მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 9 » Friendship Never Ends ..
7:03 PM
Friendship Never Ends ..
True FriendShip
სიტყვა მეგობრობა , უკვე ამბობს სათქმელს
სიახლე ყველას ვისაც
 ნამდვილი მეგობრობა
გამოუცდია
infinite <3 (4) Amore a distanza



ვინ არის მეგობარი? 
*მეგობარი ის ადამიანია, რომელთანაც არ გეშინია იყო ის, რაც ხარ* 
*როცა თავს სულელად წარმოაჩენ, ნამდვილი მეგობრები ყოველთვის მიხვდებიან, რომ ეს შენი ჭეშმარიტი სახე არ არის* 
*ო, რა შვებაა, ენით უთქნელი შვება მის გვერდით ყოფნა, ვისთანაც ასჯერ გაზომვა და ერთხელ გაჭრა არ გჭირდება; როცა ენაზე მომდგარ სიტყვას, საფიქრალს მას მიანდობ, ვინც სანდო ყურით გისმენს და სათნო ხელით ცრის: რაც ყურადღების ღირსი იყო, იმას იტოვებს, ფუჭი სიტყვების ანაცერს კი სიყვარულით სულს შეუბერავს და ქარს გაატანს* 
*ადამიანები იმიტომ კი არ ცოცხლობენ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა ასულდგმულებთ, არამედ იმ სიყვარულის გამო, რომელიც მათ მიმართ სხვა ადამიანებს აქვთ* 
*მეგობრები ახალგამომცხვარი ნამცხვრის თეფშით ქუჩაზე გადმორბიან. მეგობრებს საამებლად საკუთარი კატის კნუტები მოჰყავთ. მეგობრები შენთვის ნათქვამ მწარე სიტყვას თავს უშვერენ. მეგობრები ვაშლით სავსე კალათას ზღურბლთან ტოვებენ. მეგობრები თოვს შენი კარის წინაც წმენდენ. მეგობრებს არად უღირთ გამარჯვება, თუ შენ მარცხდები. მეგობრები შენს კატას უვლიან. მეგობრებს ვერასდროს ვერავინ შეცვლის* 
*მეგობარმა იცის, როგორ მოისმინოს რაოდენობრივად შენი სიტყვები, და მერე ხარისხობრივად გიპასუხოს* 
*მეგობრები მეგობრებად იმიტომ რჩებიან, რომ ერთმანეთის ცხოვრებაში არ ერევიან.* 
*მეგობარი არასოდეს გეტყვის: ,,ხომ გეუბნებოდი”,მაშინაც კი, თუ მართლა გეუბნებოდა.* 
*ნამდვილი მეგობრობა იქაა, სადაც ორ ადამიანს ჩამოვარდნილი დუმილი სიმყუდროვეს ქმნის* 
*დუმილი მეგობრებს შორის ნამდვილ საუბარს წარმოშობს, სადაც სათქმელი კი არ ფასობს, არამედ ის, რომ თქმა არ გჭირდება* 
*როცა ადამიანებს შინაგანი სინათლე აქვთ, ანათებენ კიდეც. მერე, სიბნელეში გზის გაკვლევისას, ერთმანეთს ამით ამოვიცნობთ, ისე, რომ სახეების ნაკვთებით ამოცნობა და გულებში ჩახედვა არ დაგვჭირდება.*

გასაჭირში 
იმდენად მეგობრები არ გვშველიან, რამდენადაც იმის რწმენა, რომ ისინი გვიშველიან. (ეპიკურე) 
შენთან მოსვლისას სევდა ყოველთვის შენი კარის ზღურბლთან დამიტოვებია, წასვლისას კი არასოდეს გამომყოლია. (თეოდოსია გარისონი) 
როცა გრიპი გაქვს, ნამდვილი მეგობარი ფორთოხლებით სავსე ჩანთით მოდის, ის წიგნი მოაქვს, რომლის წაკითხვაც გინდოდა, და ყვავილების თაიგული. ყვავილებს ლარნაკში დებს, ჩაის გიმზადებს, თეფშებს გირეცხავს – და მიდის. (პემ ბრაუნი) 
თუ მეგობარს სათხოვარი აქვს, სიტყვა ,,ხვალ” უადგილოა (ჯორჯ ჰერბერტი) 
ნამდვილი მეგობარი ისაა, ვინც კარში მაშინ შემოდის, როცა დანარჩენი სამყარო გადის ( უოლტერ უინჩელი) 
****************** 
თუ შენ იცოცხლებ 100 წლამდე, მე მინდა ვიცოცხო 100 წელს მინუს ერთი დღე, იმისათვის რომ არ მომიწიოს შენს გარეშე სიცოცხლე


ნამდვილი მეგობრობა ჯამრთელობას გავს: შენ იშვიათად აქცევ მას ყურადღებას სანამ არ დაკარგავ…


ნამდვილი მეგობარი არის ის ვინც მობრუნდება შენსკენ, როცა სხვები ზურგს გაქცევენ !


თუ ყველა ჩემი მეგობარი გადახტება ხიდიდან, იმის მაგივრად რომ მეც მათთან ერთად გადავხტე, ხიდის ქვეშ დავდგები და მათ დავიჭერ . . .


ჩაიხუტე შენი მეგობარი ძლიერ . . .


მეგობარი ეს არის: ერთი სული ორ სხეულში !!! 


ჩემს წინ ნუ წახვალ, შეიძლება მე ვერ გამოგყვე უკან, უკან ნუ გამომყვები შეიძლება მე ვერ გავხდე წინამძღვარი, იარე ჩემს გვერდით და იყავი ჩემი მეგობარი…


ყველას ესმის რასაც ლაპარაკობ , ყველა გისმენს როცა ამბობ , საუკეთესო მეგობრებს კი ესმით რატომ სდუმხარ . .


მეგობარი არის ის ვისაც ესმის შენი სულის სიმღერა და შეუძლია აგყვეს მაშინ როცა სიტყვები გავიწყდება . .

გიყვარდეთ და პატივი ეცით თქვენს მეგობრებს :* გაუფრთხილდით და არასოდეს უღალატოთ გახსოვდეთ რომ მეგობარი თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია..დააფასე და გაუფრთხილდი…

კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 1012 | დაამატა: მეი | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 121 2 »
2013-03-10 Spam
dzalian kargi siaxlea )
namdvili megobari chemtvis yvelaferia <3