სალამი ყველას! მე ახალი ვარ ამ საიტზე და იმედია თქვენი ოჯახის წევრად მიმიღებთ :) შემოდით რათა გამიცნოთ თუ რა თქმა უნდა ამის სურვილი გექნებათ :)
კიდევ ერთხელ მოგესალმებით!
მე ანა ვარ ყველა ანუკის მეძახის (თქვენც თუ სურვილი გექნებათ ასე მომმართეთ, როცა ერთმანეთს უკეთ გავიცნობთ)
მგონი სჯობს ცოტაოდენი ინფორმაცია მოგაწოდოთ ჩემს შესახებ:
ვარ 12 წლის
ვცხოვრობ ქუთაისში
არ მყავს და ან ძმა რაც გულს მტკენს, მაგრამ გამოხავალი რახან არაა მეც ვცდილობ შევეგუო
ვერ ვიტან როცა ვინმე ცუდ ხასიათზეა, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ ჩემი გარშემომყოფები გავახალისო, აი როცა კი უკვე ჩემზე მიდგება ჯერი ძალით "ვიკრიჭები" ხოლმე, შემდეგ კი ისევ საკუთარ თავზე მეცინება :)
ძალიან მიყვარს მუსიკა; ვიცი პიანინოზე და გიტარაზე დაკვრა ძალიან მეხმარება ხოლმე კონცენტრაციაში ეს ორი ინსტრუმენტი
მოთხრობებსაც ვწერ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ჩემში ემოციები დასაშვებ ზღვარს აღემატება
საყვარელი საქმიანობა-ყველაფერი მეგობრებთან ერთად
საყვარელი სიმღერები-L.A - Stop the clocks, Smokie-Living next door to Alice, Ross Copperman-Holding on and letting go, Cheryl Cole-Parachute, Adele-Turning tables
საყვარელი ფილმი- ოოო, აი აქ კი გავიჭედე ყოველთვის როდესაც საყვარელ ფილმზე მეკითხებიან, აი სწორედ მაშინ მავიწყდება ყველა კინო, რომელიც ვიცი, მაგრამ მაინც გავიხსენებ. ბოლოს We bought a zoo-ს და This means war-ს ვუყურე. ორივემ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. პირველზე ბევრი ვიტირე მეორეზე კი უფრო ბევრი ვიცინე. არ შემიძლია ასევე არ გამოვყო კიდევ ორი ფილმი, ესენია: Life as we know it და Knight and day ვგიჟდები ამათზე :)
საყვარელი მსახიობები - ტომ კრუზი, ნატალი პორტმანი, იან ჰარდინგი, ჰიტ ლედგერი, ქემერონ დიაზი, პენელოპა კრუსი.
საყვარელი სერიალები- ვამპირის დღიურები და პატარა საყვარელი მატყუარები :)
საყვარელი წიგნები- სამი მუშკეტერი, უთავო მხედარი, ბიძია თომას ქოხი, პატარა ზღვის მგელი...
ფავორიტი სეზონი- შემოდგომის მიწურული.
საყვარელი საჭმელი-პიცა
საყვარელი ხილი- ბანანი
სულ ეს იყო იმედია ძალიან არ მოგაბეზრეთ თავი :)
ველი თქვენს კომენტარებს იმედია დავმეგობრდებით :)
დაამოწმა და გაალამაზა: DeeMzzZz_LoVAToOo
კატეგორია:♥ სხვა | ნანახია:1141 | დაამატა:-Anna♥ | რეიტინგი:0.0/0