მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 23 » Edgar Allan Poe
7:26 PM
Edgar Allan Poe
ედგარ ალან პო 

ძალიან მიყვარს მისი ლექსები და მოთხრობები 
| ''ანაბელ ლი'' | ''ელდორადო'' | ''ყორანი'' | 
იმედია, მოგეწონებათ

ედგარ ალან პო (ინგლ. Edgar Allan Poe; დ. 19 იანვარი, 1809, ბოსტონი – გ. 7 ოქტომბერი, 1849, ბალტიმორი) — ამერიკელი პოეტი, ნოველისტი, რედაქტორი, კრიტიკოსი და ამერიკული რომანტიკული მიმდინარეობის ერთ-ერთი ლიდერი.
"დეტექტიური ჟანრის ფუძემდებელი", "სამეცნიერო-ფანტასტიკური ლიტერატურის პიონერი", "ლიტერატურის ჰიჩკოკი"  - ყველა ეს ეპითეტი დაიმსახურა ედგარ პომ და კიდევ - იმის მიუხედავად, რომ ვალერიან გაფრინდაშვილის, ზვიად გამსახურდიასა და სხვათა შესანიშნავი თარგმანები არსებობს, ჩვენში ნაკლებპოპულარულია ედგარ პოს პოეზია (სამწუხაროდ, ამჯერად ვერც ჩვენ გთავაზობთ მის ლექსებს), დასავლეთში კი ის უდიდეს პოეტადაც არის აღიარებული - პირველ რიგში, როგორც ნოვატორი, ახალი სალექსო ფორმების გამომგონებელი და უფრო მეტად კი როგორც ევროპულ პოეზიაში უკვე მივიწყების პირას მყოფი რომანტიზმის ამღორძინებელი.

პოს ნამუშევრები ცნობილი იყო როგორც გოთური ჟანრის საშინელებათა ნაწარმოებები,[65] ჟანრი რომლის ჩამოყალიბებას და გავრცელებას იგი ცდილობდა ფართო მკითხველისათვის. პო თავის ნაწარმოებს წერდა ისეთ თემებზე რომლებიც მასებისთვის იყო განკუთვნილი. ამ მხრივ, მისი ფანტაზია ხშირად მოიცავდა ფსევდომეცნიერების პოპულარულ ელემენტებს როგორიცაა ფრენოლოგოია და ფიზიოგნომიკა.


ძალიან მომწონს ედგარ პოს მოთხრობები, მაგრამ ამ სიახლეში მის რამდენიმე ლექსს დავწერ, რომლებიც განსაკუთრებით მიყვარს:
| ''ანაბელ ლი'' |

(რამდენიმე ვარიანტია ნათარგმნი, მაგრამ მე ეს მირჩევნია ყველას)
ოდესღაც შორეულ შორეულ წარსულში
სადაც ნაპირია ზღვის, 
სამეფო ქალაქში ყველა სილამაზით
იცნობდა ანაბელ ლის, 
სულ ჩემზე ფიქრობდა, ვუყვარდი ძალიან
მეც ძლიერ მიყვარდა ის.
ორივე ვიყავით პატარა ბავშვები
სადაც ნაპირია ზღვის
გვიყვარდა სულით და ზენა გრძნობებით
მე და ჩემს ანაბელ ლის
მოშურნე თვალებით გვიცქერდნენ ზემოდან
სერაფიმები ცის
და ალბათ ამიტომ შორეულ წარსულში
სადაც ნაპირია ზღვის
ციდან მქის ტყვიისფერ ღრუბლიდან ნიავმა
დაჰბერა ანაბელ ლის
და მისი მშობლებიც მოვიდნენ შორიდან
ჩემგან წაიყვანეს ის
ჩაკეტეს ცივი ქვის სამარხში სადღაც იქ
სადაც ნაპირია ზღვის
და ჩვენს ნეტარებას შურით დასცქეროდნენ
ის სერაფიმები ცის
და ალბათ ამიტომ (იცოდა ყველამ იქ
სადაც ნაპირია ზღვის)
სუსხიან ღრუბლიდან ბოროტმა ქარმა რომ
დაჰბერა ანაბელ ლის

მსგავსი სიყვარულის გრძნობას ვერ განიცდის
ბევრი ვინც ხნიერი ასაკით არის, 
თუნდაც წიგნიერი მცოდნეა მრავლის
ვერც ანგელოზები ზეციდან მზირალნი
და ვერც ურჩხულები ზღვის
სულით ვერასდროს დაგვაშორებენ
მე და ჩემს ანაბელ ლის.

მთვარე რომ ინათებს, ოცნებით ვინატრებ
მშვენიერ ანაბელ ლის, 
ციმციმა ვარსკვლავებს, სანუკვარ თვალებს მის, 
მშვენიერ ანაბელ ლის, 
ღამეულ ფიქრებში მის გვერდით ვიქნები
ის ჩემი სატრფოა სათნო მშვენიერი
სადაც ნაპირია ზღვის
და ცივი სამარხი ქვის.

''ელდორადო'' |

მამაცი მხედარი 
არ დრკება, მხნედ არის – 
ქარია, წვიმს თუ ათოვს, 
სიმღერით მიიკვლევს 
მომქანცველ ბილიკებს, 
დაეძებს ელდორადოს. 

მაგრამ დრო გავიდა 
მსახვრალი, ავი და 
მის გულს შემოაწვა სევდა.


არ იყო ადვილი 
ეპოვა ადგილი, 
ხატება რომლისაც სდევდა. 

და როცა მცირედი 
შემორჩა იმედი, 
პილიგრიმს შემოხვდა გზაზე – 
"აჩრდილო, მითხარი 
სად არის ის მხარე – 
მიწაზე, ცაში თუ ზღვაზე?” 

"მიუწვდომ არეზე, 
მთებს იქით, მთვარეზე, 
ველზე, თეთრად რომ ათოვს, 
პირქუშს და შორეულს, 
აჩრდილთა ორეულს, 
შენ ნახავ ელდორადოს!”.

| ''ყორანი'' | 

ერთხელ ღამით როცა ბნელი მაძალებდა ფიქრი ძნელი
უცნაური თავსატეხის, მივიწყებულ ცოდნის აზრს
მომეჩვენა, ვიღაც მიხმობს შემომესმა უცებ თითქოს, 
აკაკუნებს ვიღაც ითხოვს თავშესფარს, აღებს კარს
"სტუმარია" გავიფიქრე "აკაკუნებს აღებს კარს 
სტუმარი სხვა არარა"

მაგონდება, მახსოვს მაშინ დეკემბერში, მყინვარ ქარში
ჯერ ჩაუმქრალ ნაკვერცხალში ლანდი როცა ახელს თვალს
მოვინატრე განთიადის შუქი, დრო რა ნელა გადის!
სევდა ლამის მისწვდეს ცამდის სად ლენორის სახლი დგას
მზეთუნახავ ქალის ვინაც ანგელოზთა ისმენს ხმას
აქ არავინ იცნობს მას 

ჩრდილი ჩუმად ფრიალებდა უჩვეულო შრიალება 
განცვიფრებულს ფანტასტიკურ შიშის ელდას სცემდა ზარს
გულისცემა ჩემი მესმის ხმა ღამეულ წყვდიადს ერთვის 
ისევ ვიმეორებ ჩემთვის აკაკუნებს აღებს კარს
სტუმარია ვიღაც გესმის აკაკუნებს აღებს კარს
სტუმარი სხვა არარა. 

რომ დავძლიე შიში ძნელად კარებისკენ მივალ ნელა
"მოიცადეთ" ვამბობ "ცოტა მოითმინეთ სულ ერთ წამს"
ფიქრებში ღრმად ჩავიძირე სევდა გულზე მაწვა მძიმე
უნებლიედ ჩავიძინე ყური ძლივსღა ვუგდე ხმას
აკაკუნებს ვიღაც მივხვდი მივდივარ და ვაღებ კარს
წყვდიადი სხვა არარა. 

სიბნელეში მზერა მირბის შიშისაგან გული მიმდის
იქ ზმანებას ვხედავ ისეთს ვერ გავბედავ ენით თქმას 
სიჩუმე კი, დაურღვევი უძრავი და უმეტყველი 
მხოლოდ ერთი სიტყვის მთქმელი "ლენორ!" შემომესმა ხმა 
მე ვჩურჩულებ ეს ექოა იმეორებს მხოლოდ ხმას
მხოლოდ ხმა, სხვა არარა

გულში ცეცხლი დატრიალდა სულში ალი აბრიალდა
რაღაც ისევ აწრიალდა მოუმატა კიდეც ხმას
ეს ხომ; "ვთქვი მე, ახლა ვხვდები სარკმელიდან ისმის ხმები
რომ ვიხილო ახლოს ვდგები აფრთხიალებს თითქოს ფრთას
მაჟრიალებს, ტანი მიკრთის აფრთხიალებს თითქოს ფრთას
ქარი ქრის, სხვა არარა

დარაბები გამოვაღე ფრთის ფართხუნით, დავინახე 
შიგ ყორანი შემობრძანდა მედიდურად იჭერს თავს 
ანარეკლი წარსულ ჟამის დავივიწყეთ ჩვენ რომ ლამის
როგორც მბრძანებელი ღამის შეაფრინდა სახლის კარს
შეხტა პალადას ბიუსტზე ზემოდან რომ ადგას კარს
შემოჯდა სხვა არარა

მწუხარება გამინელდა გავიღიმე გაქრა სევდა
სახე ისე ამაყი და უცნაური ჰქონდა მას
აქოჩრილი ბუმბლი ბნელი ეს ყორანი ძველისძველი
ჩემს სარკმელთან საზარელი მოუგდია ღამით ქარს,
"თქვი ზმანებავ ღამეულო გიწოდებენ სახელს რას?"
ჩხავის მხოლოდ "არარა!"

მართლაც ძლიერ გამაოცა მან წარმოთქვა სიტყვა როცა
უაზრო და უმიზეზო მოსაწყენად ჟღერდა ხმა
უბადლო და არსად თქმული, საოცრება არის სრული
რომ ფრინველი არნახული შეაფრინდეს ღამით კარს
ფრინველი, ან იქნებ მხეცი დააფრინდეს ძეგლის თავს
დაიჩხავლოს "არარა!"

ყორანი რომ ძეგლზე დაჯდა მხოლოდ ერთი სიტყვა დასძრა
ერთი სიტყვა მაგრამ სული მოაყოლა თოთქოს მას
არც ჩხავის და არც ყრანტალებს არც კი, ამოძრავებს თვალებს
წავა, გაფრინდება მალე ვჩურჩულებ და ვხუჭავ თვალს
ვით ქრებიან იმედები მიმატოვებს დილით ხვალ
შემომძახა: "არარა!"

შევკრთი თითქოს მიწა იძრა მან იგივე სიტყვა მითხრა
"მართლაც" ვთქვი მე "მან ყოველთვის ერთი სიტყვა უნდა თქვას
უცაბედად გაგონილი, ვინმე სასოწარკვეთილი
სიკვდილმისჯილი რომ მოთქვამს ეშაფოტზე როცა დგას
რომ გალობენ სულთათანას სევდიანი ისმის ხმა
"ო, არა, არარა!"

კვლავ ღიმილად გადამექცა, სევდა ალბათ ჩვევად მექცა
სავარძელი დავდგი კართან ფრინველი კი იქვე დგას
ახლა უკვე აღარ მიკვირს დრო საკმაოდ მქონდა ფიქრის
ვდარდიანობ მხოლოდ მისთვის რომ არ ვიცი ნეტავ რას,
რას მიქადის საშინელი ხმით რომ დაიყარყარა
შემომძახა "არარა!"

გამოვიცნობ მაინც მჯერა არ დამიძრავს თუმცა ბგერა,
სანამდის მის თვალთა მზერა გულს აღგზნებულ ცეცხლში წვავს
საგონებელს ჩაძირული განსაცდელში განწირული
ვხედავ შუქი გაყინული იისფერი სხივით რთავს 
ოთახს მკრთალი შუქი ფარავს დამცინავი სხივით რთავს
დამცინის: ო, არარა!"

მომეჩვენა ვიღაც თითქოს სურნელოვანს აფრქვევს სითბოს
სერაფიმი მოაბიჯებს და წკრიალა ისმის ხმა
"საბრალოვ, ღმერთს შენი სულის განკურნება სურს ტანჯულის
შესვი მადლით და ქალწულის აღარ გაიგონებ ხმას
შესვი, შესვი ეს სასმისი დაივიწყებ უმალ მას."
ჩხავის ისევ "არარა!"

"მოძღვარი ხარ ბოროტების ეშმაკს გამოგისხამს ფრთები 
ხარ მაცდურის მოგზავნილი მოუგდიხარ ღამით ქარს. 
უბადრუკი განდეგილი მოხიბლული დაწყევლილი
ავსახეთაგან დევნილი გევედრები მართლის თქმას
გალაადის მთებში შველა არის ჩემთვის თუ არა"
ჩხავის ისევ "არარა!" 

"მოძღვარი ხარ ბოროტეის ეშმაკს გამოგისხხამს ფრთები
ჩვენ ორივეს გვფარავს ზეცა თანაც ერთი ღმერთი გვწამს
ეღირსება კი, რომ ჩემს სულს ნეტარებას მონატრებულს
თუ იხილავს წმინდა ქალწულს აქ რომ არვინ იცნობს მას
მზეთუნახავს, წმინდა ასულს ვინც ზეციურს ისმენს ხმას"
ჩხავის ისევ "არარა!"

"დაე შენი ბოლო სიტყვა განშორების ნიშნად ითქვას
განვედ ჩემგან შორს მაცდურო შორს ღამეულს მიჰყევ ქარს
არ დატოვო არც ბუმბული ვით მაცდური სიტყვა თქმული
მიმატოვე მარტოსული ნუღარ შემოაღებ კარს
გულს ნისკარტი მომაცილე ჩამოშორდი ძეგლის თავს"
ჩხავის ისევ "არარა!"

მომზირალი უმოწყალოდ ზის ყორანი უმოძრაოდ
ქვის პალადას თეთრ ბიუსტზე ზემოდან რომ ადგას კარს
თვალებით კი, ის ჰგავს გრძნეულს ბოროტ დემონს ჩაძინებულს
მან კარებთან დაკიდებულ ჭრაქის შუქიც დაფარა 
სული ჩემი იმ ჩრდილიდან ოთახი რომ დაფარა
წამოიწევს? "_არარა!".


ახლახანს გადავიკითხე რამდენიმე მოთხრობა და იმიტომ მომინდა ალან პოზე სიახლის დადება. იმედია, მოგეწონათ ლექსები <3 იმის მიუხედავად, რომ ორიგინალები არ არის, საუკეთესოდაა ნათარგმნი და ძალიან კეთილხმოვანია. ინგლისურადაც წაიკითხეთ, ნებისმიერ საიტზე დევს. )) 
კატეგორია: ♥ ლექსები | ნანახია: 1091 | დაამატა: MissBarnes♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7
2012-12-22 Spam
Edgas pos fsiqologiiur motxrobeebze vgijdebi )) Spingsi gansakutrebit miyvars