მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » სექტემბერი » 5 » Eiffel Tower
4:12 PM
Eiffel Tower
ვუმადლით არქიტექტორ გუსტავ ეიფელს ამ სიმბოლური ნაგებობისთვის, რომელიც ყოველ ჩვენთაგანში ოცნების ნაპერწკალს აღვივებს, თუმცა თავის დროზე ამ ნაგებობას ბევრი უკმაყოფილო პარიზელი მოქალაქე ჰყავდა, მაგრამ ამ კონსტრუქციამ დაამტკიცა რომ არის და იქნება ერთადერთი და განუმეორებელი.
 
1. ფრანგი ინჟინერი გუსტავ ეიფელი ,კოშკის აგებისას ვერც კი წარმოიდგენდა,რომ ის ას წელზე მეტ ხანს იდგებოდა. თავდაპირველად ეს პროექტი ოც წელზე გათვალეს და მისი აგება დაგეგმილი იყო პარიზის გამოფენისთვის, როგორც მორიგი საგამოფენო ექსპონატი. კოშკის მშენებლობის დასრულება საფრანგეთის რევოლუციას დაემთხვა. 

2. ეიფელის საზეიმოდ გახსნის დღეს ის მსოფლიოს ყველაზე მაღალ ნაგებობად აღიარეს(სიმაღლე-324 მ),მისი გახსნიდან მხოლოდ 41 წლის შემდეგ მას კონკურენცია გაუწია ცათამბრჯენმა "კრაისლერმა". 

3. ეიფელის კოშკის მშენებლობის დროს გამოყენებული იქნა 9 441 ტონა შედუღებული რკინა.მისი აგებისთვის საჭირო იყო მთლიანობაში 18 038 შედუღებული რკინის კონსტრუქციის შეერთება. 

4. მშენებლობის მიმდინარეობისას,მიუხედავათ თვალუწვდენელი სიმაღლისა,მხოლოდ ერთი მუშა დაიმტვრა. 

5. ტექნიკური პროგრესის და მიღწევის მიუხედავად,ეიფელის კოშკს დღემდე ჩვეულებრივი ფუნჯებით ღებავენ.კოშკი შეღებილია ბრინჯაოს სამ ტონში(მუქი ტონიდან ღია ტონამდე დამთავრებული),მაგრამ იქმნება ილუზია,თითქოს ერთ ფერშია შეღებილი.საღებავის ფენას 7 წელიწადში ერთხელ ანახლებენ. 

6 .ოდითგან ძალიან პოპულარულია გადმოხტომა ეიფელის კოშკიდან.2010 წელს დამყარდა მსოფლიო რეკორდი-ტაი კრისმა შოკისმომგვრელი ნახტომი განახორციელა.ის ეიფელის მეორე სართულიდან გოლაჭებიანი ციგურებით გადმოხტა. 

7. 1921 წელს,ერთმა გამომგონებელმა შექმნა პალტო-პარაშუტი და მისი გამოცდა გადაწყვიტა.ის ავიდა ეიფელის მესამე გადმოსახედ მოედანზე და გადმოხტა.სამწუხაროდ,ეს ნახტომი მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა.
 
8. მსოფლიოში მრავლადაა ეიფელის კოშკის შემცირებული მასშტაბის ასლები."საკუთარი" ეიფელი ამშვენებს ლას-ვეგასს,კოპენჰაგენს.ვარნას...
 
9. ეიფელზე რესტორნები პირველ და მეორე პლატფორმებზეა განლაგებული.პირველ პლატფორმაზე მდებარე რესტორანი 95 მეტრის სიმაღლეზეა და სენას გადმოჰყურებს,ხოლო მეორე პლატფორმაზე მდებარე რესტორან "ჟიულ ვერნში" შესასვლელად აუცილებელია წინასწარი რეზერვაცია. 

10. ომის დროს,სანამ პარიზს გერმანელ ოკუპანტებს გადასცემდნენ,ფრანგებმა კოშკის ლიფტი დააზიანეს,რათა მტერს ვერ მოეხერხებინა დაცემის პირას მყოფი ქალაქის ხილვა.თუმცა,ამ ფაქტმა დამპყრობლები ვერ შეაჩერა.თავად ჰიტლერმა აუცილებლადაც კი "ჩაითვალა" ეიფელის წვერამდე ფეხით ასვლა. 

11. 1920 წელს ცნობილმა თაღლითმა ვიქტორ ლუსტიგმა ეიფელის კოშკი ვინმე მილიონერს კი არა.ჯართის შემსყიდველ კომპანიას მიჰყიდა. 

12. 1925-დან 1934 წლების ჩათვლით,კოშკის ოთხივე მხარეს განლაგებული იყო კომპანია "სიტროენის" სარეკლამო ფარები.იმ დროს,ეს ყველაზე დიდი გარე რეკლამა იყო. 

13. თავისი არსებობის 83 წლის მანძილზე ეიფელის კოშკი 20-ზე მეტჯერ გაიყიდა,აქედან ორჯერ-როგორც ჯართი.


-Flamingo♥
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 1001 | დაამატა: -Barbie | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
2013-09-07 Spam
lela shavadze, kakras wels vikavi da ram gaagijat arvici biggrin bandzobaa
salo uertashvili, me armomewona