მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 10 » FaceBook
10:00 PM
FaceBook

 FaceBook 

 ენა: მრავალენოვანი  

 რეგისტრაცია: აუცილებელი, უფასო 

 შემქმნელი: მარკ ცუკერბერგი, კრის ჰიუზი, დასტინ მოსკოვიცი, ედუარდო სავერინი 

 გაშვების თარიღი: 4 თებერვალი, 2004 

   შემოსავალი: 800 მილიონი, აშშ დოლარი (2009 წლის მონაცემებით) 

 სტატუსი: აქტიური 



Facebook მსოფლიოში ყველაზე დიდი სოციალური ქსელია. იგი 2004 წელს დააარსა მარკ ცუკერბერგმა თავის კოლეჯის მეგობრებსა და საინფორმაციო მეცნიერების სტუდენტებთან, ედუარდო სავერინსა, დასტინ მოსკოვიცსა და კრის ჰაგისისთან ერთად ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტობის დროს 



2009 წელს Facebook დასახელდა ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელად. 2010 წლის 6 დეკემბრის მონაცემებით, მას მსოფლიოში 582 438 460 მომხმრებელი ჰყავს.




Facebook-ის მომხმარებლების რიცხვი საქართველოში 416 560 ადამიანს შეადგენს. რომელთა 45 პროცენტი მამაკაცია და 55 პროცენტი ქალი. ჩვენ ამ სოციალური ქსელის მომხმარებელი ქვეყნების სტატისტიკაში 86-ე ადგილს ვიკავებთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ერთი კვირის მანძლზე, საქართველოში Facebook-ის მომხმარებლების რიცხვი 6 560 -ით გაიზარდა.




ადამიანები მთელ მსოფლიოში იმდენად მიჯაჭვულნი არიან ამ სოციალურ ქსელს, რომ დღის განმავლობაში იყენებენ მას როგორც პირადი კომპიუტერებიდან, ასევე მობილური ტელეფონებიდან. 






Facebook-ს მობილურ ტელეფონზე იყენებს 100 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი. დამტკიცებულია, რომ ისინი, ვინც Facebook-ზე შედიან მობილური ტელეფონით, ორჯერ უფრო აქტიურნი არიან.ამ მაჩვენებელს განაპირობებს შედეგი ფაქტი – მობილურის საშუალებით ადამიანები ახერხებენ Facebook-ის განახლებას ნებისმიერ სიტუაციაში. დაუყოვნებლივ ტვირთავენ სხვადასხვა გარემოებებში გადაღებულ ფოტოებს თავიანთ ანგარიშზე.




მობილური ტელეფონით Facebook-ის განახლება ყველაზე მოსახერხებელია იმ შემთხვევებში, როცა მიდიხარ სამოგზაუროდ, ქალაქგარეთ ან უბრალოდ არ გაქვს კომპიუტერთან ჯდომის დრო, მაგრამ გინდა მეგობრების მოკითხვა, ფოტოების ატვირთვა ან სტატუსების განახლება.


 


ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, საქართველოშიც ბევრი ადამიანი იყენებს Facebook- ს მობილური ტელეფონით. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჩვენთან ასევე შეიქმნა სერვისი notify.ge. მისი გამოყენებით Facebook-ზე სტატუსების განახლება, მეგობრებთან დაპოსტვა და ფოტოების ატვირთვაა შესაძლებელი.





განსხვავება ამ ორ სერვისს შორის არის შემდეგი: მობილურით Facebook-ზე ანგარიშის განახლება ინტერნეტის გამოყენებით ხორციელდება, ხოლო notify.ge-ის შემთხვევაში – SMS და MMS მესიჯებით. სერვისით სარგებლობა უფასოა, მაგრამ მაინც გიწევთ უმნიშვნელო თანხის – მობილური ოპერატორის მიერ დადგენილი SMS და MMS მესიჯის ღირებულების გადახდა, ხოლო პირველ შემთხვევაში იხდით ინტერნეტის გადასახადს. 




Facebook-ის განახლებას როგორც მობილური ინტერნეტით, ისე notify.ge-ის გამოყენებით აქვს თავისი დადებითი მხარეები. როდესაც მე მაინტერესებს რა სიახლეებია ჩემს Facebook-ის ანგარიშზე, მაგრამ ამ დროს არ ვზივარ კომპიუტერთან, ყოველთვის ვიყენებ მობილურ ინტერნეტს, ხოლო როცა მინდა სტატუსის განახლება, მეგობართან დაპოსტვა ან ფოტოს ატვირთვა ვიყენებ notify.ge-ს, რადგან არ მიწევს დამატებითი პროცედურების ჩატარება ან ინტერნეტის გადასახადის გადახდა. ამ მხრივ ეს სერვისი უფრო მოსახერხებელი და მარტივი გამოსაყენებელია. 



















კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 770 | დაამატა: -Beauty™ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
2013-02-11 Spam
kargi siaxleaaaaaaa momewona dzalian happy :* faceeeee <3