მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2014 » იანვარი » 13 » Falling Slowly
6:02 PM
Falling Slowly
Falling Slowly
I intend To be Your last LOVE
- She Is The Sunlight
I just want her to be mine.
Just mine.
This is it...


როგორც ხედავთ მე მაინც არ გეშვებით და არც არასოდეს შეგეშვებით:დ 
ალბათ მიხვდით რომ ვაპირებ ახალი მოთხრობის დაწყებას.. 
პირველ რიგში გაგიმხელთ მოთხრობის სათაურს  - Falling Slowly.. 
ალბათ ბევრმა თქვენგანმა ამ სათაურით ცნნობილი სიმღერა იცით.. მე ეს სიმღერა ძალიან მიყვარს და ამიტომ გადავწყვიტე სათაურაად გამომეყენებინა.. თან ამავდროულად ეს სიტყვები ჩემში რაღაც თბილ გრძნობას იწვევს...ჯერ-ჯერობით არაფერი მაქვს მეტი სათქმელი,თქვენ შეგიძლიათ ისიამოვნოთ და წაიკითხოთ ჩემი ახალი მოთხრობა ..
ჰო მართლა გმირებს რაც შეეხება,ხანდახან იქნება ხოლმე ვარსკვლავების ფოტოები თუმცა ეს მხოლოდ გაფორმებისთვის .. უბრალოდ მინდა თქვენ თვითონ წარმოიდგინოთ გმირები...
Way

- მომენატრები
- მეც მომენატრები.. ძალიან მიყვარხარ
- მალე ისევ შევხვდებით
- კარგად 

ჩიკაგო,ილინოისის შტატი .. ყველაზე საშინელი დღე ცხოვრებაში..
გზას განვაგრძობდით და თანდათან უფრო და უფრო ვსორდებოდით ნაცნობ ადგილებს..
მუსიკა ჩავრთე და თავი ავარიდე ჩემი ოჯახის გაცხოველებულ საუბარს..
გზა დიდხანს გრძელდებოდა და რაც უფრო დიდხანს ვიჯექი მანქანაში მით უფრო ბევრს ვფიქრობდი, უფრო მეტად ვგრძნობდი მონატრებას.. ბოლოს ჩამეძინა და დარჩენილი გზა შედარებით მშვიდად გავიარეთ..

- საყვარელო გაიღვიძე, ჩამოვედით.. 
- ჩამოვედით ?
- ჰო ჩამოვედით, - მითხრა ლილიმ და გამიღიმა.. 
მაშინვე ფანჯარაში გავიხედე და თვალი მოვკარი ჩიკაგოს მაღალ შენობებს..
illinois chicago usa buildings

- აქ უნდა ვიცხოვროთ ? - უღიმღამოდ შევეკითხე საკუთარ თავს..
- მე მომწონს ეს ქალაქი, - წამოიძახა რობიმ..
რობი ჩემი პატარა ძმაა.. თუმცა ის რომ ის პატარა ხელს არ უშლის იმაში,რომ ნერვები მომიშალოს..
- ჩვენი სახლი ცენტრიდან მოშორებით არის,შედარებით მშვიდ უბანში.. - ჩარლიმ საუბარი დაიწყო,თუმცა დედამ როგორც ყოველთვის, არ დაასრულებინა და გააგრძელა.. 
- კოლეჯი სახლთან ახლოს შევარჩიეთ.. თქვენი საბუთები უკვე შეტანილია.. მოკლედ იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ.. - ლილიმ მე და რობის გავიღიმა და ისევ წინ მიბრუნდა..
- და მალე მივალთ? - უხალისოდ ვიკითხე..
- უკვე სამშვიდობოს ვართ..
-აი ჩველი ახალი სახლი..
სახლს მანქანიდან შევავლე თვალი.. ტიპიური,ამერიკული სახლი იყო.. პატარა ეზოთი და მესერით.. ეზო არც ისე კარგად გამოიყურებოდა და ბალახსაც დაკარგვოდა ფერი.. ნორმალური ორ სართულიანი სახლი იყო..ჩარლი და ლილი მანქანიდან გადავიდნენ.. რობიც სირბილით გაეკიდა მათ.. ბოლოს როგორც იქნა ახალი ადგილის შიში დავძლიე და მეც გადავედი მანქანიდან..
- დარწმუნებული ვარ მოგეწონება აქ M ..
- კარგია,მაგრამ არამგონია აქაურობას ადვილად შევეგუო ..
ჩვენ საუბარში ჩარლი ჩაერია.. 
- ავეჯი რაც წამოვიღეთ მალე აქ იქნება.. მითხარით მზად ხართ სახლში შესასვლელად ?
- რა თქმა უნდა.. -სიხარულით წარრმოთქვა ლილიმ..
სახლში შევედით.. ნივთები რაც წინა ოჯახს დაეტოვებინა ერთ ადგილას, მოწესრიგებულად ელაგა.. თუმცა უნდა ვაღიაროთ მტვერი მაინც მოსდებოდა ყველაფერს..
- მე მაღლა ავალ, ოთახს ავარჩევ ..
- კარგი ..
-ეეე მეც მინდა ოთახი.. 
ჩემი ძმა უკან გამომეკიდა.. თუმცა ამჯერად არ გვიკამათია და ორივემ ის მივიღეთ რაც გვინდოდა.. სანამ ბარგს მოიტანდნენ ჩემი ოთახი შეძლებისდაგვარად მოვაწესრიგე და ჩემი ოთახის კარს მარკერით ჩემივე სახელი დავაწერე  "M". დანარჩენი კი ლილის და ჩარლის მივანდე.. 
რამოდენიმე დღე მოვუნდით დალაგებას.. ბოლოს კი როცა დავლაგდით ყველაზე საშინელი დღეები დაიწყო.. 
- ხვალ კოლეჯში მე წაგიყვანთ .. 
- კარგი მამა.. ლოყაზე ვაკოცე და ოთახში ავედი..დაახლოებით ნახევარი საათი კომპიუტერთან გავატარე,ხოლო შემდეგ დასაძინებლად დავწექი.. როგორც იქნა, ამ რამოდენიმე დღის შემდეგ მშვიდად და წესიერად დავიძინე.. 

ყველაზე საშინელი გრძნობა დამეუფლა დილით..როცა საოცნებო სიზმრიდან მაღვიძარას მომაბეზრებელმა ხმამ გამომიყვანა.. საცონებო სიზმარი არ გეგონოთ ვინმე ცნობილ ადამიანთან შეხვედრა ან რაიმე ამის მსგავსი უბრალოდ მე უკვე ძალიან დიდ ტკივილს ვგრძნობდი,რადგან ყველაფერი რაც ადრე მქონდა მენატრებოდა.. დამეთანხმებით,რომ არც ისე ადვილი არ არის როცა ტოვებ ადგილს,სადაც 17 წელი ცოხვრობ, ტოვებ საუკეთესო მეგობარს, საყვარელ ბებიას.. ყველაზე მთავარი კიდევ ის არის რომ ამ ადგილს ვერასოდეს დაივიწყებ,რადგან მასთან ულამაზესი მოგონებები გაერთიანებს.. ახლა ვფიქრობ ან უფრო სწორედ ვცდილობ გამოვიცნო იმ ადამიანების გრძნობები,რომლებიც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში მოგზაურობენ და ერთ ადგილას არ ჩერდებიან .. და რაც უფრო მეტს ვფიქრობ, ვხვდები რომ ეს არც ისე მარტივია.. და მათთან ჩემი შემთხვევა ბევრად უფრო უმტკივნეულო და უფრო რბილია.. ააი ამით ვანუგეშებ ახლა თავს.. 
ოთახში საუზმის სუნი შემოიპარა,როცა მამა თავი შემოყო.. 
-მალე ადგები ?
-კი,ახლავე ჩამოვალ.. 
მშვენიერი საუზმე გამოვიდა.. Breakfast-ის შემდეგ ლილიმ სკოლაში წაგვიყვანა.. თავიდან დირექტორთან მივედით ... ამ იდიოტური დიალოგით არ ვაპირებ თავი შეგაწყინოთ, მხოლოდ იმას გეტყვით,რომ სკოლის დირექტორი მკაცრი და ცოტა უხეში კაცი იყო... 
- ცხრილი შეგიძლიათ სასწავლო ნაწილს გამოათვათ...
-დიდი მადლობა.. -უთხრა ლილიმ და როგორც იქნა ეს უგემოვნოდ მოწყობილი და კაცის ოდეკოლონით აყროლებული კაბინეტი დავტოვეთ..ცხრილები ავიღეთ და ჩვენ ჩვენ კლასებში დავნაწილდით.. 
- უკაცრავად ვერ მეტყვით საკლასო ოთახი 412 რომელ სართულზეა ? შევეკითხე ერთ ქერათმიან გოგოს,რომელსაც როგორც ჩანდა გაკვეთილზე დაეგვიანებოდა..
- ახალი ხარ? 
-კი ახალი ვარ.. 
- მე ჯოი ვარ .. როგორც ჩანს კლასელები ვიქნებით ..
-სასიამოვნოა შენი გაცნობა ჯოი, მე M ვარ.. 
ჯოიმ გაიღიმა..
-კარგი წამოდი სწრაფად,თორემ შეიძლება ჯეკმა მომკლას..
-ჯეკი ვინ არის? 
-მასწავლებელია,თუმცა მასწავლებელს არ ვეძახი.. 
-ააა... 
-აი ჩვენი კლასიც.. პირველი მე შევალ ..
-კარგი .. 
-მის მილერ რატო იგვიანებთ.. 
-უკაცრავად Mr. Jack.. ვწუხვარ რომ დამაგვიანდა,მაგრამ ეს ჩემი ბრალი არ არის.. ახალი მოსწავლე მოვიდა და დირექტორთან შევყოვნდით..
-ახალი მოსწავლე ? 
-კი .. 
-გოგოა თუ ბიჭი ? წამოიძახა ერთ-ერთმა კლასიდან ..
-მოკლედ მინდა გაგაცნოთ M ...
- კარგი ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა მის 
-მილერი..
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა მის  მილერ..მაგრამ დროა ადგილები დაიკავოთ..
Mr. Jack-მა ჯოის შეხედა მკაცრად .. 
უკან დავჯექი,უფრო სწორად ასე მომიწია,რადგან წინ ყველა ადგილი დაკავებული იყო.. 
პირველმა დღემ მშვიდობიანად ჩაიარა.. დასვენებზე ჯოიმ გოგოები გამაცნო,ასევე ზოგიერთი ბიჭიც..
- იცი კარგია რომ შენ აქ ხარ..
-რატო ? 
-იმიტომ რომ ვფიქრობ კლასსში ახალი სახე არავის აწყენს..
აღმოჩნდა რომ მე და ჯოი რამოდენიმე სახლით ვიყავით დაშორებული ერთმანეთისგან...რატომღაც ეს მესიამოვნა,თუმცა რატომ არ უნდა მომწონებოდა სკოლაში ხომ მარტო რობთან ერთად სიარული არ მომიწევდა.. ამასთანავე, ჯოი ნამდვილად კარგი ადამიანი იყო.. 
ორ დრეში ჩემი თითოეული კლასელის მოკლე ბიოგრაფია ვიცოდი ჯოის დამსახურებით.. რაც შეეხება გაკვეთილებას აღმოჩნდა რომ მე მათთან შედარებით წინ ვიყავი, ამან კი ერთგვარი უპირატესობა მომანიჭა..
-მის მილერ..- დაიწყო ერთხელ ქიმიის გაკვეთილზე Mr. Jack-მა..
-დიახ Mr. Jack
- თქვენ ისტორიას გადავხედე და როგორც მივხვდი წარჩინებული მოსწავლე ყოფილხართ.. თქვენი ჯილდოებიც ვნახე და შევათავებაც კი რომელიც რამოდენიმე სასწავლებელმა
 გამოგიგზავნათ თქვენ .. იმედი მაქვს სწავლას აქაც ისევე გააგრძელებთ,როგორც იქ სწავლობდით.. წარმატებებს გისურვებთ..
-მადლობა.. 
ქიმია მალე დასრულდა..
-მე რატომ არ მითხარი რომ წარჩინებული მოსწავლე იყავი ?
- მაგრამ ჰქონდა ამას რაიმე აზრი ?
- რავი ისე რა.. 
- ჯოი შეგიძლია დამეხმარო ? ადრიმ უარი მითხრა მხოლოდ შენ ხარ ჩემი იმედი.. - ჯოისთან დირექტორის ვაჟი მოვიდა.. უნდა ვაღიარო დირექტორისგან განსხვავებით ის ბევრად უფრო კარგად გამოიყურებოდა.. 
- რაში გინდა ჩემი დახმარება.. 
- ისტორიის დავალება.. ეს ისეთი საშინელებააა,თან ხომ იცი რომ ისტორია ვერ მიტანს და მე თვითონ რომ გავაკეთო არც ისე კარგი გამომივა,შესაბამისად შეფასება არ მექნება..
- ვწუხვარ,მაგრამ ეს რომ სხვა რომელიმე საგანი ყოფილიყო შეიძლებოდა,უბრალოდ ახლა ამისთვის მართლა არ მცალია..
- ე.ი უარს მეუბნევი ?
-ასე გამოდის.. თუმცა მე ვიცი ვინც დაგეხმარება .. 
-ვინ ?
- M.. 
-რაა? ჯოის გაკვირვებული შევხედე.. 
- კარგი რა შენ არ გაგიჭირდება.. მე წავედი,სპორტის მერე გნახავ ..
- მოიცადე ჯოი.. ჯოის უკან დავედევნე,მაგრამ დირექტორის ვაჟმა გამაჩერა..
- მართლა დამეხმარები ?
- არ ვიცი.. ჰო არა თუმცა არა.. 
- ეს რას ნიშნავს? 
- კარგი დაგეხმარები ...
- მადლობა.. ხვალ გნახავ ..
- Okey..
 ბოლო გაკვეთილს აღარ დავსწრებივარ და მარტო წავედი სახლში..
თუმცა სახლში არავინ დამხვედრია,მხოლოდ ლილის წერილი ვნახე.. 
" საყიდლებზე ვარ წასული.. სადილი კი მაცივარშია.. 
სიყვარულით ლილი "
დედას გაკეთებული სალათა გავსინჯე,შემდეგ კი ჩემ ოთახში ავედი და
 Homework-ის მომზადება დავიწყე.. 
დღემ ასე თუ ისე მშვიდობიანად და კარგად ჩაიარა.. საღამოს ელისონს ველაპარაკე Skype-ში..
ელისონი ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო და ახლაც არის.. ერთმანეთს მონატრებულებმა დიდხანს ვილაპარაკეთ.. მიუხედავად იმისა,რომ საცხოვრებელი მე შევიცვალე ის უფრო ბევრს ლაპარაკობდა და მიყვებოდა იქაურ ამბებს. 
- კარგი უნდა წავიდე L .. მიყვარხარ..
- მეც მიყვარხარ M .. 

იმედი მაქვს მოგეწონათ ! ♥   ჰააა აბა რას იტყვით ? Do U like it ?

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 812 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
2014-01-14 Spam
kargi iqneba tu gaagrdzeleb mara ase mgonia ro esec sxebivit gawydeba