მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 11 » ძალიან საინტერესოა
9:15 PM
ძალიან საინტერესოა
1) მამა ეჩხუბა 3 წლის გოგონას იმიტომ რომ მან დახარჯა ოქროსფერი ფურცლები რომელიც მამას სამსახურში ესაჭიროებოდა. გოგონას ისინი დასჭირდა იმისთვის რომ გაეფორმებინა საჩუქარი ნაძვისხის ქვეშ ჩასადებად. მან მაინც უყიდა მამას ყუთი, 
შეფუთა და აჩუქა. მამას ძალიან გაუხარდა მაგრა როდესაც აღმოაჩინა რომ ყუთი ცარიელი იყო მაშინვე დაუბრუნდა გუშინდელი ბრაზი 
-არ იცი რომ როდესაც ვიღაცას საჩუქარს ჩუქნი ის ცარიელი არ უნდა იყოს? 
ატირებულმა გოგონამ კი ცრემლიანი თვალებით შეხედა მამას და უთხრა 
-კი მაგრამ მამი ის არ არის ცარიელი! მე მასში ჩემი კოცნები ჩავუშვი...და ეს ყველაფერი შენთვის! 
აღელვებულმა მამაკაცმა პატიება თხოვა შვილს და მხურვალედ ჩაეხუტა....1 თვის მერე გოგონა ავტოავარიაში დაიღუპა...მამა კი მისი საჩუქარს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ინახავდა საწოლის ქვეს რომ ყოველ ღამე მისგან ჰაეროვანი კოცნა ამოეღო და შეეგრძნო პატარა გოგონას ალერსი. 

2)ერთ დღეს შეიძინა კაცმა თავისთვის ახალი სახლი დიდი და ლამაზი , რომელსაც არნახული სილამაზის ბაღი ჰქონდა. 
მეზობლად ძველ უბადრუკ სახლში ცხოვრობდა ბოროტი, შურიანი მოხუცი რომელიც ყოველდღიურად ცდილობდა ახალი მეზობლისთვის ხასიათი გაეფუჭებინა: 
ხან ნაგავს დაუყრიდა ჭიშკართან ხან რაიმე სხვა სისაძაგლეს მოიგონებდა. 
ერთ დილას გამოდის აივანზე კეთილი კაცი და ხედავს ნარჩენებით , ნაგვით სავსე კალათას. მშვიდად გაასუფთავა კალათა გააპრიალა და გაავსო ყველაზე საუკეთესო, მწიფე და წითელ წითელი ვაშლებით თავისი მშვენიერი ბაღიდან და გულღრძო მეზობლისკენ გაეშურა. კარზე კაკუნის ხმა რომ შემოესმა ბოროტ კაცს გაუხარდა, იფიქრა როგორც იქნა გავამწარე მეზობელიო , კარი გააღო მოსალოდნელი ჩხუბის და დავიდარაბის იმედად მაგრამ ამ დროს სტუმარმა ვაშლებით სავსე კალათა მიაწოდა და უთხრა – ” ვინც რითია მდიდარი იმას უნაწილებს სხვასო” 

3)გოგო და ბიჭი დაშორდნენ ბიჭმა ცოლი მოიყვანა გოგომ ტირილით დაურეკა: რატომ დანიშნე ქორწილი ჩვენი გაცნობის დღეს? რათ აჩუქე მას ჩემი საყვარელი ყვავილები?რატომ უმღერე ჩემი საყვარელი სიმღერა? ბიჭი:მხოლოდ ასე შემეძლო წარმომედგინა რომ შენ იყავი ჩემ გვერდით დღეს 

4) „მე მაშინ პატარა გოგო ვიყავი, ვისაც ყველაფერი ჰქონდა, რასაც მოისურებდა, თუმცა, თავს მაინც მარტო ვგრძნობდი. ერთხელ კი დედამ მითხრა, რომ ფეხმძიმედაა და ძალიან გავიხარე. წარმოვიდგინ,ე რა კარგი იქნებოდი და ვფიქრობდი იმაზე, რომ მუდამ ერთად ვიქნებოდით. მაინტერესებდა დამემსგავსებოდი თუ არა, ამ ამბის გაგების შემდეგ სულ შენზე ვფიქრობდი. ასე რომ, როცა შენ დაიბადე, შევხედე შენს გამხდარ ხელებსა და ფეხებს და გავიფიქრე, თუ რა ლამაზი იყავი. 

ჩვენ შინ წამოგიყვანეთ და მეგობრების წინაშე ამაყად წარგადგინე. დრო გადიოდა. ჩემი მეგობრები შენ გეფერებოდნენ, ხან კი გაწვალებდნენ, მაგარამ შენ ამის გამო უკმაყოფილებას არასდროს გამოხატავდი. როცა ხუთი თვის გახდი, დედას შენთან დაკავშირებით გარკვეულმა ვითარებებმა შიში აღუძრეს. ძალიან ცოტას მოძრაობდი, და შენი ტირილი კნუტის კნავილს ჰგავდა. ამიტომ, ექიმებთან წაგიყვანეთ. 

ექიმებს ძალიან გაუჭირდათ დიაგნოზის დასმა. თუმცა, საბოლოოდ გაირკვა, რომ შენ „ქრაი დუ ჩატ"–ის სინდრომი გაქვს. ამ დაავადებას „კატის ტირილი" ეწოდება. 

როცა ვიკითხე თუ რა გჭირდა, მან სევდიანი სახით შემომხედა და მითხრა: „შენი ძმა არასდროს გაივლის და ვერასდროს ისაუბრებს". ექიმმა გვითხრა, რომ ეს არის დაავადება, რომელიც 50 ათას ბავშვიდან მხოლოდ ერთში ვლინდება და შესაძლოა ეს დაავადება გარდაცვალებითაც დაგვირგვინდესო. დედა შეშინდა და მეც საშინელმა გრძნობამ ამიტანა. ვფიქრობდი, რომ ეს უსამართლობა იყო. 

როცა შინ დავბრუნდით, დედამ აგიყვანა და ატირდა. მე შემოგხედე და მივხვდი, რომ ჩემთვის შენი ავადმყოფობის გამო მთელი მსოფლიო შეიცვლებოდა. სასწორზე იდო ჩემი პოპულარობა, თუმცა ეს გაუაზრებლად გავიფიქრე... მე შენ შემძულდი. დედამ და მამა ეს არ იცოდნენ, მაგრამ მე ჩემს თავს ვაიძულებდი და შთავაგონებდი, რომ შენ არ უნდა მყვარებოდი. ამ ყველაფერს კი ის ამძაფრებდა, რომ დედა და მამა შენდამი უფრო დიდ სიყვარულს ამჟღავნებდნენ და უფრო მეტ ყურადღებასაც გითმობდნენ. 

წლები გადიოდა, ეს ყველაფერი კი ჯერ სიბრაზეში, შემდეგ კი სიძულვილში გადაიზარდა. 

დედა არ ნებდებოდა. მან იცოდა, რომ შენი ჯანმრთელობისთვის ყველაფერი უნდა გაეკეთებინა. 

მე გამუდმებით ვხედავდი მის გულაგტეხილ გამომეტყველებას, როცა შენ თამაშობდი, ის კი გიყურებდა. მას გული სტკიოდა, როცა შენი უსუსური ტირილი ესმოდა. 

ერთ დღეს კი მოხდა სასწაული – შენ ცოცვა დაიწყე. დედა იმედით აღივსო. მას სჯეროდა, რომ სიარულს დაიწყებდი. დედამ იცოდა, რომ გძულდა როცა ცვრიანი ბალახი გეხებოდა, ამიტომ დედა ყოველთვის ბალახზე გსვამდა, რათა ამით ეიძულებინა ფეხზე წამოდგომა, მაგრამ შენ კვლავ ცოცავდი. მე ამ ყველაფერს ფანჯრიდან ვაკვირდებოდი. დედა შენთან ბრძოლით არ იღლებოდა, ცდილობდა შენს ფეხზე დაყენებას. ამ ყველაფერმა კი შედეგი გამოიღო, შენ ერთ დღეს ფეხზე წამოდექი და გაიარე. ტირილითა და სიცილით დედამ მამას დაუძახა, მეც მიმიხმო. მამამ ტირილით გულში ჩაგიკრა. 

მე ამ სცენას ჩემი ოთახის ფანჯრიდან ვაკვირდებოდი. 

წლების განმავლობაში დედა გასწავლიდა საუბარს, კითხვასა და წერას. ამ დღეებიდან მე გხედავდი გარეთ, როგორ დადიოდი, გრძნობდი სამყაროს სილამაზეს. მე მივხვდი, რომ რაც არ უნდა მეიძულებინა საკუთარი თავისთვის შენი სიძულვილი, მე გაჩენილი ვიყავი შენი სიყვარულისთვის. 

შენი ფეხისადგმიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ჩვენ კვლავ ერთიან ოჯახად ვიქეცით. მე სათამაშოებს ვყიდულობდი შენთვის და ვამჟღავნებდი იმ სიყვარულს რაც დამ პატარა ძმისადმი უნდა გამოამჟღავნოს. შენ კი მადლობას ღიმილითა და გულში ჩაკვრით მიხდიდი. 

მაგრამ ახლა ვხვდები, რომ შენ ჩვენი არასდროს ყოფილხარ. მეათე დაბადების დღეზე თავის ტკივილმა შეგაწუხა. ექიმებმა ლეიკემიის დიაგნოზი დაგისვეს. დედა აქვითინდა, მამა კი საშინელ მდგომარეობაში ჩავარდა. მე ვცდილობდი საკუთარ თავს შევწინააღმდეგებოდი და ცრემლები დამემალა. იმ მომენტიდან, მე უფრო მეტად, მთელი არსებით შემიყვარდი. 

ექიმმა განაცხადა, რომ ერთადერთი საშველი ძვლისტვინის ტრანსპლანტაცია იყო. თუმცა, შემდეგ ექიმმა აღნიშნა, რომ შენ მეტად ავად იყავი იმისთვის, რომ ასეთი რთული სამედიცინო ჩარევა გადაგეტანა. ჩვენ ქიმიოთერაპიასა და მედიკამენტებით მკურნალობას დავჯერდით. 

სიცოცხლის უკანასკნელ დღეებშიც კი ებრძოდი არსებულ სიტუაციას. ერთი თვით ადრე, სანამ გარდაიცვლებოდი, შენ შექმენი იმ საქმეების სია, რისი გაკეთებაც გსურდა და ორი დღით ადრე ექიმებს სთხოვე ამ სიის ჩემთვის გამოგზავნა. ამ სიაში ჩვენ ერთად მივირთმევდით ნაყინსა და ნამცხვრებს, დავრბოდით ბალახზე, ვეთამაშებოდით კნუტებს, დავდიოდით სათევზაოდ, ერთმანეთს სურათებს ვუღებდით. მე გამახსენდა ჩვენი უკანასკნელი საუბარი. შენ მითხარი რომ თუ გარდაიცვლებოდი და მე დახმარება დამჭირდებოდა, შემეძლო შენთვის სამოთხეში წერილი გამომეგზავნა, ეს წერილი ბუშტზე მიმება და ცისკენ გაფრენის უფლება მიმეცა. ამ სიტყვებზე ტირილი დავიწყე, შემდეგ შენ გულში ჩამიკარი. ამის შემდეგ ძალიან ცუდად გახდი. 

უკანასკნელ ღამეს შენ წყალი ითხოვე. ტიროდი და თავი ბალიშში გქონდა ჩარგული. მოგვიანებით, საავადმყოფოში, გსურდა საუბარი, მაგრამ სიტყვები არ ამოდიოდა. მე ვიცი რისი თქმაც გინდოდა. „მესმის შენი" მე ჩავიჩურჩულე. საბოლოოდ კი ვთქვი: „მე ყოველთვის მეყვარები და არასდროს დაგივიწყებ. არ შეგეშინდეს. შენ მალე სამოთხეში, ღმერთთან წახვალ". შემდეგ ცრემლები წამოვიდნენ და მე ვხედავდი ბიჭუნას, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მამაცი იყო. ჩვენ ვტიროდით მანამდე, სანამ არ მივხვდით, რომ ცრემლები აღარ დაგვრჩა. პატრიკი საბოლოოდ წავიდა და ჩვენ უკან ჩამოგვიტოვა. 

მას შემდეგ შენ ძალას მმატებ. მაჩვენე თუ როგორ უნდა მიყვარდეს ცხოვრება და როგორ უნდა ვიცხოვრო სრულყოფად . შენი გულახდილობით სიყვარულით სავსე მსოფლიო დამანახე. მთავარი რაც შემაგნებინე, არის ის რომ აუცილებელია გიყვარდეს ყოველგვარი ანგარებისა და მიზეზის გარეშე. 

მადლობა ჩემს პატარა ძმას ამ ყველაფრისთვის."


შეგისწორა და გაგილამაზა : Katie ♥ 
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 829 | დაამატა: marrystyles | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
2013-04-12 Spam
dzalian momewona.. boloze cremlebi momadga)) <33