მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 16 » Forever and Always. ♡ [4]
10:25 PM
Forever and Always. ♡ [4]
 


დიდი ბოდიშით,რომ ვერ დავდე ამდენი ხანი გაგრძელება..
ყველას გიძღვნით ვისაც ჩემი მოთხრობა ცოტათი მაინც მოგწონთ :*
მადლობა რომ კითხულობთ და აკომენტარებთ <33

როგორც ჩანს ზეცაში ვიღაცას ძალიან ვუყვარვარ.. გადავურჩი დედაჩემის რისხვას :დ
სკოლაში დროზე მივედი და ჩემს ადგილას დავჯექი. ყველა მე მიყურებდა.. ცოტა უხერხულად ვიგრძენი თავი. მალე კარა და დანარჩენები მოვიდნენ.
-ჰეიი როგორ ხარ?- მკითხა კარამ და თავის ადგილზე დაჯდა.
- არამიშავს შენ? ცოტა თავი მტკივა,მაგრამ გადავიტან :დ
-მეც ეგრე. 
-ბიჭებო თქვენ როგორ ხართ?-ვკითხე რაიანს და ჩაზს
-რავი არაგვიშავს..ჯასტინი არ მოდის დღეს რატომღაც,ალბათ რაიმე საქმე აქვს.-რაიანი
-ააა .. მე მეგონა აგვიანებდა.-იმედია გუშინდელის გამო არ დარჩა სახლში და მართლა საქმე აქვს...ალბათ უხერხული იქნება ჩვენი ურთიერთობა კოცნის მერე.
ჯანდაბა რატომ უნდა გამიფუჭდეს ხოლმე ესე ურთიერთობა იმასთან ვინც მომწონს?
ალბათ ახლა ამარიდებს თავს.. ან შეყვარებულს გაიჩენს მე რომ მაეჭვიანოს... ოღონდ ეგ არა...მაგრამ არამგონია ჯასტინი ეგეთი ადამიანი იყოს.
ნეტა მართლა მომწონს? ჰაჰა რას ვამბობ ჯასტინი ვის არ მოსწონს..
ძალიან სიმპატიურია და კეთილიცაა.. აუუ არ ვიცი-გავიფიქრე და 
თავი მერხზე დავდე..
-რა იყო?-მკითხა კარამ
-არაფერი თავი მტკივა უბრალოდ
-აა კაი..-ცოტახნის მერე მომიტრიალდა და მკითხა-ხო იცი რომ ყველაფერი შეგიძლია მითხრა და რჩევას მოგცემ და მხარს დაგიჭერ?
- ასე უცბად რატომ მოგაფიქრდა ეგ კითხვა? კი ვიცი და დიდი მადლობელიც ვარ..და მეც ეგრე ვარ ხომ იცი?
-კი ვიცი.. მართალია ძალიან ცოტახანია გიცნობ,მაგრამ ვიცი რომ საუკეთესო მეგობრები ვიქნებით :) 
-მეც ეგეთი შეგრძნება მაქვს... კარგი ცოტახანი დავიძინებ მე :დ
-კარგი :დ მასწავლებელს არ მიაქციო ყურადღება დაიძინე,არაფერს არ გეტყვის.
-კარგი :დ მადლობა
-არაფრის :)
თავი მერხზე დავდე და კარგად მოვკალათდი. მალევე ჩამეძინა და ზარის ხმამ გამაღვიძა.
დამამთქნარა და კარას გაეცინა.. ამ დროს გოგონები ფანჯარასთან მივარდნენ და დაიწყეს ყვირილი .. მე და კარამაც გადავიხედეთ და დავინახეთ როგორ მოდიოდა ჯასტინი
Tumblr_md44imix8h1r6hr20o1_500_large
ღმერთო რა კარგად გამოიყურება.. კარამ ხელი ჩაიქნია და მე გამეცინა.
ჩვენს ადგილებზე დავსხედით. მალევე "ამოაღწია" ჯასტინმა კლასში და გოგონებმა 
ისევ დაიწყეს ყვირილი
-ბოდიშით დამაგვიანდა-შემოვიდა თუ არა თქვა ჯასტინმა
-გაჩუმდებით თუ არა?-კარამ ვერ მოითმინა და დაუყვირა გოგონებს
-რა შენი საქმეა?-ერთ-ერთი სკოლის თავქარიანი გოგონა შეეპასუხა კარას
-ყოველდღე ხედავთ ჯასტინს და მაინც ყვირიხართ! რით ვერ მიეჩვიეთ,რომ თქვენი კლასელია?? ამოვიდა უკვე ყელში!!!! კიდევ დაიყვირებთ და ფანჯრიდან გადაგისვრით!
დაასვენეთ ადამიანი რა!-ამოიოხრა და თავის ადგილზე დაჯდა.
-კაი ნუ იშლი ნერვებს ამათზე-ვცადე კარას დაწყნარება
-ამათზე? ისე ამბობ თითქოს ნაგვები ვიყოთ და არაფერს არ წარმოვადგენდეთ,რადგან ცნობილი ვარსკვლავები ხართ ზემოდან ნუ გვიყურებთ-თქვა ერთ-ერთმა გოგომ
-ეგ არ მიგულისხმია..უბრალოდ კარას დაწყნ-სიტყვა შემაწყვეტინა
-შენ თავზე დიდი წარმოდგენა ნუ გაქვს! პატარა ძუკნა ხარ და წარმატებასაც მასე მიაღწიე! ნუ გგონია რომ სკოლაში ყველას მოეწონები და დაგემორჩილება :)-მითხრა ერთ-ერთმა გოგომ.. უკვე მთელი კლასი ჩვენ გვიყურებდა. ამათ თავს არ დავაჩაგვრინებდი ნამდვილად! ეს ვინაა რომ ძუკნა და უნიჭო მიწოდოს?წარმატებას იმიტომ მივაღწიე,რომ დღე და ღამე ვვარჯიშობდი,რომ ჩემი დებიუტი შემდგარიყო! 
-ვის უწოდე პატარა ძუკნა? ვაფშე არ მიცნობ და ჩემზე ეგრე ნუ ამბობ! წარმატებას იმიტომ მივაღწიე რომ ნიჭი მაქვს შენსგან გასნხვავებით! გითხარი მისი დაწყნარება მინდოდა რომ ჩხუბი არ ამტყდარიყო,მაგრამ ახლა ვხვდები რატომაც არ გაჩერდა კარა!
როგორც ჩანს სკოლის "ძუკნა" შენ ხარ და არ გაქვს იმის უფლება რომ მე ეგ მიწოდო:) ეხლა ჭკვიანი გოგო იყავი და დაჯექი შენს ადგილას სანამ გადაგაგდე მაგ ფანჯრიდან-წყნარად ვუთხარი და ყურადღება ჩემი ტელეფონისკენ გადავიტანე.
ის გოგო ცოფებს ყრიდა, ამაზე მთელი კლასი სიცილით მოკვდა
-რას იცინით? ახალი პრინცესა გამოგიჩნდათ? რადგან პოპულარულია მაგიტომ იცინით,თორე სასაცილო არაფერი არაა! ughhhh!!!!!-ის გოგო ყვიროდა,მაგრამ მალევე დაწყნარდა და დაჯდა თავის დაქალებთან ერთად.
-ეგრე რა..-ამოისუნთქა კარამ-ძლივს არ დავისვენეთ :დ
-ჰო :დ-მეც გამეცინა
ჯასტინი ამ დროის განმავლობაში კარებთან იდგა გაშეშებული,არ ვიცი რატომ...
მერე თავი გააქნია და ჩაზი და რაიანისკენ წამოვიდა. მე გამეცინა :დ
რაიანს და ჩაზს გადაეხვია და მერე მე და კარას მოგვიტრიალდა
-კარა,ანა
-ჯასტინ-კარა
-ჯასტინ-და გავუღიმე..ძლივს ვიკავებდი თავს რომ არ გამეცინა..როგორ ფორმალურად მოგვესალმა :დ ლოყები გაუწითლდა :დ ჰაჰა შერცხვააა .. კარამაც შემაჩნია და ჩემსკენ გამოიხედა და გაეცინა :დ გაკვეთილები მალე მთავრდებოდა კიდევ კარგი.
ბოლო გაკვეთილი ფიზიკა გვქონდა და მერე სახლი.. ჯასტინთან არც ისე უხერხული ურთიერთობა მაქვს როგორც მეგონა.. მალე ზარი დაირეკა და მის ჯორდანი შემოვიდა.
-აუ ამას რა გაუძლებს-ჩაილაპარაკა კარამ
-რატომ? ეგეთი ცუდი მასწავლებელია?
-ვერც კი წარმოიდგენ.. ჩვენ ვერ გვიტანს,პოპულარულები რომ ვართ მაგიტომ..ჰგონია რომ ყველას მაღლიდან ვუყურებთ. ალბათ შენც ვერ აგიტანს .. ვიზიარებ წინასწარ :დ 
-როგორმე გავუძლებ..საკმაოდ კარგად ვიცი ფიზიკა:)
-წარმატებები :დ მაგრამ არამგონია აქ ცოდნაში იყოს საქმე..
ჩვენც საკმაოდ კარგად ვიცით ფიზიკა,მაგრამ რათ გინდა :დ
-მაშინ მეც ეგრე მომექცევა..ვერ ვიტან ეგეთ ხალხს :|
-ვინ იტანს რომ? :დ
-მის კარა და მის ანასტასია რაიმე ხომ არ გინდათ რომ გაგვიზიაროთ?-მის ჯორდანი
-არა უკაცრავად.-მე
-არააა-წამოიძახა კარამ
-როგორც ჩანს მის კარას აქვს რაღაც სათქმელი არა?-მის ჯორდანი
-არა არა არაფერი არ აქვს სათქმელი-ვარწმუნებდი მე
-მის კარა მართალია რასაც თქვენი მეგობარი ამბობს?-მის ჯორდანი
-იცით რა ამოვიდა უკვე ყელში! სულ სხვანაირად გვექცევით იმიტომ რომ ასეთ პატარა ასაკში კარიერა გვაქვსს. სხვას რომ დაეწყო ლაპარაკი მითუმეტეს გაკვეთილის დაწყებისას უბრალოდ შენიშვნას მისცემდით და არ მიაქცევდით ყურადღებას,მაგრამ რადგან საქმე ჩვენზეა რათქმაუნდა უნდა გამოიძიოთ და დაგვამციროთ კლასის წინაშე! რატომ გვექცევით ასე არ მესმის! სხვებისგან არაფრით არ განვსხვავდებით 
-მის კარა დატოვეთ ჩემი კლასი თუ შეიძლება,არ ვაპირებ თქვენი შენიშვნების მოსმენას
-დიდი სიამოვნებით დავტოვებ თქვენს გაკვეთილს,თორე რამეს არ გვასწავლიდეთ რა
-მალე დატოვეთ ჩემი კლასი!!
კარამ ჩანთა ჩაალაგა და წამოდგა
-მეც დავტოვებ მაშინ კლასს..მეც ვლაპარაკობდი-ვთქვი მე
-თქვენი ნებაა-მის ჯორდანი
-მეც წამოვდექი და წავყევი უკან კარას. კლასიდან გამოვედით და კარამ კარები მოიჯახუნა
-ughh ვერ ვიტან ამ ქალს !!! ერთი ჩემს მენეჯერეს ვეტყვი და დაელაპარაკება დირექტორს.
შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ გვამცირებდა ხოლმე და მერე მთელი კლასი იცინოდა ჩვენზე! ააა ვერ ვიტანნ!! 
-კარგი დაწყნარდი მაგაზე ნუ იშლი ნერვებს. არ ღირს ხო იცი? მეც ვეტყვი ჩემს მენეჯერს და იქნება სხვა კლასში გადაგვიყვანონ ფიზიკის დროს, არ ჯობია? ვიდრე საქმეები არჩიონ?
კარა ცოტა დაწყნარდა და მითხრა - ხო მართალი ხარ :) წამო სადმე წავიდეთ და ვილაპარაკოთ.. ან თუ გინდა რომელიმესთან სახლში წავიდეთ
- არა არ მინდა დედაჩემმა გაიგოს რომ ადრე მივედი სახლში. წამო სანაპიროზე წავიდეთ არ გინდა?
-კარგი იდეაა :)
უცბად კარი გაიღო და ჯასტინი,ჩაზი და რაიანი გამოვიდნენ
-თქვენ რატომ გამოხვედით?-ვკითხე გაკვირვებულმა
-ჩვენი მეგობრები გააგდო კლასიდან და ჩვენ დავრჩებოდით იქ? -ჩაზი
-aww რა საყვარლები ხართ :დ-მე
-ვიცით :დ-ჯასტინი
-სად მიდიოდით?-რაიანი
-ზღვაზე. წამოხვალთ?-კარა
-კი წამოვალთ თუ წინააღმდეგი არ იქნებით-რაიანი
-წინააღმდეგი რატომ უნდა ვიყოთ, კაი რა :დ ყველა თავისი მანქანით წავიდეს არ ჯობია? მერე უკან რომ აღარ დავბრუნდეთ მანქანისთვის?-მე
-ხო მართალი ხარ.. -კარა
-წავედით მაშინ. -ჯასტინი

ახლა აგიხსნით თუ რატომ არ ვდებდი ამდენი ხანი :დ
როგორც იცით ბევრმა მე Kpop-ზე ვგიჟდები :დ ალბათ ჩემი ბევრი სიახლიდანაც მიხვდებოდით :დ მოკლედ საქმე იმაშია,რომ მოთხრობის დაწყება მინდოდა Kpop-ის ვარსკვლავებზე და არ მინდა რომ ეს მოთხრობა ასე დავტოვო.. სულ არ ვამთავრებ ხოლმე და მინდოდა ერთი მოთხრობა მაინც დამემთავრებინა :დ ხოდა მინდა გკითხოთ რომ ამის პარალელურად რომ დავიწყო მოთხრობა ხომ არ გეწყინებათ? შინაარს დავდებდი და თუ 10 კომენტარს არ მოაგროვებს მაშინ არ გავაგრძელებდი. და თუ მოაგროვებს ორივეს დავდებ.
ასე უფრო მეტი ხალისი მექნება.. რავი თქვენ მირჩიეთ რა ვქნა .. წინასწარ მადლობა კომენტარებისთვის <333 მიყვარხართ თითოეული თქვენგანი!! :**
P.S ვიცი რომ პატარა და მოსაწყენი თავია.. თუ მოაგროვებს კომენტარებს დღესვე დავდებ ახალ თავს <3
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 817 | დაამატა: KoreanPrincess♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 131 2 »
2013-01-17 Spam
magaaariiiaaaa...aiiii dzaliiannn dzaliiiannn mommwoonss es motxrobaaa..yocHAG <3