მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 17 » გაორება (1)
11:28 AM
გაორება (1)
 (1)

შემოდგომის თბილ, ოდნავ ქარიანი დილა სუფევდა,სიო ნაზად არხევდა ხის ფოთლებს, რომლებიც ნაირფრად შეღებილიყვნენ,ქარის ყოველ ძლიერ დაბერვასთან ერთად ძირს ჩამოცვენილი ფოთლები ჰაერში იწყებდნენ ტრიალს.ირგვლივ ულამაზესი პეიზაჟი იქმნებოდა.სწორედ ისეთი როგორიც ხელოვანს სჭირდება თავისი ბუნების გადმოსაცემად.ამიტომ ახალგაზრდა ფოტოგრაფები გარეთ იყვნენ გამოსულები და ცდილობდნენ გადაეღოთ განუმეორებელი სურათები,მათ შორის იყო ქეთაც,ის ყველანაირად ცდილობდა თავისი სურათებით განეცვიფრებინა მასწავლებლები,ეს ყოველთვის გამოსდიოდა.არ შეიძლება ნახო მისი სურათები და ვერ ამოიცნო მათში ავტორის სული.ქეთა თითქოს სხვა თვალით ხედავდა სამყაროს, ამიტომ მისი სურათები ყოველთვის ყველასგან გამოირჩეოდა.როგორ ყოველთვის ახლაც ულამაზესი ფოტოები გადაიღო და მასწავლებლებს ჩააბარა, შემდეგ სახლში მივიდა,გამოიცვალა და სამსახურისკენ გაეშურა.

ეს ადამიანი ცხოვრობდა ორ სრულიად განსხვავებულ სამყაროში,დღისით ის იყო 24 წლის ბუღალტერი საღამოს კი ულამაზესი ბაიკერი.
სამსახური როგორც ყოველთვის 6 საათზე დაამთავრა და სახლში წავიდა.ნახევარი საათი შემდეგ კი სადად ჩაცმული ბუღალტერისგან აღარაფერი შემორჩა.ქეთას საღამოს ჩაცმულობა შემოიფარგლებოდა შავი ტყავის შარვლით,გაურკვეველნახატიანი მაისურით და მოკლე ტყავის შავი ქურთუკით.მას სწორი და ყორანივით შავი თმა წელამდე სწვდებოდა ,ასევე შავი,გრძელი წამწამები ლამაზად ეფინებოდა მის თაფლისფერ თვალებს,ამას ძალიან კონტრასტულად ეხამებოდა ღია ფერის კანი და პატარა ალუბლისფერი ტუჩები.სახით ულამაზეს არსებას მოგაგონებდათ,ასეც იყო ქვეყნად მის სწორს ვერ შეხვდებოდით,მაგრამ ისევე როგორც ყველას მასაც ჰქონდა უარყოფითი თვისებები.მათგან ყველაზე მწვავე მისი სიფიცხე იყო.
სახლიდან გამოსვლის შემდეგ ქეთამ მოინახულა თავისი ღამის ცხოვრების განუყრელი მეგობარი,კერძოდ მოტოციკლი და მეგობრებთან შესახვედრად წავიდა.მის სამეგობრო წრეში უამრავი ლამაზი გოგონა ირეოდა,მაგრამ ქეთა მათგან ყველასგან გამოირჩეოდა,ხასიათით,ცხოვრების სტილით და რაც მთავარია სიცოცხლის უდიდესი სიყვარულით.ბევრს უნდოდა მასთა მეგობრობა როგორც ბიჭებს ასევე გოგონებს,მათ ქეთა ძალიან უყვარდათ,მაგრამ ამასთანავე მას საკმაოდ ბევრი მტერიც ჰყავდა იმ ბიჭების სახით რომელთაც მისი დამორჩილება უნდოდათ და ვერ მოეხერხებინათ.მას არა მხოლოდ ბიჭები არამედ გოგონებიც ემტერებოდნენ რადგან მათ ძლიერ შურდათ ქეთასი.თუმცა ზემოთხსენებული მათ ყურადგებს არ აქცევდა ალბათ გაგიკვირდათ მე ვთქვი რომ ის იყო ფიცხი ადამიანი, მაგრამ შურს არ იმჩნევდათქო.მას უბრალოდ ეცოდებოდა შურიანი ადამიანები მაგრამ არასდროს არავის აპატიებდა შეურაცხყოფას,ალბათ სწორედ თავის დაუდგრომელი ერთმანეთის გამომრიცხველი თვისებების გამო ჰქონდა ასეთი გაორებული ცხოვრება და ეს ახალისებდა კიდეც. 

ამ მოთხრობას მე არ ვწერ,ერთ-ერთი საიტიდან ვაკოპირებ,ავტორისგან ნება აღებული მაქვს,ძალიან განსხვავებული მოთხრობაა და ამიტომ მომინდა რომ დამედო,იმედია მოგეწონებათ...♥

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 897 | დაამატა: -Flamingo❤ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 10
2013-03-17 Spam
ნინო რა.,
ar cdebi,axlac ideba,jerjerobit 28 tavi devs :))
adre vkitxulobdi,magram aaxla agar...