მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 22 » Forever and Always. ♡ [7]
10:59 PM
Forever and Always. ♡ [7]

მოთხრობაში შემაქვს ცვლილებები!!!
ბარბარას, ბარბარას მაგივრად ანა ერქმევა!!! 

ედისონმა რამოდენიმე ადამიანს დაურეკა და მალევე დაბრუნდა.
- One Direction-თან საქმე შეიძლება მოგვარდეს მაგრამ სააგენტოს უნდა რომ ვინმესთან ურთიერთობა გქონდეს,რაც პუბლიკისთვის ცნობილი იქნება.. რავი შენ გადაწყვიტე.. შეგიძლიათ თქვენი ურთიერთობა გამოაშკარავოთ ან ისევ One Direction-ის ვარიანტზე იფიქრე. მაგრამ ვერაფრით ვერ გადავათქმევინე სააგენტოს მმართველობას ეს იდეა.. ვიცი თავიდან ვთქვი რომ შენი ნება არის მეთქი,მაგრამ ეხლა გადაიფიქრეს და აუცილებელი გახადეს.. არ ვიცი რატომ.. 
-არა არ მინდა ჯასტინთან ურთიერთობა პუბლიკისთვის ცნობილი რომ იყოს..
- კი მაგრამ რატომ? მე არ ვარ არანაირად წინააღმდეგი -ჯასტინს გავხედე და ეტყობოდა რომ ნაწყენი იყო.. -გრცხვენია ,რომ გაიგებენ რომ შენი შეყვარებული ვარ?-დაბალი ხმით თქვა
- არა არა! არასწორედ გამიგე-გამეცინა,რა სულელია.. როგორ ეგონა რომ მისი შემრცხვებოდა.. და ხალხის აზრი ნაკლებად მაინტერებს.. ნუ რათქმაუნდა როგორც მომღერალს და მსახიობს მაინტერესებს,მაგრამ არა როგორც ადამიანს. - უბრალოდ არ მინდა რომ პოპულარობისთვის გამოგიყენო. მირჩევნია ისევ ის ერთი თვე გავიჭირვო...-ამოვიოხრე
-აბა ჩემს ადგილას წარმოიდგინე თავი?- შემომიტრიალდა ჯასტინი, -მე როგორ ვიგრძნობ თავს იფიქრე? და არანაირად არ გამომიყენებ.. თუ ეგრეა მაშინ მეც გამოდის რომ პოპულარობისთვის მინდიხარ,რადგან ჩემზე არანაკლებად ცნობილი ხარ. და შენც იცი რომ მართალი ვარ.
- კი ვიცი,მაგრამ წარმოიდგინე რა მოხდება თუ გაიგებენ რომ ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით? არ მოგვასვენებენ ჯასტინ... ვერსად ვერ წავალთ ისე რომ პაპარაცები არ გამოგვეკიდნონ და ეგ ნამდვილად არ მინდა.. პირადი ცხოვრება პირადი უნდა იყოს და არა საზოგადო..ვსო არ მინდა ამაზე ლაპარაკი.. მადლობა ედ, კარგად! - გადავეხვიე და ოფისიდან გამოვედი.. ლიფტს ველოდებოდი რომ ვიგრძენი ვიღაცამ ხელები როგორ შემომხვია წელზე.. მივხვდი რომ ჯასტინი იყო.. ხმა არ ამომიღია.. ლიფტიც მალე მოვიდა. შევედი და შემოყვა თვითონაც. 
- მაპატიე .. ვიცი ეგოისტურად გამომივიდა და მართალიც ხარ,მაგრამ გთხოვ გამიგე რა.. არ შემიძლია ჩემი ურთიერთობის კიდევ ერთხელ საზოგადოებაში გატანა.. მერე ყოველთვის რაღაცა ცუდი ხდება.. ძალიან გთხოვ ეს ერთი თვე გაიჭირვე რა, - ჯასტინს შევხედე და ისიც თვალებში მიყურებდა.. ამოიხვნეშა და გულზე მიმიხუტა..ცოტახანი ასე ვიყავით და მერე სიჩუმე დაარღვია
-მესმის,მაგრამ ჩემიც ხომ გესმის?
-კი გასაგებია შენი პოზიცია-გამეცინა- გეშინია?-ავხედე,რომ დამენახა მისი სახის გამომეტყველება.. ეტყობოდა რომ ეშინოდა.. ალბათ ეშინოდა რომ დამკარგავდა..
რა საოცრებაა ადამიანს ერთი კვირაა ძლივს ვიცნობ და როგორ მიზიდავს მისკენ..
სულ მასთან მინდა ყოფნა და სითბოს და სიყვარულს ვგრძობ ერთად რომ ვართ.
ასეთი რამ ადრე არ გამომიცდია..ჩემი ფიქრებიდან ჯასტინის ხმამ გამომიყვანა
-კი.. მეშინია რომ დაგკარგავ და იმასთან წახვალ ვინც შენი ვითომდა შეყვარებული იქნება.
- იეჭვიანებ?- ეშმაკურად გავუღიმე
კიდე ამოიოხრა და წაიბუტბუტა "კი",მაგრამ მინდოდა კიდევ გაემეორებინა
-ვერ გავიგე რა თქვი? ცოტა ხმამაღლა
ჩაახველა და ისე თქვა "კი"
-არ მესმისსსსსს 
-კი მეთქი! ughh! -ყველგან იყურებოდა ჩემს გარდა.. მინდოდა კიდე გამეჯავრებინა,მაგრამ მისდა ბედად ლიფტის კარი გაიღო.. სასწაფოდ განვთავისუფლდი მისი მკლავებისგან და ლიფტიდან გამოვედი.. რაც შემეძლო სწრაფად მივდიოდი ჩემი მანქანისკენ,რომ არავის დავენახეთ ერთად. ძლივს ჩავჯექი და ამოვისუნთქე.. მალე ჯასტინიც ჩამიჯდა..
-მაპატიე -ვუთხარი მოწყენილი ხმით.. მართლა ძალიან ვწუხდი რომ ასე ვექცეოდი..ნამდვილად არავინ იმსახურებს ასეთ მოპყრობას.. 
- როგორც ჩანს უნდა მივეჩვიო ასეთ მოპყრობას უკვე..-ამოიოხრა და მანქანის ფანჯარას მიადო თავი.. ამან უფრო ცუდად მაგრძნობინა თავი.. მანქანა დავქოქე და სადგომიდან გამოვედი.
- სახლში გეჩქარება?-რამოდენიმე წუთის მერე ვკითხე
- არა რა იყო?- შემომხედა
- რაღაცა მინდა განახო და მაგიტომ გკიხე.. წამომყვები?- გავუღიმე
- კი წამოგყვები -და მისი თბილი ღიმილი დამანახა.. რომ იღიმებოდა გული მითბებოდა..
მაგრამ უნდა გამეკეთებინა ის რაც სწორი იყო.. არ მინდოდა მისთვის გული მეტკინა..
და ჩემი სააგენტოს ამბავი რომ ვიცი ალბათ დაჯილდოებებზეც ერთად უნდა ვიაროთ მე და ჰარიმ ან ზეინმა.. და ჩემი ბედის ამბავი რომ ვიცი ჯასტინიც იქ იქნება და ეწყინება..
მალევე მივედით დანიშნულების ადგილზე. 
- აქ რა გვინდა? -დაბნეულმა მკითხა
- რაღაც მინდა გაჩვენო- გავუღიმე და ლიფტში შევიყვანე.. პენთჰაუსის კოდი შევიყვანე და მალევე ავედით ზემოთ. გამოვედით და ჯასტინს შემოვუტრიალდი.. 
-აბა როგორია? 
- ძალიან მაგარი აპარტამენტია,მაგრამ ვისია? ან მე რატომ მანახებ?
-მადლობა :დ ჩემია.. 18 წლის დაბადების დგეზე ჩემს თავს ვუყიდე.. სკოლას რომ დავამთავრებ აქ გადმოვალ :)) წამო დაგათვალიერებინებ სახლს 
- ვააა .. კაი დავათვალიეროთ :)) 
421025_182002095242035_1346705057_n_large
3-story-contemporary-bachelor-pad-in-los-angeles-california-by-ben-bacal-19_large
3-story-contemporary-bachelor-pad-in-los-angeles-california-by-ben-bacal-14_large
3-story-contemporary-bachelor-pad-in-los-angeles-california-by-ben-bacal-13_large
3-story-contemporary-bachelor-pad-in-los-angeles-california-by-ben-bacal-10_large3-story-contemporary-bachelor-pad-in-los-angeles-california-by-ben-bacal-8_large
3-story-contemporary-bachelor-pad-in-los-angeles-california-by-ben-bacal-7_large
3-story-contemporary-bachelor-pad-in-los-angeles-california-by-ben-bacal-5_large
3-story-contemporary-bachelor-pad-in-los-angeles-california-by-ben-bacal-3_large
3 Story Contemporary Bachelor Pad in Los Angeles California by Ben Bacal (21)
3 Story Contemporary Bachelor Pad in Los Angeles California by Ben Bacal (19)
3 Story Contemporary Bachelor Pad in Los Angeles California by Ben Bacal (3)
3 Story Contemporary Bachelor Pad in Los Angeles California by Ben Bacal (1)

ეს კიდე ჩემი ფავორიტი ადგილია მთელ სახლში <3 ჩემი ბიბლიოთეკა <3
განგებ გავაკეთებინე ასე.. მინდოდა თავი ნიუ-ორკში მეგრძნო :დ

Awesome-penthouse_large

რატომღაც ასეთი დიზანი მგონია ნიუ-ორკის პენტჰაუსებში.. აბა როგორ მოგწონს?
- ძალიან მაგარია! მართლა მომეწონა :)
- მადლობა .. მარტო შენ იცი რომ ეს აპარტამენტი ვიყიდე..- სავარძელზე ჩამოვჯექი- არ მინდა დედაჩემს გული ეტკინოს და ეგონოს რომ ვტოვებ.. უბრალოდ თავისუფლება მინდა.. ხვდები?
ცოტახანი დაფიქრდა და მერე მითხრა -კი ვხვდები.. მეც ეგრე ვარ.. დედაჩემზე ვგიჟდები,მაგრამ ზოგჯერ ისე მინდა მარტო ყოფნა ვერც კი წარმოიდგენ.. 
- ხო მეც ეგრე ვარ.. ერთი აპარტამენტი კიდე ნიუ-ორკში ვიყიდე,როცა რაიმე მიჭირს სულ იქ მივდივარ და მშვიდდები - გავუღიმე - სულ ოცნებად მქონდა და ავიხდინე კიდევაც <3 შენ სად გაქვს ბინები/სახლები ნაყიდი? თუ არ გაქვს?
- როგორ არ მაქვს.. ერთი იტალიაში,მეორე პარიზში და ერთიც ნიუ-ორკში.. ნუ ლოს-ანჯელესში თავისთავად მაქვს სახლი :დ
- მაგარია.. მე ერთი ესპანეთში მაქვს,მეორე ჰავაიში და კიდე მეც პარიზში მაქვს.
- კარგია,- გამიღიმა.. და ჩემს გვერდზე ჩამოჯდა. მივეხუტე
- ჯასტინ,-ცოტახნის შემდეგ დავუძახე
-რა იყო?- რბილად მკითხა
-დარწმუნებული ხარ რომ გინდა ჩემი შეყვარებული რომ იყო?- ვკითხე და პანიკისგან წამოდგა
-რას გულისხმობ? რათქმაუნდა მინდა,-მტკიცედ მითხრა
-კი მაგრამ არ მინდა გული გატკინო :( და სხვა ბიჭთან რომ დამინახავ ხომ ვიცი გეტკინება და არ მინდა რომ მე ვიყო ის ადამიანი ვინც ტკივილს გაყენებს :(
- არ მაინტერესებს.. შენი დაკარგვისას უფრო მეტკინება გული დამიჯერე.
- შეგვიძლია ის ერთი თვე ერთმანეთი არ ვნახოთ და მერე თუ მოგინდება ისევ ერთად ვიყოთ...არ მეწყინება მართლა :( 
- არა და მოვრჩეთ მაგაზე ლაპარაკს! უშენოდ ერთი დღეც ძლივს გავძლებ, ერთ თვეზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია.- ისევ გვერდზე დამიჯდა და უფრო მაგრად მიმიკრა გულში.- აღარ თქვა ეგეთი რამე გთხოვ.. მაგით უფრო მტკენ გულს და მგონია რომ ჩემთან დაშორება გინდა.-ამოიოხრა
-არა რას ამბობ.. უბრალოდ მართლა არ მინდა ჩემს გამო გეწყინოს რამე..
- არ მეწყინება.. და გთხოვ დაფიქრდი იმაზე რომ ჩვენი ურთიერთობის შესახებ ფანებს ვუთხრათ რა.. რამდენი ხანი დავიმალებით შენი აზრით? პაპარცები ყველგან დაგვზდევენ და არამგონია რამე გამორჩეთ.. უბრალოდ გთხოვ რომ იფიქრო ამაზე..-შუბლზე მაკოცა.
-კარგი, დავფიქრდები.
მალევე წამოვედით ჩემი აპარტამენტიდან,ჯასტინი თავის სახლთან ჩამოვსვი და სახლში წამოვედი.. დედაჩემი სახლში იყო,რადგან სამსახური აღარ აქვს.. ნეტა იშოვა ახალი სამუშაო? თუ არა ნამდვილად დავეხმარები.. სახლში შევედი და კარლას მივესალმე. მისაღებში შევედი და  დედაჩემს ლოყაზე ვაკოცე.
-აბა როგორ მიდის საქმე სამსახურის თაობაზე?
-საკმაოდ კარგად,რომ იცოდე- გაეცინა
- აი გამართლდა ჩემი სიტყვები- ხუმრობით ვთქვი
-ხო :დ სამ კომპანიაში მთავაზობენ სამუშაოს.. და თან სამივე მაღალანაზღაურებადია-ბედნიერებისაგან ღიმილს ვერ იშორებდა
- ძალიან მიხარია დე :* ისეთი აარჩიე რომ დიდი ხანი არ იყო სამუშაოზე და არ გადაიღალო ხოლმე..
-კარგი შევეცდები :*
-წავედი მე შევჭამ და ვიმეცადინებ :* შენ არ გშია?
-არა, მადლობა მე უკვე ვჭამე.
სამზარეულოში შევედი რომ საჭმელი გამეკეთებინა,მაგრამ კარლა შემოვიდა და მკითხა
-რა მოგართვათ მის პალვინ?
-კარგი რა კარლა .. უბრალოდ ანა დამიძახე
-კარგი ანა-გაეღიმა- რა გაგიმზადო?
- მეთვითონ რომ გავაკეთო არა? :დ
- არა, ეგ ჩემი მოვალეობა.. გთხოვ სამუშაოს ნუ მართმევ -ხუმრობით მითხრა
-კარგი კარგი არ წაგართმევ :დ მაშინ რაიმე მსუბუქი გამიკეთე :)
- კარგი, 15 წუთში მზად იქნება საჭმელი. 
-მადლობა :) მანამდე მე გამოვიცვლი.
ჩემს ოთახში ავირბინე,შხაპი გადავივლე და კომფორტული ტანსაცმელები ჩავიცვი.
მისაღებ ოთახში რომ ჩამოვედი დედა ისევ ნოუთბუქში იყო "შემძვრალი" :დ
სამზარეულოში შევედი და სასიამოვნო სუნი იდგა. სკამზე დავჯექი და დაველოდე როდის მორჩებოდა კარლა მომზადებას.. მართლაც 5 წუთში წინ უგემრიელესი სენდვიჩი დამიდო.
Tumblr_mgtqd4msx21qdpm3oo1_500_large

დედაჩემის ტირილის ხმა გავიგე.. სსასწრაფოდ მისაღებში გავვარდი და ვკითხე
- რა ხდება? რატო ტირიი??-ცოტა შევანჯღრიე რომ პასუხი ეთქვა
-მამაშენი-მარტო ეს მითხრა
- რა მამაჩემი?
-ბრუნდება
ოღონდაც ეს არა... 

იმედია მოგეწონათ <33 ვეღარ ვასწრებ თვალის გადავლებას რომ შეცდომები შევასწორო.. ისედაც სწრაფად ვწერდი :დ კომენტარები არ დაგავიწყდეთ :* მიყვარხართ <3

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 882 | დაამატა: KoreanPrincess♥ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 171 2 »
2013-01-26 Spam
vaapreen am motxrobazee malee dade xatt