მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 29 » For Contest ))
11:21 PM
For Contest ))


იმედია, ხმამაღალ ნათქვამად არ ჩამომართმევენ ჩემი თანატოლები, თუ ვიტყვი, რომ წიგნის კითხვა დიდი სიამოვნებაა. რა თქმა უნდა არსებობს სიამოვნების მიღების სხვა საშუალებებიც, მაგალითად მე, როგორც ნებისმიერ ახალგაზრდას, მიზიდავს facebook-ი და მისთანანი, მაგრამ ნელ-ნელა კარგად ვხვდები (მახვედრებენ), რომ ვერცერთი ინტერნეტში მოპოვებული ინფორმაცია ვერ მომცემს იმხელა ცოდნას, რამხელაც წიგნებშია.


არ მიყვარს ადამიანები რომლებიც ზერელედ უყურებენ ამ საკითხს J სხვას რომ თავი დავანებოთ, წიგნები მონაწილეობას ღებულობენ პიროვნების ჩამოყალიბებაში.მათი აზრით, წიგნების კითხვა მარტოობასთან ასოცირდება, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ , რადგან როდესაც კითხულობ, პერსონაჟები შენს ცხოვრებაში შემოდიან და ავსებენ მას.ერთი კლასიკოსი მწერლის ნაწარმოებიც კი იმდენ ცოდნასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას გაძლევს, რომ თვითონაც განცვიფრებული რჩები.


თემა რომ უფრო გრძელი და საინტერესო იყოს წარმოგიდგენთ 10 მიზეზს იმისა თუ რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები (წიგნის კითხვის მიზეზების მინიმუმია ეს):


1.წიგნის კითხვა ტვინს ავარჯიშებს - ტელევიზორისგან გასახვავებით წიგნის კითხვის დროს რაღაცეებზე ფიქრი და გაგება გჭირდება და ეს ტვინის რუხ უჯრედებს ავარჯიშებს და უფრ ჭკვიანს გხდის.

 

2.კითხვა ამუჯობესებს შენი სიტყვების მარაგის ცოდნას - გახსოვთ ან თუ გისწავლიათ სკოლაში ტექსტიდან დედუქციის მეთოდით სიტყვის მნიშმვნელობის გაგების სავარჯიშოებს აკეთებდნენ? სწორედ ასეა შესაძლებელი, რომ კითხვისას ბევრი სიტყვის მნიშმვნელობას მივხვდეთ და გავიუმჯობესოთ ჩვენი ლექსიკური მარაგი.

3.კითხვა გაძლევს შესაძლებლობას გაიგო სხვა ხალხზე და სხვა კულტურაზე - ტელევიზორში მაქსიმუმი შეიძლება 2 საათიანი გადაცემა გააკეთო რომელიმე ერზე და კულტურაზე, როგორ გაიგებ სხვაგვარად ხალხის კულტურაზე, მათ ცხოვრებაზე, წესებზე, კოსტიუმებზე, და ა.შ. თუ არ წაიკითხე? გადაცემის დროს სახლში უნდა იყო და წიგნი კი ყოველთვის შეგიძლია იკითხო, შენთვის მოსახერხებელ დროსა და ადგილას.

 

4.წიგნი აუმჯობესებს შენს კონცენტრაციას და ფოკუსირების უნარს - ჟურნალებიდან და გაზაეთებიდან გასხვავებით სადაც მალევე შეგიძლია დუაბრუნდე აზრს, წიგნი დიდ მთლიან ისტორიას გიყვება და ამისთვის კოცნენტრაცია და ფოკუსურება გჭირდება. რაც დრო გადის წიგნის კითხვით ამას იუმჯობესებ.

 

5.წიგნების კითხვა აუმჯობესებს თვითრწმენას – რაც უფრო მეტს კითხულობ, მით უფრო მეტ ცოდნას იძენ და ხალხი ხშირად პასუხიებისთვის შენ მოგმართავს. ეს მეტ თავდაჯერებას გმატებს და საბოლოო ჯამში საკუთარ თავში უფრო დარწმუნებული ხარ.

 

6.აუმჯობესებს შენს მეხსიერებას - მეცნიერულად დამტკიცბულია თუ შენს ტვინს არ იყენებ მახსოვრობა გიუარესდება. ტვინის სავარჯოშოდ გამოიყენება ათასი სახის კროსორდები თუ სხვადასხვა მახსოვრობითი თამაშები. წიგნის კითხვა თამაში არ არის, მაგრამ რომ გაიგო გიწვეს დაიმახსოვრო შინაარსი, მოთხრობის გმირები, დეტალები, ფაქტები სხვადასხვა ლიტერატურული ფიგურები და ეს აუმჯობესებს შენს მეხსიერებას.

 

7.წიგნის კითხვა აუმჯობესებს შენს დისციპლინას - ვის ცალია მთელი დღე მხოლოდ წიგნები იკითხოს? რა თქმა უნდა თითქმის არავის, მაგრამ წიგნები უნდა ვიკითხოთ და ამისთვის დროს გამოვნახავთ ხოლმე და გრაფიკში ჩავსვამთ ხოლმე როდის შეგვიძლია წიგნის წაკითხვა, ამითი თვითდისციპლინა უმჯობესდება და უფრო აწესრიგებ დროს.

 

8.აუმჯობესებს შენი ფანტაზიის უნარს - წიგნში პერსონაჟები სიტყვებითაა აღწერილი და შენ მას წარმოიდგენ და ყველაფერს რაც წიგნშია აღწერილი. ეს ტვინის იმ ნაწილს რომელიც ფანტაზიაზეა პასუხისმგებელი აუმჯობესებს. შემდეგისთვის როცა კრეატიული იდეები დაგჭირდება უფრო ადვილად მოგივა თავში რამე საინტერესო და კრეატიული იდეა.

 

9.ყოველთვის გექნება სალაპარაკო თემა - ხშირად აღმოგიჩენია თავი, რომ სალაპარაკო არაფერზე გაქვს? წიგნები გაძლევს ბევრ ინფორმაციას, რომელიც შეგიძლია განიხილო და რომელზეც შეგიძლია ბევრი ილაპარაკო დაუსურულებლად. იმ წიგნებზეც კი რომელიც რამე კონკრეტულს გასწავლის შეგიძლია განიხილო და დაუსრულებლად ისაუბრო სხვადასხვა წიგნებზე. წიგნები გიხსნის ინფორმაციის ჰორიზონტს და უამრავი მასალა გაქვს სასაუბროდ.

 

10.მოწყენილობისგან განთავისუფლებს - ხშირად მოწყენილი ხარ და არ იცი რა აკეთო? აიღე რაიმე წიგნი რომელიც შენ გაინტერესებს და კითხვა დაიწყე, მოწყენილობის მაგივრად წიგნის იმ თემატიკით დაინტერესდები რა თემატიკიზეც შეარჩიე წიგნი.



იმედი მაქვს მოგეწონათ )))
კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 778 | დაამატა: NiNiKo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 6
2012-12-30 Spam
mec dzalian miyvars wignis kitxva,saintereso tema iyo,yochag!