მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მაისი » 7 » Forever and Always ♡ 17
3:33 AM
Forever and Always ♡ 17
   


პირველ რიგში ბოდიში მინდა მოგიხადოთ,რომ ასე დავაგვიანე ამ თავის დადება.. ასე რომ ვთქვათ უმოქმედობის პერიოდი მქონდა :დ
ვერაფერს ვერ ვწერდი და სისულელეები გამომდიოდა. რამდენჯერ ვცადე წერა და რამდენჯერ მივანებე თავი ნეტა იცოდეთ.. მოკლედ იმედია მოგეწონებათ ეს თავი. მართლა ბევრი ვიშრომე და ველი თქვენს კომენტარებს. მიყვარხაართ! <3
წინა თავი : Forever And Always 16

მანქანა ადგილს მოსწყდა და გადავწყვიტე ყურადღება ალექსზე გადამეტანა.
აღარ მინდოდა ჯასტინზე ფიქრი.. ისედაც ამხელა ტკივილი მომაყენა.. 
- სად მივდივართ? - შევეცადე მხიარულად მეკითხა,მაგრამ მაინც არ გამომდიოდა.
- სიურპრიზია -ღიმილით გამომხედა. -დაიძინე შენ და რომ მივალთ გაგაღვიძებ.
- არ მეძინება -გავუღიმე - შენზე მომიყევი რამე.. არაფერი არ ვიცი იმის გარდა,რომ ალექსი გქვია :დ -ცოტახანი ვითომ ვფიქრობდი და შემდეგ სერიოზული სახით ვუთხარი - ვინ იცის იქნება გამტაცებელი ხარ ? -თან წარბი ავუწიე :დ
- ვინ იცის? -მასაც გაეცინა - არა გამტაცებელი ნამდვილად არ ვარ. რა გაინტერესებს მითხარი და გიპასუხებ.
- შენს ოჯახზე მომიყევი რამე. 
- დედ-მამა მყავს მარტო... უფროსი ძმა მყავდა,მაგრამ დაიღუპა.. მამაჩემს ბიზნესი აქვს.. დედაჩემი ექიმია. კიდე რა გაინტერესებს?- ისეთი სახით გამომხედა არაფრის თქმა აღარ მინდოდა,მაგრამ სიჩუმე უარესი იქნებოდა.. 
- მაპატიე არ მინდოდა მტკინვეულ თემაზე მეკითხა... 
- არაუშავს.. არ იცოდი -გამიღიმა.
- კარგი შენზე მომიყევი რამე.. რას საქმიანობ? 
- მე მამაჩემის კომპანიაში ვმუშაობ და პარალელურად ვსწავლობ. თან ვმოგზაურობ ხოლმე განტვირთვისთვის :) 
- კარგია განტვირთვის დროც რომ გრჩება ხოლმე.. აუცილებელია დატვირთული გრაფიკის დროს...- რა სისულელებს ვლაპარაკობ ღმერთო!! - ამმმ.. რისი კომპანიაა?
- თითქმის ყველაფრის -ჩაიცინა
- აა..ბევრი მეგობარი გყავს?
- არც ისე.. ერთი საუკეთესო ძმაკაცი მყავს მარტო. შენ?
- მე საკმაოდ ბევრი.. მაგრამ მხოლოდ ერთი-ორს თუ ვენდობი ბოლომდე :)
- ხო .. ზოგი ისეთ რამეს გაგიკეთებს ვერც კი წარმოიდგენ.. -თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა.
- თავისუფალ დროს რას აკეთებ ხოლმე? 
- რავი თავისუფალი დრო თუ მაქვს მეგობრებთან ვატარებ დროს. 
სასაუბრო თემა გვეწურებოდა.. უკვე მართლა მომეძინა და ვინანე,რომ არ დავთანხმდი..
ჯასტინთან ყველაფერზე შემეძლო საუბარი და არ მოვიწყენდი.. არა ჯასტინზე არ ვიფიქრებდი! 
საერთოდ არცერთი კაცი არ მჭირდება! ყველა ერთნაირია!
- რაზე ფიქრობ?-ფიქრებიდან გამომიყვანა ალექსმა.
- ჰა? აა.. რავი არაფერზე. ვფიქრობ რა უნდა გავაკეთო მოგზაურობის დროს.-ყალბად გავიღიმე.
- ააა.. ყველაფერი ის გააკეთე რასაც ვერ შეძლებდი აქ. 
- ეგრეც ვაპირებ -გავუღიმე.მოწყენილობისგან უკვე აღარ ვიცოდი რა მექნა,ამიტომ რადიო ჩავრთე და ბრიჯიტ მენდლერის 'Hurricane' ჩაირთო.



სიმღერამ ცოტა გამამხიარულა. 
- კიდე დიდი ხანი უნდა ვიაროთ? -5 წუთში ვკითხე. საკმაოდ სულსწრაფი ვიყავი :დ
- არა უკვე აქ ვართ. -თქვა და მანქანა უზარმაზარ შენობასთან დააყენა.. მხოლოდ მერე მივხვდი,რომ რკინიგზა იყო.
- აქ რა გვინდა? -დაბნეულმა გავხედე
- ხომ გითხარი? კაფეში მივდივართ -გამიღიმა და მანქანიდან გადავიდა. 
მე კიდევ გაოგნებული ვიყავი და ვერც კი გავაანალიზე როდის გამიღო კარები.
- არ გადმობრძანდებით მის? -ცინიკურად ჩაეცინა და ხელი გამომიწოდა.
მეც ჩამეცინა და ხელი ჩავკიდე.
- მადლობა სერ :დ სად მივდივართ არ მეტყვი?
- უკვე გითხარი -მომგებიანად გამიღიმა- კაფეში უნდა წაგიყვანო.-მივხვდი ასე ვერ გამოვტეხავდი სად მივდიოდით,ამიტომ სხვა ტაქტიკა ვცადე.
- ეგ კაფე სადაა?
- აი ეგ უკვე სიურპრიზია.
- არ მიყვარს სიურპრიზები -უკმაყოფილოდ ჩავილაპარაკე და აქეთ-იქით გავიხედე. თითქმის ყველა მე მიყურებდა. აქ თუ დიდხანს ვიდგებოდი პაპარაცების არმია მოვიდოდა ვიცოდი.
ამიტომ გადავწყვიტე ალექსს გავყოლოდი.
- არ წავიდეთ? -დაბალი ხმით ვუთხარი,რომ ყველას არ გაეგონა. ჯერ გაკვირვებულმა შემომხედა,ალბათ იფიქრა ასე მალე როგორ დავიყოლიეო,მაგრამ მერე თვითნაც გაიხედა უკან და მიხვდა რატომაც დავთანხმდი. ჩაეცინა და ხელით შესასველისკენ მანიშნა. მეც ჩქარი ნაბიჯებით გავუყევი გზას.
- ჰეი დამელოდე -გაიცინა- არავინ მოგსდევს
- ვიცი,მაგრამ მალე დამედევნებიან ალბათ.-გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე და გზა განვაგრძე.
დიდი ეკრანის წინ გავჩერდით. 
- სად მივდივართ ახლა მაინც მეტყვი? 
- კარგი ხო გეტყვი :დ Colmar ში მივდივართ.. სადღაც 5 საათი უნდა მგზავრობას,მაგრამ დამიჯერე ნამდვილად ღირს იქ ჩასვლა.. მსოფლიოს საუკეთესო რესტორნებშია შესული ის კაფე და ასევე ულამაზესი ბუნებაა იქ.. ყველაფრის დასავიწყებლად საუკეთესო საშუალებაა დამიჯერე. 
ხომ წამოხვალ? -ლეკვის თვალებით შემომხედა..ყველაფრის დავიწყება მინდოდა,ამიტომაც გადავწყვიტე დავთანხმებულიყავი. 
- კარგი -გავუღიმე.-მაგრამ არაფერი რომ აარ მაქვს წამოღებული? 
- ეგ არაფერი.. მატარებელი სანამ დაიძრება ჯერ დროა.. ამიტომ შემიძლია მოვატანინო შენი ბარგი და პასპორტი. მალევე მოიტანენ.
- კარგი..-თავი დავუქნიე და მოსაცდელ ოთახში დავჯექი. თვითონ კი ცოტა მოშორებით იდგა და ტელეფონზე ლაპარაკობდა.. რომ ვუყურებდი ვაანალიზებდი,რომ საკმაოდ მდიდარი უნდა იყოს რადგან ასე მალე შეუძლია ყველაფრის მოგვარება.. არ ვიცი მომწონს თუ არა ეს სიახლე..
ტელეფონი ამოვიღე და შემოსული შეტყობინებები დავათვალიერე.
კარას,დედაჩემს და ნიკს მოუწერიათ.. 
მარტო დედაჩემის მესიჯი ვნახე. დარეკვას მთხოვდა.. დავურეკე. მაშინვე აიღო.
- ანა შენ ხარ? -შეშინებული ხმით მკითხა
- კი დე მე ვარ.. რა მოხდა? 
- აქამდე რატომ არ დამირეკე? შემაშინე -ამოისუნთქა.
- რაზე?? რამე მოხდა? ხომ გითხრა ედისონმა სადაც ვიყავი არა?
- კი მითხრა,მაგრამ მერე სკუტერმა დაურეკა და უთხრა შენზე და ჯასტინზე და შეგვეშინდა.
აქამდე რატომ არ დამირეკე? 
- აა.. გუშინ დავშორდით დე.. როდის უნდა დამერეკა? არ ინერვიულო კარგად ვარ. უბრალოდ ცოტახანი მარტო მინდა ყოფნა..-ცოტახანი ორივე ხმას არ ვიღებდით.. ვიცოდი,რომ მიხვდებოდა ჩემს ტყუილს,მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. სულ არაფერს ჯობდა ცოტათი მაინც დამემშვიდებინა.-იცი სამოგზაუროდ მივდივარ -ახალი ამბავი ვახარე. 
- ხოო? სად? 
- რავი სადაც მომინდება იქ წავალ.. მივხვდი რომ დიდი ხანია არაფერი ჩემთვის არ გამიკეთებია.. იმედია არ გეწყინება აქამდე რომ არ გითხარი უბრალოდ გუშინ გადავწყვიტე.
- არა არ მწყინს. კარგად გაერთე და ფრთხილად იყავი. ხომ იცი,რომ გენდობი? ვიცი რომ ჭკვიანი გოგო მყავხარ! 
- მადლობა დე. ძალიან მენატრები,მაგრამ აუცილებლად უნდა წავიდე სამოგზაუროდ. არავის არ უთხრა ოღონდ კარგი? ალბათ კარგა ხანი ვერ დაგირეკავ..
- კარგი.. შეეცადე კვირაში ერთხელ მაინც დამირეკო. ისე რამდენი ხნით წახვალ?
- არ ვიცი ვნახოთ. შევეცდები დაგირეკო ხოლმე. -ვერც კი შევამჩნიე ალექსი როგორ მომიჯდა გვერდზე -კარგი დე უნდა წავიდე ახლა. მიყვარხარ ძალიან!
- მეც მიყვარხარ! ფრთხილად იყავი! და თუ რამეა დამირეკე აუცილელბად!
- კარგი. შენც ასევე. თუ რამე მოხდა დამირეკე!
- ოქეი -ჩაეცინა და გავუთიშე.
-მალე წავალთ? -ვკითხე ალექსს,როცა ტელეფონი ჩანთაში ჩავიდე.
- კი მალე წავალთ.. უკვე დავსხდეთ მატარებელში თუ გინდა 
- კარგი წავიდეთ -გავუღიმე და წამოვდექი.

* * * *
ნახევარ საათში უკვე დაიძრა მატარებელი. მე და ალექსი გვერდი-გვერდ ვისხედით. 
მხიარულად ვსაუბრობდით,როცა გამცილებელმა ჩამოიარა და საჭმელი და სასმელები შემოგვთავაზა. მე Pasta Salad შევუკვეთე, ალექსმა სენდვიჩები და კარტოფილი ფრი.
Large

მალე მოვრჩით ჭამას და ორივე ჩუმად ვიყავით. მე ჩემი აიპადი ავიღე და ყურსასმენები გავიკეთე. სანამ სიმღერის ჩართვას მოვასწრებდი ალექსმა საუბარი დაიწყო.
- სიმართლე გითხრა ყველაფერი მოვაწყვე რომ წამოსულიყავი ჩემთან ერთად.. 
- მივხვდი უკვე.. -ჩავილაპარაკე
- გეწყინა?
- კი..-ცოტა მართლა მეწყინა .. სიმართლე გითხრათ ის უფრო მეწყინა,რომ 'გამაცურა' :დ ეტყობა,რომ ნამდვილი ბიზნესმენია.. 
- მაპატიე რა -გადმოიწია და მხარზე ნაზად მაკოცა.
B36f0bad69b9215bc28f33964519e196_large

არ ვიცი რა დამემართა. ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა და მუცელში თითქოს ქარიშხალი ამოვარდაო.. პეპლები სუსტი ნათქვამი იქნებოდა.. არ შევიმჩნიე როგორ მესიამოვნა მისი შეხება. არ მეგონა ასეთ რამეს თუ კიდევ ვიგრძნობდი.. ჯასტინის შემდეგ ასეთი რამე არ მიგრძვნია.. წყნარი სიმღერა ჩავრთე და თავი მხარზე დავადე. თვალები თავისით დამეხუჭა.
- ანა გაიღვიძე -ვიღაცა მანჯღრევდა. წამიერად ვერ მივხვდი სად ვიყავი. მერე ყველაფერი თავის ადგილას დადგა და გონს მოვეგე. 
- ჰო .. ჩამოვედით უკვე? 
- კი -ჩაეცინა - i don't understand why girls say that boy's sleepy voice is the sexiest thing ever,when it's girl's voice that is sexy. -თავისთვის ჩაიბურტყუნა ,მაგრამ მეც გავიგონე :დ
- Thank you kind sir! -სიცილით ვუთხარი :დ
- გაიგონე? -გაფართოებული თვალებით მკითხა -მე მეგონა სიმღერებს უსმენდი 
- როგორც ჩანს შეცდი :დ ჰე ადექი ახლა, მშია უკვე :დ
- კიდევ? :დ 
- ხო კიდევ! 
- მოიცა ცოტახანი .. დაიცალოს მატარებელი და მერე ჩავიდეთ თორე ასე გაგვიჭირდება.
- კარგი -დავთანხმდი და სავარძელში კომფორტულად მოვთავსდი. 5 წუთში ჩვენც ჩავედით მატარებლიდან. ალექსი აქეთ-იქით იხედებოდა თითქოს ვიღაცას ეძებდა. მოხუცებული კაცი მოგვიახლოვდა და მოგვესალმა.
- გამარჯობათ ბატონო გრეი. თქვენი მანქანა გარეთ გელოდებათ. 
- გამარჯობა ფელიქს. დიდი მადლობა. -თბილად გაუღიმა და ფელიქსს უკან გაჰყვა.
ქუჩაში აუდი A7 გველოდებოდა. ჩემი ფავორიტი მანქანაა აუდი! 


მე და ალექსი უკან ჩავსხედით, ფელიქსი კი საჭესთან დაჯდა.
მანქანა დაიძრა და მალე შენობებიც გამოჩნდა. აი ისეთი შენობები მხოლოდ წიგნებში,რომ აღწერენ ხოლმე. კრამიტით დაფარული სახურავები,პატარა ფანჯრები, ფერადი კედლებით. 
თავი ზღაპარში მეგონა. მანქანის სასიარულო გზა ბევრი არ იყო. მთავარი გზიდან გადავუხვიეთ და ულამაზეს ბუნებაში აღმოვჩნდით. გარემო სულ მინდვრით იყო დაფარული.
ჰორიზონტზე რომ გავიხედე მხოლოდ ერთი შენნობა დავინახე. 
მის წინ ტბა იყო და გეგონებოდა დედამიწასაა მოწყყვეტილიო,რადგან სამანქანო გზა არ ჰქონდა საერთოდ. მხოლოდ ტბის წინ იყო. ამიტომ ფელიქსმა იქ ჩამოგსვა და თვითონ სადღაც წავიდა.
- იქ როგორ უნდა მოვხვდეთ? -გაკვირვებულმა ვიკითხე. ალექსს გაეცინა ჩემს კითხვაზე.
- როგორ და ნავით სულელო -ხელი შემომხვია და გვერდზე მიმიკრა. 
მართლაც ნავში ჩავსხედით. და მეორე ნაპირზე გადავედით.

გაოგნებული ვიყურებოდი აქეთ-იქით.
- ეს ადგილი როგორ აღმოაჩინე? -ლაპარაკის უნარი რომ დამიბრუნდა ძლივს ამოვილუღლუღე,თან გარემოს ვათვალიერებდი.
- ჩემი მშობლებისაა და მაქედან -ჩაიცინა და გზა განაგრძო. თითქოს ელოდა რომ გავყვებოდი,მაგრამ მე სიარულის თავი ნამდვილად არ მქონდა. ბუნებით ვიყავი დატყვევებული.

ალექსმა ძლივს მოიფიქრა,რომ უკან მობრუნებულიყო და გაშეშებული რომ დამინახა კინაღამ ჩაიკეცა სიცილისგან. ჩემთან მოვიდა და ხელი ჩამკიდა. პატარა ბავშვივით შემიყვანა შიგნით.
- Let the fun begin!!- მხიარულად წამოიძახა და მიმღებთან მივიდა.


Large
სოფომ (Sopho) შემჭამა მალე დადეო თორე კიდევ დავწერდი :დ
თუ მალე მოგროვდება კომენტარები შესაძლებელია (სრულიად შესაძლებელია) დღესვე დავდო შემდეგი თავი ;)
იმედია მოსაწყენი არ იყო და ცოტათი მაინც მოგეწონათ.
მიყვარხაართ <3
P.S ამ თავს -PerfectBelieber,Sopho♥,mariko01-ს ვუძღვნი <3
მადლობა რომ კითხულობთ და ყოველთვის აკომენტარებთ!
თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რამდენს ნიშნავს ეგ ჩემთვის <3
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 998 | დაამატა: KoreanPrincess♥ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 161 2 »
2013-05-17 Spam
male)