ჰოლივუდის ვარსკვლავი, ენ ჰეთევეი წითელ ხალიჩაზე საცვლების გარეშე გამოცხადდა. მსახიობი 10 დეკემბერს, მიუზიკლ "განდევნილების" პრემიერაზე მივიდა. ავტომობილიდან გადმოსვლისას ჰეთევეის პაპარაცები შემოეხვივნენ. ფოტოგრაფებმა ენი უხერხულ პოზაში გადაიღეს. სურათებზე კარგად ჩანს, რომ ჰეთევეის ტრუსები არ აცვია.30 წლის ვარსკვლავმა სცადა, ინციდენტი არ შეემჩნია და წითელი ხალიჩისკენ ღიმილით გაემართა. სკანდალური ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ ენი მალევე ესტუმრა თოქ-შოუ Today-ს, სადაც ამ თემაზე საუბარი მოუწია. "მანქანიდან გადმოვდიოდი და ჩემი კაბა ისეთი ვიწრო იყო... ვერაფერი გავიგე, სანამ ფოტოები არ ვნახე. მათ ყველაფერი დაინახეს! ასეთივე წარმატებით შემეძლო პაპარაცების წინაშე კაბა უბრალოდ შემომეხია", "ფაქტია, რომ ეს უსიამოვნო ინციდენტი იყო. ამ ამბავმა დასამწუხრებლად ერთდროულად ორი მიზეზი მომცა. პირველ ყოვლისა, საწყენია - ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ ადამიანს შეიძლება ასეთ დაუცველ მდგომარეობაში გადაუღონ ფოტო და იმის ნაცვლად, რომ წაშალონ, ამით ფულს აკეთებენ. მეორეს მხრივ, კი საწყენია, რომ ხალხი ისეთ ადამიანს თვლის სექსუალურად, რომელსაც ეს საერთოდ არ სურს", - აღნიშნა მსახიობმა. -დაამოწმა:ნინიკუნამ
|