მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 11 » Forever and Always. ♡ [10]
6:33 PM
Forever and Always. ♡ [10]
   

სარჩევი :


 ძალიან დაღლილი ვიყავი და თვალები თავისით დამეხუჭა. ჯასტინი გაინძრა და გამეღვიძა
- რა ხდება?- დაბნეულმა ვკითხე, თავით რაღაცა მანიშნა. მის მზერას თვალი რომ გავაყოლე დედაჩემი დავინახე. მაშნვე წამოვხტი ჯასტინის კალთიდან.
- დეე-უხერხულად გამეცინა 
-შეგიძლია ამიხსნა აქ რა ხდება?- მკაცრი ტონით მკითხა
- უი დეე .. გაიცანი ეს ჯასტინია -ღიიმლით ვუპასუხე. ჯასტინმა ხელი გაუწოდა, დედაჩემმაც ჩამოართვა ხელი - ჩემი შეყვარებული -მერე დავაბოლოვე. დედას გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა. 
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ქალბატონო ნინა. - და თავისი მომხიბვლელი ღიმილით გაუღიმა
დედასაც ცოტა გაბრაზება გაუვიდა როგორც ჩანს,რადგან თვითონაც გაუღიმა. 
გულზე მომეშვა :დ დედამ მისაღებ ოთახში გაგვიყვანა და დივანზე დავსხედით. კლარამ კი ყავა მოგვართვა. მე და ჯასტინი ერთმანეთის გვერდი-გვერდ ვისხედით, 
დედა წინ გვეჯდა.. ხელი ჩავკიდე.
Tumblr_mht9kdo4iw1qds6qdo1_500_large

ცოტახანი უხერხული სიჩუმე იყო ჩამოვარდნილი. ბოლოს დედამ ამოიღო ხმა
- როგორ გაიცანით ერთმანეთი?
- სკოლაში შევხვდით ერთმანეთს- ღილით უპასუხა ჯასტინმა
- ააა .. ანუ ცოტახანია ერთად ხართ?
-დიახ ჯერ ცოტახანია,მაგრამ უკვე ძალიან მიყვარს თქვენი შვილი- თბილად უთხრა ჯასტინმა
- და იმედია მასაც -მე შემომხედა, გავუღიმე და ხელზე ხელი მოვუჭირე თანხმობის ნიშნად.
- ძალიან ბედნიერი ჩანს ჩემი შვილი და როგორც ჩანს შენ უნდა გიმადლოდე, ამიტომ მადლობა. იმედია დიდი ხანი იქნებით ერთად -თბილად გაუღიმა დედამ
-პირიქით მე უნდა გიმადლოდეთ ასეთი კარგი შვილი რომ გყავთ.. მართლაც ძალიან ბედნიერს მხდის ანა და იმედია მეც იგივე ეფექტი მაქვს მასზე.. მეც მაგის იმედი მაქვს,რომ ერთად დიდი ხანი ვიქნებით.(ჯასტინი)
დედა უცბად წამოდგა და ჩვენც წამოვდექით.. ვერ მივხვდი რაზე ადგა
- კარგით ახლა მე ჩემს ოთახში ავალ.. დავიღალე და სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ჯასტინ
-ჩემთვისაც ქალბატონო ნინა -გაუღიმა ჯასტინმაც
- გთხოვ უბრალოდ ნინა დამიძახე-ჩემთვის გასაკვირად უთხრა დედამ.. როგორც ჩანს ჯასტინმა დაიმსახურა დედას სიმპატია :დ გამიხარდა
- კარგით ქალ.. ნინა -ყველას გაგვეცინა
დედა კიბეებზე ავიდა და კარების გაღების და დაკეტვის ხმა რომ გავიგე გულზე მომეშვა და სავარძელზე 'დავენარცხე' :დ
-ვაააა :დ როგორც ჩანს დედაჩემსაც მოეწონე -გამეცინა. თვითონაც გვერდზე მომიჯდა
-  ეგეთი ეფექტი მაქვს ქალებზე baby -ხუმრობით მითხრა
- ხო და როგორც ჩანს ჩემზეც- ჩემთვის ჩავილაპარაკე
Tumblr_me82c9tjlk1rpb48l_large
- ხოო? -გაეცინა
- ugh ნერვებს მიშლი :დ
- მაინც გიყვარვარ :დ
- გადიიი :დ 
-არ გავალლ -და ჩემსკენ მოიწია 
Tumblr_me14h56e5g1qbxieto1_500_large
მაკოცა და მეც კოცნით ვუპასუხე.. ცოტახანში გონზე მოვეგე და ხელი ვკარი ნელა
-გაგიჟდი?-ჩურჩულ-ყვირილით ვკითხე. ჩემს რეაქციაზე გაეცინა
- შენ გამაგიჟე ლამაზო -ბაბნიკურად მითხრა
- დედაჩემია სახლში, რომ ჩამოსულიყო რას იზამდი მერე? აღარ მოგიშვებდა ჩემთან ახლოს მერე ხო ვიცი -ჩურჩულით ვუთხარი
- კარგი რა.. ნუ აზვიადებბ :დ მოდი რამეს ვუყუროთ 
-რას? 
- რავი მე :დ -პულტს გადავწვდა და ტელევიზორი ჩართო.
ელენის შოუ გადიოდა და სელენა გომეზი ჰყავდა სტუმრად.. ვიგრძენი როგორ დაიძაბა ჯასტინი.. ხელი ჩავკიდე და თბილად გავუღიმე, თვითონაც გამიღიმა და ლოყაზე მაკოცა.
პულტი გამოვართვი და სხვა არხზე გადავრთე.
- მომიყვები რა მოხდა თქვენს შორის?- ცოტახნის შემდეგ ვკითხე.
- რა უნდა მოგიყვე.. სწერვა და მატყუარაა.. და ვერ ვიტან.. მეტი არაფერი.
-კარგი...
- შენ რამდენი შეყვარებული გყავდა?
- ამმ მგონი 5 :დ
-რამდენი?? -თვალები გაუფართოვდა
- ხოო რა იყო? -გამეცინა
- არაფერი უბრალოდ გამიკვირდა :დ
- ხოო.. პირველი ბაღში მყავდა -გამეცინა,როცა გამახსენდა ვინ იყო ჩემი შეყვარებული :დ -მეორე 2 კლასში, მესამე 5 კლასში, მეოთხე 6 კლასში.. მეხუთე კი 8 კლასში..
- როდის დაშორდი მეხუთეს? 
- 5 თვეა რაც დავშორდით ალბათ..
- რატო დაშორდით?
- ისეთი რამე გააკეთა რასაც ვერ ვაპატიებდი..
- რა გააკეთა? -ცოტახანი არ ვპასუხობდი და მერე დაამატა - თუ არ გინდა არ მითხრა..
- არა მაგაზე არაა.. უბრალოდ არ მიყვარს მაგის გახსენება.
- კიდევ გტკივა გული?-ჩუმად მკითხა.. თითქოს ეშინოდა პასუხის,მაგრამ არ მინდოდა მოტყუება ამიტომ სიმართლის თქმა ვამჯობინე.
- კი .. 4 წელი ვიყავით ერთად და მეტკინება აბა რა?-გამეცინა, არადა სულ არ მეცინებოდა.. უბრალოდ ვცადე რომ სიტუაცია განმემუხტა..
- ხო .. მესმის... -თითქოს გული დაწყდა.
- შენ არ გტკივა გული სელენას რომ ხედავ?
- ისე რა.. უბრალოდ ჩემს თავზე მეშლება ნერვები რომ ასე მომატყუა.. მაგრამ როგორც ჩანს ახლა სამადლობელი გამიხდა საქმე -გაეცინა
-რაზე? -დავიბენი
- რომ არ დავშორებულიყავით შენთან ვერ ვიქნებოდი -გამიღიმა ისევ.. მის თვალებში მხოლოდ სიყვარულს,სითბოს და გულახდილობას ვხედავდი
- aww რა რომანტიკული ხარ :დ -და ლოყაზე ვაკოცე
- არა მართლა ვამბობ :დ 
-ვიცი ვიცი :დ
ცოტახანი ვუყურებდით ტელევიზორს.. რაღაც ფილმი გადიოდა სადაც გოგომ შეყვარებული მიატოვა და ძველ შეყვარებულს დაუბრუნდა.. ვიგრძენი როგორ დაიძაბა ჯასტინი
- რა მოხდა?-ავნერვიულდი
- შენი ძველი შეყვარებული რომ მოვიდეს და გთხოვოს დამიბრუნდიო დაუბრუნდები?
-ხუმრობ?- გამეცინა
- არა არ ვხუმრობ- სერიოზული სახით მითხრა
- სერიოზულად მეკითხები მაგას?-უკვე მეც დავსერიოზულდი.. ვერ ვიჯერებდი რომ ამას მეკითხებოდა . .თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად- რათქმაუნდა არ დავუბრუნდები ჯასტინ! მან მე გული მატკინა და იმ საქციელს არასოდეს ვაპატიებ.
- და ის რაღაცა რომ არ გაეკეთებინა რისთვისაც დაშორდი?
- მაინც არ დავუბრუნდები რადგან მე შენ მიყვარხარ. არ მესმის რატომ გგონია რომ გაგექცევი ან არ მიყვარხარ .. შეიძლება წინა ურთიერთობის გამო,მაგრამ მე სელენა არ ვარ ჯასტინ.. ეგრე ადვილად არ მიგატოვებ. და ის ჩემი ძველი შეყვარებული კიდე არაა მეორე შანსის ღირსი.. ამიტომ არ გაქ არაფერზე სანერვიულო. შენ დაუბრუნდები სელენას და მე მიმატოვებ?
-რათქმაუნდა არა! 
-ხოდა მეც ეგრე ვარ.. ამიტომ ჯობია ჩემი ნდობა ისწავლო-გავუღიმე და ვაკოცე.
კოცნაში ვიგრძენი როგორ იღიმოდა.. არ მინდოდა არაფერზე ფიქრი.. უბრალოდ ბედნიერად და დაცულად ვგრძნობდი თავს ჯასტინთან.. 

* * * * * * 
სადღაც ერთი კვირა გავიდა იმის შემდეგ რაც ჯასტინმა დედაჩემი გაიცნო.. მართლა უბედნიერესად ვგრძნობ თავს მასთან.. ჩვენს ურთიერთობას კიდევ ვმალავთ.. კი მთხოვს ხოლმე რომ ფანებს ვუთხრათო,მაგრამ უარს ვეუბნები.. არ მინდა მერე დაიწყონ ჯასტინს პოპულარობისსთვის იყენებსო. მირჩევნია ყველაფერი ისე იყოს როგორც არის.. 
ჩემს დაცვის ბიჭებს ძალიან დავუახლოვდი და ვმეგობრობთ.. რათქმაუნდა ჯასტინი ეჭვიანობს,მაგრამ რა ჰქნას? :დ შეეჩვია უკვე. მამაჩემიც არ გამომხმაურებია იმის შემდეგ..  კიდევ კარგი. დედაც ბედნიერია თავისი სამსახურით და მგონი ვიღაცას ხვდება,მაგრამ არ მეუბნება :დ დღეს ჯასტინის დედა უნდა გავიცნო და ძალიან ვნერვიულობ.. 
რომ არ მოვეწონო? გავიგე სელენა მოსწონდაო.. ფიქრებიდან კარას მესიჯმა გამომიყვანა
"რას შვები? ემზადები სადედამთილოსთან შესახვედრად? :დ"
"ოო კარგი რა .. ვნერვიულობ საშინლად და არ ვიცი რა ჩავიცვა... მიშველე რა :( "
"ვიცოდი მაგას რომ მეტყოდი ამიტომაც უკვე შენს სახლთან ვარ :დ"
" რომ მიყვარხარ იცი უკვე ხომ? :დ <3 "
" კი კი ვიცი :დ გააღე კარი"
" ახლავე" 
კარი გავაღე და რაკეტასავით შემოვარდა კარა.. არც მომესალმა არც არაფერი
- წამო წამო ბევრი სამუშაო გვაქვს!! -და კიბეებზე აირბინა
თავი გავაქნიე ერთხელ და მეც ავყევი, უკვე ჩემს გარდერობში იყო შესული და კაბებში იქექებოდა.
-კარაააა - დავუყვირე
-ჰოოუუ
- დრო მაქვსს! ნუ ამირიე კაბებიიი ..რამდენი ხანი ვწვალობდი დალაგებაზე
- ოო არაფერი მოგივა კიდევ ერთხელ რომ დაალაგო.. წადი მიდი შენ შხაპი მიიღე
მე კაბას მოგიძებნი მანამდე 
-მიყვარხაარ - მივაძახე ოთახიდან გამოსვლისას
-ვიციი-იმანაც მომაძახა :დ
შხაპი მივიღე, ხალათი შემოვიცვი და გამოვედი.. ჩემს საწოლზე კაბა იყო გამზადებული.
კარაც იქვე იჯდა და ტელეფონში იყო ჩამძვრალი. რომ მიხვდა რომ გამოვედი, ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და ჩემსკენ წამოვიდა. 
-ესეიგიი ... სამი ლუქი მოგიმზადე და შენ აირჩიე.. პირველი ამბობს - ძალიან ნაზი და უმანკო ვარ :დ მეორე ამბობს - ელეგანტური და ლამაზი ვარ, მესამე კი - ელეგანტური და უმანკო ვარ .. 
რომელს აირჩევ?
- მეორეს :დ 
ჯასტინმა მომწერა რომ 30 წუთში მომაკითხავდა ამიტომ მალევე ჩავიცვი და კარამ მაკიაჟი და ვარცხნილობა გამიკეთა.
(ნინას,რომ აქვს მაკიაჟი და ვარცხნილობა ისეთივე აქვს ანას)
Y_large
კაბაზე ზემოდან სადა შავ პალტოს მოვიცვამდი.. ხელში ავიღე და მისაღებში ჩავედით..
- კაი წავედი მე.. მოგაკითხავს უკვე შენი პრინცი :დ 
- ხოო :დ მადლობა დიდი- ჩავეხუტე
- What are best friends for? :დ
- აბა :დ მადლობა კიდევ ერთხელ
-არაფრის კიდევ ერთხელ :დ წავედი წავედი.. რაიანი უნდა ვნახო
-უი შენს და რაიანს შორის რა ხდება?
- რავი აბა.. ჯერ მეთვითონაც არ ვიცი.. მაგრამ ცდილობს რავი..-მანქანის ხმა გაისმა-  მერე მოგიყვები მოვიდა ჯასტინი უკვე..-კიდევ ერთხელ გადავეხვიე და კარები გავაღე.. ჯასტინი იდგა იქ .. შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი..ხელში კი ვარდების ბუკეტი ეჭირა.. ღმერთო რა სიმპატიურია.. თვითონაც ჩემნაირად გაშეშებული იდგა. კარამ ხელი გამკრა რომ გამოვფხიზლებულიყავი :დ ძლივს მოვედი აზრზე, კარას კიდევ ერთხელ დავემშვიდობე და ჯასტინს მივუბრუნდი .. 
- ეს.. ეს შენ- ვარდებზე მითხრა.. გამეცინა ენა რომ დაება. გამოვართვი და კლარას მივეცი,რომ ლარნაკში ჩაედო.. ამ დროს დედა ჩამოვიდა კიბეებიდან 
- ჯასტინ - გაუღიმა , იცოდა რომ დედამისის გასაცნობად მივდიოდი.
- გამარჯობათ ნინა- თვითონაც მიესალმა.
- ჩვენ ჯობია წავიდეთ :) -დედასაც დავემშვიდობე და სახლიდან გამოვედით.. პალტო მოვიცვი,რადგან ცოტა ნიავი უბერავდა. მანქანასთან რომ მივედით ჯასტინმა კარები გამიღო
- ოხ რა ჯელტმენი ხარ -ჩამეცინა
- მხოლოდ შენთვის -თბილად გამიღიმა
- aww 
მანქანაში ჩაჯდა და ავტოსადგომიდან გამოვედით..
რესტორნამდე ალბათ 15 წუთის გზაა.. მანამდე ვლაპარაკობდით და სიმღერებს ვუსმენდით..
ძალიან ვნერვიულობდი .. ალბათ დამეტყო კიდევაც რადგან ჯასტინმა რამოდენიმეჯერ მკითხა ხომ არ ვნერვიულობდი,მაგრამ ვეუბნებოდი რომ არა.. თორე დამცინებდა ხომ ვიცი არა :დ უკვე რესტორნის ავტოსადგომთან ვიყავით.. მანქანა დააყენა და გადმოვედით. 
რესტორანში რომ შევედით ყველამ ჩვენ შემოგვეხდა(ყველამ თუ არა უმეტესობამ მაინც).
არ მივაქციეთ ყურადღება.. ჩვენი მაგიდისკენ წავედით და დავსხედით..
დავსხედით თუ არა მიმტანი მოვიდა
- გამარჯობათ! რას შეუკვეთავთ?- 22 წლის ბიჭი იქნებოდა.. სასიამოვნო გარეგნობის იყო და თბილად მიღიმოდა.. ჯასტინს კი ძალით უღიმოდა :დ როგორც ჩანს მოვეწონე.
- ჯერ არა -მოკლედ მოუჭრა ჯასტინმა :დდ თვითონაც მიხვდა რომ იმ ბიჭს მოვეწონე.
გამეცინა მის რეაქციაზე :დ 
-არა გმადლობთ. თუ რამე დაგვჭირდება დაგიძახებთ-თბილად ვუთხარი 
- გასაგებია- გამიღიმა და წავიდა
- აღარ გაუღიმო ეგრე არავის -მკაცრად მითხრა ჯასტინმა
- შენ რა დედაჩემი ხომ არ ხარ? -გამეცინა -კარგი რა ჯასტინ :დ
- შენ ჩემი ხარ და სხვა არავისი. იმ ბიჭს კიდე მოეწონე.. შენც კარგად მიხვდი რომ მოეწონე მაგრამ მაინც თბილად გაუღიმე.. 
-ოო ნუ წუწუნებ რა :დ მერე რა,რომ მოვწონვარ? მე შენ მიყვარხარ და სხვა არავინ. 
-კარგი.. -გაიბუტა :დ 
- awww რა საყვარელი ხარ,რომ იბუტები :დ
-მაშინ მაკოცე და არ გაგებუტები
- ამდენ ხალხში ვერ გაკოცებ, თან დედაშენი მოვიდა უკვე- შემოსასვლელისკენ ვანიშნე
ჩვენსკენ გამოემართა ლამაზი გარეგნობის,კოხტა,პატარა ტანის მქონე ქალი.. ალბათ 35 წლის იქნება..ორივე წამოვდეგით ფეხზე. ჯასტინი გადაკოცნა და ჩემდა გასაკვირად მეც გადამეხვია.
- სასიამოვნოა შენი გაცნობა ანა
-ჩემთვისაც ქალბატონო პეტი
-გთხოვ უბრალოდ პეტი დამიძახე
-კარგი პეტი-გამეცინა
მაგიდასთან დავსხედით და ისევ ის მიმტანი მოვიდა
-რას შეუკვეთავთ?
შეკვეთები მივეცით და მანამდე ვლაპარაკობდით. პეტი ძალიან თბილი იყო და მეც მოვდუნდი უფრო :დ საღამო სასიამოვნოდ მიდიოდა, სანამ ჩვენსკენ ერთი ადამიანი არ წამოვიდა..


იმედი მაქვს მოგეწონათ  მგონი საკმაოდ დიდი გამოვიდა..
რას ფიქრობთ ვინ მივიდა მათ მაგიდასთან? 
ან რა მოხდება შემდეგ თავში? :დ
კომენტარები არ დაგავიწყდეთ 
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 918 | დაამატა: KoreanPrincess♥ | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 221 2 3 »
2013-02-15 Spam
Auu malee dade <3 me kvelaa ertad wavikitxee da adzaliaan momwonss <3