მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 3 » Forever and Always ♡ 18
1:27 AM
Forever and Always ♡ 18
 

  

მინდა რაღაც სიახლე შემოვიტანო მოთხრობაში,რომ უფრო სახალისო საწერი და წასაკითხი იყოს,ამიტომ
ანას ფიქრები იქნება გამუქებული და დახრილი ტექსტით აი ასე
წინა თავი : Forever And Always 17

ალექსმა ძლივს მოიფიქრა,რომ უკან მობრუნებულიყო და გაშეშებული რომ დამინახა კინაღამ ჩაიკეცა სიცილისგან. ჩემთან მოვიდა და ხელი ჩამკიდა. პატარა ბავშვივით შემიყვანა შიგნით.
- Let's have some fun!!- მხიარულად წამოიძახა და მიმღებთან მივიდა.
მიმღებში საკმაოდ კარგი გარეგნობის გოგონა იდგა. ალექსის დანახვაზე თვალები აუციმციმდა.
აშკარად მოეწონა გავიფიქრე გულში და ჩამეცინა. ალექსს გვერდში ამოვუდექი და იმ გოგოს ისე შევხედე თითქოს ლომი ვყოფილიყავი და ჩემს საკვებს ვიცავდი. რომ დამინახა ჯერ გაშეშდა,მერე კი თავი გააქნია და თავის სამუშაოს მიუბრუნდა. ჭკვიანი გოგო ყოფილა.
მალევე შევუკვეთეთ მაგიდა და ბაღში გავედით,რომ დრო გაგვეყვანა სანამ მოამზადებდნენ ჩვენს ადგილს. 
- ხომ არ გაგვესეირნა სანამ ველოდებით?
- კი რატომაც არა? -გავუღიმე,მკლავი მკლავში გავუყარე და ნელი ნაბიჯებით გავუყევით გზას.
- ეს ჩემი წინაპრების მიერ აშენებული სახლია.. ალბათ სადღაც 3 საუკუნის იქნება. -ჩაფიქრებულმა მიმოიხედა ალექსმა.. შემდეგ თითქოს რაღაც გაახსენდა და საუბარი განაგრძო - ბავშვობაში მახსოვს როგორ ჩამოვდიოდით ხოლმე აქ.. მე და ჩემი ძმა სულ დავრბოდით სახლის გარეთ.. დედა კი სულ ცდილობდა შევეჩერებინეთ,რომ რამე არ მოგვსლოდა,მაგრამ ჩვენ მაინც არ ვუჯერებდით..-ჩაეცინა -საიდუმლო ადგილი გვქონდა ნაპოვნი და ხანდახან იქ ვიმალებოდით ხოლმე,რომ არავის არ დავეჭირეთ.
- ახლა იქ მივდივართ? 
- კი. მომენატრა იქაურობა.. თან მართლა ძალიან ლამაზი ადგილია და მგონი მე და ჩემი ძმის გარდა იქ არავინ ყოფილა. მინდა შენც განახო -გამომხედა და გამიღიმა. მეც უნებურად გამეღმა.
- მიხარია,რომ ჩემთვის გადაწყვიტე გაზიარება. 
- მეც. მიხარია,რომ ამ მომენტში შენ ხარ ჩემს გვერდით. -თან ბილიკს მივუყვებოდით. კიდევ კარგი ქვაფენილი იყო,თორე გამიჭირდებოდა ქუსლებში აქ სიარული. თითქოს წყლის ჩხრიალის ხმა მომესმა. ხომ არ მომეჩვენა? კიდე ცოტა რომ გავიარეთ ეს ხმა უფრო გაძლიერდა..
-ზუსტად სად მივდივართ? -როცა მკითხაობა მომბეზრდა ვიკითხე.
- ტბაზე.
- ვაა აქ ტბაც არის?-გაკვირვებულმა ვიკითხე - ჩანჩქერის ხმა რატომ მოისმის აბა?
- ჩანჩქერიც არის იქ. მოითმინე ცოტახანი და მალე მივალთ -თბილად გამიღიმა და ნაბიჯებს აუჩქარა. მეც მის ტემპს ავყევი. - სულ მინდოდა ერთი რაღაცის გაკეთება იქ. 
- რისი? 
- რომ მივალთ გავაკეთებ და გაიგებ -გაეცინა. 
ადგილზე როცა მივედით პირი ღია დამრჩა. ასეთი სილამაზე ჯერ პირადად არ მინახია. მხოლოდ სურათებში თუ დავათვალიერებდი.


- ყველაზე მეტად აქ მიყვარს მოსვლა. თითქოს ჩემი თავი ვხდები,როცა აქ მოვდივარ.
-ულამაზესია -გაფართოებული თვალებით ვიყურებოდი აქეთ-იქით.
- ვიცი. -ცოტახანი ორივე ბუნებით ვტკბებოდით. ბოლოს სიჩუმე ალექსმა დაარღვია - არ გაინტერესებს რისი გაკეთება მინდოდა? -გამომწვევი ღიმილით გამიღიმა.
Tumblr_m6e68bcesw1r389i0o2_250_large
თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად. - სულ მინდოდა ჩანჩქერში გადავმხტარიყავი ვინმესთან ერთად.. მაგრამ სამწუხაროდ ჩემს ძმას წყლის ეშინოდა და არ გამომდიოდა ეგ. იქნები ჩემი მეწყვილე? -ჯერ ალექს შევხედე და შემდეგ დაბლა გადავიხედე,რომ დამენახა რამდენად ღრმა იყო ტბა. 
- დიდი სიამოვნებით -შემოსაცმელი გავიძრე და ფეხზე გავიხადე. მერე კაბაც მივაყლო ჩემს თანსაცმელებს და მარტო საცვლებში დავრჩი. -ჰა ასე უნდა მიყურო? -გამოვაფხიზლე ალექსი,რომელიც სადაც იყო საცვლებსაც გამაძრობდა თვალებით :დ
- ჰა? -თავიდან დაიბნა და მერე აზრზე მოვიდა -ხო გავიხდი მეც :დ ასე ძალიან თუ გინდოდა ჩემი შიშველი ტანის ნახვა აქამდე ვერ მითხარი? დიდი სიამოვნებით შეგისრულებდი მაგ სურვილს. -თვალის ჩაკვრით დაასრულა სისულელეების ლაპარაკი :დ გამეცინა და თავი გავაქნიე.
- როდის გითხარი გაიხადე მეთქი? -გადავიხარხარე :დ -მოჩვენებები დაგეწყო?- ცოტახანი დაფიქრდა და მასაც გაეცინა.
- ოხ შენ რა ხარ ვინც არ გიცნობს :დ
- აბა აბა :დ -მალე გაიხადა და ისიც მარტო საცვლებში იყო. ხელი გამომიწოდა და მეც ჩავკიდე. კიდესთან ძალიან ახლოს მივედით და გადავიხედეთ.
- ხომ არ გეშინია? -გამომხედა.
- არა -ჩამეცინა. -მიყვარს ასეთი რაღაცეები. მზად ხარ? 
- რათქმაუნდა! სამამდე დავითვალოთ და გადავხტეთ კაი?
- კაი.. ერთი.. ორი... და სამი!! -გავიქეცით და გადავხტით. ვერ აგიღწერთ რას ვგრძნობდი იმ მომენტში. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს გული საგულედან ამომიხტებაო. თმები ჰაერში გაიფანტა და უცბად ვიგრძენი,რომ ალექსმა ხელით მისკენ მიმიზიდა. როგორ მოახერხა ეს არ ვიცი. ყველაფერი შენელებული მოქმედებით იყო. გულში ჩამიხუტა და ორივე ერთად ჩავხტით წყალში.
მალევე ამოვყვინტე ჰაერის უკმარისობის გამო. ალექსი არსად ჩანდა. ცოტა არ იყოს შემეშინდა. არ არსებობს რამე მოსვლოდა.. მეტყოდა თუ ცურვა არ იცოდა. აქეთ-იქით ვიხედებოდი და უცბად რაღაცამ ჩემი ფეხი დაიჭირა და ფსკერისკენ მიმათრევდა. მალევე გამიშვა ხელი და შევძელი ჰაერის ჩასუნთქვა.. ყველაზე ახლო რაც იყო იმას ჩავკიდე ხელი.. ეს კი ალექსი აღმოჩნდა. მის სიცილს ავყევი და ვეღარც მე ვჩერდებოდი.
Tumblr_mgu9t7eba31rj0bq2o1_500_large
ჩავეხუტე და აღარ ვუშვებდი. ისე შემეშნდა,რომ ვერც ავღწერ..
- აღარ გააკეთო მასე რა... გული გამისკდა.
- მაპატიე ვერ შევძელი თავის შეკავება :დ-ხელები წელზე შემომხვია და ჩამიხუტა. გული რომ მოვითქვი მის მკლავებს დავაღწიე თავი. მხოლოდ ახლა მივხვდი რა ახლოს ვიყავით ერთმანეთთან..ამაზე ისევ დაიწყო გულმა გაჩქარებულად ფეთქვა. მისი მზერა ხან ჩემს თვალებზე იყო,ხან ტუჩებზე. შევეცადე ცოტა დისტანცია ყოფილიყო ჩვენს შორის,მაგრამ შორს წასვლა ვერ შევძელი. ისევ 'დამსტაცა' ხელი და მკერდზე მიმიკრა. ერთი ხელი თმებში შემიცურა და ისე მაკავებდა,მეორეთი გულზე ვყავდი მიკრული. არ ვიცი რატომ,მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი.. თითქოს ველოდი კიდევაც,რომ მაკოცებდა.. თან მინდოდა ეს რომ მომხდარიყო და თან არა. ნელ-ნელა ჩემსკენ მოიწია,ალბათ საშუალებას მაძლევდა,რომ გავწეულიყავი,მაგრამ როდესაც მიხვდა რომ არ ვაპირებდი განძრევას კიდე უფრო მოიწია. მალე მისი ბაგეები ჩემსას შეეხო. ნაზად მაკოცა და მომშორდა.. მერე ისევ მაკოცა და თვალებში ჩამხედა.
Large
ახლა მე გამოვიჩინე ინიციატივა და მე ვაკოცე. ასე გაგრძელდა კარგა ხანი,მაგრამ სიცივემ თავისი გაიტანა და ამოსვლა მოგვიწია. ვიცოდი,რომ ამოვიდოდი გაქრებოდა ის ანა რომელიც ახლა ალექსს კოცნიდა.. რადგან მეშინოდა.. ძალიან მეშინოდა,რომ ისევ იგივე განმეორდებოდა.. და მაგას ვერ დავუშვებდი ნამდვილად. როგორც ჩანს სახეზე მეტყობოდა რასაც ვფიქრობდი რადგან შემდეგი რაც ალექსმა მითხრა ეს იყო 'მიყვარხარ'.. მისმა სიტყვებმა იმდენად გამაკვირვა პირი ღია მქონდა. არ ვიცი ეს რატომ თქვა.. ალბათ იმიტომ,რომ არ უნდოდა წავსულიყავი,ან მარტოობა არ უნდოდა. მე მხოლოდ ერთი კითხვით ვუპასუხე.
- რატომ?
- იმიტომ,რომ შენ შენ ხარ.
- შეუძლებელია მე ვინმეს ვუყვარდე ან მე ვინმე მიყვარდეს.. მაპატიე.. უნდა წავიდე.
აჩქარებული ნაბიჯებით მივედი ჩემს ტანსაცმელებამდე.. მალევე ჩავიცვი და ისევ იმ ბილიკს დავადექი საიდანაც მოვედით. თავში იმდენი ფიქრები მიტრიალებდა ვერაფერს ვერ ვხვდებოდი.. ალექსი მალევე დამეწია და მისკენ შემატრიალა.
- მე შენი წინა შეყვარებული არ ვარ. იმის ნაირად არ მოგექცევი... მეც არ ვიცი ასე როგორ მოხდა,მაგრამ მართლა შემიყვარდი. სულ მინდა დაგიცვა,ბედნიერი გაგხადო და მიყვარდე. და შენგანაც იგივე მინდა.. არ მინდოდა შემეშინებინე ჩემი გრძნობებით და მაგიტომ არ გითხარი აქამდე. ვიცი ძალიან ცოტა დრო გავიდა იქიდან რაც ერთმანეთი გავიცანით,მაგრამ ნამდვილად ვიცი რომ ერთადერთი გოგო ხარ რომლის მიმართაც ასეთი გრძნობა გამაჩნია და ალბათ შენნაირი არც იქნება სხვა.. ვიცი რომ შენს რაღაცას გრძნობ ჩემს მიმართ, ამიტომ გთხოვ არ აჩქარდე და არ გამექცე.. დღეს დავრჩეთ სასტუმროში,დაწყნარდი და ხვალ თუ ისევ მოგინდება წასვლა არ გაგაჩერებ.. -სიტყვა დაამთავრა და თავი დახარა დამნაშავესავით. ალბათ ჩემი რეაქციის ეშინოდა. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.. რატომღაც ვგრძნობდი რომ რომ დავრჩენილიყავი ბევრს დავკარგავდი და რომ წავსულიყავი კიდევ უფრო ბევრს. ალექსმა შეამჩნია,რომ ვერ გადამეწყვიტა რა მექნა და უცბად გულში ჩამიხუტა. მისგან იმდენი სითბო მოდიოდა თითქოს ახლა ცხელი წყლიდან ამოსულიყოსო და არა ცივიდანო. რატომღაც დამასუსტა მისმა მკლავებმა და საშინელი დაღლილობა ვიგრძენი. ხმის ამოღებაც აღარ მინდოდა.. უბრალოდ თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად. გვერდზე მიმიხუტა და ისე გავაგრძელეთ გზა.

* * * *
ვიცი დიდი არაფერი თავი არ იყო,მაგრამ არაფრის თავი არ მაქვს ნამდვილად.. 
არ ვიცი რა მჭირს,მაგრამ კომპიუტერს ძლივს ვეკარები ხოლმე.. სულ ვკითხულობ და სხვა არაფერი არ მინდება.. იმედია გამოსწორდება ეს ჩემი დროებითი 'კრიზისი' და დასვენებები რომ დაიწყება ისევ დავუბრუნდები ჩემს კომპიუტერს :დ მოკლედ სულ ესაა რაც მინდოდა მეთქვა.. და იმედია დააკომენტარებთ,რომ საერთოდ არ გამიქრეს წერის სურვილი.. თუ მოგწონთ რათქმაუნდა :') მიყვარხართ და კიდევ ერთხელ ბოდიში მინდა მოგიხადოთ რომ ამდენი ხანი არ ვდებდი. თუ კომენტარები მოგროვდება შევეცდები მალევე დავდო :) 
XOXO


კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 873 | დაამატა: KoreanPrincess♥ | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 9
2013-09-08 Spam
vaaaaaaimeee ramdeni xania ar dagidevsss <3
mogklav tu ardadeb^_^