მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 9 » ♡ For Contest ♡
8:56 PM
♡ For Contest ♡
 
 For Contest
ჩემი საკონკურსო თემა.. ყველამ ნახეთ!
გთხოვთ ყველა შემოდით სრულიადში
და შემიფასეთ სიახლე (ძალიან ვიწყვალე)
დააკომენტარეთ ! 


ჩემი საყვარელი მომღერალია ტეილორ სვიფტი. შესაბამისად დღეს მე მასზე დავდებ ინფორმაციებს, მის კლიპეპს,სურათებს ანიმაციებს და ა.შ

ბიოგრაფია
ტეილორი წარმოშობით პენსილვანიის შტატ ქალაქ ვიემისინგიდანაა, ის 1989 წლის 13 დეკემბერს დაიბადა. მან ცხოვრების საწყისი წლები მის ოჯახში გაატარა. სვიფტის დედა ოპერის მომღერალი იყო ამიტომ ტეილორი მალე მიჰყვა დედის ნაბიჯებს და მომღერლობას მიჰყო ხელი.

10 წლის მღეროდა სხვადასხვა კონცერტებზე ხოლო 12 წლის უკვე წერდა ნაწარმოებებს. მისი ცხოვრების გადამწყვეტი პერფორმანსი მან "The Bluebird Café"-ში შეასრულა, ამ გამოსვლამ ტეილორს საშუალება მისცა კონტრაქტი გაეფორმებინა ერთ-ერთ ხმის ჩამწერ სტუდიასთან.

კარიერული გზა
ტეილორმა პირველი სიმღერა "Tim McGraw," 2006 წელს გამოუშვა, ეს სიმღერა ჩარტების სათავეში მალე მოხვდა. მალე მან ალბომიც გამოუშვა მისი სახელწოდებით. ეს ალბომი 2,5 მილიონი ასლი გაიყიდა. ტეილორის სიმღერები თანდათანობით უფრო პოპულარული ხდებოდა.

"Our Song," გახდა ნომერი 1 ქანთრის ჰიტი, "Teardrops on My Guitar," "Picture to Burn," და "Should've Said No" ასევე წარმატებული სიმღერები იყო. 2008 წელს ტეილორი გრემის დაჯილდოებაზე იყო წარდგენილი როგორც "საუკეთესო ახალი არტისტი" ამავე წელს სვიფტმა გამოუშვა ალბომი Fearless ამ ალბომის მეშვეობით, ტეილორი 2008 წლის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ვარსკვლავი გახდა.

2009 წელს სვიფტი რამოდენიმე დაჯილდოებას დაესწრო მისი ბოლო ნამუშევრის გამო. 13 სექტემბერს მან მოიგო MTV-ს ჯილდო და გახდა პირველი ქანთრის ვარსკვლავი რომელმაც მოიგო MTV Video Music Award-ის ჯილდო. ტეილორი არამარტო მომღერალია, მან სამსახიობო დებიუტი შეასრულა ფილმში Valentine's Day- რომელიც 2010 წელს გამოვიდა.

ფაქტები
► ტეილორის დაბადების სახელია ტეილორ ელისონ სვიფტი.
► მისი მშობლების სახელებია სკოტი და ანდრეა
► ტეილორს ჰყავს ძმა.
► მან სიმღერების წერა დაიწყო 12 წლის ასაკში.
► ტეილორს აქვს დაწერილი 200-მდე სიმღერა!
► მისი ბებიაც და დედაც ოპერის მომღერლები იყვნენ.
► მას უყვარს სიურპრიზები.
► მისი კაცის იდეალს უნდა ჰქონდეს კარგი თმა, არაჩვეულებრივი იუმორი და უნდა იყოს მიმნდობი.
► მას უყვარს შავ-თეთრი ფოტოები.
► ტეილორი ფიქრობს რომ ელენ დეჯენერესი ყველაზე კარგი ვარსკვლავია.
► ტეილორს ჰყავს კატა

► ტეილორმა დაწერა Mean სამზარეულოში, Back To December სააბაზანოში ხოლო, Our Song სასტუმრო ოთახში.

ტეილორის სურათები და ანიმაციები :
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  

  
  
  
  
  
  
  
  
  
image
  

კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 669 | დაამატა: elenikooo | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 141 2 »
2012-12-10 Spam
14. Sali --   ( sal922[??????]

kai iyo
warmatebebi