მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 30 » ერთ დღეს ...
5:25 PM
ერთ დღეს ...
წვიმს...ცა ღრუბლებმა დაფარა. ირგვლივ სულიერი არ ჭაჭანებს. ცოტა უცნაურია, წვიმა ხომ რომანტიკასთან ასოცირდება...მერე რა ! ყველა ვერ იქნება ბედნიერი, სამწუხაროა, მაგრამ ასეა ... ცოტა უცნაურია, მე აქ თბილად ვზივარ ჩემს სახლში, მუსიკებს ვუსმენ, კომპიუტერთან ვარ მიმჯდარი და ვწერ თუ რა საშინელება ტრიალებს გარეთ...ამ დროს კი ვინ იცის, სადღაც შორს, ან თუნდაც ძალიან ახლოს, ვიღაც, რომელიც ჩემთვის სრულიად უცხოა, ან ძალიან ნაცნობი, იტანჯება ! იტანჯება იმით, რომ ამ ამინდში უწევს გარეთ ყოფნა, დასველება, ზოგი იმით, რომ არ აქვს სახლ-კარი, ზოგი იმით, რომ არ ჰყავს და-ძმა, მშობლები, სულ მარტოა ! მაგრამ ზოგი იმით იტანჯება, რომ არ იცის ვინაა ... ცუდი შეგრძნებაა, როცა ყოველდღე იღვიძებ, ახელ თვალს და ცდილობ უბრალოდ შენ თავთან ლაპარაკს, გინდა, რომ გაიხსნა, ყველაფერი გადმოანთხიო, რაც კი გულში გაქვს, მაგრამ ვერ ახერხებ...თითქოს რაღაც უცნაური ძალა გბოჭავს, არ გაძლევს იმის ძალას, რომ იყვირო, მთელი ძალით იყვირო, გააგებინო მსოფლიოს შენი ფიქრები, აზრები...თუმცა რა, რამე გამოვა აქედან ? გამოდიხარ გარეთ და ხედავ უამრავ მზერას, რომელიც გათვალიერებს როგორც მუზეუმის რომელიმე ექსპონატს, ან თუნდაც უცხოპლანეტელს. ისინი ხომ ვერც კი მიხვდებიან შენს სულში რა ხდება, რა ქარტეხილია. არა ! გინდა თავი დააღწიო ამდენ სიცრუეს, ღალატს, უიმედობას, გაუგებრობას... საშველი არსაიდან ჩანს, მაგრამ ამ დროს ... ამ დროს შენს ცხოვრებაში ჩნდება ადამიანი, რომელიც ერთი შეხედვით უძლურია ყველაფერ ამის წინაშე, მაგრამ სწორედ მას შესწევს ძალა, რომ შენი ცხოვრება გადაატრიალოს. მოვა არსაიდან, შემოგხედავს თავისი მრავლისმეტყველი და ზღვასავით ღრმა თვალებით და ეცდება, რომ სულ ცოტახნით მაინც დაგავიწყოს პრობლემები, აგარიდოს ამ დაუნდობელ სამყაროს და სულ ცოტახნით, თუნდაც 5 წუთით თავი ყველაზე ბედნიერ ადამიანად გაგრძნობინოს. და შენ, რომელსაც არასოდეს განგიცდია ასეთი გრძნობა, რომლისთვისაც ყველაფერი ეს უჩვეულოა, რომელსაც გგონია, რომ უცებ გაიღვიძებ და ეს ლამაზი სიზმარიც დამთავრდება... შეიძლება ასეც მოხდეს...მაგრამ მერე რა ? თუნდაც ამ ლამაზმა სიზმარმა რამდენიმე წუთს გასტანოს, შენ ამას არ ინანებ...პირიქით, გაიღიმებ, ახედავ ცას და ღმერთს მადლობას ეტყვი იმ საჩუქრისთვის, რომელიც შენთან ძალიან ცოტა ხნით იყო, მაგრამ სამუდამოდ დაგამახსოვრა თავი ! შეიძლება ის აღარ განმეორდეს, ან განმეორდეს ბევრჯერ... შენ გეგონება ასე, იმიტომ რომ ასეთ რამ 2-ჯერ ვერ მოხდება . ასეთ გრძნობას ორჯერ ვერ იგრძნობ. რაც არ უნდა იყოს შენს გულში ყოველთვის იარსებებს ერთი უბრალო არსება, რომელიც ლამაზ სიზმარს ჰგავს, შენთან ერთად იძინებს და იღვიძებს. როცა მიწაზე ეშვები, თანაც საკმაოდ მწარედ, გულში რაღაც წყდება, თითქოს შენი დიდი ნაწილი წაიღეს, მოგგლიჯეს დაუკითხავად და გაქრნენ. მაგრამ მეორე დღეს, როცა ეს ყველაფერი მხოლოდ ბავშვურ გატაცებად რჩება, აღებ კარს და შენ წინ კვლავ დგას ის საოცრება, რომელმაც ერთხელ უკვე შეცვალა შენი ცხოვრება, ალბათ მეორედაც არ გაუჭირდება ამის გაკეთება !
„გაატარე ყოველი დღე ისე, თითქოს ეს შენი ბოლო დღე იყოს !" - სათქმელად ადვილია, მაგრამ ვის აქვს ამის ენერგია ? ექსპერიმენტები ახალი და კარგი რაღაცაა ! ყველაფერი იწყება დღეიდან. და შემდეგ, როდესღაც გაიღვიძებ, ყველაფერი იდეალურად მოგეჩვენება. ასე რომ, რაც არ უნდა მოხდეს შენს თავს, ცხოვრება ცხოვრებაა. ის მოხდა !


დაამოწმა და გაალამაზა Katie♥



კატეგორია: ♥ ჩანახატები | ნანახია: 807 | დაამატა: Infinite∞ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
2014-05-18 Spam
Dzaliannn Magariaaaa surprised [b][i]