მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 29 » ერთხელ წარსული და მომავალი შეკამათდნენ…
12:18 PM
ერთხელ წარსული და მომავალი შეკამათდნენ…

ერთხელ წარსული და მომავალი შეკამათდნენ…



«ერთხელ წარსული და მომავალი შეკამათდნენ.
წარსული ამტკიცებდა:
– მე ვარ მთავარი ადამიანისთვის. ეს მე შევქმენი ადამიანი ისეთად, როგორიც ის დღეს არის და მას შეუძლია მხოლოდ ის, რაც ისწავლა წარსულში. ადამიანს აქვს საკუთარი თავის რწმენა მხოლოდ იმიტომ, რომ მას შეუძლია კარგად აკეთოს ის საქმეები, რომელთა კეთების გამოცდილებაც აქვს წარსულიდან.

ადამიანს უყვარს ისინი, ვისთანაც მას აკავშირებს ურთიერთობები წარსულში. მხოლოდ წარსულის გახსენება ხდის მას ბედნიერს, იმიტომ, რომ მხოლოდ წარსულში გრძნობს თავს უსაფრთხოდ და მყუდროდ, რადგანაც იცის რომ იქ არაფერი შეიცვლება.
მომავალი კი არ ეთანხმებოდა და საპირისპიროს ამტკიცებდა:
– არა ხარ მართალი. ეს რომ ასე იყოს, მაშინ ადამიანის ყოველი დღე იქნებოდა ზუსტად ერთნაირი და მას არ ექნებოდა განვითარების პერსპექტივა…
ადამიანისთვის არა აქვს მნიშვნელობა რისი გაკეთება შეეძლო მას გუშინ. ის მიისწრაფის ისწავლოს მხოლოდ ის რაც დასჭირდება მომავალში. ადამიანისთვის იმაზე ფიქრი და ოცნება, თუ რას მიაღწევს ხვალ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე წარსულზე ფიქრი. მთელი მისი ცხოვრება დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ იქნება ის ხვალ და არა იმაზე, თუ ვინ იყო გუშინ.
ამიტომ ადამიანისთვის მთავარი მომავალია.

ისინი დიდხანს კამათობდნენ, სანამ მათ დავაში აწმყო არ ჩაერია:
– თქვენ ორივეს გამოგრჩათ მხედველობიდან, რომ ადამიანისთვის წარსული და მომავალი მხოლოდ მის ფიქრებშია.
შენ, წარსულო – უკვე აღარ ხარ. შენ მომავალო – ჯერ არ ხარ. ვარ მხოლოდ მე – აწმყო.
ადამიანი არ ცხოვრობს არც წარსულში და არც მომავალში. ის ცხოვრობს მხოლოდ აწმყოში.»
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 693 | დაამატა: katherine007 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
2012-12-30 Spam
dzaan dzaan kargia <4