მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 3 » ✖ ეშმაკი ლიფტში ✖
5:13 PM
✖ ეშმაკი ლიფტში ✖
✖ საშიში ისტორია   
  ეშმაკი ლიფტში    
  საინტერესოა ნახეთ  

არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს ისტორია ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა, რომელიც ერთ–ერთმა კოლეჯის სტუდენტმა გოგომ გამოაქვეყნა ინტერნეტში.
___________________________________________________________________

"იმ ღამეს უცნაური სიზმარი ვნახე. უცნაური იმიტომ, რომ ძალიან ახლოს იყო რეალობასთან. ყველაფერს, რასაც იქ ვხედავდი და ვგრძნობდი, რეალურად განვიცდიდი. ჩემი მეგობრის წვეულებაზე ვიყავი. შენობა ბევრი ხალხით იყო სავსე. ყველანი სვამდნენ და მხიარულობდნენ, მეც მათ შორის.

მოულოდნელად კარები გაიღო და ყველა გაჩუმდა. კარებში მაღალი, ქერა მამაკაცი გამოჩნდა. უგრძნობი სახე და გაყინული თვალები ჰქონდა. ნელა მოდიოდა. არავის არაფერი არ უთქვამს, მაგრამ იქ მყოფმა ყველა ადამიანმა ვიცოდით, რომ ეს ეშმაკი იყო.

მამაკაცმა ნელი ნაბიჯებით ჩაგვიარა შუაში. ჩვენ ფერდაკარგულები და დამუნჯებულები ვუყურებდით. მისი ცივი თვალების გამჭოლი მზერა ვიგრძენი. ნელა ავწიე თავი და დავინახე რომ მე მიყურებდა – ის ჩემთვის მოვიდა, ჩემს წასაყვანად.

ყვირილით გამეღვიძა. ჯუდი, ჩემი მეზობელი შეშინებული მანჯღრევდა, როგორმე რომ გავეღვიძებინე......

ყველაფერი ძილის წინ ნანახ საშინელებათა ფილმს დავაბრალე. თანაც ხვალ ჩემი მეგობრის წვეულება იყო სასტუმროში და ვიფიქრე, სიზმარში ჩამყვა–თქო.

მეორე დღეს წვეულებაზე უკვე აღარც მახსოვდა სიზმარი, ჩემს კურსელებთან ერთად მხიარულად ვერთობოდი და ვსვამდი. მდიდრულ სასტუმროში, განათებულ დარბაზში არაფრის არ მეშინოდა.

– კეიტ– მითხრა ჯუდიმ – დაბლა ვიღაც გელოდება, შესასვლელში, მგონი მამაშენია, კარგად ვერ დავინახე.

გამახსენდა, რომ მამაჩემისთვის სახლის გასაღები არ დამიტოვებია და ალბათ ამიტომ მომაკითხა. ლიფტთან მივედი და ღილაკს თითი მივაჭირე. რამდენიმე წამში კარი გაიღო და შევედი.

შესვლისთანავე უცნაური გრძნობა დამეუფლა, თითქოს მარტო არ ვიყავი, არადა ლიფტი ცარიელი იყო, როცა შევედი. უკან მივიხედე და ლამის ვიკივლე.

მაღალი, ქერა მამაკაცი ჩემი სიზმრიდან, გაყინული თვალებით, ძვირფას კოსტუმში გამოწყობილი უმოძრაოდ იდგა და მიყურებდა. სუნთქვა შევიკარი. ვცადე ჩემი თავი დამემშვიდებინა.

ვიფიქრე, იქნებ უბრალო დამთხვევაა და ეს კაცი სულაც არაა სატანა. მოულოდნელად შუქმა დაიწია და აციმციმდა. ლიფტი გაჩერდა. თვალები დავხუჭე, რომ ჩემი მოსალოდნელი სიკვდილი არ დამენახა. ვიგრძენი, როგორ შემეხო მხარზე ცივი ხელი და გაუგებარი ჩურჩულიც მომესმა.

შუქი ისევ მოვიდა და ლიფტის კარები გაიღო, ეტყობა ვიღაცამ გამოიძახა. დაუფიქრებლად გამოვვარდი ლიფტიდან და დავინახე, ქერა გოგო როგორ შევიდა ლიფტში. ბევრი აღარ მიფიქრია, კიბეებს სირბილით ავუყევი.

შუქები უკვე მთელს შენობაში გაითიშა და პანიკა ატყდა. დაცვის წევრები აქეთ–იქით დარბოდნენ, გარეთ პოლიციის მანქანები გამოჩნდა. რამდენიმე წუთში შუქი უკვე საბოლოოდ მოვიდა, მაგრამ ახლა დაბლა ატყდა კივილი. გაღებული ლიფტიდან სისხლის ნაკადები მოდიოდა. ქერა გოგო გაუნძრევლად ეგდო.

დაცვის წევრებმა ლიფტში დაყენებულ კამერაზე დაინახეს მე როგორ გამოვვარდი ლიფტიდან და როგორ შევიდა ის გოგო, მაგრამ ჩვენს მეტი იქ არავინ ჩანდა.

არ ვიცი რატომ გადაიფიქრა სატანამ ჩემი წაყვანა, მაგრამ ნამდვილად ვიცი – ის ჩემთან აუცილებლად მოვა.”
________________________________________________

იმედია მოგეწონათ ♥ კიდევ დავდო??
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 683 | დაამატა: Mary_Selena | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 6
2012-12-03 Spam
Vaauu Dzaaan Saainteresoa ! ))) Dadekide!