მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 25 » EVERYTHING'S GONNA BE ALRIGHT
8:05 PM
EVERYTHING'S GONNA BE ALRIGHT

Everything’s gonna be alright

Chapter 5

გზა დიდებისაკენ:ამის წარმოდგენა მხოლოდ იცნებაში შემეძლო

ოთხი წლისას მინდოდა ფულის საჭრელი მანქანა მქონოდა და ყველას დავხმარებოდი,7 წლისას ექიმობა მინდოდა,ვფიქრობდი რომ შესანიშნავი პროფესია იქნებოდა,10 წლისას მსახიობობა მიტაცებდა,მაბრმავებდა ტელევიზიის ხიბლი და ძალიან მინდოდა ერთ დღესაც მეც გამევლო ჰოლივუდის ხეივანში მაგრამ უკვე 13 წლიდან მე ვიცოდი რომ მწერალი უნდა გამოვწულიყავი.ასე ნათლად ჩემს ცხოვრებაში არასოდეს არაფერი დამიგეგმავს,თითქოს ერთი სიტყვით მომავალს ბურუსი გადაეყარა და ყველაფერი ისეთი გახდა თითქოს ამ წუთში ხდებოდესო,რაღაც განსხვავებულს ვგრძნობდი,რადიკალურად შევიცვალე და მხოლოდ იმისთვის დავიწყე ცხოვვრება რაც მართლა მიღირდა და დღეს როცა საბოლოოდ დამთანხმდნენ ჩემი წიგნის გამოცემაზე მივხვდი რომ ტყუილად არ მიოცნებია,არც ტყუილად დამიხარჯავს ამდენი დრო,ეს რაღაც ზღაპარს გავდა,ზუსტად ისე მოხდა როგორც ვგეგმავდი,ნუთუ ასეთი სასწაულები კიდევ არსებობს?

კონტრაქტი იმ საღამოსვე გავაფორმეთ,მისტერ გრინმა მითხრა რომ სამივე წიგნს მისი სტამბა გამოსცემდა,ამაზე უკეთესს ვერაფერს ვინატრებდი.სიხარულისგან ცაში დავფრინავდი

-რამდენი წლიდან წერთ ანა?-მკითხა ჩარლზმა,ოთკუთხა სათვალეების ზემოდან გამომხედა

-ცამეტი წლიდან-სწრაფად ვუპახუსე

-ძალიან კარგი,ძალიან კარგი-ტაში შემოსცხო გახარებულმა,მაგრამ ვერ მივხვდი ასე ძალიან რა ესიამოვნა-იცით,წიგნის სიუჟეტიდან მშვენიერი სცენარი გამოვიდოდა კინოსთვის-რამდენიმე წუთში ჩუმად ჩაილაპარაკა

გული ამიფრთხიალდა


-მეც ასე ვფიქრობდი-დავეთანხმე-სიმართლე გითხრათ წიგნს ყოველთვის კინოსთვის ვწერდი,ასე წარმომედგინა ჩემს წარმოსახვაში

-შესანიშნავია-თავისთვის ჩაიღიმა და წიგნს კდიევ ერთხელ გადახედა

-მეორე წიგნზე მუშაობ?

-დიახ,მაგრამ ჯერ არ მაქვს ბევრი დაწერილი,აზრებს ვერ ვაწყობ

-არაუშავს,აუცილებლად მოიფიქრებ რამეს-დამამშვიდა და ცოტა ხანში დაამატა-კარგი ანა,ერთ კვირაში ისევ გელოდებით ჩემს სტამბაში და დანარჩენი დეტალები შემდეგ შევათანხმოთ

-კარგით-სკამიდან წამოვდექი და წიგნისთვის გავუწოდე ხელი

-თუ წინააღმდეგი არ იქნები წიგნს დავიტოვებ,ძალიან მინდა ბოლომდე წავიკითხე-ამიხსნა

-აჰ,რა თქმა უნდა,მე მეორე ეგზემპლარიც მაქვს

-მაშინ შეხვედრამდე-ხელი გამომიწოდა,ჩამოვართვი და კაბინეტიდან გამოვედი.


იმ ღამით ნორმალურად რა მოხდა აღარც კი მახსოვს,როგორც კი სახლში შევვარდი ლალის მაშინვე ყველაფერი დაწვრილებით მივაყარე,სუნთვას ძლივს ვახერხებდი,აჟიტირებული ვიყავი იმით რაც წამის წინ მოხდა,მერე საქართველოში დავრეკე,დედაჩემს ველაპარაკე და ახალი ამბავი შევატყობინე,ვერც კი დაიჯერა,მას ყოველთვის ეგონა რომ ეს ჩემი მწერლობა მორიგი ახირება იყო,ალბათ ახლა დარწმუნდებოდა ჩემში.

ალბათ საქართველოში რომ დავრჩენილიყავი ამას ვერასოდეს მივაღწევდი,არასოდეს ვინანებდი რომ წამოვედი,ახლა ჩემი მომავალი წყდებოდა.

მეორე დღეს მაღაზიაში წავედი სამუშაოდ მაგრამ გულს ვეღარაფერს ვუდებდი,ერთი სული მქონდა სამუშაო დღე როდის დამთავრდებოდა რომ ისევ ჩემს ლეპტოპთან გავჩენილიყავი და წერა გამეგრძელებინა.

იმის მიუხედავად რომ დატვირთული დღე მქონდა დაღლას საერთოდ ვერ ვგრძნობდი,პირიქით ენერგიის დიდი მოზღვავება მქონდა.ეს შესანიშნავია-გავიფიქრე მე და წერისთვის განვეწყვე.ლეპტოპი ავიღე სანაპიროზე ჩავედი და ქვიშაზე ჩამოვჯექი.უკვე საღამო ხანი იყო,ხალხი პლაჟზე პანტაპუნტად შემორჩენილიყვნენ მე კი შთაგონებას ვეძებდი,ყველას ვათვალიერებდი,ვცდილობდი მათი ქცევები შემესწავლა მაგრამ არაფერი ხდებოდა,ბოლოს ძალ დატანებით გავხსენი ჩემი ფაილი და ნაწერებს გადავხედე,მეორე წიგნის დასრულება საოცრად გამირთულდებოდა,ვერ ვხვდებოდი რა უნდა დამეწერა.მხოლოდ როჯერის ვამპირად გადაქცევა არ კმაროდა,და თანაც სანამ მაგ ნაწილს მივადგებოდა მანამ რამე ხომ უნდა დამეწერა? ვამპირულ სამყაროში მდგომარეობა დღითი-დღე უფრო რთულდებოდა და იძაბებოდა,ვამპირები დიდი ომისთვის ემზადებოდნენ,დარვინების ოჯახიც მათ შორის მაგრამ მე ომი მესამე წიგნში მქონდა დაგეგმილი,დიდი ჯახირის შემდეგ მოვახერხე და ორი ფურცელი დავწერე,ეს მწერლისთვის არც თუ ისე ცოტა იყო როგორც ერთი შეხედვით ჩანს,მერე მივხვდი რომ მეტს ვერ მოვახერებდი და პირველი წიგნის პროლოგს გადავავლე თვალი,იქნებ რამე შემეცვალა

„მე შენ მიყვარხარ არა მხოლოდ

იმის გამო,თუ ვინ ხარ ,არამედ იმის

გამოც თუ ვინ ვხვდები მე,

როდესაც შენთან ერთად ვარ"

„როი ფროფერტი"

პროლოგი

ღამის წყვდიადში ჩაკარგული,სულის შემხუთავ აღსასრულს მოველოდი...

გვერდით ვიღაც ამომიდგა და მაგრძნობინა რომ მარტო მე არ შევეგებებოდი დღეს სიკვდილს...

პირქუშ ტყეს თვალი მოვავლე,მარტონი ვიყავით.

არცერთს ამოგვიღია ხმა,მისკენაც კი არ გამიხედავს,არ ვიცოდი ვინ იყო,უბრალოდ ვგრძნობდი რომ მასთან რაღაც ძლიერი მაკავშირებდა.

მაგრამ წამით მაინც შემეკუმშა გული  და პანიკამ მომიცვა თუმცა,შემდეგ გამასხენდა რომ ჩემი სიკვდილის შემთხვევაშიც კი ის გადარჩებოდა და მაცდურად გავიღიმე,თითქოს სიკვდილს დუელში ვიწვევდი...

 

 

-რა ადვილია შენთვის ყველაფრის დათმობა

-გააჩნია ამას ვისი გულისთვის გააკეთებ...

სწრაფად გადავავლე თვალი,მემგონი არანაირი შესწორება არ სჭირდებოდა,დამშვიდებულმა დავხურე ლეპტოპი და სახლისკენ წავედი ვიცოდი რომ იქ ცხელი ჩაით გამიმასპინძლდებოდნენ.

ერთი კვირის შემდეგ ისევ სტამბაში წავედი,დღეს მისტერ გრინს უნდა შევხვედროდი და საბოლოოდ გაგვერკვია დარჩენილი საქმის დეტალები.

მდივანმა უპრობლემოდ შემიშვა ჩარლზის კაბინეტში,გაფრთხიელბული ყავდა ალბათ.როგორც კი ოთახის კარები შევაღე ცოტა შევყოვნდი.მე მეგონა კაბინეტში მარტო მე და მისტერ გრინი ვიქნებოდით მაგრამ ჩვენს გარდა იქ კიდევ შვიდი ადამინი იქნებოდა

-აჰ,ანა-შემამჩნია ჩარლზმა-შემოდი,შემოდი-ხელით მანიშნა და მისკენ მიხმო.

მეც მასთან მივედი

-გაოცებული ხარ არა?-ჩაიცინა-არაუშავს,მალე ყველაფერს მიხვდები,გაიცანი ეს ჯეკია,ელეონორი,ფილიპი,რენე,ჯონი,ჯეისონი და ბლექი-ყველაზე სათითაოდ მიმითითა მისტერ გრინმა

-რათქმაუნდა არ გეცოდინება ვინეები არიან ეს ხალხი-კიდევ ერთხელ გაიღიმა-იმედია არ გამიბრაზდები მაგრამ მათ შენი წიგნი წავაკითხეს

მე გაოცებულმა გავხედე

-რატომ?

-იმიტომ რომ ჯეკი რეჟისორია,ელეონორი პროდიუსერი,ფილიპი სცენარისტი,რენე აგენტი,ჯეისონი მეორე რეჟისორი და ბლექი warner brothers ხელმძღვანელი

-რა??-სულ შეხუთლმა ამოვიხავლე

-უნდა გითხრა რომ შვიდივეს ძალიან მოეწონა შენი ნაწარმოები და დამთანხმდნენ ამის მიხედვით კინო გადაიღონ,რას იტყვი? შენც ხომ ეს გინდოდა?

-არ მჯერა-თავი გავიქნიე-ალბათ მესიზმრება


-ნამდვილად არ გესიზმრება-ჩაიცინა ჯეკმა-მოკლედ თანახმა ხარ რომ ჩვენთან ითანამშროლო?

-რა თმქა უნდა-წამოვიძახე

-შესანიშნავია,ჩვენი კომპანია მოხარული იქნება ასეთი ფილმის გადაღებით-თქვა ბლექმა-ბიუჟეტზე არ იღელვოთ,ფული საკმარისზე მეტი გვაქვს,კონტრაქტები წამოღებული მაქვს და თუ გავაფორმებთ კარგი იქნება,იმ პირობით თუ სამივე კინოს ჩვენ გადავიღებთ

-მეხუმრებით?მაგარია-წამოვიძახე მე

კონტრაქტი გადავიკითხე,ყველა პირობა მომეწონა,რაც მთავარია კონტრაქტი არ უნდა დამერღვია და დღეიდან მათთან ვთანამშრომლობდი,ისინი იზრუნებდნენ ჩემს პიარზე,კინოს შემოსავლიდან 50% პროცენტი მე მერგებოდა,წიგნების გაყიდვიდან კი 70%

-იცით ერთი რაღაც უნდა ვთქვა-კითხვა შევყწვიტე

-გისმენთ

-როცა ამ წიგნს ვწერდი და ელისის პერსონაჟს ვქმნიდი იგი ჩემთვის შევქმენი,იმედი მქონდა რომ როცა წიგნს გამომიცემდნენ ორმოცი წლის არ ვიქნებოდი და მისი თამაში ჯერ კიდევ შემეძლებოდა,ახლა ამის შესაძლებლობა მაქვს და მინდა რომ ელისი მე ვიყო

-ეს ძალიან კარგია-მითხრა ჯეკმა-მაგრამ ჯერ უნდა დავრწმუნდეთ თუ გაქვს სამსაიობო მონაცემები და რამდენად შეეფერები როლს

-კარგი-დავთანხმდი

-იქნებ წარმოიდგინო რომ მე რობერტი ვარ-მითხრა-და რამე გავითამაშოთ

ჩუმად გამეცინა,ძალიან ძნელი იყო რობერტი იმ ადამიანისთვის მიმესგავსებინა რომელიც ახლა წინ მედგა

-შევეცდები-ვუთხარი და წიგნიდან ერთ-ერთი ნაწყვეტი გავითამაშეთ,სასიყვარულო იყო მაგრმა კიდევ კარგი ამისთვის კოცნა არ მომიწია

-ძალიან კარგი იყო,ყოჩაღ-ტაში შემოსცხო ჯეკმა-მორჩა,ელისზე ძებნა,მართლა შენთვის დაგიწერია,დამტკიცებული ხარ-მახარა

მომდევნო რამდენიმე დღე გაწამაწიაში ვიყავი,როგორც მსახიობს აგენტი მესაჭიროებოდა,ჯეკმა უკვე ამირჩია,რენე,მასთანაც მომიწია კონტრაქტის გაფორმებაც,კონტრაქტში ერთი არასასიამოვნო პუნქტი ეწერა რომელიც ნამდვილად არ მსიამოვნებდა მაგრამ რა მექნა? გადასაღებ მოედანზე არ შემეძლო რომელიმე მსახიობთან სასიყვარულო ურთიერთობის გაბმა,არ შემეძლო თუ რომელიმე მომეწონებოდა მასთან ურთიერთბა მქონოდა,თუ ამ წეს არ დავემორჩილებოდი მაშინ დიდი ჯარიმა მელოდა წინ.

რაღაც საქმეების მოგვარებამ მთელი ერთი კვირა წამართვა,სქართველოში გაგიჟდნენ,ვინ მოელოდა ერთი უბრალო გოგონასგან ამდენს? ღმერთო ეს პირველი შემთხვევა იყო როცა ქართველის დაწერილზე კინოს იღებდნენ.

ჯერ რა თქმა უნდ არავინ მიცნობდა მაგრამ მალე ყველაფერი შეიცვლებოდა.

დილით უთენია წამოვდექი და ლალისთან ერთად სტამბაში წავედი,წიგნისთვის გარეკანი უნდა შეგვერჩია,ესკიზები რომელიც დამახვედრეს ნამდვილი საშინელება იყო,კატასტროფა,სრულიად შეუსაბამო და კონტექსტიდან ამოვარდნილი.

-კარგი,საღამოსთვის შემოვივლი და იქნებ მაშინ მაინც იყოს რამე ნორმალური-ჩავილაპარაკე და ახლა სტუდიაში წავედი.

ქასთინგებისთვის ვემზადებოდით,უვკე ათი ათასზე მეტმა მსახიობმა გაიარა რეგისტრაცია სინჯებისთვის,ხვალ პირველი ქასთინგი გვექნებოდა,ძალიან ვღელავდი,მინდოდა ყველაფერს არაჩვეულებრივად ჩაევლო და მეშინოდა რამე არ შემშლოდა.

-დამშვიდდი თორემ ნერვები გიმტყუნებს-წამჩურჩულდა ლალიმ როცა გადამღებ ჯგუფთან ერთად რაღაცეებს ვადგენდით

-ვერ მშვიდდები

-თუ შეიძლება მხოლოდ ინგლისურად ილაპარაკეთ,ქართული არ ვიცით-გაგვაფრთხილა ჯეკმა

-მერე სწავლას წინ რა უდგას-დავემანჭე

თათბირზე გადაწყდა ის ადგილები სადაც კინოს გადავიღებდით,აუცილებლად ალასკაზე,მის გარეშე ეს საქმე არ გამოვიდოდა,კანადაში,ამერიკაში,და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში

წინ ძალიან კარგი მოგზაურობა მელოდა,ეს პროცესი განსაკუთრებით სახალისო იქნებოდა

იქედან წამოსულმა სტამბაში გავიარე და ესკიზები ისევ შევამოწმე,ლამის კრუნჩხვებში ჩავვარდი,არც ეს არ ვარგოდა არაფრათ

-ღმერთო ჩემო,კარგით იყოს,სახლში მე თვითონ მოვიფიქრებ რამეს,და ხვალ ისევ შევიკრიბოთ და იდეები გავაცნოთ ერთმანეთს-დავიბარე და სახლში წამოვედით

-საშინელებაა-თავი გავიქნიე

-ვიცი-თავი დამიქნია ლალიმ-რამე ვამპირული უნდა მოიფიქროთ,და შინაარსიანი

-გავგიჟდები,მეორე წიგნიც დასაწერი მაქვს,მალე ფილმის გადაღებები დაიწყება,შარში ვარ-ისტერიკულად გავიცინე

-ქალაქის სურათი რომ იყოს?-შემომთავაზე

-რომელი ქალაქის?-დაბნეულმა გავხედე

-სელენეს რა თქმა უნდა

-ცუდი აზრი არ არის-დავფიქრდი-მოკლედ ხვალ ვიზამთ რამეს,მაგრამ ქასთინგი? კარგი მერე შევივლი სტამბაში-უაზროდ ჩავიბურტყუნე და ზევით დასაწოლად ავედი.

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 666 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
2012-12-01 Spam
dzalian dzalian momewonaaaa<33 gtxov male gaagrdzleee