მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 2 » Анна Каренина
10:39 AM
Анна Каренина
Book - Contest 
ჩემი საკონკურსო თემა კონკურსისთვის 
იმედია მოგეწონებათ 

   
ალბათ არ შემეკამათებით , თუ ვიტყვი რომ საათობით კომპიუტერთან ჯდომას სჯობს ავდგეთ და წიგნი
წავიკითხოთ ) თქვენი არ ვიცი მაგრამ ჩემი ცხოვრება წიგნის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია.!
ყოველდღე რომ ერთი ფურცელი მაინც არ წავიკითხო რომელიმე წიგნის არ შემიძლია. ) ესმნტვირთავს
მასვენებს და ბევრ რამესაც მასწავლის ) ზაფხულის არდადეგებზე ბევრი წიგნი წავიკითხე და ვცდილობ 
ეხლაც წავიკითხო წიგნები სკოლის მიუხედავად. ) ამბოლო დროს დავიწყე 99ფრანკის კითხვა . 3დღის წინ
კი დიდი ფილოსოფოსის ლევ ტოლსტოის ,,ანა კერენინა''-ს კითხვა დავამთვარე )



ინფორმაცია ლევ ტოლსტოიზე:
დაიბადა მდიდარ და დიდგვაროვან ოჯახში (მამა - გრაფი ნიკოლოზ ილიას ძე, 1812 სამამულო ომის მონაწილე; დედა - მარია ვოლკონსკაია). მშობლები ადრე გარდაეცვალა. იასნაია-პოლიანაში მიიღო საფუძვლიანი შინაური განათლება. 1844-1847 წლებში სწავლობდა ყაზანის უნივერსიტეტში. 1851 უფროს ძმასთან ერთად გაემგზავრა კავკასიაში, სადაც თერგის ოლქის ერთ-ერთ სამხედრო ბანაკში განაწესეს. 1852 წელს თბილისში დაწერა პირველი მოთხრობა "ბავშვობა" (ამავე წელს დაიბეჭდა "სოვრემენნიკში"), რომელმაც შემდგომ "ყრმობასა" (1852-1854) და "სიჭაბუკესთან" (1855-1857) ერთად ავტობიოგრაფიული ტრილოგია შეადგინა. ამ პერიოდში 1851 წელს მწერალი თბილისს ესტუმრა. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს სამხედრო გზამ, დარიალის ხეობამ. მოინახულა გერგეტის სამების მონასტერი. თბილისში თითქმის ხუთი თვე დაყო. აქ მან მიიღო სამხედრო ჩინი და დაინიშნა სამსახურში. მის პირად წერილებში და 1851-1853 ჩანაწერებში ხშირად მოიხსენიება საქართველოს და ქართველებს. 90-იან წლებიდან გაძლიერდა ტოლსტოის კავშირი ქართველ ინტელიგენციასთან. პირადი ურთიერთობა და მიმოწერა ჰქონდათ ი. ნაკაშიძეს, ნ. ნაკაშიძეს, ბ. გეგიძეს, გ. დადიანს, მ. ბოლქვაძეს, მ. ყიფიანს.

1854 კავკასიიდან დუნაის არმიაში გადავიდა. ყირიმის ომის დროს სევასტოპოლის სახიფათო IV ბასტიონზე იბრძოდა. იქ მიღებულმა შთაბეჭდილებებმა მდიდარი მასალა მისცა "სევასტოპოლური მოთხრობებისათვის" (გამოქვეყნდა 1855-1856), რომლებშიც დასმულია ომის, მშვიდობის, პატრიოტიზმის, სიკვდილ-სიცოცხლის, გმირობისა და მამაცობის პრობლემები. მწერლის აზრით, უბრალო ხალხს სძულს ომი, გულმოდგინე შრომისათვის მას მშვიდობა სჭირდება, მაგრამ ქვეყნის, ნაშრომის, ოჯახის მტრისაგან დასაცავად ის იარაღით ხელში აღდგება. ომის ბედსაც სწორედ ხალხი წყვეტს. 1855 ტოლსტოი პეტერბურგში ჩავიდა, დაუახლოვდა ნ. ნეკრასოვს, ი. ტურგენევს, ი. გონჩაროვს, ა. ოსტროვსკის, ნ. ჩერნიშევსკის. 1856 საბოლოოდ გამოეთხოვა სამხედრო სამსახურს . დასახლდა იასნაი-პოლიანაში. ერთი წლის შემდეგ ევროპაში იმოგყაურა. სამშობლოში დაბრუნებულმა 1859 იასნაი-პოლიანაში გახსნა სკოლა გლეხთა ბავშვებისათვის. გამოსცა პედაგოგიური ჟურნალი "იასნაია პოლიანა" (1862). ჩამოაზალიბა საკუთარი თეორია, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ძალადობაზე დამყარებულ ოფიციალურ პედაგოგიურ შეხედულებებს. შემდგომაც, 70-იან წლებში, ტოლსტოი კვლავ დაუბრუნდა პედაგოგიურ მოღვაწეობას იასნაია-პოლიანის სკოლაში. დაწერა "ანბანი" (1871-1872), "ახალი ანბანი" (1874-1875), მათ მიუსადაგა ოთხი "რუსული საკითხავი წიგნი", რომლებშიც შეიტანა თავისი მოთხრობები, გადამუშავებული ზღაპრები და იგავ-არაკები.

60-იანი მწერალმა წლებში გამოაქვეყნა რომანი "ოჯახური ბედნიერება" (1858-1859), მოთხრობები "კაზეკები" (1853-1863), "პოლიკუშკა" (1861-1863), ხოლო 1863-1869 მან შექმნა რომან-ეპოპეა "ომი და მშვიდობა" (პუბლიკაცია დაიწყო 1868). ტოლსტოის შემოქმედებაში უმნიშვნელოვანესია აგრეთვე რომანი "ანა კარენინა" (1873-1877, გამოქვეყნდა 1876-1877). მან ამ რომანში ასახა რეფორმის შემდგომ რუსეთის ცხოვრება.

ტოლსტოის კალამს ეკუთვნის მოთხრობა "კრეიცერის სონატა" (1887-1789, გამოქვეყნდა 1891), დრამა "მეუფება წყვდიადისა" (1866), კომედია "განათლების ნაყოფი" (1886-1890, გამოქვეყნდა 1891), მოთხრობა "ივან ილიჩის სიკვდილი" (1884-1886). უმნიშვნელოვანესი თხზულებაა რომანი "აღდგომა" (1889-1899). კავკასიის თემისადმი მიძღვნილია მოთხრობა "ჰაჯი-მურატი" (1896-1904, გამოქვეყნდა 1912). ჰაჯი-მურატის პიროვნებით იგი თბილისში ყოფნის დროს დაინტერესდა.


1910 წელს ტოლსტოიმ სამუდამოდ მიატოვა იასნაია-პოლიანა და სამხრეთისაკენ გასწია, მაგრამ გზაში გარდაიცვალა. მწერლის ანდერძისამებრ, მის საფლავს არ ამშვენებს არც ძეგლი და არც ჯვარი. ვაჟა-ფშაველა გამოეხმაურა მწერლის გარდაცვალებას ლექსით "ლევ ტოლსტოის სიკვდილზე".


წიგნი : -შინაარსი

-ლევ ტოლსტოის ანა კარენინა არის მარადიულ ტკვილზე...გოგონას რომელსაც ყველაფერი აქვს სრული ბედნიერებისთვის , თავს მიტოვებულ და მარტოსულ ადამიანად გრძნობს )
როგორ უნდა აღწერო ქალის ცხოვრების დრამა, რომელსაც ყველაფერი გააჩნია - ქმარი, მაღალ საზოგადოებაში ადგილი, ფული, ბავშვები, მეგობრები - ის კი მაინც უბედურია???
ანა გრაფ ვორონსკის გაიცნობს და მიხვდება, რა არ ყოფნიდა მას ამ ცხოვრებაში - ვნებები, მომხიბვლელი საყვარელი და გამოაშკარავების შიში. ეს კაცშირი დიდი ხნის განმავლობაში იმალებოდა, მაგრამ ერთხელაც ყველაფერი იდუმალი სააშკარაო ხდება... ქმარი დიდი საზოგადოებრივი სკანდალით, დედობრივ უფლებების წართმევას და ფულადი სანქციებით ემუქრება, ვრონსკი სიყვარულის გარდა ვერაფერს სთავაზობს...


ციტატები წიგნიდან:

✘-ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს , ყველა უბედურ ოჯახს კი თავისი გასაჭირი აქ.

✘-ყველაზე უსიამო ის პირველი წუთი იყო , როცა მხირაული,გულშეჯერებული ობონსკი თეატრიდან შინ დაბრუნდა ; ხელში ცოლისათვის წამოღებული უშველებელი მსხალი ეჭირა და,მაგრამ ცოლი სასტუმროში ვერ ნახა ; გასაოცარი ის იყო, რომ კაბინეტშიც არ დაუხვდა,ბოლოს კი საწოლ ოთახში იპოვა იმ საბედისწერო,ყველაფრის მამხილებელი წერილით ხელში.

✘-სტეპან არკადიჩი პირუთვნელი იყო საკუთარი თავთან.არ შეეძლო,მოეტყუებინა და დაერწმუნებუნა თავი,რომ კიცხავდა და ინანიებდა თავის საქციელს.აბა როგორ შეეძლო,სინანული ეგრძნო იმის გამო,რომ მას-ოცადათოთხმეტი წლის ლამაზ, ქალების მოტრფიალე მამაკაცს-გატაცებით აღარ უყვარდა ცოლი,მასზე მხოლოდ ერთი წლით უმცროსი,ხუთი ცოცხალი და ორი გარდაცვლილი შვილის დედა. იგი მხოოდ იმას ნანობდა,რომ უკეთ ვერ დაუმალა ცოლს ყოველივე,მაგრამ გრძნობდა რა რიგ მძიმე მდგომარეობაშიც ჩავარდა და ებრალებოდა ცოლი,ბავშვები,საკუთარი თავი.



✘-გოგონამ,გამორჩევით რომ უყვარდა მამას,თამამად მიირბინა,გადაეხვია და სიცილით ჩამოეკიდა
კისერზე. როგორც ყოველთვის,ახლაც ახარებდა მამის ბაკენბარდების ნაცნობი სურნელება.ბოლოს აკოცა მამას დაბლა დახრისგან გაწითლებულ,სიყვარულით გაბრწყინებულ სახეზე და ხელი გაუშვა,უკანვე უნდოდა გაქცევა მაგრამ მამამ არ დაანება


✘-მე მახსოვს ბავშვები რაღას არ ჩავიდენდი მათი ხსნისთვის.მაგრამ ეხლა მეთვითონაც არ ვიცი როგორ ავხსნა:მოვაცილო ისინი მამას თუ დავტოვო გარყვნილ მამასთან.დიახლ გარყვნილ...აბა მითხარით შესაძლებელია?-იმეორებდა დოლი და თან ხმას უწევდა-მას შემდეგ რაც ჩემი ქმარი უმიჯნურდება თავისი შვილები გუვერნანტს.

რას იზამ! მე არა ვარ დამნაშავე . ახლა კი ყველაფერი ახლებურად წარიმართება. სისულელეა იმის ფიქრი, რომ ცხოვრება არ მოგვცემს ამის საშუალებას , რომ წარსული არ გაგიშვებს , უნდა იბრძოლო , რომ უკეთესად , ბევრად უკეთესად იცხოვრო.

✘თქმა იმას ნიშნავს , რომ მნიშვნელობა მისცე იმას , რასაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.



  

ფაქტები ანა კარენინაზე (ფილმი)

პირველი ეკრანიზაცია 1911 წლით თარიღდება და რეჟისორი ვინმე მაურის მაიტრე ყოფილა, ხოლო ანას როლს ვინმე მ. სოროჩტინა ასრულებდა. შემდეგ 1914-ში და 1915-ში მარია გერმანოვა და ბეტი ნენსენი.

1918 წელს ანას როლს უნგრულ ფილმში ირენ ვარსანი ასრულებდა. 

1919 წელ ანა გერმანელი გახდა და მას ლია მარა ასრულებდა.

1953 წელს როგორც იქნა საბჭოთა კავშირმაც გადაწყვიტა ფილმის გადაღება ადა ანა მშობლიურ მიწას დაუბრუნა. ანას როლს ალა ტარასოვა ასრულებდა.

60-იან წლებში ორ სატელევიზიო სერიას იღებს ინგლისი და ფინეთი, ხოლო 1967 წელს კვლავ რუსეთი, ტატიანა სამოილოვათი მთავარ როლში.

70-იან წლებში ანას ქვეყნებს უერთდება იტალია, ესპანეთი და საფრანგეთი.

1981 წელს გერმანია დგამს სატელევიზიო დადგმას, ხოლო 1985 ამერიკა, პირველთან ანა ლოლა მიუტჰელმა განასახიერა, მეორეგან - ჟაკლინ ბიზეტმა.


ფოტოები ფილმებიდან :











 











ფოტოები წითელი პრემიერიდან:

 

 

 

  



 

 

 



ეს ფილმი ნაწარმოების მეცამეტე ეკრანიზაციაა.
ჯო რაიტსა და კირა ნაითლს ერთად აქვთ ნამუშევარი ფილმებზე: Pride & Prejudice (2005), Atonement (2007).



ფილმში აღწერილია მაღალი წრის გათხოვილი ქალბატონის, ანა კარენინასა და გრაფ ვრონსკის
ტრაგიკული სიყვარულის ისტორია, სიუჟეტი მე-19 საუკუნის რუსეთში ვითარდება.



თრეილერი:

 (სამწუხაროდ ეს ფილმი ვერ ვნახე)


სულ ეს იყო ჩემი თემა და იმედია მოგეწონათ <3 !! 
კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 949 | დაამატა: queen♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 10
2012-12-08 Spam
chemi ert-erti sayvareli wigni ) :momewona dzalian... ras sheexeba ekranizacias,yvelaze kargi Sofi marsos monawileobit iyo da iqneba darwmunebul var keirka Knigtlisic roca shegvedzleba yureba