მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 27 » everything about heels
4:13 PM
everything about heels

High Heels Shoes

სრულიადში თქვენ ნახავთ მაღალქუსლიანი 

ფეხსაცმლის შექმნის ისტორიას ))


მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი თანამედროვე ქალის განუყრელი ატრიბუტია ფეხსაცმელტან თუმცა, ცოტამ თუ იცის მისი შექმნის ისტორია,
ამერიკელი მწერლის, ქრისტოფერ მორლის აზრით, ქუსლიანი ფეხსაცმელი გამოიგონა ქალმა, რომელსაც ხშირად ჰკოცნიდნენ შუბლზე. სინამდვილეში, ქუსლიანი ფეხსაცმლის შექმნის იდეა ორლეანის ჰერცოგის მეუღლეს, ეკატერინე მედიჩის ეკუთვნოდა. 1533 წელს მან სპეციალურად შეუკვეთა რამოდენიმე ფეხსაცმელი ქუსლზე, რათა უფრო მაღალი გამოჩენილიყო და შთაბეჭდილება მოეხდინა საფრანგეთში, მომავალ მეფე ჰენრისთან ქორწინებისას



მისი ფეხსაცმელი ხის პლატფორმაზე იდგა. ქუსლიანი ფეხსაცმელი მალე გახდა მოდური მაღალ საზოგადოებაში. სასაცილოა, მაგრამ ევროპის მაღალი საზოგადოება ზედმეტადაც კი „ამაღლდა" და მე–17 საუკუნეში მხოლოდ მათ ჰქონდათ უფლება ჩაეცვათ 6 დუიმის სიმაღლის მქონე ფეხსაცმელი, რაც 15.24 სანტიმეტრს უდრის. გადაადგილებისას კი ორივე მხარეს იყენებდნენ მსახურებს, რათა სიარულისას დაყრდნობოდნენ.


 ყველაზე სექსუალურად წითელ ლანჩიანი ფეხსაცმელი ითვლება 


არავინ დავობს, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ქალს ბევრად ქალურს, მიმზიდველსა და სექსუალურს ხდის. თუმცა, არის კიდევ რამოდენიმე შეუმჩნეველი მიზეზი, რის გამოც ქალები მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ანიჭებენ უპირატესობას: 

ქუსლი ქალს სიმაღლეს მატებს.
კარგად არჩეული ფეხსაცმელი ვიზუალურად აგრძელებს ფეხს.
მაღალ ქუსლებზე სიარულისას ქალი ძალაუნებურად გამართული დადის.
რაც უფრო მაღალია ქუსლი, მით პატარაა ნაბიჯი, რაც სიარულის მანერას უფრო ქალურს ხდის.

მაღალ ქუსლებზე სიარულისას ქალი იძლებულია შეინარჩუნოს წონასწორობა, რაც ძალაუნებურად იწვევს თეძოების მაცდუნებელ მოძრაობას.



მხარეებზეც ხშირად საუბრობენ. მაგალითად მოჰყავთ სტატისტიკა, რომ ქალებს დახლოებით 4–ჯერ მეტი პრობლემა ექმნებათ ფეხებზე, ვიდრე მამაკაცებს. ბრტყელძირიან ფეხსაცმელზე სიარულისას ადამიანის სხეულის მთელი წონა თანაბრად ნაწილდება ტერფზე და არ იწვევს მისი რომელიმე ნაწილის ზედმეტად გადატვირთვას. როდესაც ჩვენ ქუსლს გარკვეულ სიმაღლეზე ვანთავსებთ, ფეხის თითები დიდ დაწოლას განიცდიან. დამტკიცებულია, რომ 2-3 სანტიმეტრიან ქუსლებზე დადგომითაც კი ფეხის თითებზე დაწოლა 22%-ით იზრდება.



მიუხედავად მედიკოსების მსგავსი პროგნოზებისა, ძნელი იქნება მსოფლიოს ქალებს აზრი შეაცვლევინონ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელზე, რადგან ქალი მაღალ ქუსლზე უფრო თავდაჯერებულად, ქალურად და სექსუალურად გრძნობს თავს. 

ფაქტები მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე

ახლო აღმოსავლეთში ქუსლები ფეხსაცმელს იმისათვის დაუმატეს, რომ ფეხი მწველი ქვიშისგან უფრო უკეთ დაეცვათ
მე–16 მე–17 საუკუნის ევროპაში ფეხსაცმლის ქუსლი ყოველთვის წითელი იყო.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევის
თანახმად, ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებას ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევის თანახმად, ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებას 12 წლის ასაკში იწყებენ და დაახლოებით 63 წლის ასაამდე ატარებენ.

ფილიპინების ყოფილი პირველი ლედის, იმელდა მარკოს, საკუთრებაში 1200 წყვილი ფეხსაცმელია.

მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის გაფეტიშებას ალტოკაციფილიას უწოდებენ.

გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი 155 სმ–ის . სიმაღლისაა 








ფოტოები ჩაამატა და გაალამაზა:Queenmariamo xD








კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 1365 | დაამატა: -Anii)) | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2012-06-27 Spam
aau ra magariiaa chemi sayvarelii gasaartobii suull egeni macvia (saxlshi :D) aau dzaan magariiaa axla vici bevri ram magaaze biggrin <3