მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივლისი » 1 » Everything About Jared Leto
1:24 PM
Everything About Jared Leto
Jared Leto
ბიოგრაფია | ფილმოგრაფია | ფაქტები 

 


ჯარედ ჯოზეფ ლეტო (ინგლ. Jared Joseph Leto) — ამერიკელი მუსიკოსი, კომპოზიტორი, მომღერალი, პროდიუსერი, მსახიობი, რეჟისორი და პერიოდულად მოდელი. ლეტო გამოჩნდა ჰოლივუდის დიდი ბიუჯეტის მქონე ფილმებში, რამაც უფრო მეტად ცნობილი გახადა. მან ითამაშა 1994 წლის 19 სერიიან დრამაში - „My So-Called Life". კინოში მისი დებიუტი შედგა 1995 წელს ფილმში „How to Make an American Quilt", რის შემდეგაც ითამაშა 1997 წელს ფილმში „Prefontaine", სადაც მისმა თამაშმა დიდი მოწონება დაიმსახურა, როგორც ხალხისგან, ისე კინოკრიტიკოსებისგან.

ნამდვილი სახელი: ჯარედ ჯოზეფ ლეტო (Jared Joseph Leto)
დაბადების თარიღი: 26 დეკემბერი 1971
დაბადების ადგილი: ბოსიე სითი ლუიზიანა აშშ
პროფესია: მსახიობი,პროდიუსერი, კომპოზიტორი, მომღერალი
სიმაღლე: 1.77 მ
პირველი ფილმი: 1992



სამსახიობო კარიერა

თავისი კარიერა ჯარედ ლეტომ დაიწყო სატელევიზიო შოუთი My So-Called Life, სადაც ითამაშა მთავარი გმირის კლერ დეინსის ოცნებების ობიექტი. იმ დროდან მსახიობის პოპულარობა იზრდება, რისი ნახვაც შეიძლება მისი მონაწილეობით ფილმების გამოსვლის შეუწყვეტელი გრაფიკით. ჯარედ ლეტო დაიბადა 26 დეკემბერს 1971 წელს ბოსიერში. მომავალი მსახიობი დედამ გაზარდა, ისინი ხშირად გადადიოდნენ გაიტიდან კოლორადოში. ლეტო ყოველთვის ძალიან დაიტერესებული იყო ფერწერით, ჩააბარა ხელოვნების ინივერსიტეტში ფილადელფიაში, მაგრამ შემდეგ გადავიდა ვიზუალური ხელოვნების სკოლაში ნიუ–იორკში. ჯერ კიდევ სტუდენტობისას, ჯარედმა დაწერა სცენარი თავისი ფილმისთვის Crying Joy და ითამაშა მასში.

1992 წელს ჯარედ ლეტო ლოს–ანჯელესში გადავიდა. ორ წელიწადში ლეტომ ითამაშა ქალთა გულის დამბყრობელის ჯორდონ კატალანოს როლი ფილმში 'My So-Called Life'. იმის მიუხედავად, რომ სერიალი დიდი ხნის მანძლზე არ გადიოდა ეკრანებზე, ის ყველაზე დიდი ხნით დაამახსოვრდა. იმანაც იმოქმედა, რომ სერიალს აჩვენებდნენ MTV–ზე. 1996 და 1997 წლებში ლეტო შედიოდა მსოფლიოს 50 ყველაზე ლამაზი ადამიანების სიაში ჟურნალ People–ის აზრით. სატელევიზიო ფილმის 'Cool and the Crazy' შემდეგ მომავალ მსახიობ ალისია სილვერსტოუნთან ერთად, ლეტომ ითამაშა პირველი როლი დიდი ერკანებისთვის ფილმში 'How to Make an American Quilt'. ასევე 'The Last of the High' Kings კრისტინა რიჩის მონაწილეობით და 'Switchback' ენი გლოუვერის და დენის კუეიდისთან. 1997 წელს ლეტომ ითამაშა ლეგენდარული მორბენალის სტივ პრეფონტეინის როლი. შემდეგ წელს, ლეტომ მონაწილეობა მიიღო ტერენს მელიკის 'The Thin Red Line' ფილმში ნიკ ნოლტის, ჯორჯ კლუნის და შონ პენის მონაწილეობით. თან ითამაშა მთავარი როლი პოპულარულ მოზარდებისთვის განკუთვნილ ფილმში 'Urban Legend'. 2000 წელს ლეტომ ითამაშა ფილმებში 'ამერიკელი ფსიქოპატი' და 'ოცნების რეკვიემი'. ასე რომ მსახიობს მიეცა შანსი მომავალი ოსკარის მფლობელთად ჯენიფერ კონელისთან ემუშავა.

იმის მიუხედავად, რომ ორი ფილმი ლეტოს მონაწილეობით 'Sunset Strip' და 'Highway', რომლებიც ტარანტინომ გადაიღო ძალიან მალე გაიყიდა, მსახიობს იწვევდნენ მეორე პლანის როლებზე. 'Fight Club'–ში 1999 წელს მან შეასრულა ანარხისტი–მაზოხისტის როლი, 'Panic Room'–ში კი მოუხერხებელი მძარცველის როლი, რომელიც ჯოდი ფოსტერის გმირს აწამებდა. 2004 წელს ლეტომ განასახიერა გენერალი გეფესტიონი მსხვილმაშტაბიან პროექტში "Alexander" კოლინ ფარელის, ენტონი ხოპკინსის, როსარიო დოუსონის, ანჯელინა ჯოლის და ველ კილმერის მონაწილეობით.



მუსიკალური კარიერა

ლეტო ამერიკული როკ-ჯგუფის, 30 Seconds to Mars-ის მთავარი ვოკალისტი, ინსტრუმენტალისტი და სიმღერების ავტორია. ჯგუფი ჩამოყალიბდა 1998 წელს ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, რომლის შექმნაშიც დიდი წვლილი ჯარედ ლეტოსა და მის ძმას, შენონ ლეტოს მიუძღვით.


30 Seconds to Mars — ამერიკული როკ-ჯგუფი ლოს-ანჯელესიდან. იგი შეიქმნა 1998 წელს. ჯგუფის წევრები ამჟამად არიან: ჯარედ ლეტო (ვოკალი, გიტარა, სიმღერების ავტორობა), ტომო მილიშევიჩი (გიტარა, ფორტეპიანო) და შენონ ლეტო (დასარტყამი ინსტრუმენტები).

ჯგუფის პირველი სტუდიური ალბომი 30 Seconds to Mars გამოვიდა 2002 წელს. მას ასევე აქვს გამოცემული ალბომები A Beautiful Lie (2005); This Is War (2009) და ორი EP დისკი AOL Sessions Undercover (2007) და To the Edge of the Earth (
2008).









ფაქტები

ერთ-ერთი ფილმის გადაღების დროს ჯარედ ლეტო ცდილობდა ანჯელინა ჯოლის ყურადღება მიეპყრო, თუმცა ანჯელინამ მას კოლინ ფარელი არჩია და მასთან დაიწყო ურთიერთობა.ამის შემდეგ ჯარედი ყოველთვის ამბობს, რომ არასოდეს დაიწყებს ისეთ ქალთან ურთიერთობას, რომელიც მასზე უფრო პოპულარულია.

ჰყავს ძაღლი სახელად იუდა/Judas

ჯარედმა მუშაობა დაიწყო 12 წლის ასაკში. ის მუშაობდა ჭურჭლის მრეცხავად და საათში 1,57 დოლარს იღებდა.

მისი ჰობია: სკეიტბორდინგი, სიმღერების წერა, კითხვა და ხატვა

პირველ სამსახურთან ერთად, პირველი გიტარაც ჯარედს 12 წლის ასაკში გაუჩნდა. როგორც ჩანს, ის ჭურჭლის მრეცხავის ხელფასიდან ფულს აგროვებდა პირველი გიტარის Roland Juno-106 შესაძენად.

პირველი ინსტრუმენტი, რომელზეც ჯარედმა დაკვრა დაიწყო იყო მის ძველ სახლში ძველი როიალი

ჯარედის პირველი და საკმაოდ წარმატებული როლი იყო ნარკომან ჰარლოდის როლი ფილმ 'რექუიემი ოცნებაზე'. ჯარედმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ რათა როლი კარგად გაეთვისებინა,ის გარკვეული ხანი ნიუ-იორკის ქუჩებში ცხოვრობდა და კოკაინიც კი გასინჯა.


ჯარედს რამდენჯერმე შესთავაზეს გაშიშვლება ქალების ჟურნალისთვის თუმცა ის ყოველთვის კატეგორიულ უარზეა. მაგალითად, 2005 წელს ჟურნალი Playgirl გაშიშვლებაში ჯარედს დიდი ჰონორარს დაპირდა, თუმცა ამის მიუხედავად ლეტომ თავის პრინციპებს არ უღალატა.

საყვარელი საჭმელია პოპკორნი და ბოსტნეული, სასმელი კი ცხელი შოკოლადი

ფილმ CHAPTER 27სთვის ჯარედმა 28 (!) კილო მოიმატა. წონის სრაფმა მომატებამ გამოიწვია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რის გამოც გარკვეული ხანი ჯარედი ვერ ახერხებდა თავისუფლად გადაადგილებას და სარგებლობდა ინვალიდთა ეტლით, თუმცა ფორმაში მალევე ჩადგა.

ჯარედი ამბობს, რომ ის არ იყენებს საპონს. მისი აზრით დასაბანად წყალი და ცოტაოდენი შამპუნიც საკმარისია."რაც უფრო ცოტა ნივთი გაქვს აბაზანში, მით უკეთესია" ამბობს ლეტო

ჯარედი არ ხმარობს ალკოლოჰს, თუმცა როგორც თავად ამბობს ის ალკოჰოლს იყენებს პირის გამოსავლებ საშუალებად


ჯარედი ჰერმოფობია(ადამიანი, რომელსაც სასტიკად ეშინია ბაქტერიების და არაფერს ეხება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში) ჯარედს არ უყვარს ხელის ჩამორთმევა, ხელზე არსებული მრავალი ბაქტერიის გამო. თუმცამ უყვარს ჩახუტება მეგობრებთან და კოლეგებთან.

ჯარედის ტატუ განასახიერებს მისი ჯგუფის მთავარ დევიზს და ითარგმნება შემდეგნაირად: "ჩაძირვა სიღრმეში"


კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 876 | დაამატა: NiNiKo | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
2013-07-05 Spam
Lettoo <3 vgijdebi ^ ^
kargi siaxleaa <3