2 ივლისს ეშლი ტისდეილი 26 წლის გახდა. დაბადების დღე ვარსკვლავმა მალიბუს პლაჟზე აღნიშნა, სადაც ბევრ სტუმარს შორის მისი ბოიფრენდი სკოტ სპირიც იყო. ეშლი გვერდიდან არ შორდებოდა ზაკ ეფრონს. ეშლი მას მეგობარს უწოდებს, მაგრამ დასავლური პრესა ამტკიცებს რომ წყვილს შორის რომანტიკული ურთიერთობაა და ეშლიმ თავის განუყრელ მეგობარს ვანე ჰადჯენს უღალატა.