ჩვენი თვალები დაბადებიდან მოყოლებული ერთი ზომისაა, ხოლო ცხვირი და ყურები სიცოცხლის ბოლომდე იზრდება.
დაახლოებით 200,000 სირაქლემაზე ჩატარებული კვლევების შედეგად, 80 წლის განმავლობაში არ გამოვლენილა არც-ერთი შემთხვევა რომ სირაქლემას თავი სილაში ჩაეფლო.
ღორისთვის ფიზიკურად შეუძლებელია ცაში ახედვა.
კრევეტს გული თავში აქვს.
ვირთხები მრავლდებიან ისე ჩქარა, რომ შესაძლებელია ორ ვირთხას 18 თვეში ჰყავდეს მილიონზე მეტი შთამომავალი.
ისევე როგორც თითის ანაბეჭდი, ყველა ადამიანის ენის ანაბეჭდიც უნიკალურია.
ინგლისურ ენაში ყველაზე რთულ ენის გასატეხად მიიჩნევა შემდეგი ფრაზა: "sixth sick sheik’s sixth sheep’s sick”.
ყურთსასმენების ტარება ერთი საათის განმავლობაში გაზრდის ბაქტერიების რაოდენობას თქვენს ყურში დაახლოებით 700-ჯერ.
იხვის ყიყინს არ აქვს ექო და არავინ იცის რატომ.
მსოფლიოში ასლგადამღები აპარატების გაფუჭების 23% გამოწვეულია ადამიანის დაჯდომით ქსეროქსის აპარატზე რათა გადაეღო საკუთარი საჯდომი.
მსოფლიოს ნახევარზე მეტ ადამიანს არასოდეს განუხორციელებია ტელეფონის ზარი ან უპასუხია ტელეფონისთვის.
ცხენს არ შეუძლია ღებინება.
პეპლები გემოს გრძნობენ თავისი ფეხებით.
ათ წუთში მესამე კატეგორიის გრიგალს შეუძლია გამოყოს იმაზე მეტი ენერგია ვიდრე მსოფლიოში არსებულ ყველა ატომურ იარაღს ერთად.
ფიზიკურად შეუძლებელია ადამიანი ენით მისწვდეს საკუთარ იდაყვს.
საშუალოდ ადამიანს ობობის უფრო მეტად ეშინია ვიდრე სიკვდილის.
ნიუ-იორკის ტაქსისტების 90 პროცენტი ახალჩასული იმიგრანტები არიან.
საშუალოდ ორი მილიარდიდან მხოლოდ ერთი ადამიანი ცოცხლობს 116 წელიწადს და მეტს.
ძროხას შეუძლია კიბეზე ზევით ასვლა, მაგრამ არ შეუძლია ქვევით ჩამოსვლა.
ქალები თვალს დაახლოებით ორჯერ უფრო მეტჯერ ახამხამებენ ვიდრე კაცები.
ინდიანას უნივერსიტეტის მთავარი ბიბლიოთეკა იძირება რამდენიმე სანტიმეტრით ყოველწლიურად, რადგან როდესაც იგი ააგეს, ინჟინრებმა არ გაითვალისწინეს იმ წიგნების წონა, რომლებიც ბიბლიოთეკაშია განთავსებული.
ლოკოკინას შეუძლია სამი წელი ეძინოს.
ელექტრო-სკამი დენტისტის (კბილის ექიმის) გამოგონებულია.
ძველ ეგვიპტეში ქურუმები იგლეჯდნენ ყველა თმას სხეულიდან, წარბებისა და წამწამების ჩათვლის.
სირაქლემას თვალი უფრო დიდია ვიდრე მისი ტვინი.
TYPEWRITER ყველაზე გრძელი სიტყვაა რომელიც შეიძლება აიკრიფოს კლავიატურის ერთ ზოლში განლაგებული კლავიშებით.
ნიანგს ენის გამოყოფა არ შეუძლია.
სიგარეტის სანთებელა უფრო ადრე იყო გამოგონებული ვიდრე ასანთი.