მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 25 » Friendship )
0:04 AM
Friendship )
FriendShip
- Everything About Friendship
And Letter For You My Fairy

- i can't not know you -


მეგობრობა — პოზიტიური ურთიერთობა, დამოკიდებულება და გრძნობა ორ ან მეტ ადამიანს შორის, რაც ერთმანეთის მიმართ სიმპათიასა და ნდობაში გამოიხატება. ერთმანეთის მიმართ მეგობრული დამოკიდებულების მქონე ცალკეულ პირს მეგობარი ეწოდება. მეგობრობა, როგორც წესი, დამყარებულია მეგობრულ სიყვარულზე, ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე, ასევე ხშირად საერთო ინტერესებზე. გადატანითი მნიშვნელობით მეგობრობის სახელით მოიხსენიებენ აგრეთვე ორგანიზაციების, ქვეყნებისა ან ეროვნებათა კარგ ურთიერთობებს (მაგალითად, კავკასიელ ხალხთა მეგობრობა).


რა არის მეგობრობა ?-ეს ცნება ყველას სხვასახვაგვარად ესმის. ვინ არის მეგობარი ?- ადამიანი რომელიც არასდროს გტოვებს..
მეგობრული დამოკიდებულება ადამიანებს შორის ყალიბდება მათი ერთობლივი ინტერესების პროცესში,საერთო საქმისთვის პასუხისგებლობის გრძნობის ერთობლივი ღრმა ინტერესების საფუძველზე დიდი დროის განმავლობაში.მეგობრობა ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებს.ის ვითარდება იქ სადაც ადამიანებს ერთმანეთი აინტერესებთ,სადაც ერთის საზრუნავს და სიყვარულს ყველა იზიარებს.მეგობარი ეს არის: ორი თანმხვედრი სული, რომლებიც შეხვედრისთანავე გრძნობენ ერთმანეთს. ხანდახან შეიძლება დიდი დრო დასჭირდეთ ამის გასაგებად.

 
 
ნამდვილი მეგობრობა ჯანმრთელობას გავს : არ აქცევ ყურადღებას სანამ არ დაკარგავ.. ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებთ ჭირს,ლხინს,ინტერესებს,გეგმებს,ემოციებს.. მეგობრობა სათუთი თემაა და ხშირად სითბოს ბადებს ჩვენში..
ძნელია მეგობრობა …როცა გინდა რომ გულით ურჩიო და ხედავ, რომ გარდა იმისა, რომ არ ესმის გშორდება კიდეც.
ასევე რთულია როცა მეგობარი არჩევნის წინაშე გაყენებს… - ან სასტიკად რთულია, მაგრამ აქაც ისევ ის წონის რაც უფრო გიღირს იმ მომენტში… მერე შეიძება ინანო კიდეც . მეგობრობა, მეგობრის შენარჩუნება ხანგრძლივი დროით არც თუ ისე ადვილი საქმეა. ამას ერთგვარი ნიჭი სჭირდება. ადამიანს თუ შეუძლია კომუნიკაცია, სიტუაციის რეალური თვალით შეფასება და კონტროლი, ის ყოველთვის მდიდარი იქნება. ხანდახან ზედმეტად კრიტიკულები ვართ ერთმანეთის მიმართ, ზოგჯერ უსაფუძვლოდ, ზოგჯერ პედანტურებიც ვხდებით და მომაბეზრებელი ხდება ურთიერთობა. ჩვენ ხშირად გვავიწყდება ერთი რამ (და არა მხოლოდ ერთი) შენი მეგობარი არის ისეთივე (ინდივიდი) ადამიანი როგორიც თავად შენ ხარ.

ადამიანებს შორის მეგობრობა, ახლობლობა ფაქტიურად მაშინვე გაჩნდა, როცა ადამიანთა რაოდენობა დედამიწაზე ერთს გადაცდა. არავინ იცის ამ მომენტიდან რამდენად გვიან, მაგრამ ალბათ საკმაოდ მალე გაჩნდა ეჭვიც. ადამიანები ყოველთვის ცდილობენ "კიდევ ერთხელ” დარწმუნდნენ ახლადშეძენილი მეგობრის "ნამდვილ ახლობლობაში”. კაცობრიობამ მრავლად შეაგროვა აზრები, იმის თაობაზე თუ სად, როგორ და რა პირობებში უნდა დავრწმუნდეთ იმაში, ახლობელია ადამიანი თუ არა მეგობრობა ხანგრძლივი პროცესია და ის თანდათან ყალიბდება. თუმცა ზუსტი დღე და საათი ცოტას თუ გაუზომია, როდის გახდა ადამიანი ახლობელი მეგობარი.



ზოგი ადამიანი განმარტავს, რომ მეგობრობა არის ქცევა, რომელიც ვლინდება ურთიერთგაგებითა და მხარდაჭერით პიროვნებებს შორის. ის მოიცავს ურთიერთობას ადამიანთა შორის, რომელთაც გააჩნიათ საერთო ცოდნა, ინტერესი, გატაცება…
 
 
 
პატარაობიდანვე ვეჩვევით ადამიანებთან ურთიერთობას, ვირჩევთ მეგობრებს, ადამიანები მიისწრაფიან ერთმანეთისკენ, სურთ მიეკუთვნებოდნენ ამა თუ იმ ჯგუფს.სოციალური ფსიქოლოგია ცდილობს ახსნას: თუ რატომ უნდათ ადამიანებს ერთად ყოფნა?
ადამიანი მეგობრის გარეშე ძნელი წარმოსადგენია ..


*ფულით ბევრი რამის ყიდვა შეიძლება- ავისაც და კარგისაც, მაგრამ მთელი სამყაროს საგანძური მეგობარს ვერ გაყიდინებს და ვერც მისი დაკარგვის ტკივილს დაგიამებს. {ჯ.დ. ფრენთისი{
*შენი სიყვარულის და სითბოს მარაგს ცხრა კლიტულში ნუ გამოკეტავ-მეგობრებს სიცოცხლეშივე მიესალბუნე, სიტყვით გაამხნევე და შეაქე კიდეც, სანამ შენი ნათქვამის გაგონებაც შეუძლიათ და გათავისებაც {ჰენრი ბიჩერი}
*უმეგობროდ შეიძლება გაძლო კიდეც, მაგრამ თუ მეგობარი გყოლია, მას ვერასოდეს დაივიწყებ. {სენეკა}
*ბევრი მეგობარი მყოლია, რომელიც დრომ თუ მანძილმა, ავბედობამ თუ სიკვდილმა დამაკარგვინა- მათ ხსოვნას ვუფრთხილდები- წიგნში ჩადებული გამხმარი ყვავილივით, ამ ხსოვნით ვზომავ დროს, თუმცა ბევრთან ჩემს ურთიერთობას, ჭკნობა ჯერაც არ შეჰპარვია…{პემ ბრაუნი}
*ამქვეყნად იმაზე საამო საცქერი არაფერი, როგორ შეაბერდება ხოლმე ერთმანეთს ორი მეგობარი, და როგორ არ ბეზრდებათ ერთმანეთში სულ ახალ-ახლის შემჩნევა და აღმოჩენა… { ფილიპს ბრუკსი}
* ჭეშმარიტი მეგობრობა მაშინ იბადება, როცა ორ ადამიანს ერთად დუმილი სიამოვნებს. { დეივ ტაისონ ჯენტრი}

*ჭეშმარიტი ბედნიერება მეგობრების რაოდენობაში კი არაა, არამედ მათ სწორად შერჩევაში.{ბენ ჯონსონი}
*ყველა იმისგან, რაც კი სიბრძნეს ბედნიერების წყაროდ მიუჩნევია, მეგობრობის ნიჭი უმთავრესია.{ეპიკურე}
*სადაც არ უნდა იყო შენი სამყარო მაინც შენივე მეგობრებია {უილიამ ჯეიმსი}
*მეგობრობა სწორედ იმ ბადეს ქსოვს ჯიუტად, ოდესმე მთელ მსოფლიოს რომ გადაფარავს.{პემ ბრაუნი}
*მუდამ ასეთი მემახსოვრები: გაღიმებული, მოღიღინე, მხიარული;მუდამ ჩემს გვერდზე, მუდამ კეთილი… ჩემი ყველა სადარდებლის მოზიარე.{ჯეინ სუონი}
*მადლობა იმისთვის რომ იცი, რა არის საჭირო, და ეკეთებ კიდეც… სულერთია, სალბუნს მადებ, მხარში მიდგები თუ, უბრალოდ პეშვით წყალს მაწვდი… და იმისთვისაც მადლობელი ვარ, რომ ზუსტად ხვდები, როდის მაცალო ჩემთვის ყოფნა. {სარა ნელსონი}
*კაცმა რომ თქვას მეგობარი- ეს ბუნების საოცრებაა. {რალფ ემერსონი}
*სიმდიდრე კარგია, ჯანმრთელობა უკეთესი; ოღონდ იმას ვერ შეედრება, როცა ბევრ მეგობარს გულწრფელად უყვარხარ.{ევრიპიდე}
* ერთგული მეგობარი ნებისმიერ ქონებაზე მეტი სიმდიდრეა.{ჰერცოგი დე ლა როშფუკო}
  
*მტრები უეჭველად დავიმსახურე, მეგობრების ღირსი როგორ გავხდი-ეს ვერ გამიგია{უოლტ უიტმენი}

*მეგობარი ისაა, ვისაც დილის 4 საათზეც კი თამამად დაურეკავ. { მარლენ დიტრიხი}
*როცა მეგონა, აღარაფრის ძალა არ მქონდა, შენ მიდგებოდი მხარში და მეუბნებოდი ყველაფერიც შეგიძლიაო… ჯერ არც შემცდარხარ {კლარა ორტეგა}
*გულით ნათქვამი "ეგ არაფერი..” ანდა "რაც იყო, იყო…”- ეგაა სწორედ ის სიტყვები, რაც ცხოვრების ძალას გვანიჭებს.
*მეგობარი ამჩნევს, როგორ გწყდება გული, როცა თავს რაღაც სასურველის შეძენის უფლებას ვერ აძლევ და დღეობაზე სწორედ იმ ნივთს გჩუქნის(შარლოტ გრეი}
* მხოლოდ ერთს ვნატრობ: იმდენ ხანს მაცოცხლა, როგორმე დაგიბრუნო შენგან ნაგრძნობი, დაუმსახურებელი ზღვა სიკეთე { პემ ბრაუნი}

  
* ამქვეყნად იმაზე ძვირფასი არაფერია, როცა გრძნობთ რომ ვიღაცას სჭირდები { დაიანა დორზი)
* რა ჯობია როცა მეგობართან ერთად იმაზე იცინი, რაც ორივეს გამხიარულებთ { გლორია ვანდერბილტი)
*მეგობრობას ხან დიდი ხნის ნაცნობობა ბაებს, ხან კი- სულ ერთი ღიმილი. მასზე ძვირფასი განძი არც არსებობს- სიყვარულს თუ არ ჩავთვლით და სიყვარულიც მაშინაა ნაღდი, თუ მეგობრობა უდევს საფუძვლად{პემ ბრაუნი}
* ჭეშმარიტი მეგობარი ვერასოდეს გაგაოგნებს: მან წინასწარ იცის იმ წუთს რა გინდა ან რა გაგახარებდა {შარლოტ გრეი}
*მეგობარი სწორედ მაშინ გიდგება გვერდში, როცა თითქოს მთელი სამყარო ზურგს გაქცევს {ალან გუდიერი}
*მეგობრობა ისაა როცა არც ჭირში და არც ლხინში თავს ეულად არ გრძნობ. {პემ ბრაუნი}
* ყველა შენი მეგობარი ვერ იქნება, მეგობარი მხოლოდ ისაა ვისაც შეუძლია ბოლომდე გიცნოს, ვინც შენს სიცოცხლეს ფერადოვნებას, აზრსა და ხალისს მიანიჭებს.
*ჭეშმარიტი მეგობარი უანგაროდ გწირავს საკუთარ დროს ენერგიას, ენერგიას … სისუსტეს- გპატობს, ღირსებას – გიფასებს,, შენი გამარჯვებით ხარობს და მწუხარებაშიც გვერდში გიდგას: მეგობარი თავგანწირვას სიხარულად აქცევს, გულის გადახსნას კი სიამოვნებას. {პემ ბრაუნი}
*მეგობრობა ურთულესი რამაა ასახსნელად: ის არც სკოლის საგანია და კერძოდაც ვერავისთან ისწავლი, არადა- მეგობრობის აზრი თუ არ იცი ჩათვალე, რომ ვერაფერი გისწავლია.
*ხალხის გარეშე როგორმე გაძლებ, მეგობარი კი მუდამ გჭირდება {ჩინური ანდაზა}
* რაც მეტი მეგობარი გვყავს, მით უფრო ძლიერნი ვართ, თუ გვიყვარს და ვუყვარვართ, ჩვენი არსებობა უდიდესი ბედნიერებითაა აღბეჭდილი. {სიდნი სმითი}


*Letter For You My Fairy*
ჰეი , ხო შენ , ალბათ ხვდებბი რომ ეს წერილი შენ გეკუთვნის , არც გრძნობების გამოხატვით გამოვირჩევი და არც ლამაზი და მაღალფარდოვანი სიტყვების სწორათ წყობით
უბრალოდ მინდა გითხრა ის რაც ამჯამად ჩემს გულში და გონებაში ტრიალებს (ამით პატიებას არ ვითხოვ), სულ მცირეხანია (რამოდენიმე თვე) რაც გიცნობ და შენ გახდი ერთ-ერთი უძვირფასესი ადამიანი ჩემთვის , რომელმაც მასწავლა ბევრი რამ ამ ცხოვრებაში , რომელიც დამეხმარა რამოდენიმეჯერ არ გამეკეთებინა ის რაც მართებული არ იყო , შენ ხარ ადამიანი რომელიც ჩემთვის იმდენად ბევრს ნიშნავს რომ არც კი ვიცი რა სიტყვით მოგმართო , ჩვენ ახლა გავწყვიტეთ ურთიერთობა და ეს არაფერს ცვლის მე შენ ისევ ძველებურად მიყვარხარ და ეს სულ ასე იქნება ყოველთვის , არც ის ვიცი რას ვწერ ახლა , უბრალოდ მინდა იცოდე რომ მიყვარხარ და რომ ჩემთვის ბევრს ნიშნავ ) 

 
 
 

უბრალოდ გიყვარდეთ ერთმანეთი ეს ყველაზე მთავარია , აპატიეთ ერთმანეთს ესეც აუცილებელია , დაივიწყეთ პრინციპები ვინაიდან მეგობარზე მნიშვნელოვანი არანაირი პრინციპი არაა.
Sorry For Everything Mah Fairy 
Love Youu So Much ) 
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 860 | დაამატა: Silly-Girl♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
2013-06-27 Spam
ღმერთო ჩემოოოო! რა საოცარი სტატიაა! მოგპარე რამოდენიმე ციტატა აქედან... როგორც ჩანს ვიღაცას ვიღაცა ძალიან ძალიან უყვარს მეგობრულად! ^^^ clap