მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 28 » EverYthing Of ChrisTmas
12:50 PM
EverYthing Of ChrisTmas
EverYthing Of ChrisTmas
ფილმები/სიმღერები/ანიმაციები/სურათები..
+ ICons oF ChrisTmaS
2013 წელი-გველის წელიწადი. როგორ შევხვდეთ მას?
2013 წლის ასტროლოგიური პროგნოზი
image image

ფილმები საახალწლოდ..შეიძლება აქ ჩამოთვლილი ფილმებიდან ზოგი ნაყურები გქონდეთ..ან ზოგს შეიძლება ყველაც ნაყურები ჰქონდეს.. მე მაგალითად ყველა ნაყურები მაქვს.. თუმცა კიდევ ბევრჯერ შემიძლია ვუყურო..არ მინდა ბანალური გამოვიდეს ამიტომ პირდაპირ მთავარზე გადავიდეთ..

მარტო სახლში/Home Alone
ჟანრი:კომედია, საოჯახო, კრიმინალური, საახალწლო
რეჟისორი:ქრის კალამბუსი
როლებში:ჯონ ჰარტი, ჯო პეში, მაკოლეი კალკინი, დენიელ შტერნი ...
აღწერა: ამერიკელთა ოჯახი მიემგზავრება ჩიკაგოდან ევროპაში, მაგრამ სიჩქარეში უყურადღებო მშობლებს სახლში რჩებათ ერთერთი შვილი. პატარა ბიჭი არ იბნევა და დემონსტრირებას თავის გამჭრიახობას უკეთებს. და როდესაც სახლში ყაჩაღები შემოიპარებიან, მათ არაერთხელ უწევთ ინანონ საყვარელ პაწაწინასთან შეხვედრა.

მარტო სახლში 2/Home Alone 2
ჟანრი: სათავგადასავლო, ტრილერი, მძაფრ-სიუჟეტიანი, კომედია
როლებში: ჯონ ჰერდი, ჯო პეში, მაკოლეი კალკინი, დენიელ შტერნი
აღწერა: ყველაზე პატარა ამერიკის გმირი მოაწყობს პატარა არეულობას ნიუ–იორკში! კევინ მაკკალისტერი დაბრუნდა! მაგრამ ახლა ის სახლში მარტო არ არის, არამედ ნიუ–იორკშია და მას საკმარისი თანხა და კრედიტული ბარათები აქვს იმისათვის, რომ დიდი ვაშლი სათამაშო მოედანში გადააქციოს. მაგრამ, როგორც ყოველთვის, კევინს მარტო ყოფნა არ უწერია...

მარტო სახლში 3/Home Alone 3
ჟანრი:  კომედია, საოჯახო
როლებში: მერიენ სელდესი, ალექს დ. ლინცი, დევიდ ტორტონი, ოლეკ კრუპა, რია კილსთედტი, ლენი ფონ დოლენი, ხევილანდ მორისი
ფილმის აღწერა: სამმა მამაკაცმა და ქალმა იყიდეს მათთვის მოპარული უახლსი მიკროსქემა, რომელსაც მთელი სისტემის ნეიტრალიზება შეუძლია. ჩადეს ის სათამაშო მანქანაში, მანქანა – პარკში წარწერით «Parisian». აეროპორტში აღმოჩნდა, რომ პარკში სათამაშო არ არის, ირგვლივ კი დადიან ადამიანები ზუსტად ასეთი პარკებით. ძებნა დაიწყეს. რის შედეგადაც ცელოფნის პაკეტისთვის ჩიკაგოში მოუწიათ გაფერნა. ყველაზე მიხვედრილმა მაყურებლებმა, ალბათ უკვე, მიხვდნენ, ვის სახლში ჩაიტანა ხანში შესულმა ქალბატონმა სათამაშო. რა თქმა უნდა, მანდ სადაც ცხოვრობს პატარა და საყვარელი ბიჭუნა. ნაცნობი სიტუაციაა? კი, თუმცა ამ ჯერად წარუმატებელი ბანდიტების მაგივრად ბიჭის წინააღმდეგ, რომელიც სკარლატინითაა დაავადებული და სახლშია დარჩენილი, ნამდვილი პროფესიონალები გამოდიან, ძალიან და ძალიან სახიფათო ადამიანები...

მარტო სახლში 4/Home Alone 4
ჟანრი:კომედია, საოჯახო, საახალწლო
რეჟისორი:როდ დენიელი
როლებში:ჯოანა გოინგი, ფრენჩ სთიუართი, ჯეისონ ბეჰი, მაიქ ვეინბერგი ...
აღწერა: ნებისმიერი პატარა ონავარი ბიჭი ოცნებობს სახლში მარტო დარჩენას, როდესაც მთელი სახლი შენს განკარგულებაშია! კევინ მაქკალისტერისთვის, ჩვენს ძველ ნაცნობს, ეს ოცნებები ცხადში უხდება. ამჯერად ის ემზადება შობის შესახვედრად, მშობლების და სტუმრების ლოდინში, უზარმაზარ სახლში, რომელიც დატენილია სხვადასხვა საინტერესო მოწყობილობებით. დღესასწაული შთამბეჭდავი იქნება! განსაკუთრებით ბანდიტებისთვის, რომლებმაც გადაწყვიტეს სახლში შეღწევა. იმათმა ჯერ ხომ არ იციან საქმე ვისთან ექნებათ...

საჩუქარი საშობაოდ / Jingle All the Way
ჟანრი: კომედია, სათაგადასავლო
როლებში: არნოლდ შვარცენეგერი ,ფილ ხარტმანი ,რიტა უილსონი ,რობერტ კონრადი ,მარტინ მულლი,ჯეიკ ლლოიდი,ჯეიმს ბელუში ,ე.ჯ. დე ლა პენა ,ლორეინ ნიიუმენი ,ჯასტინ ჩეპმანი..
ფილმის მიმოხილვა:სამუშაოზე ზედმეტად დაკავებული მამა მუდამ აგვიანებს საოჯახო ღონისძიებებზე. საკუთარი შვილის კარატეს ასპარესზე მორიგი დაგვიანების შემდეგ მამა დაპირდება რომ სათამაშოს უყიდის – ტურბომენს და, რა თქმა უნდა, დაავიწყდება ეს დაპირებაც... და, აი, დაიწყება გიჟური რბოლა ნახსენები სათამაშოს მოსაპოვებლად....

How the Grinch Stole Christmas/როგორ მოიპარა გრინჩმა შობა
ჟანრი: კომედია, საოჯახო, ფანტასტიკა
რეჟისორი: რონ ჰოუარდი
როლებში: ჯიმ ქერი, ტეილორ მომსენი, ჯეფრი ტემბორი, კრისტინ ბარანსკი, მოლი შენონი...
მოკლე აღწერა: ქალაქ კტოგრადში ერთი კაცი ცხოვრობდა, სახელად – გრინჩი. თავიდან ბოლომდე მწვანე ფერის დაბანჯგვლული არსება არავის უყვარდა. გრინჩი მთელ სამყაროზე განაწყენებული იყო, ამიტომაც ცხოვრობდა მარტო. მას განსაკუთრებით არ უყვარდა შობის დღესასწაული და ამ დღეს ყოველთვის ცუდი განწყობით ხვდებოდა.
image

Santa Who?/ვინ არის სანტა?
ჟანრი: კომედია, საოჯახო, ფანტასტიკა
რეჟისორი: უილიამ დეარი
როლებში: ლესლი ნილსენი, სტივენ ეჩკოლდი, რობინ ლაივლი...
მოკლე აღწერა: ტელერეპორტიორის - პიტერის ცხოვრებაში, რომელიც საახალწლო რეპორტაჟის მომზადებას გეგმავს, კარგა ხანია სასწაულები აღარ ხდება. მით უმეტეს, ის არ ელოდა ციდან ჩამოვარდნილ სანტა კლაუსს. დიახ, საიდანღაც, უცაბედად, ჯადოსნურ თხილამურებზე შემდგარი სანტა პიტერის მანქანაზე ეცემა..

ელფი / Elf
ჟანრი: საახალწლო
რეჟისორი: ჯონ ფავრო
როლებში: უილლ ფერრელლი ,ჯეიმს კაანი ,ბობ ნიიუხარტი ,ედვარდ ესნერი ,მერი სტინბერგენი ,ზუი დეშანელი ,დენიელ ტეი ,ფაიზონ ლავი ,პიტერ დინკლეიჯი,ემი სედარისი,მაიკლ ლერნერი..
მოკლე აღწერა: უამრავი წლის წინ პატარა ბავშვი სანტა კლაუსის ტომარაში დაიმალა და მასთან ერთად შორეულ ჩრდილოეთ პოლუსზე გაემგზავრა. საცოდავი პატარა ელფების შორის აღმოჩნდა, სადაც ერთერთი მათგანი მას იშვილებს. მას ახალ სახსლს მისცემენ, დღეიდან მას ბადი ჰქვია. წლების შემდეგ ის ეცდება ელფების და პიგმეების ჯადოსნურ სამყაროში გამყარებას და წინ წაწევას. თუმცა არსებობს ერთი პრობლემა – ის ზედმეტად მაღალი და შესამჩნევია, იმისათვის, რომ ნამდვილი ელფი გახდეს...

სიმღერები საშობაოდ
1)Hillary Duff - LasT christmas
2)Train - Shake Up Christmas
3) Mariah Carey - All I Want For Christmas Is You
4)Dean Martin - Let it Snow!
5)Chris Rea - Driving Home For Christmas
6)Have yourself a merry little Christmas
7)John Williams - Home Alone Theme
8)Silent Night- Christmas Song
9)Hilary Duff Santa Claus Is Coming To Town
10)Justin Bieber - Mistletoe

ანიმაციები და ფოტოები






























ICons oF ChrisTmaS

image imageimage imageimage imageimage imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

  

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


 
2013 წელი-გველის წელიწადი. როგორ შევხვდეთ მას?
2013 წელი გველის წელიწადია. ურიგო არ იქნება, თუ გვეცოდინება როგორ შევხვდეთ ამ წელიწადს, რომ შემდეგ ბედნიერად გავატაროთ იგი.
გველი-მატერიალისტია და ძალიან აფასებს სურვილს აღიდგინო ან გააძლიერო ფინანსური სტაბილურობა. ამ ნიშანმა ყოველთვის ნათლად იცის რა სურს და აჯილდოვებს მათ ვისაც აქვს სწორი პრიორიტეტები.
აუცილებელია შეურიგდეთ ყველას-საყვარელ ადამიანს, ოჯახის წევრებს და მეგობრებს-თუკი ვინმესთან ცუდი ურთიერთობა გქონდათ და ნაჩხუბარი იყავით, რადგან გველს არ უყვარს სკანდალები და იგი უპირატესობას ანიჭებს სიმშვიდეს და სტაბილურობას, ამიტომ დაივიწყეთ ყველანაირი წყენა და გადადგით პირველი ნაბიჯი.
ჰარმონია ოჯახში, ურთიერთგაგება და დღესასწაულის აღნიშვნა ვიწრო, ოჯახურ წრეში-ეს ალბათ უფრო მეტად ესიამოვნება გველს, ვიდრე ხმაურიანი თავყრილობა.
გველი ძალიან სუფთაა და იგი წელიწადში რამდენჯერმე იცვლის ტყავს, ამიტომ ჩინელი ბრძენები გვირჩევენ, რომ სახლში გენერალური დასუფთავება ჩაატაროთ ახალ წლამდე და ამით ყველა წარუმატებლობას გაატანთ ძველ წელიწადს.
გველს არ მოსწონს დიდი და ხმაურიანი კომპანიები ღია სივრცეში. ხმამაღალი სიცილი, მუსიკა და ცეკვები აღიზიანებს მას. ოჯახურ ღირებულებებს დიდ უპირატესობას ანიჭებს. ამიტომ იდეალური იქნება თუ გველის წელიწადს ოჯახურ სიმყუდროვეში შეხვდებით.
საახალწლო სუფრა აუცილებლად უნდა იყოს ლამაზი ქსოვილისგან, არანაირი მყვირალა ფერები. იდეალური იქნება, თუ საახალწლო სუფრას ბროლით და ფაიფურის ჭურჭლით გააწყობთ. მნიშვნელოვანია, რომ ნაძვის ხე არ იყოს გადატვირთული. გველის წელიწადისთვის იდეალური იქნება, თუ ნაძვის ხეს ერთ ფერში მორთავთ.
ძირითადი ფერები გველის წელიწადში-შავი, ნაცრისფერი, ლურჯი, ცისფერი და მწვანე. გარდა ამისა, გველს უყვარს ოქროსფერი და ვერცხლისფერი, ხოლო წითელ ფერს ჩინური ტრადიციის მიხედვით ყოველთვის მოაქვს ბედნიერება, ამიტომ წითელი ყოველთვის აქტულურია.
ნატურალური გველის ტყავისგან დამზადებული სამოსით ნუ დახვდებით გველის წელიწადს, რადგან ეს არ მოეწონება მას.
საახალწლო მაკიაჟში თვალებზე უნდა გააკეთოთ აქცენტი, მკვეთრად უნდა იყოს გამოხატული თვალის კონტური. ფრჩხილები საურველია გქონდეთ გრძელი და ლაქი უნდა იყოს მკვეთრი ფერის.

2013 წლის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

2013 წლის იანვარსა და თებერვალში წინა წელს დაწყებული საქმეების დასრულება  მოგიწევთ. მარტის I დეკადაში თქვენი დახმარება სხვა ადამიანებს დასჭირდებათ. აპრილის III დეკადიდან გაცილებით მიზანსწრაფული გახდებით.  მაისის ბოლოს და ივნისში გაიზრდება როგორც საქმიანი კავშირების დამყარების, ისე სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების ალბათობა. ივლისის II ნახევრიდან გააქტიურდება ოჯახსა და უძრავ ქონებაზე, სამსახურსა და კარიერაზე ზრუნვა. ივლისის ბოლოსა და აგვისტოში   მოიმატებს დაპირისპირებებისა და კონფლიქტების ალბათობა, ამიტომ, ნუ აჰყვებით ჭორებსა და პროვოკაციებს. ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბერში მოერიდეთ რისკზე წასვლას, განსაკუთრებით, ფინანსებსა და ბიზნესში. დეკემბერში წარმატებას პარტნიორებთან ერთად მიაღწევთ, ამიტომ შეეცადეთ, გადაწყვეტილება მნიშვნელოვან საკითხებზე პარტნიორებთან ერთად მიიღოთ. 

კურო 

იანვარში წარმატების მიღწევის ალბათობა საკმაოდ მაღალია. თებერვალი შედარებით პასიური იქნება. ნუ იქნებით ხისტი, რათა კონფლიქტურ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ. მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში ყურადღება და თავშეკავება გმართებთ ფინანსური ოპერაციების და კომერციული გარიგებებისას. აპრილის ბოლოს, შესაძლოა გააქტიურდეს წარსულში დაშვებული შეცდომები. ივლისის ბოლოს და აგვისტოში მოსალოდნელია რომანტიკული ურთიერთობების გაბმა. აგვისტოს ბოლოს და სექტემბერში გაგიჩნდებათ ახალი ვალდებულებები, მოგიწევთ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებაც, რაც დაკავშირებული იქნება კვალიფიკაციის ამაღლებასა და ახალ სამსახურთან. ამ პერიოდში მოსალოდნელია გავლენიანი ადამიანებისგან დახმარების მიღება.  ოქტომბერსა და ნოემბრის I დეკადაში მოგიწევთ უსამართლობასთან ბრძოლა, ამიტომ გადახედეთ თქვენს საქმიან თუ პირად ურთიერთობებს. წლის ბოლოს შეეცადეთ, იყოთ კონცენტრირებული, რადგან ეს საქმიანი პერიოდი იქნება და რამდენად ეფექტურადაც გამოიყენებთ მას, იმდენად წარმატებულად დაიწყებთ 2014 წელს.

ტყუპი

დაიწყეთ წელი აქტიურად, თუმცა რეალური შედეგების მიღება უფრო თებერვალშია მოსალოდნელი. მანამდე კი წინა წლიდან "გადმოყოლილი" პრობლემების მოგვარება მოგიხდებათ. აპრილის IIნახევრიდან მოსალოდნელია ახალი კავშირების დამყარება. არ არის გამორიცხული, აპრილში ან მაისში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამაც მოგიწიოთ. ამავე პერიოდში მოიმატებს თქვენი ოცნებებისთვის ხორცის შესხმის ალბათობა. სექტემბრის II ნახევრიდან მოსალოდნელია ახალი საქმიანი ურთიერთობების დაწყება და ახალი კონტრაქტების დამყარება, რაც დადებითად აისახება თქვენს სამსახურებრივ საქმეებსა თუ ფინანსურ მდგომარეობაზე. სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში გაგიჩნდებათ ცხოვრებაში ახალი ცვლილებების შეტანის შანსი, ამ პერიოდში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები თქვენს ცხოვრებას დიდწილად უკეთესობისკენ შეცვლის. დეკემბერი შედარებით პოზიტიური იქნება, შესაძლოა, საზოგადოებრივი ან პოლიტიკური მოღვაწეობის ამბიციაც კი გაგიჩნდეთ.

კირჩხიბი

ეს წელი თქვენთვის პროფესიული ზრდისა და წინსვლის პერიოდი იქნება. თუ საჭირო დროს გარისკეთ, მოსალოდნელია, I კვარტალშივე სასიკეთო ცვლილებების განხორციელების შანსი მოგეცეთ. იანვარსა და თებერვალში ურთიერთობა მოგიწევთ სხვადასხვა პროფესიის, კულტურისა და მსოფლმხედველობის ადამიანებთან - ეს შეხვედრები, უმეტეს შემთხვევაში, სასარგებლო და სარფიანი აღმოჩნდება. ივნისის II და III დეკადაში მოსალოდნელია პრობლემები, ყოფითი საკითხები, რაც თქვენგან ბევრ დროს, ენერგიას და რესურსებს მოითხოვს. საინტერესო პერიოდია ზაფხულის II ნახევარი, როდესაც არა მხოლოდ ძველი სასიყვარულო ურთიერთობებისა და საქმიანი კონტაქტების აღდგენის საშუალება მოგეცემათ, არამედ შეძლებთ სრულიად ახლებურად გაიაზროთ შექმნილი რეალობა და ახალი კავშირებიც დაამყაროთ. შემოდგომის დასაწყისში შეეცადეთ ჯანსაღად მიუდგეთ ყველა საეჭვო და სარისკო საკითხს.  დეკემბრის I ნახევარი გლობალურ ჭრილში დაგანახებთ, რამდენად სწორად გამოიყენეთ  2013 წელს რესურსები და რამდენად მომგებიან პოზიციაში იმყოფებით. 

ლომი

2013 წელს საკუთარ თავს დააკისრეთ პარტნიორული ურთიერთობების აწყობა-განვითარება, თანამოაზრეებისა და თანამოკავშირეების მოძიება და მათთან საქმიანი თუ პირადი სახის ურთიერთობების აწყობა. წლის I კვარტალში მოგიწევთ გვერდზე გადადოთ ის  მეთოდები თუ პრინციპები, რომლებმაც გასულ წელს წარმატება ვერ მოგიტანათ. აპრილის ბოლომდე შეგეძლებათ გადაჭრათ ის პრობლემები, რომელთა მოგვარება  დიდი ხნის ოცნება იყო.  შემოდგომით მოსალოდნელია ბევრი პროექტის წამოწყება,  რაც თქვენს საქმიანობას, ბიზნესს ან ჰობის უკავშირდება.  შეეცადეთ, თამამად აიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, რადგან ამ დროს მოსალოდნელია ახალი და საინტერესო პერსპექტივების გამოჩენა, პარტნიორული საქმიანობის დაწყება.

ქალწული

2013 წლის განმავლობაში მოგიწევთ ბევრი "ღია" საკითხის დახურვა, გადადებული თუ დაუსრულებელი საქმეების დასრულება. თებერვალსა და მარტში თავს საკუთარი წარსული შეგახსენებთ. არ არის გამორიცხული, მოგიწიოთ დაშვებული შეცდომების გამოსწორებამ, ითხოვეთ პატიება და პირველმა გადადგით ნაბიჯი გართულებული ურთიერთობების დარეგულირებისკენ. აპრილში მოგიწევთ სამსახურთან, ფინანსებსა და ბიზნესთან დაკავშირებული საკმაოდ სერიოზული წინაღობების გადალახვა. შეეცადეთ, მთელი შემოდგომა ორგანიზებული და შეუპოვარი იყოთ. შექმნილი წინაღობები და ყოფითი პრობლემები ნუ შეგაშინებთ. წლის ბოლოს მოერიდეთ ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებების განხორციელებას.

სასწორი

2013 წელს გათავისუფლდებით მომაბეზრებელი ვალდებულებებისა თუ არაფრისმომტანი ურთიერთობებისგან. იანვარში მოგიწევთ პირადი თუ საქმიანი ურთიერთობების გარკვევა, რაც თქვენს გეგმებს პოზიტიურად წაადგება.  ზაფხულის I ნახევარი შედარებით პასიური იქნება, II კი უფრო შემოქმედებითი, რაც საშუალებას მოგცემთ ორიგინალური იდეა მოიფიქროთ. შემოდგომის II ნახევარში მოსალოდნელია სამსახურებრივი წინსვლა და ოჯახურ პრობლემების მოგვარება. დეკემბერში მოსალოდნელია ახალი შემოთავაზებები, თუმცა დათანხმების შემთხვევაში მუხლჩაუხრელი შრომა მოგიწევთ.

მორიელი

ნუ დაუხრით ამ წელს თავს. წლის I კვარტალი დაგეხმარებათ "ახალ ლიანდაგზე" გადაეწყოთ, მოქმედების ახალი გეგმები დასახოთ, არ არის გამორიცხული, ახალი მოკავშირეებიც კი შეიძინოთ. სასიკეთო შედეგებს წლის II ნახევარში მოიტანთ, ამიტომ, ნუ იგრძნობთ უკმაყოფილებას, თუ შედეგებს მაშინვე ვერ დაინახავთ. ზაფხულის ბოლოს გააქტიურდება საკმაოდ პერსპექტიული ტენდენციები, სადაც თქვენი პირდაპირი ჩართვა გახდება საჭირო. ამიტომ, შემოდგომიდან უკვე ბევრ საკითხზე პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება  მოგიწევთ. ოქტომბრის ბოლოდან წლის ბოლომდე როგორც საქმიან, ისე პირად ცხოვრებაში მოვლენები საკმაოდ დინამიკურად განვითარდება და წარმატების მიღწევის მაღალი შანსი გექნებათ. 

მშვილდოსანი

2013 წელს და განსაკუთრებით მის პირველ ნახევარს  პოზიტიურს ვერ დავარქმევთ, თუმცა თუ წარსულში დაშვებულ შეცდომებს გაითვალისწინებთ და მათი განმეორებისგან თავს დაიზღვევთ, წლის I კვარტალში 2012 წელთან შედარებით თქვენს მდგომარეობას შესამჩნევად გამოასწორებთ.  ივლისში მნიშვნელოვანი გახდება საქმიანი ინფორმაციის მიღება, მისი დამუშავება და გამოყენება.  წლის ბოლოს მოსალოდნელია ბევრი რამისთვის სხვა თვალით შეხედვამ მოგიწიოთ. მიუხედავად თქვენს ცხოვრებაში შექმნილი რეალობისა, მზად უნდა იყოთ მისი მიღებისა და შექმნილ გარემოებებზე პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებისთვის. 

თხის რქა

წლის I კვარტალში  უახლოესი ადამიანების რჩევებს და დარიგებებს ყურადღებით მოუსმინეთ.  მაისში საერთო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოსწორდება და გაგიჩნდებათ პოზიტიური ცვლილებების შანსი როგორც ფინანსებში, ისე სასიყვარულო ურთიერთობებში. ივნისსა და ივლისის II ნახევარში დაიწევს თქვენი ენერგეტიკა, ამიტომ, ნუ წამოიწყებთ საეჭვო და ავანტიურისტულ მოქმედებას, ნუ მოაწერთ ხელს იმ საბუთებს, რომლებიც ფიზიკურ-მატერიალური თვალსაზრისით არაფერს გაძლევთ.  კომერციული გარიგებების დროს ყველა საკითხი იურისტთან შეათანხმეთ. შედარებით პოზიტიური იქნება დეკემბრის II ნახევარი, ამიტომ,  მნიშვნელოვანი ცვლილებები სწორედ ამ დროს დაგეგმეთ. 

მერწყული

თუ იანვრიდანვე მტკიცედ და ორგანიზებულად დაიწყებთ იმ საკითხებსა და ამოცანებზე მუშაობას, რომლის გადაჭრასაც 2013 წელს აპირებთ, უკვე თებერვლის ბოლოს  პირველ შედეგებს დაინახავთ. აპრილის ბოლოსა და მაისის I ნახევარში ყურადღება გაამახვილეთ უახლოესი ადამიანების საქმიან წინადადებებზე. მაისის  III  დეკადაში მომხდარი ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან დიდწილად მათზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება წლის II ნახევარში მოვლენები. სექტემბერში მოგიწევთ საქმიანი ურთიერთობებისა და კავშირების გადასინჯვა. ნოემბერი მიუძღვენით ერთი შეხედვით, უმნიშვნელო პრობლემების გადაჭრას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა წლის ბოლოს მოსალოდნელ პოზიტიურ ცვლილებებს ზედმეტი წვრილმანებისგან თავისუფალი შეხვდეთ.  

თევზები 

წლის I ნახევარი უფრო პოზიტიური იქნება ოჯახური და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის. წლის II ნახევარი კი უფრო ხელსაყრელი - სამსახურებრივი წინსვლისთვის. აპრილის II ნახევარში მოიმატებს  სასიყვარულო ურთიერთობებისა და ქორწინების ალბათობა. ივნისი და ივლისი საკმაოდ კარგი პერიოდია ახალი საქმეების, მათ შორის, ბიზნესის წამოწყებისთვის, ასევე სამსახურში ცვლილებების განხორციელებისთვის.  სექტემბრის I ნახევარში სასიკეთო მომენტები შესაძლოა, უსიამოვნო მოვლენებმა შეცვალოს. დეკემბრის I ნახევარი ხელსაყრელი იქნება სხვადასხვა ტიპის გადანაცვლებებისთვის თუ სამსახურებრივი ცვლილებისთვის.

ბევრი ვიწვალე აბა როგორი იყოო? შემფასეთ.. თქვენი მარიკო1 :დ
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 855 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
2012-12-28 Spam
dzalian dzalian dzalian momewona yoxhag dzlaian bevri gishromia