ევროპას იმგვარი წყალდიდობა დაატყდა თავს, რაც 500 წელია აღარ
დაფიქსირებულა. მდინარე ელბა, რაინი და მისი შენაკადები კალაპოტიდან
გადმოვიდნენ, რასაც ავროპის ცენტრალური ტერიტორიების სერიოზული დატბორვა
მოჰყვა. წყალდიდობას უკვე ემსხვერპლა 12 ადამიანის სიცოცხლე, ხოლო ქალაქთა
დიდი ნაწილის მცხოვრებლელი იძულებულნი არიან დატოვონ სახლკარი. დღევანდელი
მონაცემით ყველაზე მეტად დაზარალდა: გერმანია, ავსტრია, შვეიცარია და
ჩეხეთი. ახლა საშიშროება უნგრეთსაც ემუქრება.