მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 31 » ♛ ეს უნდა იცოედეთ ♛
3:34 PM
♛ ეს უნდა იცოედეთ ♛


ეს უნდა იცოდეს ყველა ქართველმ

რკინისკმნეტველი რაჭველი

კოსტა მაისურაძე  

--------------------------------------------------------------------------------------

"რკინისმკვნეტელი" რაჭველი

32-კილოგრამიან გირებს ჰაერში ბურთივით რომ აისროდა, ხან კისრით იჭერდა და ხანაც მკერდს შეაგებებდა ხოლმე
ქართველებს ჭიდაობასა და კრივში ბადალი არ ჰყავდათ. მათ შორის გამორჩეული ფალავანი იყო კოსტა მაისურაძე.
კოსტა მაისურაძე 1881 წელს დაბადებულა ონის რაიონის სოფელ ცხმორში. მიუხედავად ამისა, სოფელ წედურას მკვიდრნი კოსტას თავისიანად თვლიან, რადგან მამა წარმოშობით წედურიდან ჰყოლია. გასაკვირი არც არის, ამ ლეგენდარული ფალავნის თანასოფლელობას ერთმანეთს რომ ეცილებოდნენ რაჭველები. კოსტა ბავშვობიდან ძალიან ძლიერი ყოფილა. ისეთ საქმეს შეეჭიდებოდა, მის ასაკს რომ არ შეეფერებოდა.


ხირებულობის გამო სოფელში ეჭვობდნენ, რომ ბიჭი გონებასუსტი იყო. თუმცა, ეჭვი გაიფანტა, როცა ზრდასრული ფალავანი შესაშური ძალ-ღონისა და გამჭრიახობის გამო მთელი სოფლის მფარველი გახდა. კოსტა დღე ყანაში მუშაობდა, შებინდებისას კი, სოფელი დასასვენებლად რომ მიდიოდა, ის სავარჯიშოდ გარბოდა. ხშირად ღამეებს ათენებდა, მაგრამ დილით დაღლილობა არც ეტყობოდა, ისევ თანასოფლელებთან ერთად შრომობდა.
გადმოცემის თანახმად, კოსტა 32-კილოგრამიან გირებს ჰაერში ბურთივით რომ აისროდა, ხან კისრით იჭერდა და ხანაც მკერდს შეაგებებდა ხოლმეო.  
დედაქალაქში ახალჩამოსულს რესტორანში მეპურედ დაუწყია მუშაობა. იქვე დიდი ქვა ყოფილა, რომელსაც მოქეიფეები მაგიდად იყენებდნენ.


ოსტას კი სავარჯიშოდ მოსწონებია. ერთ ღამესაც მოუკიდია ზურგზე და წაუღია. მეორე დღეს ატეხილა ერთი ამბავი, ქვა სად გაქრაო. რესტორნის მეპატრონისთვის ქურდობის თვითმხილველებს უთქვამთ, ბნელოდა, სახე ვერ დავინახეთ, მაგრამ ქურდს მარტოს ზურგზე მოკიდებული მიჰქონდა უზარმაზარი ქვაო. რესტორნის მეპატრონეს კოსტასთვის დაუძახია, შენს მეტი ამას ვერავინ იზამდა, ქვა დააბრუნეო. კოსტასაც ღიმილით მოუკიდია ნაპარავი და უკან მოუბრუნებია. სოფელ ცხმორის ახლოს, ლერწუანში იმართებოდა დღესასწაულები. ერთხელ, ზეიმზე, კოსტა მაისურაძეს რკინის კეტი დაუხვევია მარჯვენა ხელით მარცხენა მაჯაზე. ამ სანახაობით გაოგნებულები აღფრთოვანებას ვერ ფარავდნენ. ერთ მათგანს ლექსიც გამოუთქვამს:

ეს რკინა ისე დავგრიხე,
ვით მოზელილი თასმაო,
მაყურებელი კვირობდა:
შეხედეთ, კოსტამ რა ქნაო


კოსტამ სხვადასხვა დროს საქართველოსა და უცხოეთის არაერთი სახელოვანი მოჭიდავე დაამარცხა, მათ შორის - მიტუა ყასაბი, იოსებ ცერაძე, თედო ლილოელი, გრიგორი კამიშჩევი, კლემენს ბული, პავლე ზაგარიუკო, ალიოშა გრამილოვი, კაზბეკ გარა და სხვები. მიღებული ჰქონდა ირანის, რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების სამახსოვრო ჯილდოები და ქამრები. 1910 წელს პირველი ადგილი დაიკავა თბილისში გამართულ დიდ ტურნირში, რომელშიც უცხოელი მოჭიდავეებიც მონაწილეობდნენ.
რაჭველი ფალავანი ათ კილოგრამამდე წონის მოოქრულ საფალავნო ქამარს ატარებდა, რომელიც რუსეთის იმპერატორის მეუღლეს - მარიას გადაუცია მისთვის ერთ-ერთი დიდი გამარჯვების შემდეგ. ვერავინ შეძლო მისთვის ამ ქამრის შეხსნა.სამწუხაროდ, ახალგაზრდა გარდაცვლილა. ამბობენ, ბაქოში 1918 წელს ერთ-ერთ ტურნირზე ჩასულს ტიფი შეეყარაო. უცნობია მისი დაკრძალვის ადგილი. ერთი ვერსიით, რაჭაში, მრავალძალის ეკლესიაში უნდა განისვენებდეს. ასევე უცნობია მისი ლეგენდარული ქამრის ადგილსამყოფელიც. აღსანიშნავია, რომ კოსტას დაც მოჭიდავე ყოფილა. სამწუხაროდ, მის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. თუმცა, ამბობენ, რომ ძმის მსგავსად, ისიც ძლიერი იყო და ბევრ კაცს სჯობნიდა ჭიდაობაში. ფალავნის შთამომავლების შესახებ სამწუხაროდ, არანაირი ინფორმაცია არ არსებობს.


ქართული ჭიდაობის ხელოვნება

"ქართლის ცხოვრების" ქრონიკებში ქართულ ჭიდაობასა და საფალავნო ამბებზე საინტერესო ცნობებია შემონახული. ამ ცნობებს ნახავთ მოსე ხონელის "ამირანდარეჯანიანში" და იოანე შავთელის "აბდულმესიანში" (XII ს.). XIII საუკუნის დასაწყისის ისტორიულმა წყაროებმა შემოგვინახა მეფე ლაშა-გიორგის დროინდელი მოჭიდავეების – ქართლელი ხიზამბარელისა და კახელი ბებურიშვილის შერკინების ამბავი, ხოლო XV საუკუნის მემატიანეებმა – ცნობა ათაბაგ მზეჭაბუკის შერკინების შესახებ თათართა ფალავან ძალანთან. ალავერდის ტაძრის შესასვლელთან შემონახულია XV საუკუნის ბარელიეფი, რომელზეც ქართული ჭიდაობის მომენტია აღბეჭდილი.
გვიანდელ ცნობებში, განსაკუთრებით XVII-XIX საუკუნეების წყაროებში, აღწერილია ქართული ჭიდაობის წესები, ცალკეულ ასპარეზობათა ფრაგმენტები, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული ჭიდაობის ნაირსახეობები (რაჭული "ღოჯური", მეგრული "მოგორდია", იმერული "საბეჭურით ჭიდაობა", სვანური "ლიბრგიელ", მთიულური "იღლიღორა", ხევსურული "მოშ და მოშ" და სხვ.), გამოჩენილ ფალავანთა ბიოგრაფიები.


XIX საუკუნის მე-2 ნახევრიდან ქართული ჭიდაობა ქალაქებშიც დამკვიდრდა - თბილისში, ბათუმში, ფოთში, ქუთაისში, გორსა და თელავში. თბილისის თითქმის ყველა უბანს თავისი საჭიდაო ჰქონდა, სადაც საასპარეზოდ გამოდიოდნენ საქვეყნოდ ცნობილი ფალავნები. თბილისში საჭიდაოდ ჩამოდიოდნენ ინდოეთიდან, რუსეთიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან, ფინეთიდან, იაპონიიდან.
მუსიკალური აკომპანემენტი ქართული ჭიდაობის ორგანული და განუყოფელი ნაწილია; მოჭიდავის მოძრაობები: მკლავშემართული მისვლა, მიხრა-მოხრა, ორთაბრძოლის ტემპი ზუსტად თანხვდება მუსიკის რიტმს და ამიტომ ჭიდაობა ცეკვას ემსგავსება. ჭიდაობისას იკრძალებოდა მტკივნეული და მახრჩობელა ფანდები, ფეხებში ხელის ჩავლება, წაქცეულ ან დაჩოქილ მეტოქეზე მისვლა, მისი ძალით წამოყენება, სარბიელიდან გაქცევა. ჭიდაობის დამთავრების შემდეგ გამარჯვებულ ფალავანს სარბიელზე დავლური უნდა ჩამოევლო და დამარცხებული ცეკვაში გამოეწვია.


PS:ეს არის ჩემი დიდზე დიდი ბაბუა და წარმოიდგინეთ ამის შთამომავალი ვარ მე და რამხელა ძალა მექნება :დ მერე კიდე დავდებ გაგრძელებას კომები არ დაგავიწყდეთ


კატეგორია: ♥ ბიოგრაფიები ☆ | ნანახია: 866 | დაამატა: ♥AnA-^_^♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7
2013-03-31 Spam
აი ზუუსტად მარიამო, აღწერაში ხატავს კეტის გიფები :დ