მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 7 » faShion
8:03 PM
faShion
მოდა/ FaShioN
ნამდვილად საინტერესო ნიუსია..
ნახეთ ... და შეაფასეთ
დანარჩენი შეგიძლიათ იხილოთ სრულში..

მოდა – ეს ხელოვნების ის დარგია, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს. 
გამოგიტყდებით და ეს სფერო მეც ძალიან მაინტერესებს.
მოდა წარმოადგენს დროის განსაზღვრულ პერიოდში დამკვიდრებულ ტენდენციას გარკვეული საგნების ტარებისა, მათი ხმარებისა და ასევე მათი შექმნისა. ასეთი ტენდენცია როგორც წესი, დიდხანს არ გრძელდება. ის დროთა განმავლობაში საზოგადოებრივი პროცესების შედეგად ახალი მიმდინარეობითა და ტენდენციებით ნაცვლდება. ამიტომ მოდა იმ დროის წყობილებისა და იდეების გამოხატულებაა, რომელშიც ის იქმნება.
მოდა, ყველა შემადგენელი ნაწილით იქნება ეს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი თუ აქსესუარი თვითგამოხატვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, ის ვიზუალზე ასახული, შინაგანი მე-ს ერთგვარი გამოვლინებაა.
რა არის დღეს-დღეობით მოდაში? ადამიანები, რომლებსაც ინდივიდუალიზმი ახასიათებთ, ყოველთვის ცდილობენ ჯერ საკუთარი სტილი შექმნან და შემდეგ შეინარჩუნონ. მსოფლიო ტენდენცაც ამას გვკარნახობს – ვიყოთ ინდივიდუალურები ჩაცმულობაში, ვიყოთ სტილურები, ყოველივე ეს, კი ტანსაცმლის სწორი შეხამებითა და აქსესუარების არჩევანში გამოიხატება.
ერთმანეთის მიბაძვა, ერთი და იგივე ტანსაცმლისა, სტილისა თუ მატერიის ამოჩემება ალბათ ყველგანაა, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში მაინც უფრო გამძაფრებულად არის. უნდა გვახსოვდეს, რომ მოდა ის კი არ არის, რაც ყველას აცვია, მოდა ისაა რაც გიხდება და შენი ინდივიდუალობის გამოხატვაში გეხმარება. პირადად მე მიკვირს, ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ერთ დღეს ერთ ადამიანზე ნახონ ბეწვის ჟილეტი და მეორე დღეს ვინც ნახა ყველამ ზუსტად იგივე ამოიჩემოს? როგორ შეიძლება ყველას ერთ დღეს მოეწონოს Hermes-ის ჩანთა სახელად Birkin და ყველამ ერთი კვირის განმავლობაში შეიძინოს ავსტრალიური UGG-ები? ერთის მხრივ, კარგია ჩვენი მონდომება, ვცდილობთ ფეხდაფეხ ავყვეთ მოდის ინდუსტრიის ჩქარ რითმს, მაგრამ მაინც გვაკლია მრავალფეროვნება და თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ ჩვენი დედაქალაქი დიდი ნამდვილად არაა, ადვილი შესამჩნევი და თვალში მოსახვედრიც კია ერთნაირად ჩაცმული ხალხი.
არადა, ხომ ყველას გვაქვს საკუთარი ხედვა და უნდა გვახსოვდეს, რომ განუმეორებელი სტილის შერჩევა მოდური ტენდენციებისა და საკუთარი გემოვნების გათვალისწინებით ხდება. მთავარია არ მოვექცეთ ჩარჩოებში, გასაქანი მივცეთ საკუთარ ფატნაზიას, ეს კი საშუალებას მოგვცემს მასისგან გამორჩეულად და განსხვავებულად გამოვიყურებოდეთ. ასე რომ, ვფიქრობ სჯობს ქართველებმა მოდის ბოლო ტენდენციებს საკუთარი ინდივიდუალიზმი შევუხამოთ და გვახსოვდეს რომ მოდა თამაშივითაა, ამ თამაშს კი იგებს ის, ვინსაც საკუთარი სტილი აქვს.

MissMartina
კატეგორია: ♥ მოდა | ნანახია: 728 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 4
2012-11-07 Spam
ძალიან საინტერესო ოყპ კარგია..