მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 30 » Forever and Always. ♡ [8]
2:03 AM
Forever and Always. ♡ [8]
სარჩევი :

დიდი მადლობა ყველას ვინც მომეცით საიტის ფავორიტ მოთხრობაში.. 
ეს თავი თქვენ (-Ronnie,NinnieBieber,IrinkaJobava,-NiniKunna,Missnina,Coraline) გეძღვნებათ <3
იმედი მაქვს მოგეწონებათ :****


დედაჩემის ტირილის ხმა გავიგე.. სსასწრაფოდ მისაღებში გავვარდი და ვკითხე
- რა ხდება? რატო ტირიი??-ცოტა შევანჯღრიე რომ პასუხი ეთქვა
-მამაშენი-მარტო ეს მითხრა
- რა მამაჩემი?
-ბრუნდება
ოღონდაც ეს არა... მამაჩემზე არ მომიყოლია აარაფერი რადგან მისი გახსენებაც არ მინდა..პატარა რომ ვიყავი მახსოვს სულ ნასვამი მოდიოდა ხოლმე და დედას სცემდა.. ოღონდ ისე რომ სხვებს არ დაენახათ დალურჯებულები.. თან სხვა ქალებშიც დადიოდა..მერე გამოსწორდა ცოტა და საქმე აიწყო,მაგრამ დედას ცემა არ შეუწყვეტია..მალე აღმოჩნდა რომ ნარკოტიკების ბიზნესში იყო და დაიჭირა პოლიციამ.. არც მინდა მისი გახსენება..დედა სულ ტიროდა ხოლმე და სულ შიშში იყო..მაგრამ ახლაც არ ვიცი რატომ დარჩა მასთან და მანამდე რატომ არ მიატოვა..
- ნუ გეშინია! ჩვენთან ახლოს არ მოვუშვებ დე- და მაგრად ჩავეხუტე
კარლა შემოვიდა წყნარი ნაბიჯებით და მკითხა
-რამე ხომ არ მოვუტანო?-სახეზე ნერვიულობა ეტყობოდა
-მარტო ცხელი ჩაი-მორიდებით ვუთხარი
-ახლავე-და სამზარეულოში გავიდა.
-დე დაწყნარდი და მომისმინე რა-შევეცადე აზრზე მომეყვანა
-დეე -ცოტა შევანჯღრიე
-ჰა? ხო გისმენ-და ცრემლები მოიწმინდა,მაგრამ უშედეგოდ..მაინც ახალი ნაკადი ჩამოსდიოდა..როგორ მეცოდება...ამდენი ხანი გავიდა და მაინც როგორ ეშინია.
-ჩვენთან ახლოს არ მოვუშვებ გესმის? დაცვას ავიყვან და სადაც წავალთ ყველგან გამოგვყვებიან და გთხოვ არ შემეწინააღმდეგო. უნდა ვიცოდე რომ შენც უსაფრთხოდ იქნები და მეც, კარგი?
-კარგი-თავი დამიქნია.. და ჩამიხუტა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა,რომ თავის თავზე არ დარდობდა.. უფრო ეშინოდა მე რამე არ მომსვლოდა. მალევე დაწყნარდა და ჩაი დავალევინე.. მერე თავის ოთახში ავიყვანე და დავაწვინე. სიმღერა დავიწყე,რომ უფრო ადვილად ჩაძინებოდა. .
(0:20-ზე გადაახვიეთ)


მალევე ჩაეძინა.. საბანი გადავაფარე და ოთახიდან გამოვედი.მისაღებში ჩავედი და ტელეფონზე ნომერი ავკრიფე..
-გისმენთ მის პალვინ
-ჯონ თქვენი მომსახურება მჭირდება
-როდის?
-ხვალე დილიდანვე. 
-გასაგებია, რამდენი კაცი გჭირდებათ?
- ოთხი საკმარისი იქნება.. ანდაც ხუთი. 
-კარგით.. დილიდანვე გამოვგზავნი ჩემს საუკეთესო მცველებს.
-დიდი მადლობა ჯონ და კიდე შეგიძლიათ კამერები დააყენოთ ჩემს სახლში?
-კი რათქმაუნდა.. მუშებსაც გამოვუშვებ მაშინ. 
-კარგით მადლობა კიდევ ერთხელ
-არაფრის მის პალვინ.
ყურმილი დავკიდე და ჩემს ოთახში ავედი. შხაპი გადავივლე და ლოგინში ჩავწექი..
ფიქრებში წავედი.. ნამდვილად რთული დღე მქონდა.. ან მამაჩემი რატომ გამოუშვეს ასე ადრე? უნდა გავარკვიო ეგ.. დედაჩემს სამ მცველს მივუჩენ,ორს ჩემთვის..მოკლედ ყველაფერი მოვაგვარე.. ტელეფონის ხმა გავიგე.. ჯასტინი მირეკავდა.. ყურმილი ავიღე 
"იძინებ?"-მძინარე ხმა ჰქონდა
"კი, შენ? ძალიან დავიღალე"-დამამთქნარა
"ხო მეც.. ხვალე ხო გნახავ?"-იმედით სავსე ხმით მკითხა
"კი რათქმაუნდა"- გამეცინა
"კარგი მაშინ დავიძინებ ახლა,რომ მალე გათენდეს"-ხმაზე ეტყობოდა რომ გაეღიმა
"ჰაჰა კარგი :დ"
"ტკბილი სიზმრები"-თავისი ჩვეული თბილი ხმით მითხრა
"შენც <3"
ტელეფონი გადავდე და თვალები დავხუჭე.. რა საყვარელია <3 მომენატრა უკვე :დ მალევე დამეძინა.. დილით მაღვიძარამ გამაღვიძა. ძლივს ავდექი,შხაპი გადავივლე და ჩავიცვი.
Tumblr_mhcyacyt1l1rdeyr1o1_500_large
მისაღებში ჩავედი და ვისაუზმე. მალე კარებზე ზარი იყო.. გავაღე და ჯონი იყო თავის მცველებთან ერთად..რა სიმპატიური ბიჭები იყვნენ უნდა გენახათ..ცოტახანი გაშეშებული ვიყავი,მაგრამ მერე უცბად მოვედი აზრზე
-დილამშვიდობა ჯონ-გადავეხვიე
-გამარჯობათ მის პალვინ-თბილად გამიღიმა
-შემობრძანდით-დანარჩენებს ვუთხარი
ყველანი მისაღებში ვისხედით უკვე.. 
-კარლა გთხოვ ყავა მოუმზადე ბატონებს,მე დედაჩემს გავაღვიძებ და ჩამოვალ ახლავე
-კარგით მის პალვინ
კიბეებზე ავირბინე და დედაჩემის საძინებელში შევედი. მშვიდად სუნთქავდა,ანუ ეძინა..ჩუმად მივედი საწოლთან და გვერდზე ჩამოვუჯექი.. თმები სახიდან მოვაშორე 
-დე გაიღვიძე -დაბალი ხმით ვუთხარი.. მაგრამ უშედეგოდ.. 
-დედიიკოოო გაიღვიძე.. მცველები უნდა გაგაცნო და სკოლაში წავიდე..მეჩქარება-ცოტა ხმამაღლა ვუთხარი უკვე.. გაინძრა მაგრამ ისევ არ გაუხელია თვალები.. მარტო ერთი გზაღა მქონდა დარჩენილი ამიტომ შევანჯღრიე და მაშინვე გაახილა თვალები.
-დე მალე ადექი მცველები უნდა გაგაცნო და სკოლაში წავიდე,მეჩქარება.
-კარგი-მშვიდად მითხრა.. გადავეხვიე და დაბლა ჩავედი.
-ახლავე ჩამოვა ..გუშინ მძიმე ღამე ჰქონდა და..
-გასაგებია მის პალვინ..მანამდე თქვენს მცველებს გაგაცნობთ რომ დრო მოვიგოთ
-კარგით ჯონ.
-ეს ფრანცისკოა-მაღალ,დაკუნთულ და უსიმპატიურეს ბიჭზე მიმითითა. ალბათ 22-24 წლის იქნებოდა.
-გამარჯობა,მე ფრანცისკო ვარ.. 22 წლის
ხელი გამომიწოდა.. მეც ჩამოვართვი
-ანასტასია პალვინი,მაგრამ შეგიძლია უბრალოდ ანა დამიძახო-გავუღიმე
-კარგი ანა-თვითონაც გამიღმა თავისი 'მე-მხოლოდ-ოცდაორი-წლის-ვარ' ღიმილით
-ნიკოლასი, 21 წლის, შეგიძლია უბრალოდ ნიკი დამიძახო
-სასიამოვნოა, ანა :)
-მე რაილი მქვია,მაგრამ შეგიძლია უბრალოდ რაი დამიძახო,19 წლის- ხელი გამომიწოდა
მეც ჩამოვართვი ხელი.. წარმომიდგენია რა რთული იქნება ამათთან მუშაობა,როცა ასეთი სიმპატიურები არიანნნ...შემდეგი საყვარელი გარეგნობის ბიჭი გამეცნო
-სებასტიანი, 21 წლის
-ანა,18 წლის -გამეცინა
-ბოლოს როგორც ყოველთვის მე მომიტოვთ-ჩაეცინა-მე ჯეისონი ვარ,22 წლის
-სასიამოვნოა, ანა-ჩამეცინა
-ყველანი გაიცანით,ახლა გადავანაწილოთ ვინ ვისთან იქნება
ამ დროს დედა ჩამოვიდა კიბეებიდან, ჯონთან მივიდა და ხელი ჩამოართვა
-გამარჯობათ,მე ნინა ვარ.. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა
-ჩემთვისაც ნინა-თბილად გაუღიმა ჯონმა
-თქვენზე ძალიან ბევრი რამ მომიყვა ანამ
-იმედია მარტო კარგი მოგიყვათ -გაეცინა ჯონს
-აბა ცუდი არც არაფერია და-ჩავილაპარაკე ჩემთვის,მაგრამ ყველამ გაიგო როგორც მათი სიცილისგან მივხვდი..მეც გამეცინა
-კარგით მაშინ ეხლა გადავანაწილოთ ვინ ვის დაიცავს-თქვა ჯონმა
-ანას ცოტა ისეთები მიუჩინეთ,რომ მისი გაკონტროლება შეძლონ თორე მისი ხასიათი რომ ვიცი ვერ აიტანს ვინმე რომ დაჰყვება თან...
- ყველანი ეგეთები არიან დამიჯერეთ,მაგრამ მაინც ფრანცისკო,რაილი და ნიკოლასი ჰყავდეს ანას და თქვენ ქალბატონო ნინა სებასტიანი და ჯეისონი.
-ისე არ ჯობია რომ დედას ჰყავდეს სამი მცველი? მე არამგონია რაიმე საფრთხე მემუქრებოდეს..
-არა მე უფრო მშვიდად ვიქნები თუ შენ გეყოლება სამი მცველი,გთხოვ არ შემეწინააღმდეგო ანასტასია!-მკაცრად მითხრა.. ანასტასიას რომ მეძახის ესეიგი შეპასუხება არ ღირს.
-კარგი..
-კარგით ესეიგი მოვილაპარაკეთ არა?-იკითხა ჯონმა
-კი ჯონ.. კამერებს როდის დააყენებენ?
-მალე მოვა მუშა და დააყენებს სახლის მთელ პერიმეტრზე.
-კარგით.. ოღონდ სახლში შემოსასვლელებშიც დააყენეთ რა
-კარგი ანა.
-დიდი მადლობა... მე სკოლაში მაგვიანდება ახლა ჯობია წავიდე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჯონ-გადავეხვიე და დავემშვიდობე..
მანქანის გასაღები ავიღე,სახლიდან გამოვედი და ავტოფარეხში შევედი..
გადავწყვიტე ამ მანქანით წავსულიყავი სკოლაში
Tumblr_lpuuxltqu81qg6vu3o1_500_large
ჩავჯექი და გზას გავუყევი.. ტელეფონი მირეკავდა..
ხმამაღლა ჩავრთე და ვუპასუხე
-გისმენთ
-გოგო სად ხარ? 5 წუთში ზარი დაირეკება-კარა იყო
-მოვდივარ ახლა
-მალე ქენი თორე პირველი ფიზიკა გვაქვს და ხომ იცი არა როგორი ქალიცაა
-ხო ვიცი.. თუ დამაგვიანდა ვაფშე არ შემოვალ მაგის გაკვეთილზე
-ეგრე ჯობია თორე დაიწყებს მერე ერთსაათიან ლექციას..
-ხო .. კაი მოვალ მალე ..ბავშვები მომიკითხე
-ხო მოგიკითხავ.. ისე შენს და ჯასტინს შორის რამე ხდება?
-რომ მოვალ მოგიყვები ..მანქანას ვატარებ და ავარიაში რომ მოვყვე შენი ბრალი იქნება-ხუმრობით ვუთხარი
-ხო კარგი კარგი! -გაეცინა - მალე მოდი,მაგრამ ფრთხილად იარე,მერე მართლა მე არ დამბრალდეს
-კარგი კარგი :დ წავედი
-გელოდები :*
ყურმილი დავუკიდე.. მუსიკები ჩავრთე და გზა განვაგრძე.. ჩემი სახლიდან სკოლამდე სადღაც 20 წუთის გზა იყო.. შანსი არაა მომესწრო გაკვეთილამდე მისვლა..ამიტომ გადავწყვიტე სტარბაქსში შემევლო და ყავა მეყიდა. ეგრეც გავაკეთე.. გადმოვედი მანქანიდან და დავინახე რომ ჩემთან ერთად სამი მანქანა გაჩერდა. ცოტახანი დავაკვრიდი და მალე მანქანიდან ნიკოლასი,ფრანცისკო და რაილი გადმოვიდნენ
-ოჰ ბიჭებო უკვე დაიწყეთ მუშაობა?-გამეცინა
-კი დავიწყეთ :დ (ფრანცისკო)
-სკოლაში არ გაგვიანდება?(ნიკოლასი)
-დამაგვიანდა უკვე,ამიტომ გადავწყვიტე მეორე გაკვეთილზე მივიდე-გავუღიმე -მანამდე ყავას დავლევთქო ვიფიქრე.. არ შემომიერთდებით?
-დიდი სიამოვნებით (რაილი)
შენობაში შევედით და შეკვეთა მივეცით.. ყველა ჩვენ გვიყურებდა.. უკვე არ ვიცი იმის გამო რომ მე მიცნეს თუ ბიჭები ასეთი სიმპატიურები რომ ივყნენ :დ ან ასეთ სიმპატიურ ბიჭებთან რომ ვიყავი მაგიტომ :დ
დავსხედით მაგიდაზე და დავიწყეთ საუბარი..
-ამიერიდან სულ ასე გამომყვებით ხოლმე?-ცოტახნის მერე ვიკითხე
-კი-მოკლედ მიპასუხა ფრანცისკომ
-გასაგებია-ჩავილაპარაკე
-წავიდეთ ჯობია,თორე მეორე გაკვეთილზეც დაგაგვიანდება ანა-თქვა ნიკოლასმა
-კარგით წავედით..
სანამ გამოვიდოდით დავინახე პაპარაცები როგორ მოგროვდნენ გარეთ.
-ბიჭებო პრობლემა მაქვს.. 
-პაპარაცები?-ჩაეცინა რაილის
-ხო
-ეგ პრობლემა არაა.. სამივე მაღლები ვართ და დაგეფარებით(რაილი)
-მადლობა
გამოვედით და სამივე მხრიდან მომიდგნენ რომ არ გადაეღოთ სურათები პაპარაცებს..მანქანამდე ასე მიმაცილეს..უცბად ჩავჯექი და გამოვედი ავტოსადგომიდან..
სკოლისკენ წავედი და 10 წუთში იქ ვიყავი.. ბიჭებიც მალევე მოვიდნენ.. 
 ერთად შევედით სკოლაში,დასვენება იყო როგორც ჩანს..რათქმაუნდა ყველამ ჩვენ შემოგვხედა.. და ჩემდა გასაკვირად სურათების გადაღება დაიწყეს.. ugh ესღა მინდოდა.. არ მივაქციე ყურადღება და ჩემი კლასისკენ გავემართე.. კარებთან,რომ მივედი ბიჭებს შევუტრიალდი
-გარეთ დამელოდეთ გთხოვთ,გაკვეთილები რომ მორჩება მოგწერთ და ერთად წავიდეთ
-მათხოვე შენი ტელეფონი-ფრანცისკომ მითხრა..მეც მივაწოდე
-ესეც ასე.. ჩვენი ნომრებიც ჩავწერე და ზარიც გამოვუშვი ჩემთან რომ დაფიქსირებულიყო შენი ნომერი.
-კარგი.. წავედი მე და მადლობა ყველაფრისთვის-თბილად გავუღიმე და კლასში შევედი..
მაშინვე მე შემომხედეს.. ჩემი ადგილისკენ წავედი და წყნარად დავჯექი.. კარაც გაფართოებული თვალებით მიყურებდა..ვეღარ მოვითმინე და მივუბრუნდი
-რა მოხდა?-გაღიზიანებულმა ვკითხე
პასუხის მაგივრად ტელეფონი გადმომცა .. დავხედე და პაპარაცების გადაღებული ახალი სურათები იყო.. თუ როგორ გამოვედი სტარბაქსიდან სამ ბიჭთან ერთად.. სხვადასხვა საიტზე სხვადასხვა ვარიანტი ეწერა,თუ რომელი იყო ჩემი შეყვარებული.. ამოვიოხრე და კარას მესიჯი დავუწერე..
"ჩემი მცველები არიან..მეტი არაფერი" და გადავეცი ტელეფონი.
დაინახა და ამოსუნთქა.. თითქოს ერთი საათია სუნთქვას იკრავდაო.. 
მერე თვითონ დაწერა რაღაცა და ისევ გადმომაწოდა ტელეფონი
"ჯასტინმა რომ ნახა სურათები კლასიდან გავარდა.. ვერ ვუკავშირდებით და არც ვიცი სადაა.. არ იცი შენ სადაა? ან რატომ გავარდა რაკეტასავით კლასიდან? თან მაინცდამაინც იმის მერე რაც სურათები ანახეს ამ ჭორიკნებმა..."
პასუხი აღარ დავუწერე და ტელეფონი დავუბრუნე.. ჩანთა ავიღე და კლასიდან გამოვედი.. ვიცოდი სადაც იქნებოდა.. სკოლის სახურავზე ავედი და მართლაც იქ დამხვდა..
ჩუმად მივედი უკან დავუდექი. არ ამოუღია ხმა,არადა ვიცოდი რომ იგრძო ჩემი იქ ყოფნა. გვერდზე მივუჯექი და არც კი ამოუხედავს. მხარი გავკარი
-ჯასტიიინ-საყვარელი ხმით ვუთხარი - ნუ ბრაზდები რა..ჩემი მცველები არიან..
მეტი არაფერი.. დღეს ვნახე პირველად და ყავაზე დავპატიჟე რომ უკეთესად გამეცნო ისინი.. ოჯახის გამო დამჭირდა დაცვის აყვანა,თორე ვერ ვიტან რომ ყველგან დამყვებიან..
მაინც არ იღებდა ხმას..აღარც მე არ ამოვიღე და უბრალოდ თავი დავადე მხარზე..
5 წუთის მერე ხელი შემომხვია და ჩამეხუტა..
-რომ ვნახე სურათები როგორ შემეშინდა იცი?-დაბალი ხმით თქვა- მეგონა რომ მართლა რომელიმეს ხვდებოდი.. ვიცი სისულელეა,მაგრამ შენნაირი გოგო რომ ჩემი შეყვარებული იქნება ცოტა დაუჯერებელია.. ჯერ მე შემომხედე და მერე შენ თავს შეხედე..შენ სრულყოფილი ხარ,მე კიდე ძალიან შორს ვარ სრულყოფილებისგან..-კიდევ უფრო მაგრად ჩამიხუტა -გთხოვ არ მიმატოვო რა
-სრულყოფილი ნამდვილად არ ვარ.. არავინ არაა.. რატომ ფიქრობ შენ თავზე ეგრე ცუდად? არ მიგატოვებ! არ იფიქრო ეგრე მეორეჯერ! გაიგე?-თბილად ვუთხარი და მოვეხვიე რაც შემეძლო მაგრად.. მერე ჩვენი ჩახუტება დაარღვია და ძალიან მაგრად მაკოცა.. მთელი მისი სიყვარული და შიში გადმოსცა კოცნაში.. მეც რაც შემეძლო გრძნობით ვუპასუხე..რამოდენიმე წუთის შემდეგ კოცნა მე დავარღვიე,იმიტომ რომ უკვე ჰაერი აღარ მყოფნიდა..
-ჯასტინ არ შეიძლება ესეთი ეჭვიანი,რომ ხარ.. ცოტა უნდა მენდო გთხოვ
-ვიცი გენდობი კიდევაც უბრალოდ არ ვიცი რა მჭირს..
-კარგი ..რაც შეგიძლია ეცადე რომ მენდო..გეუბნები უკვე მეასეჯერ რომ არ მიგატოვებ! და დამიჯერე რაა!-ახლა უკვე მე ვაკოცე 
-მე.შენთან.ვარ.და.არ.მიგატოვებ-კოცნებს შორის ვუთხარი
-მადლობა-დაბალი ხმით თქვა.
-ჯერ ერთი კვირაა ჩემი შეყვარებული ხარ,მაგრამ ისე ვართ თითქოს საუკუნეა ერთად ვართო :დ შენ კიდე ეჭვიანობის სცენებს მიწყობ -გამეცინა
-ოოო ნუ დამცინი-გაიბუტა
Tumblr_mb6s5atlor1rvo512_large
- awww რა საყვარელი ხარ რო იბუტები-გამეცინა
მალევე წამოვედით და დარჩენილ გაკვეთილებს დავესწარით.
გაკვეთილების ბოლოს სკოლიდან ავტოსადგომზე გამოვედით..
ჯასტინს დავემშვიდობე და მაქანაში უნდა ჩავმჯდარიყავი რომ ვიღაცამ დამირეკა.
ყურმილი ავიღე 
-გისმენთ?-ცოტახანი პასუხი არ იყო..-გისმენთ?რომელი ხართ?
-...ანა მე ვარ..
-მამა?-გაკვირვებულმა ვიკითხე
-ხო მე ვარ..
-ჩემი ნომერი საიდან გაქ?
-არ აქვს მაგას მნიშვნელობა.. მომენატრე ძალიან..შემხვდები?-საწყალი ხმით იკითხა
დავიბენი ძალიან...
-ამდენი ხნის შემდეგ პირველად გაგახსენდი და ჩემი ნახვა მოგინდა?-უკვე გაბრაზება მეტყობოდა ხმაზე
-გირეკავდი და წერილებსაც გწერდი,მაგრამ როგორც ჩანს დედაშენი გიმალავდა..
-რომც დაემალა არ მინდა შენი ნახვა..საკმარისად მოგვაყენე ტკივილი და გვეყოფა..
-ძალიან გთხოვ კიდევ ერთი შანსი მომეცი..-ტირილი დაიწყო-ციხეში სულ შენზე ვფიქრობდი...ახლაც მახსოვს შენი შეშინებული სახე როდესაც პოლიციამ სახლში მოგვაკითხა.. გთხოვ ძალიან გთხოვ ეს ერთხელ შემხვდი და მეტს არ შეგაწუხებ თუ შენ არ მოგინდება ჩემი ნახვა..
ცოტახანი დავფიქრდი და შემდეგ ვუპასუხე . . . . .

Tumblr_m8tkoq6hwl1qcgmqjo1_500_large

იმედია მოგეწონათ <33 მგონი დიდი თავია :დ 
როგორ გგონიათ რას უპასუხებს ანა მამამისს? ან როგორ განვითარდება მისი და ჯასტინის ურთიერთობა? :დ ახალი პერსონაჟები მოგეწონათ? 
კომენტარებში გამეცით პასუხები რაა :დ მაინტერესებს რას ფიქრობთ <3
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1132 | დაამატა: KoreanPrincess♥ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 161 2 »
2013-02-01 Spam
vaime dzlivs dagewie biggrin 1 tavidan daivtske da imxela tavebi iyo 3 dgeshi dzlivs wavikitxe biggrin aww exla me shegcham biggrin tu ar dadeb xolme droze -_- ase rom biggrin male da upro didi biggrin <333