მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 10 » For Contest ♥
6:09 PM
For Contest ♥
  For Contest 
ჩემი თემა 'თვის ალბომის' კონკურსისთვის"!!
ვისაც დაგაინტერესებთ სრულადში !<3
არა მხოლოდ 1 მომღერალია ..;დ
_________________________________

მე მაგალითად უუაამრავ სიმღერას ვუსმენ
ძირითადად იმას ვუსმენ რომლებიც მიყვარს..;დ
ე.ი. ბევრი საყვარელი მომღერალი მყავს..)) 
იმდენი რო ალბათ ვერ ჩამოვთვლი და რამოდენიმე
ავარჩიე.. თან არ მინდოდა სხვასავით გამომსვლოდა
ანუ იგივეზე დამედო მეც !! <3

THE BEATLES



ძალიან მომწონს ამ ჯგუფის შემოქმედება <3
როცა ვუსმენ რომელიმე სიმღერას თავისით 
ძალაუნებურად კარგ ხასიათზე ვდგები <3
განსაკუთრებით მიყვარს Yesterday <3 მეორე და
დანარჩენ ადგილებზე სხვა სიმღერებსაც დავაყენებმაგ:
Imagine , Help! , Here Comes The Sun და სხვა მრავალი..<3

ბითლზი (ინგლ. The Beatles) — 1960 წელს ჩამოყალიბებული პოპ და როკ-ენ-როლ ჯგუფი ინგლისის ქალაქ ლივერპულიდან. დღემდე იგი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. [1]ოთხეული, რომელიც 1962 წლიდან შედგებოდა ჯონ ლენონის (რითმული გიტარა, ვოკალი), პოლ მაკარტნის (ბას-გიტარა, ვოკალი),ჯორჯ ჰარისონისა (წამყვანი გიტარა, ვოკალი) და რინგო სტარისგან (დასარტყმელი ინსტრუმენტები, ვოკალი), 1960-იან წლების აშშ-ის მუსიკაში ბრიტანული შემოსევისპიონერად გახდა.

დაიწყო რა სკიფლისა და 1950-იანი წლების ტიპის როკ-ენ-როლის შესრულებით, ბითლზმა შემდგომში საკუთარი მუსიკა დახვეწა, პოპ-ბალადებიდან ფსიქოდელიურ როკამდე, რასაც ხშირად ემატებოდა კლასიკური მუსიკისა და სხვა ჟანრების ელემენტები. მათ საოცარ პოპულარობასთან ერთად, რომელმაც პირველად იფეთქდა „ბითლომანიის" სახით, ასევე მასშტაბებს იძენდა ჯგუფის წევრების, როგორც სიმღერების ავტორების, ნიჭი. ბითლზი 1960-იანი წლების სოციალური და კულტურული რევოლუციების საფუძვლად იქცა.

თავდაპირველად ჯგუფში შედიოდნენ ლენონი, მაკ-კარტნი, ჰარისონი, სტიუარტ სატკლიფი (ბასი) და პიტ ბესტი (დასარტყამი ინსტრუმენტები). 1960-იანი წლების დასაწყისში მათ დიდი წარმატება იქონიეს ლივერპულისა და ჰამბურგის ღამის კლუბებში. 1961 წელს სატკლიფმა დატოვა კოლექტივი. შემდეგ წელს ბესტი რინგო სტარმა შეცვალა. კოლექტივის მენეჯერი გახდა ბრაიან ეპსტაინი, მუსიკალური მაღაზიის მფლობელი, ხოლო ალბომების პროდიუსერი - ჯორჯ მარტინი. მათი მხარდაჭერით ჯგუფმა 1962 წელს მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას სინგლით „Love Me Do". შემდეგ წელს მათ საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვეს და 1966 წლამდე, ალბომების ჩაწერის პარალელურად, აქტიურ საკონცერტო ტურებში იმყოფებოდნენ. 1966 წლის შემდეგ მათ, 1970 წლამდე შეწყვიტეს ყველა სახის ცოცხალი გამოსვლები. ჯგუფი ოფიციალურად დაიშალა 1970წელს. მისმა ყოველმა წევრმა დრო საკუთარ სოლო-კარიერას დაუთმო. ჯონ ლენონი მოკლული იქნა ნიუ-იორკში1980 წელს. ჰარისონი კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა 2001წელს. ამჟამად მაკ-კარტნი და სტარი კვლავ აქტიური მუსიკოსები არიან და ზრუნავენ როგორც საკუთარ მუსიკალურ კარიერაზე, ასევე ბითლზთან დაკავშირებულ პროექტებზე.

სტუდიური წლების პერიოდში ბითლზმა ჩაწერა ალბომი Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band (1967), რომელმაც კრიტიკოსები თვლიან მათ საუკეთესო მასალად. ოთხეული კვლავ რჩება ყველა დროის ყველაზე გაყიდვად მუსიკალურ ჯგუფად[2], ხოლო მათი ჩანაწერები ჯგუფის დაშლიდან 40 წლის შემდეგ კვლავ მოთხოვნადია. ბრიტანულ ჩარტში სხვადასხვა დროს ერთდროულად მოხვედრილა მათი რამდენიმე ალბომი, რომელიც ამა თუ იმ პოზიციას უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იკავებდა, ვიდრე სხვა მუსიკოსების ნამუშევრები. [3]RIAA-ს თანახმად, ჯგუფს აშშ-ში გაყიდული აქვს უფრო მეტი ალბომი, ვიდრე რომელიმე სხვა მუსიკოსს. [4]2008 წელს ჟურნალმა ბილბორდი აშშ-ში სინგლების ჩარტების აღრიცხვიდან 50-ე წელიწადის აღსანიშნავად გამოაქვეყნა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მუსიკოსების სია, რომელშიც ბითლზი პირველ პოზიციას იკავებდა.[5]კოლექტივს მიენიჭა 7 გრემის და 15 აივორ ნოველოს ჯილდო. ჟურნალმა ტაიმი ისინი დაასახელა XX საუკუნის 100 ყველაზე გავლენიანი პიროვნებების სიაში.[6]






JESSIE J


ჯესიი <3

ძალიან მამხიარულებს მისი სიმღერები..

აი ძალიან ძალიან მიყვარს მისი

Who's Laughing Now, Price Tag, Domino <3..



სრული სახელი:ჯესიკა ელენ კორნიში

დაბადების თარიღი:27 მარტი, 1988წელი (23 წლის)

ქვეყანა: რედბრიდჯი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი.

პროფესია:მომღერალი, სიმღერების ავტორი

ოფიციალური ვებ-საიტი:Jessie J Official Site

ჟანრი:პოპი,R&B,სოული,ჰიპ-პოპი

ფსევდონიმი:ჯესი ჯეი (ინგლ.Jessie J)

ბიოგრაფია:

ჯესიკა დაიბადა ქალაქ რედბრიდჯში 1988წლის 27მარტს. მისი კარიერა დაიწყო 1999წელს, 11წლის ასაკში როდესაც მან დაიწყო გამოსვლა ვესტ ენდში, ენდრიუ უებერის მიუზიკლში:"Whistle Down the Wind"; ის ამ მიუზიკლში ორი წლის განვმალობაში თამაშობდა მთავარ როლს, რის შემდეგაც იგი მიხვდა რომ <<ჰობისგან, შეიძლება ააწყო კარიერა>>. BRIT SHOOLის დამთავრების შემდეგ (სპეციალობით მუსიკალური მსახიობი) ჯესიკა გაკრვეული დრო გამოდიოდა გოგოების პოპ-ჯგუფში, შემდეგ 17წლის ასაკში გააფორმა კონტრაქტი Gut Recordsთან რომელიც მალე გაკოტრდა. თავისი პირველი სიმღერა ჯესიკამ დაწერა17წლის ასაკში სახელწოდებიტ "Big White Room" 18წლის ასაკში ჯესიკამ კონტრაქტი გააფორმა სონისთან (Sony), და დროებით აშშ_ში გადაბარდგა სადაც მან რამდენიმე სიმღერა ჩაწერა, როლმებიც შემდეგ გაჰიტტდა. შემდეგ მან გააფორმა კონტრაქტი Universal Recordsთან და დაიწყო მუშაობა თავის პირველ ალბომზე Who You Are ("ვინ ხარ შენ") სიმღერების ავტორთან და პროდიუსერთან Dr.Lukeსთან, რეპერთან B.o.B ისთან და პროდიუსერთან Labrinth-თან...



RIHANNA


ბოლოს ყველაზე ძაან ვინც მიყვარს

ჩემი რირი <33 აწ იმდენი მიყვარს 

მისი სიმღერა რო ვერ ჩამოვთვლიი <33


რიანა (ინგლ. Rihanna /riːˈɑːnə/), სრული სახელი რობინ რიანა ფენტი (დ. 20 თებერვალი1988ბარბადოსელი მომღერალია, რომლის შემოქმედებაც პოპისR&Bსრეგის დასაცეკვაო მუსიკის გავლენას აჩვენებს. რაიანა მსოფლიოს გარშემო ცნობილი გახდა და ჩარტების პოზიციები დაიპყრო ცნობილი ჰიტებით "Pon de Replay", "SOS", "Unfaithful"; "Break It Off", ხოლო 2007 წელს მან კიდევ ორი ჰიტი სინგლი გამოუშვა "Umbrella" და "Shut Up and Drive" მას შემდეგ მან გამოუშვა ალბომები "Rated R" 2009 წელს და , "Loud" 2010 წელს, ამჟამად ის ახალ ალბომზე "Talk That Talk" მუშაობს რომელიც 2011 წლის ნოემბერში გამოვა,რიანას სიმღერა ”We Found Love” ბრიტანული ჰიტ-პარადის სათავეში მოექცა. ოქტომბრის დასაწყისში გამოსული სიმღერა 87 ათასი ეგზემპლარით გაიყიდა. ამ მაჩვენებლით კი უკანასკნელი 5 წლის მანძილზე რიანამ უკვე მეორედ დაიპყრო ჰიტ-პარადი. სიმღერა მის ახალ ალბომში ”Talk That Talk” შევა



LANA DEL RAY

აწე ლანა ძაან მიყვარს განსაკუთრებით

Born To Die;summertime sadness;Blue Jeans;

და რაც მთავარია Video Games



2010 წლის იანვარში, 5 Points Records-ის მეშვეობით, iTunes-ზე სარეალიზაციოდ მომღერლის სადებიუტო ალბომი, Lana Del Ray A.K.A. Lizzy Grant, გამოვიდა, რაც გამოჩენიდან 2 თვის შემდგომ სრულად მოიხსნა გაყიდვიდან. ალბომის პროდიუსერი, დევიდ კანე მიიჩნევს, რომ ეს "ლანა გრანტის", როგორც მომღერლის ალტერ ეგოს, "ამოშლის" მიზნით გაკეთდა, თუმცა თავად დელ რეის განცხადებით, სხვა პიროვნებად გარდაქმნის მიზანი მას არ ამოძრავებდა. ალბომის ვაჭრობიდან მოხსნას მომღერლის ვებსაიტის წაშლაც მოჰყვა. ასევე გაუქმდა მისი პროფილები სოციალურ ქსელებში. 2010 წლის განმავლობაში მომღერალი ლონდონში ლეიბლის ძიებაში იმყოფებოდა. 2011 წლის ივლისში, დელ რეიმ საკუთარ ლეიბლად Stranger Records აირჩია და მასთან ხელშეკრულება გააფორმა, რის შემდგომაც მისი სადებიუტო სინგლი, Video Games, გამოვიდა. ბილბორდის ყველაზე გაყიდვადი სინგლების ჩარტში მან გამოჩენისთანავე პირველი ადვილი დაიკავა და ამ პოზიციაზე 3 კვირის განმავლობაში შემორჩა. ბიბისი-ს რადიო 1-ზე მისი გაჟღერების შემდგომ კი, 2011 წლის ოქტომბერში, მომღერალმა ხელშეკრულება Interscope Records-სა და Polydor Records-საც დაუდო. ამავე წელს დელ რეიმ Q Awards-ის ნომინაციაში "Q's Next Big Thing" გაიმარჯვა. რაც შეეხება მის სადებიუტო ალბომს, Born to Die, iTunes-ზე იგი 2012 წლის 27 იანვრიდან გახდა ხელმისაწვდომი, მსოფლიო მასშტაბით კი 31 იანვარს გამოვიდა და 10 ქვეყნის ალბომების ჩარტის სათავეში მოექცა. აღსანიშნავია, რომ 14 იანვარს Saturday Night Live-ში ლანა დელ რეიმ ორი სიმღერა შეასრულა, რასაც მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. ოდნავ მოგვიანებით, კრიტიკას დელ რეის პაროდიაც დაემატა - ამავე გადაცემის ცნობილი კომიკოსის, კრისტენ უიგის შესრულებით. 2012 წელს, მომღერალმა BRIT Awards-ის ნომინაციაში - Best International Breakthrough Act გაიმარჯვა. რაც შეეხება ალბომის მეორე სინგლს, Born to Die, იგი 2011 წლის 30 დეკემბერს გამოვიდა. მომღერლის განცხადებით, მან დაიბრუნა უფლებები სადებიუტო ალბომზე, რომლის თანამესაკუთრესაც უწინ 5 Points-იც წარმოადგენდა, და მის გამოშვებას 2012 წლის ზაფხულში გეგმავს. რაც შეეხება დელ რეის სიმღერებსა და მღერის ტექნიკას, ჯერ-ჯერობით ყველაზე ცნობილი განცხადება The Guardian-ის ჟურნალისტ პოლ ლესტერს ეკუთვნის, რომელმაც მომღერალი საკუთარი სტილის მქონე ნენსი სინატრად მოიხსენია. მომღერლის ყოფილი პროდიუსერმა, დევიდ კანემ დელ რეის, როგორც სიმღერების მწერლის შესაძლებლობები შეაქო. 2012 წელს ლანა დელ რეიმ სამოდელო სააგენტო NEXT Model Management-თან გააფორმა ხელშეკრულება.


AVRILL LAVIGNE

ავრრილი <3

ვგიჟდები მასზე მიყვარს

Wish You Were Here ყველააზე ძან <3


ავრილ რამონა ლავინი (დ. 1984 წლის 27 სექტემბერი) — კანადელი მომღერალიმუსიკოსი და სიმღერების ავტორი. მისი კარიერა დაიწყო 12 წლის ასაკში. ავრილმა საკუთარი ძალებით შეისწავლა გიტარაზე დაკვრა. 16 წლის ასაკში, მომავალ წარმატებაზე ოცნებისას, გადასახლდა ნიუ-იორკში. ლეიბლი Arista მისი მონაცემებით მხოლოდ მაშინ დაინტერესდა, როდესაც ლავინი იმედგაცრუებული კანადაში დაბრუნებას აპირებდა. მასთან გაფორმდა სამწლიანი კონტრაქტი.

1 წლის შემდეგ გამოვიდა ავრილის სადებიუტო ალბომი Let Go (2002). მისი გაყიდვების ტირაჟმა 8.000.000-ს მიაღწია. 17 წლის ასაკში ავრილი ჩარტების სათავეში მოექცა. 8 კვირის განმავლობაში მისი სიმღერა Complicated ჩარტების პირველ ათეულებში იმყოფებოდა. 2 კვირის განმავლობაში ავრილმა შექმნა 12 სიმღერა, რითაც ყველა გააოცა. ეს კომპოზიციები მოხვდა მის შემდეგ სტუდიურ ალბომში Under My Skin. მისი გამოცემა დაემთხვა ავრილის ცხოვრებაში რთულ ეტაპს, როდესაც იგი იმედგაცრუებული იყო უიღბლო სიყვარულის გამო.

21 წლის ასაკში მან იქორწინა ჯგუფის Sum 41 სოლისტ დერეკ უიბლისთან, რომელსაც 2009 წელს გაშორდა. უიბლი იყო ავრილის მესამე სტუდიური ალბომის The Best Damn Thing თანაპროდიუსერი. ლავინის მეოთხე ალბომი, Goodbye Lullaby, 2011 წლის მარტში გამოვიდა. 2010 წელს ფილმის ალისა საოცრებათა ქვეყანაში საუნდტრეკში მოხვდა ავრილის სიმღერა Alice.

ამჟამად ლავინი არა მხოლოდ მუსიკოსია. იგი არის ტანსაცმლის ხაზის Abbey Dawn ავტორი, გამოშვებული აქვს სუნამოები Black Star და Forbidden Rose. 2009 წელს ავრილის ინიციატივით ნიუ-იორკში მოეწყო მოდის კვირეული.

2010 წლის თებერვალში ავრილმა გაიცნო ბროდი ჯენერი, რომელსაც ამჟამად ხვდება.


ნუ ვიცი ყველას სხვადასხვანაირი

გემოვნება აქვს <3 და ამისთვის

არ ღირს კამათი..

ეს არაა მარტო სია კიდეე უამრავიაა.;დ


შეაფასეთ თემა..


კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 793 | დაამატა: Mrs♥Cupcake | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 5
2012-12-10 Spam
ბითლზები ) !! ყოჩაღ ) ძაან განსხვავებულია და კარგია !