მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 24 » EVERYTHING'S GONNA BE ALRIGHT
10:54 PM
EVERYTHING'S GONNA BE ALRIGHT

Everything’s gonna be alright

Chapter 3

გზა დიდებისკენ: ათასიდან ერთი

 

-კარგი წიგნია მაგრამ სახსრები არ გაგვაჩნია გამოსაცემად

-ვფიქრობ ძალიან ახალგაზრდა ხართ ჯერ რომ წერას მოჰკიდოთ ხელი

-ვერ გამოვცემთ

-უკაცრავად მაგრამ ვფიქრობ რომ წიგნი ზედმეტად თინეიჯერულია და არ გამოიწვევს ინტერესს მკითხველში

დაახლოებით ასეთი შინაარსის სიტყვები მესმოდა ყველა იმ სტამბის ხელმძღვანელისგან რომელსაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ვსუმტობდი.

ვერც კი წარმომედგინა თუ ასეთი ძნელი იქნებოდა წიგნის დაბეჭდვა,თავზარდაცემული ვიყავი,მაგრამ ალბათ ეს სწორიც კი იყო,მე მეგონა როგორც კი ჩამოვიდოდი და ჩემს ნაწარმოებს რომელიმე გამომცემელს მივუტანდი მაშინვე აღტაცებით ტაშს შემოჰკრავდა,კონტრაქტს გამიფორმებდა და ხელს ჩამომართმევდა,თურმე არც ასეთი ადვილი ყოფილა ყველაფერი როგორც მე მეგონა ჩემი ბავშვური ტვინით.არადა აუცილებლად უნდა მიმეღწია იმისთვის რაც მინდოდა.

ადრე როცა შედარებით პატარა ვიყავი,ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი და წიგნს ვწერდი მეგობრები მეუბნებოდნენ რომ შეგწევს იმის ძალა შენს მიზნებს მიაღწიოო,და მეც დაიმედებული ვიყავი,მიხაროდა როცა ამას მეუბნებოდნენ,თურმე ცხოვრება იმაზე უფრო ძნელი ყოფილა ვიდრე მე მეგონა.

სახლში როგორც ყოველთვის დაღვრემილი სახით მივედი

-მოდი დაჯექი არ წაიქცე-ლალიმ სწრაფად გამომიწია სკამი,ის უკვე კარგად ხვდებოდა რაც მჭირდა

უღონოდ დავეცი სკამზე

-არა იცი რა მაინტერესებს?-ლაპარაკი დავიწყე-თუ წიგნი კარგია,და წერაც შემიძლია მაშინ რა ჯანდაბა უნად ამ გამოტვინებულ ამერიკელებს?ყველა ერთმანეთზე მიყოლებული შტერი რანაირად უნდა იყოს?ალოგიკურები არიან-გაბრაზებული ვბურტყუნებდი

-კარგი რა,გამოსცემენ აბა რას იზამენ,აუცილებლად იპოვე ვინმეს რომელიც შენს ნიჭს დააფასებს

-დააფასებს არა ის...-ხელი ავიქნიე და ფეხზე წამოვდექი-სანამ ეგ მოხდება მე სამსახური მჭირდება,ასე უსაქმურად ხომ ვერ ვიჯდები

-შემიძლია იმ მაღაზიაში გიშოვო ადგილი სადაც მე ვმუშაობ-შემომთავაზა ლალიმ

-კარგი აზრია-დავთანხმდი-თორემ მშობლების გამოგზავნილი და სტიპენდია არ მეყოფოდა

საღამოს ქალაქში გავისეირნეთ მეორე დღეს კი სამსაზურში წასასვლელად მოვემზადე,უშნო ყვითელი ფორმა ჩავიცვი და დახლთან დავდექი.

ეს მაღაზია ერთ ჩვეულებრივ საშუალო ფენის წარმომადგენელ ოჯახებს ეკუთვნოდათ,გვარად ჰილებს.

ერთი აბეზარი ბიჭი ჰყავდათ,დაახოებით ჩემი ასაკის,აქ არ მუშაობდა მაგრამ ხშირად შემოივლიდა ხოლმე,პირვლივე დღეს,როგორც კი მუშაობა დავიწყე ჩემთან მოვიდა

-გამარჯობა,შენ ახალი ხარ არა?-დახლთან მომიჩოჩდა და სკამზე ჩამოჯდა

-ჰო-უინტერესოდ მივუგე,ნორმალურად არც კი შემიხედია მისთვის

-აქაური არ ხარ?

-არა-თავი გავიქნიე

-საიდან ხარ?

-საქართველოდან

-ეგ სად არის?

-ევროპაში-უკვე მობეზრებულმა ვუთხარი

-არადა აქცენტზე საერთოდ არ გეტყობა,კარგად ლაპარაკობ

-გმადლობ-ნაძალადევად გავუღიმე

-მოგწონს ჩვენი მაღაზია?

-აუ,მომაშორეთ ვინმემ ეს რა-ქართულად წავიბურტყუნე

-რა თქვი?-გაოცებულმა გამომხედა

-რადა ძალიან კარგი ადგილია-მეთქი

-ააჰ,ჰო,იცი,ძალიან მინდა შენი ენის შესწავლა

-შენნაირი გონებაგახსნილი ბიჭები ქართულს ვერ ისწავლიან,ძალიან ძნელი ენაა

-არაუშავს,მაინც ვისწავლი-ჯორზე შეჯდა

ნერვებს მიშლიდა ასეთი შეზღუდული ტვინის პატრონები,ჩემთვის ამოვიოხრე და სამუშაო გავაგრძელე.

სამუშაო დღე ხუთ საათზე სრულდებოდა,შვებით ამოვისუნთქე,ფორმა გავიძვრე და ლალისთან ერთად სახლში წავედი.

დაახლოებით კიდევ ორივე კვირა ჩვეულებრივ ვცხოვრობდი,არცერთ სტამბაში არ მივსულვარ,ვცდილობდი განვტვირთულიყავი,ისევ უარის თავი ნამდვილად არ მქონდა,ეს ყველაფერი დიდ ზემოქმედებას ახდენდა ჩემზე.

ერთ საღამოს როცა სახლში ვბრუდნებოდი ჩემი ტელფონი აწკრიალდა

-გისმენთ-ქართულად ვუპასუხე

-თუ შეიძლება ანას თხოვეთ-ინგლისურად მითხრეს

-მე ვარ ანა,რა გნებავთ?

-გამარჯობათ,მე ჩარლს გრინი ვარ,ერთი თვის წინ თქვენ ჩემს სტამბაში იყავით მოსული და შეხვედრაზე ჩაგწერეს,იმედია არ დაგვიწყებიათ

-არა,რას ამბობთ-მოვიტყუე

-დღეს ერთი თვე გავიდა და თავისუფალი ვარ და იქნებ მოსულიყავით და თქვენი წიგნიც მოგეტანად

-კარგით,ახლავე გამოვალ-სწრაფად ვუპასუხე,ყურმილი დავკიდე და სახლში შევვარდი.

თუ ეს ის ბედნიერი დღე იყო რომელზეც მე ამდენი ხანი ვვოცნებობდი მაშინ იგი დაუვიწყარი იქნებოდა ჩემთვის.

 იმედი და რწმენა,ორი რამ რაც ცხოვრებაში აუცილებლად უნდა გაგვაჩნდეს რათა ზომბებად არ გადავიქცეთ და გავაგრძელოთ ჩვენი გზა.ყოველთვის ძნელია იარო სწორად მაგრამ აუცილებელია გადაუხვიო რომ შემდგომში მიმართულება არ დაკარგო.ჩემი მიმართულება მარტი და მკვეთრი იყო.

ყოველთვის შეეცადეთ გააკეთოთ რაიმე პოზიტიური და გაიღიმოთ,რადგანაც ეს საუკეთესო რამ არის რაც კი თქვენ შეგიძლიათ.

შეიძლება მე არ ვარ ის პიროვნება რომელიც თქვენ გამოგადგებად მასწავლებლად და სრულყოფილების მაგალითად მაგრამ დაწრმუნებული ვარ არავინაა სრულყოფილი და ყოველთვის იოცნებეთ ხმამაღლა რადგანაც თქვენ ამ დღეს დიდი ხანი ელოდით.

სტამბაში საჩქაროდ მივედი,ისე ვღელავდი გული მაყალებს მიკეთებდა,ძალიან ვღელავდი,თამამად შემეძლო მეთქვა რომ კიდევ ერთ უარს ვეღარ გადავიტანდი და თავით გადავეშვებოდი წყალში.

მისტერ გრინის კაბინეტს მივუახლოვდი და სუსტად დავაკაკუნე

-მობრძანდით-შიგნიდან გამომძახა ბოხმა ხმამ

კარი შევაღე და ოთახში შევედი

-გამარჯობათ ბატონო გრინ,მე ანა ვარ,დღეს დამიკავშირდით ჩემი წიგნის თაობაზე

-აჰ,დიახ,დიახ-გაახსენდა და მანიშნა დავმჯდარიყავი-წიგნი,ახალ მწერლებს ვეძებთ,იმედია თქვენი წიგნიც თან გაქვთ

-დიახ,რა თქმა უნდა-დაბნეულმა ვუთხარი

-მომეცით-ხელი გამომიწოდა და ამომხედა,ეს კაცი მომეწონა,საოცრად ლამაზი ცისფერი თვალები და მქრქალი თეთრი წვერი ჰქონდა

მე ჩანთა გავხსენი და წიგნი მას გადავეცი.

ოთახში სიჩუმემ დაისადგურა,მისტერ გრინი კითხულობდა მე კი ვნერვიულობდი,ასე მეგონა ჩემს გულს ისეთი ბაგაბუგი გაუდიოდა დედამიწის დასალიერშიც კი გაიგონებდნენ მის ხმას. ფრჩხილების კვნეტა დავიწყე,მერე სკამზე ვქანაობდი,რეაქცია ნული,მერე დივანზე გადავჯექი და ჟურნალების თვალიერება დავიწყე,ისეთი შეგრძნება მქონდა,როცა ხვდები რომ შენს ცხოვრებაში გადამწყვეტი მომენტი დგება,როცა ხვდები რომ ეს ის არის,ზუსტად ის მომენტრი,გული საშინლად გიცემს.

ერთი საათის შემდეგ როგორც იქნა მისტერ გრინმა სათვალეები მოიხსნა და მე გამომხედა

-რა თქმა უნდა წიგნი ბოლომდე არ წამიკითხავს მაგრამ უნდა გითხარ ძალიან მომეწონა...-ცოტა ხანი ჩაფიქრდა-განსხვავებულად წერთ,მომწონს ეს სტილი,თან არცერთს მანამდე გამოცემულ ვამპირულ ნაწარმოებს არ გავს

-ეს რას ნიშნავს?-კანკალით ვკითხე

-იცით ჩვენთან რა წიგნები გამოიცა ანა?-კითხვაზე კითხვითვე მიპასუხა

-არა-თავი გავიქნიე

-ჰარი პოტერი,ორმოძდაათი ნაცრისფერი აჩრდილი,ბეჭდების მბრძანებელი,ლამაზი მეგობარი,ბიბლია,ჩვენი სტამბა ყველზე წარმატებულია და წიგნები რომლებსაც ვბეჭდავთ გარანტიას ვიძლევით რომ ბესტცელერები ხდება,გაგიმართლათ რომ თქვენი წიგნიც მათ შორის მოხდება

-ღმერთო,მართლა?-წამოვიკივლე-დიდი მადლობა

-მადლობა თქვენ რომ არსებობთ-გამიღიმა

ემოციების იმდენად დიდი ზღვა მივიღე რომ ვერ ვაზროვნებდი,აზრზე არ ვიყავი რა უნდა გამეკეთებინა,უბრალოდ ვერ ვხვდებოდი

-ანა,ამ ხნის განმავლობაში მინდოდა მეკითხა სადაური ხართ? რაღაც გამორჩეული აქცენტი გახასიათებთ

-საქართველოდან ვარ-ჩავიბურტყუნე

-ქართველები უნდა ამაყობდნენ თქვენით-მითხრა მისტერ გრინმა

მე გამეღიმა.

ის ღამე არაჩვეულებრივად დასრულდა.

ყველაფერი შესანიშნავი ხომ მოულოდნელია,ასევე მოულოდნელად მეწვია მეც ბედნიერება.

 

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 707 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 7
2012-11-25 Spam
mooomwooons))malee gaagrdzeeleee :* exla vkitxulob lamaz megobars:D