მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 15 » Forever and Always. ♡
2:44 PM
Forever and Always. ♡
  Forever and Always.
მოთხრობა გაგრძელდება 10 კომენტარზე.
ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ 

დილით მაღვიძარამ გამაღვიძა.. ძლივს ავდექი, დავიბანე,ჩავიცვი (დააწკაპუნეთ,რომ ნახოთ მისი ჩაცმულობა) და პირველ სართულზე ჩავედი. დედაჩემი როგორც ყოველთვის სამზარეულოში ფუსფუსებდა.
- დილამშვიდობისა საყვარელო - მივედი და ვაკოცე
- დილამშვიდობისა!
- დღეს პირველად მიდიხარ ახალ სკოლაში.. გახარებული ხარ?-მკითხა ღიმილით
- კი დე,მაგრამ ამავდროულად ვნერვიულობ...
- რა გაქ სანერვიულო? - თან საუზმე დამიდო მაგიდაზე
- რავი .. მაინც მეშინია,რომ იმიტომ დამიმეგობრდებიან,რომ ცნობილი ვარ..
- ეგეთები ნამდვილად იქნებიან შენს ახალ სკოლაში,მაგრამ დამიჯერე ნამდვილი მეგობრებიც გამოგიჩნდება! მთავარია გაარჩიო ვინ რა მიზნებით მოქმედებს. ვინ იცის იქნება შეყვარებულიც გაიჩინო?-მკითხა და გაეცინა
- რავი აბა.. არამგონია ბიჭებისკენ სერიოზულად ოდესმე კიდევ გავიხედო..
- კარგი რა... ყველა ეგეთი კი არაა როგორიც ის იყო-შემომხედა ნაღვლიანი სახით-არ მისცე იმის უფლება რომ კარგი ბიჭი დაგაკარგინოს..
- კარგი დე.. არ გვინდა მაგაზე ლაპარაკი. 
- კარგი.. მიდი ჭამე და წადი სკოლაში.. პირველივე დღესვე არ დააგვიანო
- კაი დე :* 
-კარგი :* წარმატებებს გისურვებ დე :* მე კიდე სამსახურში წავედი,საღამოს გნახავ
- კარგიი! შეხვედრამდეე!
ვისაუზმე და სახლიდან გამოვედი.. რათქმაუნდა ჩემი
 დაცვა რიკი უკვე გარეთ მელოდებოდა.. 
სიმართლე გითხრათ არ მიყვარდა სულ რომ თან დამყვებოდნენ..ნერვებზე მოქმედებდა.. მანქანაში ჩავჯექი და ჩემი საყვარელი მომღერლის Frank Ocean-ის სიმღერა ჩავრთე.. დამავიწყდა მეთქვა მე ანასტასია პალვინი ვარ. ისე ყველა ანას მეძახის. დიახ ის ცნობილი მსახიობი და მომღერალი,რომელზეც თქვენ გსმენიათ. 
სკოლაში მალევე მივედით. გადმოვედი მანქანიდან და შესასვლელისკენ გავემართე.
რიკიც უკან მომყვებოდა,მარტო ვერ დამტოვებდა..
ყველა მე მიყურებდა,მაგრამ მიჩვეული ვარ უკვე და დიდად ყურადღებას არ 
ვაქცევდი მათ.. შევედი სკოლაში და დირექტორი მომეგება.. ალბათ იმიტომ,რომ
ცნობილი ვარ და მათი სკოლისთვის პოპულარობა მომაქ,თორე არამგონია ნებისმიერ მოსწავლეს ასე ეგებებოდეს :დ 
- გამარჯობათ მის პალვინ! ძალიან მოხარული ვარ რომ ჩვენი სკოლა აირჩიეთ
სასწავლებლად!- გამიღიმა თბილად - მე მის კეტრინი ვარ,ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა! 
- დიდი მადლობა! ჩემთვისაც!-ხელი ჩამოვართვი
- გამომყევით. წიგნებს და ცხრილს გადმოგცემთ და ცოტა გავისაუბროთ.
-კარგით.
მის კეტრინი მისი ოფისისკენ გაემართა, ჩვენც გავყევით. მალევე მივედით.
იქ მისი მოადგილე იყო და რამოდენიმე ჩემი ასაკის მოსწავლე.. 
-წამობრძანდით მის პალვინ -გამიღიმა დირექტორმა - დაბრძანდით - მიმითითა სავარძელზე.მეც დავჯექი, თვითონ კი ჩემს პირდაპირ დაჯდა.
-როგორც იცით ჩვენი სკოლა არც ისე პრესტიჟული სკოლაა,აქ არც ისე შეძლებული ხალხის შვილები სწავლობენ.. ამიტომ გთხოვთ,რომ მოსწავლეებს ნუ დასცინებთ.. ნამდვილად არ ვიცი როგორები არიან ვარსკვლავები ცხოვრებაში,მაგრამ ჩემს სკოლაში მაგას ნამდვილად ვერ ავიტან, ეგ იცოდეთ.
- არა რას ამბობთ! არანაირად არ დავცინებ ადამიანს.
- ძალიან კარგი! მაშინ ყველაფერი კარგად იქნება! მესმის რომ გაცდენები ხშირად  მოგიწევთ,ასევე დაგვიანებები,მაგრამ გთხოვთ მაქსიმალურად შეეცადოთ რომ გაცდენები არ დააგროვოთ. მერე თქვენთვის იქნება ცუდი გამოცდების ჩაბარება დამიჯერეთ!
- შევეცდები არ გავაცდინო ხოლმე.. თან ეს ბოლო წელია ამიტომ კარგად უნდა მოვემზადო გამოცდებისათვის.. დამიჯერეთ არაფერი არ გაქვთ სანერვიულო. 
ზარის ხმა გაისმა.. 
-კარგით მაშინ წამოდით თქვენს კლასამდე მიგაცილებთ და ბავშვებს გაგაცნობთ.
-კარგით.
წამოვდექით და კლასებისკენ გავემართეთ.. დერეფანი ცარიელი იყო..
მალე მივედით კარებთან.. მის კეტრინმა კარები გამოაღო და კლასში შევიდა.
მეც შევყევი. რიკი გარეთ დარჩა. კლასში შევედი თუ არა გადალაპარაკებები დაიწყო..
დირექტორმა ყველა დააწყნარა და ლაპარაკი დაიწყო
- დღეიდან თქვენს კლასში ისწავლის ახალი მოსწავლე.. ალბათ ყველა იცნობთ ანასტასია პალვინს,ამიტომ აღარაა საჭირო მისი წარდგენა.. იმედია დამეგობრდებით და ერთმანეთს არ აწყენინებთ.. ანასტასია მიდი თავისუფალ ადგილას დაჯექი. ახლა კი დაუბრუნდით საგაკვეთილო პროცესს,მეტს აღარ გაგაცდენთ.
მეც დავჯექი თავისუფალ ადგილას,რომელიც მესამე რიგში იყო,ბოლოში.
ჩემს გვერდებზე გოგოები იჯდნენ.. როგორც გავიგე ერთს ელეანორი ერქვა,მეორეს-კარა.
ელეანორი როგორც ფანი ისე იყო.. მეგონა მალე ყვირილს დაიწებდა.. ცოტა არ იყოს შემეშინდა არ შემომახტეს მეთქი :დ კარა კიდე კარგი გოგო ჩანდა..მოდელის ტანი ჰქონდა. 
- რაზე გადმოხვედი ჩვენს სკოლაში?-მკითხა ჩურჩულით კარამ
-დედაჩემს უნდა რომ ნორმალური ცხოვრებაც მქონდეს და მაგიტომ
- ააა .. კარგია. იმედია დავმეგობრდებით. მე მოდელი ვარ ისე,რომ იცოდე :დ
- შეგატყვე :დ 
-რაზე?
- რავი მეგონა უბრალოდ რომ მოდელი იყავი და მართალიც აღმოვჩნდი :დ
-ხოო :დ ზარი რომ დაირეკება დაგათვალიერებინებ აქაურობას,რომ არ დაიკარგო.
- კარგი დიდი მადლობა-გავუღიმე.
მალე ზარი დაირეკა და მეც კარას გავყევი.. შევეცადე სწრაფად მევლო,რომ რიკი არ შემფეთებოდა გზაში. 
- ეს არის ჩვენი კაფეტერია. -მიმითითა კარებზე და შეაღო.. შეაღო თუ არა რამოდენიმე წივილი გავიგე და რათქმაუნდა გადალაპარაკებებიც.
-არ მიაქციო ყურადღება-მითხრა კარამ.
- არც ვაპირებდი :დ მიჩვეული ვარ
- კარგი.. იცოდე ესეთი სიტუაცია ბევრჯერ შეიქმნება.
-კარგი :დ
-წამო დავჯდეთ იქ და ჩემს მეგობრებსაც გაგაცნობ
- კარგი-თბილად გავუღიმე
მალე მივედით ერთ მაგიდასთან,სადაც ბიჭები და გოგოები ისხდნენ.ერთი ბიჭი მეცნო,მაგრამ ვერ გავიხსენე საიდან ვიცნობდი.. მერე გავიხსენებ :დ
-ბავშვებო გაიცანით ეს ანასტასიაა,ჩემი ახალი კლასელი და იმედია მეგობარიც :))
-გამარჯობააა-ყველამ ერთხმიანად თქვა
- გამარჯობათ-გამეცინა :დ
-მოდი აქ დაჯექი-მითხრა ერთმა ბიჭმა,რომელიც ასე მეცნობოდა.მეც მივედი და დავჯექი.
კარა კი ჩემს გვერდზე დაჯდა.
-ჯასტინი-ხელი გამომიწოდა მეც ჩამოვართვი
-ანა-გავუღიმე
აი საიდან მეცნობოდა. ჯასტინ ბიბერი იყო,მომღერალი. 
-მე ჩაზი-ხელი ჩამომართვა ერთმა ბიჭმა
-სასიამოვნოა-გავუღიმე
-რაიანი-ჩემთან მოვიდა-შეიძლება ჩაგეხუტო?-გამიკვირდა
- კი რათქმაუნდა-გავუღიმე და ჩავეხუტე. მალევე დაუბრუნდა თავის ადგილს
-არ გაგიკვირდეს მე ჩახუტებები მიყვარს.. ხელის ჩამორთმევას ვერ ვიტან :დ
-ხო რაიანი ეგეთი გვყავს- თქვა კარამ სიცილით.

ჩემი აზრით სიუჟეტი საინტერესოდ განვითარდება და ვნახოთ
როგორი გამოვა.. ვიცი წერის სტილი ძალიან კარგი არ მაქვს,მაგრამ იმედი მაქვს, 
რომ მოთხრობა ცოტათი მაინც მოგეწონათ და დააკომენტარებთ.
10 კომენტარი როგორც კი მოგროვდება გავაგრძელებ :))

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1267 | დაამატა: KoreanPrincess♥ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 131 2 »
2012-12-16 Spam
kargia. gansxvavdeba sxva motxrobebisgan imit, rom barbara cnobilia da yvrla sxvanairad uyurebs magram es gmirebi cota ar iyos mombezrda ))