მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 31 » Forever and Always. ♡ [3]
0:16 AM
Forever and Always. ♡ [3]
 
 Forever and Always.  [3]
იმედია მოგეწონებათ ეს თავი 

დარბაზში შევედით და თავისუფალ მაგიდასთან დავჯექით. 
- სასმელი არ გინდათ? (ჩაზი)
-მემგონი არავის არ გვაწყენდა ცოტა დასალევი(ჯასტინი)
-კარგით მაშინ წავალ მოვიტან სასმელს(ჩაზი)
-მეც გამოგყვები(მე)
საქმე იმაში იყო,რომ ვითომდა ჩემმა "მეგობრებმა" სასმელში ჩამიყარეს დასაძინებელი და სასტუმროში წამიყვანეს.მე ტანსაცმელი გამხადეს და საწოლში ჩამაწვინეს. ვიღაც ბიჭიც მომიწვინეს გვერდზე და ისე მოაწყვეს,რომ ვითომ
ერთად გვეძინა.. სურათები გადაიღეს და რომელიღაცა ჟურნალს მიჰყიდეს. პრესამ ერთი ამბავი ატეხა ამაზე.. მე კიდე ყველასთვის მიწევდა ამეხსნა,რომ არავისთან არ ვწოლილვარ(კიდევ კარგი იმ ბიჭმა ძალა არ იხმარა ჩემზე).ჩემმა სააგენტომ დაიქირავა გამომძიებლები და ადვოკატები და ყველაფერი მოაგვარა.. ამიტომაც გავყევი ჩაზს.. რათქმაუნდა ვენდობი მას,მაგრამ მაინც სიფრთხილე საჭიროა..
-რას შეუკვეთავთ?-გვკითხა ბარმენმა
-umm .. მარტინი??-ვკითხე ჩაზს
-ეგ თქვენ გოგოებმა დალიეთ. ორი მარტინი და სამი ლუდი
-აი ინებეთ-მოგვაწოდა სასმელები ბარმენმა
-მადლობა-ჩაზმა ფული გადაიხადა და ჩვენს მაგიდასთან დავბრუნდით.
-მმმ მარტინიიი (კარა)
- გიყვარს? :დ (მე)
- აჰა..თან ძალიან!! ყოველთვის მარტინს ვუკვეთავ ხოლმე,როცა კლუბში ვარ :დ (კარა)
-ხო და კარგადაც მიგდის ხოლმე საქმე,როცა მარტინს სვამ (რაიანი)
- კარგი რა.. (კარა)
- რა კარგი რა?? ბევრი არ დალიო დღეს! (რაიანი)
- რა მამაჩემივით მელაპარაკები?(კარა)
- რა შუაშია ეგ? ჩემი მეგობარი ხარ და შენზე ვზრუნავ! არ მინდა,რომ ისეთი შეცდომები კიდევ დაუშვა! (რაიანი)-ხმას აუწია.. ჯერ ისედაც ყვირილით უნდა გელაპარაკა რამე,რომ გაგეგო სიმღერის ფონზე,მაგრამ ახლა ღრიალებდა რასაც ჰქვია..
- კარგი bro! დაწყნარდი არ დალევს ბევრს (ჩაზი) -ცდილობდა რაიანი დაეწყნარებინა,მაგრამ უშედეგოდ
- ჩვენ,რომ არ მოვსულიყავით მაშინ დროზე შეიძლება რაიმე უარესი მომხდარიყო,ამიტომ როცა გეუბნები წყნარად გაიგე რა!!(რაინი)
- კარგი რაი! დაწყნარდი არ დალევს. (ჯასტინი)- უკვე ჯასტინიც ცდილობდა მის დაწყნარებას
- კარგი ხო აღარ დავლევ!! ughhh!! ვერ გაერთობი ამათთან რა(კარა)- და ჭიქა მაგიდაზე დადო -წამო ვიცეკვოთ-მე მითხრა
-კარგი წამო
და უცბად კლუბში ჩემი სიმღერა ჩაირთო (ოღონდ რემიქსი)

 
- როგორ მიყვარს ეს სიმღერაა :დ (კარა)
- ხოო მეც :დ (მე)
ცოტახანი ვცეკვავდით და ბიჭებიც შემოგვიერთდნენ :დ ცოტა უცნაური იყო,რომ
ჩემი მეგობრები ჩემს სიმღერაზე ცეკვავდნენ და მეც რომ ვცეკვავდი ეგ კიდე უარესი :დ
მაგრამ რას ვიზამთ.. მალე დამთავრდა სიმღერა და The Wanted-ის სიმღერა დაიწყო<3



- როგორ მიყვარს ეს ჯგუფიი <3-ვუთხარი კარას
-მეც <3 რომელი მოგწონს ყველაზე მეტად?
- ყველა!! :დ 
მე და კარა ვცეკვავდით და ტან ტექსტს ავყევით :დ ძალიან კარგად
ვატარებდით დროს. მერე ბიჭებიც შემოგვიერთდნენ :დ მანამდე ვიღაცა გოგოებთან ცეკვავდნენ.. ნუ ჩაზი რათქმაუნდა კკიდე ცეკკვავდა იმ გოგოსთან (slut :D),მაგრამ
ჯასტინმა და რაიანმა ჩვენთან დაიწყეს ცეკვა.. ჯასტინი მე მეცეკვებოდა რაიანი კი კარას :დ კარამ თვალი ჩამიკრა მეც გამეცინა :დ ჯასტინმა მითხრა წყალს დავლევ და მოვალო.. მეც მანამდე ვცეკვავდი. მალე მათი კიდევ ერთი სიმღერა დაიწყო!


ამ სიმღერაზე ვიღაც ბიჭი მოვიდა და ჩემთან ცეკვა დაიწყო,საკმაოდ სიმპატიური იყო,მეც მეტი რა მინდოდა :დ 
- ეს DJ მიყვარს უკვეეეეე (ვუყვირე კარას)
-მეეეც :დ- და თვალით რაღაც მანიშნა, უკან გავიხედე და დავინახე ჯასტინის სახე.
PRICELESS :D ნეტა გენახათ რა სახე ჰქონდა :დ თითქოს კანფეტი გამოგლიჯეს ხელიდანო :დ მე ჯასტინთან გადანაცვლება ვცადე,მაგრამ იმ ბიჭმა ხელი დამიჭირა
-ეგრე მალე მტოვებ ლამაზო?
-კი ჩემი მეგობარი მოვიდა და იმას უნდა ვეცეკვო.
-კაი რა.. მოიცდის . მე არ ვჯობივარ?-თან მასთან ახლოს მიმწია,ვცადე დამეხსნა ხელი,მაგრამ არ გამომდიოდა
-ჯობია ხელი გამიშვა-გავაფრთხილე
-მმმმ მიყვარს შენნაირი გოგოები,რომ მეწინააღმდეგები ეგ უფრო მომწონს
-ხომ გითხრა რომ ხელი გამიშვიო-უკვე ჯასტინი ჩაერთო
-და რომ არა რა?
-რომ არა სავადმყოფოში მოგიწევს დიდხანს წოლა
-ჰაჰ რა სასაცილოა! შენ მე რას მიზავ ძალიან მაინტერესებს,რადგან ჯასტინ ბიბერი ხარ ხომ არ გგონია რომ რამეს დამაკლებ? არაფერი არ ხარ სინამდვილეში
-არ მაინტერესებს შენ რას ფიქრობ ჩემზე! ჩემმა შეყვარებულმა გითხრა ხელი გამიშვიო და გაუშვი ეხლა სანამ მართლა არ დაგიმტვრიე ცხვირი! 
-შენნმა შეყვარებულმა? რაღაც არ ეტყობოდა რომ შენი შენი შეყვარებულია. მე კარგად მეცეკვებოდა სანამ შენ არ იყავი აქ ;)-და კიდევ უფრო მომიჭირა ხელზე..უკვე აუტანელი იყო ეს ტკივილი.. მალე რაიანიც მოვიდა და იმ ბიჭს ალბათ შეეშინდა ამხელა გორილა,რომ დაინახა :დ-კარგი კარგი გავუშვებ.. სულ შენი იყოს
-აქამდე უნდა გაგეშვა, უკვე გვიანია-ეს თქვა ჯასტინმა და ცხვირში მოარტყა მუშტი
მე და კარა პირდაღებული ვუყურებდით.. რაიანმა ის ბიჭი კლუბიდან გააგდებინა.
-ხომ კარგად ხარ?-მე მომიტრიალდა ჯასტინი
-კი. ცოტა მტკივა,მაგრამ გადავიტან.. მადლობა,რომ ჩაერიე...
-არაფრის.. -და ქრის ბრაუნის სიმღერა დაიწყო



-მოდით ვიცეკვოთ და დავივიწყოთ რაც მოხდა (მე)
-კარგი იდეაა(კარა)
ყველამ ცეკვა დავიწყეთ..სიმღერა მალე მორჩა და ჩვენს ადგილებს დავუბრუნდით.
მე და კარამ მარტინი დავლიეთ და კიდევ გვინდოდა,ამიტომ ბიჭებს გამოვეპარეთ
ვუთხარით რომ საჭირო ოთახში მივდიოდით და დაიჯერეს :დ
ბართან რომ მივედით შეკვეთა მივეცით და ორი ჭიქა მარტინი დაგვისხეს.
ორივემ სწრაფად გადავკარით და ალკოჰოლმა იმოქმედა ეტყობა,იმიტომ,რომ კიდევ ბევრჯერ შევუკვეთეთ სასმელი.ორივე სიცილით ვკვდებოდით..უბრალოდ მიზეზგარეშე :დ
-წამო თორე იეჭვებენ ამდენი ხანი რომ დავიკარგეთ :დ-სიცილით ვუთხარი კარას
-კარგი წამო :დ :დ
ჩვენს მაგიდასთან რომ მივედით ჩაზს ვიღაცა გოგო ეჯდა კალთაში,ჯასტინი და რაიანი კი ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ.. მე და კარა კი სიცილით ვკდებოდით,რომ დავინახეთ როგორ ეფერებოდა ეს გოგო ჩაზს :დ ewwww :დ
ძლივს დავჯექით ჩვენს ადგილებზე.. ბიჭები და ის გოგო უცნაურად გვიყურებდნენ,ამაზე კიდე უფრო გვეცინებოდა :დ:დ რა სახეები ჰქონდათ ნეტა იცოდეთ :დ
- რა გაცინებთ? რამე მოწიეთ თუ რა ხდება? :დ-სიცილით გვკითხა ჩაზმა
ამაზე კიდე აგვიტყდა სიცილი :დ
 ძლივს მოვახერხე მეთქვა -არა რა მოვწიეთ :დ:დ
-უბრალოდ შენზე გვეცინება-უთხრა კარამ :დ
-რა არის სასაცილო არ მესმის??-ჩაზმა გაკვირვებით იკითხა
- არაფერი არაფერი :დ-სიცილით ვუთხარი
-რა არაფერი :დ გოგო რომ გიზის კალთაში იმაზე გვეცინება :დ-კარამ მიახალა პირში :დ
-კაი ვსო-შევეცადე დამეწყნარებინა კარაც და ჩემი თავიც
-ეეე რა არის მერე სასაცილო?-იკითხა საცოდავი სახით
-ის რომ ვინმე ჩაგიჯდა კალთაში შენ :დ(კარა)-ამაზე ბიჭებსაც ჩაეცინათ,მაგრამ შეეცადნენ რომ დაემალათ სიცილი
-არა არა :დ ხუმრობს..არ გეწყინოს ცოტა დავლიეთ და-ვთქვი და მაშინვე ვინანე რომ ვთქვი.. კარამ ფეხი გამკრა
-არა რა დავლიეთ,მართლა შენზე გვეცინება :დ-კარა შეეცადა გამომძვრალიყო სიტუაციიდან,მაგრამ რაიანმა როგორც ჩანს მე დამიჯერა და ჩვენსკენ წამოვიდა..კარასთან მივიდა და დაყნოსა :დ:დ ამაზე კინაღამ ძირს დავვარდით :დ
-ძაღლივით დაგყნოსა ვაიმეე ჰაჰაჰჰაჰა :დ-ვუთხარი კარას
-ვიცი აჰაჰჰაჰა :დ
-მართლა დაულევიათ :| ხო გითხარი არ დალიოთქო?(რაიანი)
-კაი ცოტა დავლიეთ არ გვაწყენს :დ აღარ დავლევთ მეტს, პიონერულ სიტყვას გაძლევ რაი :დ -სიცილით უთხრა კარამ.. 
-კაი ვსო გვეყო მართლა :დ ამდენი სიცილიც არ შეიძლება.. ცოტაც და ცუდად გავხდები :დ -ვუთხარი კარას
-ხო მეც ეგ არა ვთქვი? :დდ
-წამო მართლა საჭირო ოთახში-ვუთხარი კარას
-აბა კი! მარტო არ გაგიშვებთ(რაიანი)
-პატარა ბავშვები კი არ ვართ მართლა. მეტს არ დავლევთ გპირდები-ვუთხარი რაიანს
ცოტახანი ფიქრობდა და მერე თქვა -კარგი.. გენდობით და არ მომატყუოთ
-კარგი.
წამოვედით და საჭირო ოთახისკენ გავემართეთ. შიგნით რომ შევედით ყურებმა ცოტა დაისვენა მუსიკისგან. 

-აჰჰ რა კარგია ცოტა სიწყნარე :დ (კარა)
- ხოო .. დაისვენა ყურებმა :დ ისე რაიანს რა სჭირს? ასე რატომ გაკონტროლებს?
- ughh შეჭამა ტვინი რა! ვუყვარვარ და მაგიტომ მაკონტროლებს ესე.. მადლობელი ვარ რომ ზრუნავს ჩემზე,მაგრამ ხანდახან ზედმეტები მოსდის.. ჩემი შეყვარებულიც არაა და როგორია ნახე.. და ჩემი შეყვარებული რომ გახდეს ალბათ გვერდიდან არ მომშორდება :|
-ხო ცუდია ეგეთი რომაა.. არ უთხარი მერე რომ არ გიყვარს?
- არა როგორ არ მიყვარს,უბრალოდ ესეთი რეაქცია,რომ აქვს ყველაფერზე მაგიტომაც არ ვარ მასთან...
-მერე უთხარი ეგ და იქნება გამოიცვალოს რა იცი?
- ხოო .. რავი ვცდი მერე.. 
- ანუ მასთან გინდა ყოფნა?
- რავი აბა :დ თუ შეიცვლება მინდა 
- მაგას რა ჯობია მერე :დ იმედია შეიცვლება
- ხო.. შენს და ჯასტინს შორის რა ხდება?
- არაფერი
-როგორ თუ არაფერი? ვერ დაინახე როგორ დაგიცვა? ან რა სახე ჰქონდა რომ დაგინახა სხვასთან რომ ცეკვავდი? უეჭველი მოსწონხარ თუ უკვე არ უყვარხარ :დ
-კაი რა. . სულ ცოტათი შეიძლება მოვწონვარ,მაგრამ სიყვარულზე ლაპარაკი ზედმეტია.
-სულ ცოტა კი არა ძალიან მოსწონხარ :დ
- ხო კაი კაი .. არ გვინდა ამაზე საუბარი
-მოიცა შენ არ მოგწონს?
-კაი რა ვის შეიძლება ჯასტინი არ მოსწონდეს?არც მე ვარ გამონაკლისი :დ
- ხოო .. ეგ მართალია.. და რომ გთხოვოს ჩემი შეყვარებული გახდიო?
- არ ვარ ეხლა სერიოზული ურთიერთობებისთვის მზად.. .არ ვიცი რას ვუპასუხებ.
- დაფიქრდი.. მართლა კარგი ბიჭია და ჩემი კარგი მეგობარია.. იმედია შენც არ ატკენ გულს-ჩაილაპარაკა
-რაზე ამბობ? ვინმემ ატკინა გული?
-ხო .. არ იცი მაგას ადრე,რომ ჰყავდა შეყვარებული სელენა გომეზი?
-ხო მგონი ჟურნალში წავიკითხე მაგათზე..
-ხოდა სელენა თურმე ჯასტინს იყენებდა პოპულარობისთვის და სხვა ბიჭთან უღალატა..
-ვაიმე საცოდავი ჯასტინი .. არ იმსახურებდა მაგას ნამდვილად..
-ხო არ იმსახურებდა.. იმედია არ ეტყვი რომ გითხარი.. არ უყვარს მაგაზე ლაპარაკი.
-არა არა რაზე უნდა ვუთხრა.
-კაი .. წამო წავიდეთ
-კაი

დავბრუნდით და ბიჭებთან ვიღაცა გოგოები ისხდნენ.. ცდილობდნენ როგორმე მოეშორებინათ ეს გოგოები,მაგრამ ისინი კიდევ უფრო ეკვრებოდნენ .. ამაზე გამეცინა და კარას გავხედე .. იმანაც გამომხედა და მივხვდი რომ იგივეს ფიქრობდა რასაც მე
-ეე აქ რა ხდება? ჩემს შეყვარებულს რატომ ეკვრები???-კარამ მიმართა გოგოს რომელიც რაიანის გვერდზე იჯდა და ცდილობდა რომ ეკოცნა :დ ამის გაგონებაზე რაიანს თვალები გაუფართოვდა :დ ჯასტინსაც
-ან შენ რა უფლებით უჯდები ჩემს შეყვარებულს გვერდზე და ეხუტები?-მე მივუბრუნდი მეორე გოგოს,რომელიც ჯასტინის გვერდზე იჯდა
-ჰა? თქვენ რა შეყვარებულები გყავთ?-გაკვირვებით იკითხა ერთმა გოგომ
-ჰა? აა ხო.. -უპასუხა რაიანმა
-რა უბედურებაა რაიან? ერთი წუთით გავედით და გოგოები გეხვევიან უკვე??(კარა)
-ხო რა უნამუსოები ხართ.. გაქრით აქედან-მივმართე გოგოებს..ცოტა შევაშინეთ მემგონი იმიტომ რომ მაშინვე წამოდგნენ და წავიდნენ :დ
გაქრნენ თუ არა ჩვენი ხედვიდან მე და კარა მოვკდით სიცილით :დ:
-თქვენი.... სახეები...უნდა ....გენახაათ...ვაიმე.. აჰაჰაჰა :დ -ძლივს ამოვღერღე :დ სიცილისგან ვეღარ ვლაპარაკობდი.. მე კარას ვეყუდებოდი ის კი მე ..ფეხზეც ვეღარ ვიდექით :დ:დ ბიჭები კიდე გაბრაზნდნე ეტყობა ჩვენზე ისეთი გამომეტყველება ჰქონდათ 
- ხო კაი რა იყო,რა გეწყინათ :დ-უთხრა კარამ
- არაფერი...(ჯასტინი)
-მადლობის მაგიერ აქეეთ ეწყინათ ეე :დ (მე)
-აბა შენ ეგათქვი(კარა)
-გეყოთ რა(რაიანი)
-ხო კარგი კარგი!(კარა)
დავჯექით და დარჩენილი საღამო ხან ვცეკვავდით ხან ვლაპარაკობდით.. ჯასტინს და რაიანს დავუახლოვდი.. ჩაზი კიდე გოგოებში ერთობოდა :დ კარამ მითხრა ეგ ტიპიური ჩაზიაო .. სერიოზული არ შეუძლია იყოსო :დ საათს დავხედე და 12:35-ი იყო .. 
-ვაიმეეეეე დაგვერხაა!! საათს დახედეთ რომელია(მე)
-დედაჩემი ჯერ ლექციებს წამიკითხავს მერე მომკლავს,არადა ისედაც თავი მისკდება(ჯასტინი)
-წავიდეთ რა..(მე)
-ხო წავიდეთ უკვე ჯობია.. (კარა)
კლუბი მალევე დავტოვეთ და ყველანი მანქანაში ჩავჯექით.. 
ჯასტინმა ყველა დაარიგა სახლებში და ბოლოს მე შემომიტოვა :დ
ჩემს სახლს რომ მივუახლოვდით მანქანა სახლის წინ გააჩერა..ღვედი მოვიხსენი და ჯასტინს გავხედე.. მოწყენილი ჩანდა
-რა გჭირს? რატომ მოიწყინე? 
-არა თავი მტკივა უბრალოდ და-ძალით გამიღიმა
-აა -აღარ ჩავეკითხე..-კარგი .. დიდი მადლობა ყველაფრისთვის რაც დღეს გააკეთე ჩემთვის.. -ლოყაზე საკოცნელად გადავიხარე და ჯასტინმა მაგ დროს თავი შემოატრიალა..
ისე გამოვიდა რომ ტუჩებზე ვაკოცე.. შოკისგან გავშეშდი :დ თვითონაც ეტყობა და მერე მაკოცა..მეც რეფლექსურად კოცნით ვუპასუხე.. მალე მივხვდი,რომ არ შეიძლებოდა ასე და გამოვიწიე.. 
-umm .. -უხერხულად დავახველე-ბოდიში ლოყაზე მინდოდა მეკოცნა.
-მე მაპატიე... მე ვერ მოვითმინე და გაკოცე...ჩემი ბრალია
-მეც ხომ გიპასუხე კოცნაზე.. ამიტომ ჩემი ბრალიცაა..
-მოგწონვარ?-უცბად მკითხა.. მე გაკვირვებული ვუყურებდი-ანუ ისე მოგწონვარ,რომ ჩემი შეყვარებული გახდე?
-ჯასტინ ჩვენ ერთმანეთს 2 დღეა ვიცნობთ და ერთმანეთზე თითქმის არაფერი არ ვიცით.
-ვიცი ვიცი .. მაპატიე.. არ უნდა მეკითხა..უბრალოდ ძალიან მომწონხარ და შენზე ფიქრს ვერ ვწყვეტ.. არ ვიცი რა მჭირს..
-საპატიებელი არაფერი არ გჭირს,უბრალოდ მოვლენებს წინ უსწრებ..
-ხო..დავივიწყოთ რაც მოხდა. შეიძლება ეხლა იმიტომ ვლაპარაკობ ასე რომ ცოტა ბევრი მომივიდა დასალევი..
-ხო შეიძლება.. -და კარები გავხსენი- ჯასტინ
-ჰმმ?
-ისე არ მომწონხარ რომ ეხლავე გავხდე შენი შეყვარებული,მაგრამ მომწონხარ..
-ხოო? მიხარია მაგის მოსმენა.. იმედია მალე ისე მოგეწონები,რომ ჩემი შეყვარებული გახდები..და მადლობა გულახდილობისათვის.
-არაფრის.. შენც მადლობა. მშვიდობიან ღამეს გისურვებ.
- შენც ასევე. ტკბილი ძილი
-მადლობა.

გადმოვედი მანქანიდან.. სახლში ჩუმად შესვლა გადავწყვიტე,რომ იქნება დედაჩემი არ გამეღვიძებინა.. არ მქონდა მისი ლექციების თავი. კარები გავაღე და სახლში შევედი..ფეხსაცმელები გავიხადე და ისე ავედი კიბეებზე. დედაჩემის ოთახში შევაღე ჩუმად კარები.. მაინტერესებდა სახლში იყო თუ არა.გადავრჩი სახლში არაა!!
ჩემს ოთახში შევედი,გავიხადე და შხაპი გადავივლე..მალევე ჩავწექი ლოგინში.მაღვიძარა დავაყანე და ტელეფონი შევამოწმე. დედაჩემს მოუწერია.
"უფრო გვიან მომიწევს მოსვლა ვიდრე მეგონა..ამიტომ არ ინერვიულო.მალე დაწექი არ გაათენო! ხვალე სკოლა გაქვს!"
გამეცინა..ნეტა იცოდეს რომ გვიან ვიძინებ,მომკლავდა ალბათ :დ
ტელეფონი გადავდე და თვალები დავხუჭე..გამახსენდა ჩემი და ჯასტინის კოცნა.. იქნება მართლა ძალიან მომწონს და ვერ ვხვდები? უნდა ვაღიარო ნამდვილად კარგად იცოდა კოცნა.. ვაიმე რეებზე ვფიქრობ!! :| მალევე ჩამეძინა ამ ფიქრებში..
დილით კი...

იმედია მოგეწონათ <3 მგონი საკმაოდ დიდი თავი გამომივიდა.
 დიდი მადლობა ვინც ხმა მომეცით საიტის საუკეთესო მოთხრობაში <33 მეორე ადგილზე გასვლა ჩემთვის დიდი პატივია!! <3 დიდი მადლობა კიდევ ერთხელ!!
და ბოდიშით თუ შეცდომები იქნება.. გვიანია უკვე,თან მეძინება ძალიან და მეზარება გადამოწმება. მოკლედ :დ მიყვარხართ <3333
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 982 | დაამატა: KoreanPrincess♥ | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 161 2 »
2013-01-09 Spam
16. Tày Sama   ( Tày[??????]

aqamde ar vkitxulobdi da dzaaan momewona hearts nichieri xar dzaan khat love miyvarxar dzalian , mmewona dzaan male dade! love