მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 19 » EVERYTHING'S GONNA BE ALRIGHT
6:06 PM
EVERYTHING'S GONNA BE ALRIGHT

Everything’s gonna be alright

Chapter 2

გზა დიდებისკენ: პირველი ნაბიჯი

და მაინც რა როლს თამაშობს ჩემს ცხოვრებაში გულწრფელობა? ძალიან ბევრს,სხვაგვარად ამ ამბავს ვერ მოგიყვებოდით,გზა რომელიც მე გავიარე ძალიან რთული იყო,ბევრი რამ გადავიტანე,ხშირად ვკარგავდი იმედს,არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი,რამდენჯერ უმიზეზოდ მიგრძვნია რომ არაფერი გამოვოდოდა მაგრამ შემდეგ ისევ იმედი,ერთადერთი ნათელი წერტილი ცხოვრებაში მაიძულებდა რომ მებრძოლა,არ დავნებებულიყავი,თავი ხელში ამეყვანა.

დიდი შანსები იყო იმის რომ მე დავკარგულიყავი,ხანდახან ფინანსური პრობლემების გამო,ხან ოჯახური მაგრამ საბოლოოდ მე ვიპოვე ჩემი გზა,ერთი მიმართულება რომელსაც მივყევი თუმცა დიდი რისკის და ზიანის ფასად,უამრავი რამ დავკარგე,ბევრ ვინმეს ვაწყენინე მაგრამ ვრძოლას მაინც არ ვწყვეტდი,ისინი მეუბნებოდნენ რომ მე დავეცემოდი,ნახევარ გზაზე გავჩერდებოდი და მუხლი მომეკეცებოდა,მე კი მათ საპირისპიროდ სულ ვამბობდი რომ არ გავჩერდებოდი,პირველი ნაბიჯები რომელიც გადავდგი ძალიან მცირე იყო მაგრამ ისეთი სერიოზული რომ ეს ყველაფერი დიდ ზეგავლენას ახდენდან ირგვლივ მყოფებზე.

ძალიან მინდა თქვენც იპოვოთ თქვენი თავი და ირწმუნოთ რომ არაფერია შეუძლებელი,რაც კი გალაქტიკაში არსებობს არაფერია მიუწვდომელი,ოდესმე,ადრე თუ გვიან ვიღაც ამას გააკეთებს და დაამსხვრევს სტერეოტიპებს.

მე კი ვიამაყებ რომ არ დავეცი და ჩემი მიზნებისთვის ბოლომდე ვიბრძოლე რათა ბოლოს მეთქვა,მე დავიბადე იმისთვის რომ ვიყო...

დილით ცოტა არ იყოს უხასიათოდ გამომეღვიძა,ალბათ იმიტომ რომ ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი სად ვიყავი ან უბრალოდ სიზმარი მეგონა,საწოლიდან წამოვდექი და ფანჯრებზე ჩამოფარებული ფარდები გადავწიე,მაშინვე მომხვდა თვალში ერთი ჩვეულებრივი გარეუბანი,არაფრით გამორჩეული,შორიდან ზღვის ხმაც ისმოდა,ეს რომ საქართველოში ყოფილიყო მართლაც არაფერი მაგრამ ამერიკაში თან ჩემთვის იმდენს ნიშნავდა რომ სიხარულით ავივსე და ლამის ხტუნვა-ხტუნვით ჩავედი პირველ სართულზე.

მე და ლალი საბედნიეროდ მარტონი ვცხოვრობდით,მე რომ მასთან არ გადავსულიყავი ალბათ რომელიმე ამერიკულ ოჯახში გამგზავნიდნენ მაგრამ მაინც,ჩემს თანამემამულესთან ერთად სულ სხვა იყო,ბოლო-ბოლო ქართული არ დამავიწყდებოდა.

სწრაფად ვისაუზმე,ჩავიცვი,ხელში ქალაქის რუკა დავიჭირე,ჩემი საგის პირველი წიგნი ავიღე ხელში,ჯერ მხოლოდ ეს ეგზემპლარი მქონდა ინსლისურად გადათარგმნილი,ჩანთაში ჩავიდე და სტამბების შემოსავლელად მოვემზადე.

სანამ სახლიდან გმაოვიდოდი ლალიმ წარმატებებიო მომაძახა,მე პირჯვარი გადავიწერე და იქვე ტაქსიც გავაჩერე.

პირველ სტამბასთანაც მივედით,მძღოლს ფული მივეცი და მე შენობაში შევედი.


ერთიანად ვცახცახებდი,ლამის მუხლები მომკეცვოდა,ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯები დიდი მწვერვალისკენ და ძალიან მეშინოდა რომ უარით გამომისტუმრებდნენ.

შევედი,მდივანმა მითხრა რომ დირექტორი მისტერ ბრაუნი თავისუფალი იყო და მეც კაბინეტში შევედი,გაღიმებული სახით მაგრამ ერთიანად ცივი ოფლი მასხამდა.

-გამარჯობათ-მივესალმე და ხელი ჩამოვართვი


-გამარჯობა-მანაც მომესალმა,სერიოზული კაცი ჩანდა-დაბრძანდით თუ შეიძლება

მე სკამი ფრთხილად გამოვწიე და ზედ დავესვენე

-აბა,როგორც მივხვდი რაღაც წიგნი უნდა გქონდეთ მოტანილი

-დიახ-სწრაფად დავუკარი თავი-ეს არის-ჩანთან გავსენი და გადავეცი

-ჟანრი?

-ფანტასტიკა,რომანი,დრამა,მძაფრსიუჟეტიანი-ერთმანეთზე მივაყარე

-რაზეა?

-გოგონაზე რომელიც მამასთან ერთად ახალ ქალაქში გადადის საცხოვრებლად და იქ ბიჭ უყვარდება რომელიც ვამპირია-ძალიან ჩუმად ჩავილუღლუღე

მისტერ ბრაუნმა სათვალეებიდან ამომხედა

-იცი,ასეთი ჟანრის წიგნები უკვე ძალიან ბევრია გამოსული და არ ვიცი...-სიტყვა გაწყვიტა,წიგნი გადმომცა და მანიშნა რომ გავსულიყავი.

რანაირად წამოვედი არ მახსოვს,მკვდრის ფერი მედო,საშინელება გადავიტანე,პირველი ცდა წარუმატებლად დასრულდა.

გულდაწყვეტილი ჩავჯექი ტაქსში და შემდეგი სტამბისკენ გავეშურე მაგრამ იქაც უარით გამომისტუმრეს,ხუთი სტამბა მოვიარე მაგრამ უშედეგოდ,ერთში მითხრეს რომ დაკავებული იყო და შეხვედრაზე ჩამწერეს ერთ თვის მერე.ამაზე საერთო ავიცრუე იმედი.

სახლში განადგურებული დავბრუნდი,ამდენი ხნის ოცნებები ნელ-ნელა მეფუშებოდა,მაშ,რა ჯანდაბათა დამრჩენოდა? გავგიჟდებოდი

-რა მოხდა?-კიბეებთან ლალი შემომეგება

-არაფერი-გაბრაზებულმა ჩავიბურტყუნე და ჩემს ოთახში ავედი


ლაც შემომყვა

-უარი გითხრეს?-თვითონვე მიხვდა

-ჰო-თავი დავუქნიე

-ყველმა?-გაოცებულმა წამოვიყვირე

-ასე მითხრეს,wow ძალიან კარგად წერ შვილო,ნიჭი აშკარად გაქვს მაგრამ ასეთი ჟანრის წიგნები იმდენი გამოიცა რომ არამგონია ეს წარმატებლი გამოდგესო,ჯობია რამე სხვაზე იმუშაოო-გაცხარებული ვლაპარაკობდი

-დამპლები-ჩაიბურტყუნე ლალიმაც-რას ქვია უარი გითხრეს,შენი წიგნი ყველაზე მაგარია,რობერტი,ელისი,როცა ვკითხულობდი ასე მეგონა იქ ვიყავი,გამორიცხულია,აუცილებლად დაგიბეჭდავენ,შენ მაგაზე არ იდარდო,ამერიკაში კიდევ უამრავი სტამბაა,ნიუ-იორკშიც,აიდაჰოშიც,ხომ იცი 51 შტატია და გამოჩნდება რამე-ჩაიცინა

-იმედია-ღრმად ამოვიოხრე და საწოლზე გავითხლაშე.

არა,მართლა რომ არ გამოსულიყო ისე როგორც მე მინდოდა შევიშლებოდი.

წამოვდექი და აბაზანაში გავედი,ერთიანად დაცლილი ვიყავი ემოციებისგან და აღარაფრის სურვილი არ მქონდა.

სარკის წინ დავდექი და ჩემს თავს ვუყურებდი,ყოველთვის როცა ვწერდი,ჩემი წიგნის მთავარ პერსონაჟად,ელისად ჩემი თავი წარმომედგინა,მაგრმა მასსავთ მუქი ჩალისფერი თმები კი არა შავი თმები მქონდა,თუმცა არაუშავს,ამას შევიღებავდი,აი რობერტის როლზე კი ერთი ძალიან სიმპათიური ბიჭი წარმომედგინა მაგრამ ვიცოდი რომ ამაზე არასოდეს დასთანხმდებოდა და ეს გულს მიკლავდა.

თავი გაივქნია ფიქრები თავიდან რომ ამომეგდო და თმაში მარცხენა ხელი შევიცურე,უცებ დავინახე ტატუები.ორი ცალი,რომელიც ჩემი ინიციატივით გავიკეთე,ერთ ვენებთან ახლოს და მეორე ოდნავ ზევით,ორივე წარწერა იყო,ერთზე ეწერა ქართულად

არასოდეს დანებდე

და მეორეზე ინგლისურად

Everything’s  gonna be alright (ყველაფერი კარგად იქნება)

ეს სიტყვები ძალას მმატებდნენ,შთამაგონებდნენ,ყველანაირ ემოციას მიღვიძებდნენ,რაღაც ჯადოსნურად მოქმედებდნენ ჩემზე.ამიტომაც დავიწერე,და ახლაც,როცა მათ შევხედე იმედი დამიბრუნდა,თუ ათასიდან ერთი შანსი მქონდა ზუსტად იმ ერთს გამოვიყენებდი,მეტი არც მინდოდა,მეტს არც ვითხოვდი და ყველაფერი კარგად იქნებოდა.

უნებურად გამეღიმა და ოთახიდან გამოვედი.

არ მივცემდი სიბნელეს იმის უფლებას რომ წინ გადამღობებოდა და დავებრმავებინე,ვიცოდი რა მინდოდა და ისიც თუ რა შემეძლო,ამიტომაც მე მზად ვიყავი წავსულიყავი ნებისმიერ რისკზე და გამეღო ნებისმიერი მსხვერპლი.

ჩვენ ხომ მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ.

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 790 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 8
2012-10-23 Spam
Umagresia Sayvarelo smile Dzlaian Momewona smile Chemi Nichieri Gogoo <3 Gaagrdzele Aucileblad ^ ^