსასყიდად სავახშმოდ დაგპატიჟებ.
(აი თურმე საით უმიზნებს,მეტი აქმე არ მაქ სავახშმოდ წამოგყვე,დარწმუნებული ვარ იქაც ნერვებს მომიშლი.)
-და რომ არ წამოვიდე რას იზამთ?
-გააჩნია მიზეზს,თუ რატომ არ მოდიხარ.
-ჯერ ერთი იმიტომ,რომ სამსახურის შემდეგ მე ჩემი პირადი ცხოვრება მაქვს,და არ მცალია.
-და რომ გიბრძანო?
-ვერ მბრძანებთ რადგან მე თქვენი ხელქვეითი მხოლოდ 6 საათამდე ვარ.
-ესიგი ეგრე არა?
-დიახაც,ეგრე.
-ხოდა მაშინ ხვალ პირველ საათზე სამსახურეობრივი ლანჩი გვექნება,მაგ დროს შენი უფროსი ვარ და შემიძლია გიბრძანო.
-მე აქ თანამშრომელი ვარ თუ ტრეფიკინგის მსხვერპლი?იმის უფლებაც არ მაქვს,რომ თქვენს მოპატიჟებაზე უარი ვთქვა?
-იცი რა? თუ არ გნდა არავინ გაკავებს,კარი ღიაა შეგიძლია მიბრძადე.ამ დროს ნიკას სახეზე ეშმაკური ღიმილი ჩაეპარა.
რამე საწინააღმდეგო გაქვს?
ქეთამ ძალიან კარგად იცოდა,რომ ლანჩზე არ დათანხმების გამო ვერავინ დაითხოვდა,მაგრამ გადაწყვიტა უფროსს თამაშში აჰყოლოდა.
-არაფერი მაქვს საწინააღმდეგო,კბილებში გამოსცრა მეტი დამაჯერებლობისთვის.
ნიკამ ქეთას გაბრაზება შეატყო,რითაც კიდევ უფრო გამხიარულდა.
-ახლა თავისუფალი არ?
-დიახ.
ქეთა ადგა და ოთახიდან გავიდა, სასწრაფოდ თავის კაბინეტში ჩაიკეტა,სავარძელზე გადაწვა და ფიქრი დაიწყო,მაგრამ თვითონაც არ იცოდა რაზე ფიქრობდა,ბოლოს დაწყნარდა და ყველაფერი გაანალიზა.ის ხვდებოდა რომ ნიკას იგი მოსწონდა ეს მის სასიკეთოდ უნდა გამოეყენებინა
ამიტომ გადაწყვიტა უფროსი მოეხიბლა და შემდეგ გაემწარებინა,მხოლოდ ასე შეძლებდა შურისძიებს.
დღე მალე დამთავრდა ქეთა სახლში წავიდა,არსად წასვლის თავი არ ჰქონდა,ემოციებით ძლიერ იყო დაღლილი ამიტომ მალევე დაწვა და დაიძინა,დილას 7 საათზე გაეღვიძა,აღარ ეძინებოდა ამიტომ ფეხზე ადგა და ცხელი აბაზანა მიიღო,თან ფიქრობდა,მას დროებით თავისი ღამის ცხოვრება უდა დაევიწყებინა,რადგა ნიკას იქ მეორედ რომ ენახა შეიძლება ეცნო ამიტომ ვერ გარისკავდა,ამ ფიქრებში იყო გართული,რომ კინაღამ აბაზანაში ჩამოეძინა.საბედნიეროდ თვალები დროზე გაახილა,ადგა ჩაიცვა და სამსახურში წავიდა.12 ს აკლდა 10 წუთი,რომ კაბინეტში ნიკას მდივანი შემოვიდა და უფროსის დანაბარები გადასცა
-ქეთა ბატონმა ნიკამ გადმოქცა რომ ჩვენი შეთახმება ისევ ძალაშია ოღონდ 12 საათზე უნდა გადმოვიტანოთო და კიდევ კომპანიის კაფეში დაგელოდებიო.
- მადლობა ანა
-არაფრის,ქეთა შენ და ბატონი ნიკა რაზე შეთანხმდით?
-კი არ შევთანხმდით მაიძულა ლანჩზე დავთანხმებოდი.
-ვაიმეე მართლა?
-ხო
-მომიყევი რაა!!
-ბოდიში ანა ახლა მაგის თავი არ მაქვს არ გეწყინოს გთხოვ,თან მოსაყოლი ბევრი არაფერიაა.
-არა რა უნდა მეწყინოს,პირიქით,მე ბოდიში,რა ჩემი საქმეა,კაი წავედი. 
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 730 | დაამატა: -Flamingo❤ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 7
2013-04-15 Spam
გააგრძელეთ რაააა <3